• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Gastro

#OK! „ბეიბიბიო“ − ბავშვთა კვების პირველი, 100%-ით bio ხაზი საფრანგეთიდან!

July 9, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

„ბეიბიბიო“ − ეს არის ბავშვთა კვების ახალი კონცეფცია, ანუ პირველი 100%-ით ბიო-ორგანული ხაზი საფრანგეთიდან, რომელიც ქართულ ბაზარზე 2021 წლის სექტემბერში შემოვიდა და დღეს უკვე წარმატებით იყიდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ახალი კონცეფცია გულისხმობს არა მხოლოდ ხარისხის ახალ სტანდარტს, რაც სიახლეა ჩვენს ბაზარზე, არამედ სრულ ინოვაციას, ექსკლუზიურად პატარა გურმანებისთვის, რეცეპტურის, ინგრედიენტებისა თუ ტექსტურების თვალსაზრისით. ამ და სხვა თემებთან დაკავშირებით უფრო ვრცლად „ბეიბიბიოს“ ბრენდმენეჯერი ანა ზამთარაძე გვესაუბრა.

 

ანა, უპირველესად გაგვაცანით ბრენდი „ბეიბიბიო“.

ეს არის დახვეწილი და საქვეყნოდ ცნობილი ფრანგული სამზარეულო, ადაპტირებული სპეციალურად ყველაზე პატარებისთვის. ასორტიმენტი გამოირჩევა მრავალფეროვნებით, სრული მენიუ მზადდება საფრანგეთში, ქალაქ ბორდოს მახლობლად, აკვიტანიის რეგიონში. ინგრედიენტები საგულდაგულოდ არის შერჩეული საფრანგეთის ბიომეურნეობებში და გემოვნებითაა შეხამებული ერთმანეთთან. პროდუქტებს ახასიათებს დაბალანსებული არომატი და ოპტიმალური ტექსტურა, რომელიც ასაკის მიხედვით იცვლება.

კონკრეტულად რა სახის პროდუქტებს სთავაზობს „ბეიბიბიო“ მომხმარებლებს?

„ბეიბიბიოს“ პროდუქცია განკუთვნილია 0 თვიდან 3 წლამდე პატარებისთვის და აერთიანებს ყველა კატეგორიის პროდუქტს. ასორტიმენტი იმდენად მრავალფეროვანია, რომ თამამად შეიძლება შევადაროთ „მიშლენის“ ხუთვარსკვლავიანი რესტორნის მენიუსაც კი, რომელშიც მრავლად არის სრულიად ინოვაციური ინგრედიენტები, თამამი, დახვეწილი შეხამებები (ის, რაც ფრანგულ სამზარეულოს ახასიათებს ზოგადად) და რაც მთავარია, წარმოდგენილია სრულყოფილი რაციონი ბავშვისთვის. ეს გახლავთ ფაფები დილის საუზმის სახით, ლანჩ-მენიუს საკმაოდ დიდი არჩევანი, წასახემსებელი პროდუქტები, მზა სადილების მენიუ და ვახშმის ხაზი − მენიუ „ძილი ნებისა“, ასევე ადაპტირებული ნარევები (მათ შორის თხის რძის ბაზაზე დამზადებული).

რას გულისხმობს „ბეიბიბიოს“ ახალი კონცეფცია?

„ბეიბიბიოს“ ახალი კონცეფცია გულისხმობს მომზადების ტექნოლოგიისა და უნიკალური რეცეპტურის ერთობლიობას, მათ შორის ექსკლუზიური ინგრედიენტებით. სრულყოფილი კერძები მზადდება ისე, როგორც შინ, ორთქლზე, დანამატებისა და კონსერვანტების გარეშე. დელეგატური კერძები, რომელსაც შესაძლოა უფროსები ხშირად მიირთმევენ (მაგ. ნეაპოლიტანური პასტა პარმეზანით, ხბოს ხორცი პროვანსულად, ვირთევზა ბოსტნეულის რაგუთი, ქათმის ხორცი ქინოათი, მუსაკა ბატკნის ხორცით და ა.შ.), ადაპტირებულია ჩვილის კვებითი უნარების მიხედვით, კონკრეტულ ასაკზე. აღსანიშნავია, რომ პროდუქცია არ შეიცავს შემასქელებლებს, ასორტიმენტში არის უშაქრო, უმარილო და უგლუტენო პოზიციები, რომელიც გამოირჩევა ხმელთაშუაზღვისპირეთის სამზარეულოსთვის დამახასიათებელი მაღალი გემოვნური თვისებებით.

 

რომელ ექსკლუზიურ ინგრედიენტებზეა საუბარი? ბავშვთა კვებაში სიახლეს, თუ ზოგადად, ქართულ ბაზარზე სიახლეს გულისხმობთ?

„ბეიბიბიოს“ ასორტიმენტში გვხვდება როგორც ქართული ბაზრისთვის ინოვაციური, ასევე ზოგადად, ბავშვთა კვებისთვის ინოვაციური ინგრედიენტები. მაგ. ვირთევზა, ბატკნის ხორცი, თხის რძისა და ცხვრის რძის იოგურტები, იხვის ხორცი, თხის ყველი, ქოქოსის რძეზე დამზადებული დესერტები და ა.შ. გემოვნურთან ერთად ეს ინგრედიენტები გამოირჩევა განსაკუთრებით სასარგებლო თვისებებით და უმეტესობა მათგანი განეკუთვნება ე.წ. „სუპერფუდების“ კატეგორიას.

გვესაუბრეთ ხარისხზე. ვინაიდან „ბეიბიბიო“ 100%-ით ბიო-ორგანული ხაზია, მნიშვნელოვანია დეტალურად განვმარტოთ ეს საკითხი.

„ბეიბიბიო“ბავშვთა კვების ერთადერთი ბრენდია საქართველოში, რომელიც თავად უწევს მონიტორინგს წარმოების სრულ ჯაჭვს, პროდუქტის მოყვანიდან საბოლოო დამუშავებამდე. ბრენდი ფლობს ორ სერტიფიკატს: პირველი გახლავთ საფრანგეთის ბიოწარმოების ნიშანი L’agriculture biologique (რამდენადაც ფრანგულია წარმოება, ასევე თითოეული ინგრედიენტი) და ევროპული ორგანული წარმოების სერტიფიკატი Euroleaf, რაც ნიშნავს, რომ როგორც ევროპის, ასევე კონკრეტულად საფრანგეთის ორგანული წარმოების სტანდარტს ექვემდებარება პროდუქცია.

რა სახის უპირატესობებით გამოირჩევა „ბეიბიბიო“, როგორც ბავშვთა ბიო-ორგანული კვების ხაზი?

ბიო-ორგანულ საკვებს უპირატესობა ენიჭება, რადგან მაქსიმალურად აქვს შენარჩუნებული ბუნებრივი ვიტამინები და მინერალები, ასევე ბუნებრივი გემოვნური თვისებები. ეს განპირობებულია სტანდარტის უზრუნველყოფით, რომელსაც იცავენ ორგანულ ფერმებსა და წარმოებებში. პროდუქტი მიიღება მხოლოდ მცენარეების, ცხოველებისა და ლანდშაფტების ბუნებრივი წარმადობის მიხედვით. ბიო-ორგანულ ფერმებსა და მეურნეობებში უზრუნველყოფილია ბუნებრივი და ეკოლოგიურად სუფთა გარემო, შეისწავლიან და აკვირდებიან კლიმატურ თუ ნიადაგის თავისებურებებს, შემდეგ კი, მის მიხედვით იზრდება თითოეული პროდუქტი. შესაბამისად, პროდუქცია არ შეიცავს ხელოვნურ დანამატებს, გმო-ს, არ არის მოყვანისას გამოყენებული ქიმიური სასუქები, ანტიბიოტიკები და სხვა. პროდუქტის ორგანულობას განსაზღვრავს საკმაოდ მკაცრი და ზუსტი კრიტერიუმები; ორგანული პროდუქტი აუცილებლად ამოიცნობა შესაბამისი ლოგოთი, რომელიც მხოლოდ კონკრეტული სტანდარტის დაკმაყოფილების შემთხვევაში ენიჭება. მნიშვნელოვანი ფაქტორებია გარემო (თუ როგორ ეკოლოგიურ პირობებში ხდება პროდუქტის გაზრდა), შესაბამისად ქვეყანა და ქვეყნის შიდა რეგულაციები ამ მიმართულებით, ტექნოლოგია, სამუშაო პროცესი. მხოლოდ სრული ჯაჭვის შემოწმების შემდეგ ენიჭება ეს ხარისხი პროდუქტს, რომელიც უნდა ამოვიცნოთ დატანილი ლოგოებით და სერტიფიკატებით.

დეტალურად განვმარტოთ წარმოების სრული ჯაჭვი − რას მოიცავს და რა განსაკუთრებული ასპექტები გამოარჩევს „ბეიბიბიოს“ ამ მიმართულებით?

„ბეიბიბიო“ − ბავშვთა კვების ერთ-ერთი პირველი ბრენდია მსოფლიოში, რომელმაც პატარებისათვის საუკეთესოს შექმნის პროცესი გარემოზე აქტიურ ზრუნვას მიუსადაგა. შესაბამისად, წარმოების ჯაჭვი სცდება უშუალოდ პროდუქტის დამზადების პროცესებს და მოიცავს ბიო-ორგანული მეურნეობების მართვასაც. პროცესები სრულად ეთავსება გარემოს ბიოდინამიკურობას და ხელს უწყობს ეკოსისტემის შენარჩუნებას: ნედლეული მიიღება მცენარეების, ცხოველებისა და ლანდშაფტების ბუნებრივი წარმადობის მიხედვით; მოსავალი უმჯობესდება კულტურათა მონაცვლეობით; ნიადაგის გასამდიდრებლად არ გამოიყენება პესტიციდები და ქიმიური სასუქები, შესაბამისად, შენარჩუნებულია გარემოს ბუნებრივი ბალანსი; ფერმებში ცხოველთათვის შექმნილია ბუნებრივი პირობები და იღებენ მხოლოდ ნატურალურ საკვებს − ჰორმონების, ზრდის დამაჩქარებლებისა და ანტიბიოტიკების გარეშე; ქარხნებში კი, წარმოების პროცესი ითვალისწინებს ბუნებრივი რესურსების მინიმალურ ხარჯვას, ამიტომ პროდუქციის შეფუთვისას გამოიყენება გადამუშავებადი, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო მასალები.

აღნიშნული პირობებისა და საუკეთესო ხარისხის მუდმივი გარანტი გახლავთ საფრანგეთის ბიოწარმოების სერტიფიკატი L’agriculture biologique და ევროპული ორგანული წარმოების ნიშანი − Euroleaf.

სად შეგვიძლია „ბეიბიბიო“-ს პროდუქციის შეძენა?

„ბეიბიბიოს“ პროდუქციის შეძენა შესაძლებელია უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით. პროდუქცია წარმოდგენილია „ჯპს“-ის სააფთიაქო ქსელში და ასევე ონლაინ სარეალიზაციო პლატფორმებზე.

 

ასევე გაეცანი

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე
Health & Beauty

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 16, 2025
#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ
Gastro

#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ

June 17, 2025
#OK! ბუნებრივი სილამაზისა და ინდივიდუალიზმის შერწყმა – პროფესიონალის რჩევები
Health & Beauty

#OK! ბუნებრივი სილამაზისა და ინდივიდუალიზმის შერწყმა – პროფესიონალის რჩევები

June 17, 2025
#OK! Memorial Hospitals Group – სრული სამედიცინო მომსახურების ჯაჭვი ერთ სივრცეში
Health & Beauty

#OK! Memorial Hospitals Group – სრული სამედიცინო მომსახურების ჯაჭვი ერთ სივრცეში

May 15, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ორსული გალ გადოტის იშვიათი გამოჩენა: მსახიობის უახლესი ფოტოები ლოს ანჯელესის ქუჩებიდან

#OK! ორსული გალ გადოტის იშვიათი გამოჩენა: მსახიობის უახლესი ფოტოები ლოს ანჯელესის ქუჩებიდან

September 29, 2021
#OK! “ჟან პოლ გოტიეს” 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის ოტ კუტიურ კოლექცია

#OK! “ჟან პოლ გოტიეს” 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის ოტ კუტიურ კოლექცია

January 31, 2022
#OK! “საოცარი მსგავსება დედა-შვილს შორის” – მერაია ქერი 11 წლის ქალიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

#OK! “საოცარი მსგავსება დედა-შვილს შორის” – მერაია ქერი 11 წლის ქალიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

October 24, 2022
#OK! Friends: The Reunion – ოფიციალური თიზერი

#OK! Friends: The Reunion – ოფიციალური თიზერი

May 13, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ,,ვფიქრობ, რომ 2026 წელს ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე ჭკვიანი იქნება” – ილონ მასკი

#OK! ,,ვფიქრობ, რომ 2026 წელს ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე ჭკვიანი იქნება” – ილონ მასკი

June 16, 2025
#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ

#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ

June 17, 2025
#OK! ოპრა უინფრი – მსოფლიოში პირველი ფერადკანიანი მილიარდერი ქალი

#OK! ოპრა უინფრი – მსოფლიოში პირველი ფერადკანიანი მილიარდერი ქალი

June 17, 2025
#OK! National Geographic-ის მკვლევარების ვარაუდით, შემდეგი თაობა ციცინათელებს ვეღარ ნახავს

#OK! National Geographic-ის მკვლევარების ვარაუდით, შემდეგი თაობა ციცინათელებს ვეღარ ნახავს

June 18, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები