• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Décor

#OK! მაიკო ჯიმშელეიშვილი − OK! Decor Book-ის მოწვეული რედაქტორი

May 2, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

ჟურნალიOK! Decor Book-ის მოწვეულ რედაქტორს − მაიკო ჯიმშელეიშვილს წარმოგიდგენთ. როგორც თავად ამბობს, აქამდე ჟურნალზე მუშაობის გამოცდილება არ ჰქონია, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჩვენს მკითხველს ძალიან მრავალფეროვანი ნომერი წარუდგინა, სადაც არაერთ საინტერესო თემას წააწყდებით. მანამდე კი აუცილებლად გაეცანით ინტერვიუს.

თქვენ ხართ OK! Decor Book-ის მოწვეული რედაქტორი. გქონიათ თუ არა აქამდე მსგავსი გამოცდილება?

ჟურნალზე მუშაობა, მით უფრო რედაქტორის ამპლუაში, საკმაოდ სერიოზული გამოწვევა აღმოჩნდა ჩემთვის, რადგან მსგავსი გამოცდილება აქამდე არასოდეს მქონია. ჩემგან სრულიად განსხვავებული სფეროა და თავდაპირველად ცოტას ვღელავდი, თუმცა ძალიან საინტერესოდ წარიმართა მუშაობის პროცესი. ვეცადეთ მკითხველისთვის შეგვეთავაზებინა ისეთი თემები, რაც მათ დააინტერესებდა და სასიამოვნო ასოციაციებს გაუჩენდა.

რას წაიკითხავს მკითხველი OK! Decor Book-ში?

შევარჩიე რამდენიმე თემა, რომლებიც პირადად ჩემთვის ძალიან საინტერესოა და ვფიქრობ, მკითხველისთვისაც ასე იქნება. გამოვარჩევდი Fornasetti-ს, რომელიც წლებია მიყვარს და არ მბეზრდება. ეს ბრენდი გვთავაზობს ისეთ ავეჯსა თუ დეკორატიულ ნივთებს, რომლებიც ნებისმიერ ინტერიერში იქნება მინიმალისტური ან კლასიკური, იდეალურად ჯდება და ბრენდისთვის დამახასიათებელ განწყობას ქმნის.

ვისაუბრეთ ზაჰა ჰადიდზე, რომელიც ჩემთვის ერთ-ერთი ბრწყინვალე ქალი არქიტექტორია, მისთვის დამახასიათებელი გამოკვეთილი ფორმებით. გამორიცხულია შეხედო და ვერ იცნო მისი ხელწერა. გარდა ამისა, წაიკითხავთ ფრენკ ლოიდ რაიტის შესახებ, რომელიც ასევე ძალიან მომწონს. ვფიქრობ, მისი ეპოქისთვის ძალიან გამორჩეული იყო და დღემდე მეტად აქტუალურია რაიტის ფორმები და შტრიხები.

მკითხველს გავუზიარეთ რამდენიმე ფილმი და წიგნი, რომლებმაც ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. ასევე ვისაუბრეთ რჩევებსა და შეცდომებზე, რომლებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ სახლის მოწყობისას. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, კიდევ არაერთი თემა განვიხილეთ და გავშალეთ, რომლებიც ვფიქრობ საინტერესო წასაკითხი იქნება მკითხველისთვის.

აქაც გაგვიზიარეთ რამდენიმე რჩევა, რომლებიც სახლის მოწყობისას უნდა გავითვალისწინოთ.

ჩემთვის ინტერიერი ირეკლავს ადამიანის ხასიათს, ამიტომ ცოტა ნაკლებად ვაქცევ ყურადღებას ტრენდს. შესაძლოა უმნიშვნელო დეტალები დავიხმარო, მაგრამ ვიყენებ ნივთებს, რომლებიც ლამაზია, გადმოსცემს განწყობას და ქმნის განსხვავებულ ატმოსფეროს.

ამ ეტაპზე რით ხართ დაკავებული?

პროფესიით მხატვარი-გრაფიკოსი გახლავართ და აქტიურად ვხატავ დროის ნებისმიერ პერიოდში. ძირითადად დაკავებული ვარ Ambience-ით. უკვე მეორე წელია დავიწყე შოკოლადის წარმოებაც, რაც საინტერესო სიახლეა ჩემს ცხოვრებაში.

გვიამბეთ Ambience-ის შესახებ.

Ambience-ის იდეა მოგზაურობის დროს დამებადა. ამ დროს ყველა შთაბეჭდილებების ქვეშ ვართ და ხშირად ახალი იდეებითაც ვუბრუნდებით სამშობლოს. ბევრი სხვადასხვა ინტერიერის ნახვამ და დათვალიერებამ გამიჩინა სურვილი, გამეხსნა მსგავსი ტიპის შოურუმი. ეს იყო 2007 წელს, მაშინ, ფაქტობრივად, არ არსებობდა ბაზარზე მეორე ასეთი მაღაზია და გადავწყვიტე ქართველი მომხმარებლებისთვისაც მიმეცა საშუალება საკუთარ ქვეყანაში ჰქონოდათ განსხვავებული ნივთების შეძენის შესაძლებლობა.

პროდუქტი ეკუთვნის სხვადასხვა ქვეყნის ბრენდებს, მათ შორის იტალიას, ბელგიას, საფრანგეთს, გერმანიას, ჰოლანდიას, ესპანეთს… ნივთებს ვარჩევ ჩემი გემოვნებით, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ვითვალისწინებ ტრენდსაც.

გვესაუბრეთ Ambience-ის შოკოლადზე უფრო ვრცლად. როგორ დაგებადათ იდეა?

უზომოდ მიყვარს ექსპერიმენტები, თუმცა იდეა ძალიან სპონტანურად დაიბადა. ერთი თვით ადრე ვინმეს რომ ეთქვა, ალბათ, არც დავიჯერებდი, რომ ამ საქმიანობას მოვკიდებდი ხელს. გავიარე კურსები, ავიღე სერტიფიკატი და მუდმივად ვცდილობ გავიღრმაო ცოდნა ამ სფეროში.

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენს პირად სივრცეში იმისათვის, რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ?

ძალიან ინდივიდუალურია ეს განსაზღვრება და ძირითადად ცხოვრების წესიდან გამომდინარეობს. ჩემს შემთხვევაში აუცილებელია სიმყუდროვე, სადა კედლები, რომელიც დატვირთულია დეკორაციებით. მირჩევნია ფერები შევიტანო ავეჯში, ფარდებში, ნივთებში, და არა კედლებში, რადგან როდესაც გბეზრდება ესა თუ ის დეკორი, უფრო მარტივია შეცვალო, თუნდაც ნივთი, და ჩაანაცვლო სხვა დეკორაციებით.

როგორ ახერხებთ პირად ცხოვრებასა და კარიერას შორის ბალანსის დაცვას?

არ არის მარტივი ბალანსის დაცვა, რადგან ხშირად გიწევს თუნდაც არჩევანის წინაშე დადგომა და გადაწყვეტილებების მიღება. მაგრამ მიმაჩნია, რომ რასაც სიყვარულით აკეთებ, საბოლოო ჯამში ყველაფერი გამოდის.

თქვენს შემთხვევაში რა იყო მთავარი თვისება, რომელიც მიზნის განხორციელებაში დაგეხმარათ?

უპირველესად შრომა, მონდომება, დისციპლინა და ახლის შექმნისკენ სწრაფვა. მთავარია ადამიანი ნებისმიერ საქმეში გადმოსცემდეს ინდივიდუალიზმს.

დაახასიათეთ საკუთარი თავი სამი სიტყვით…

მიზანდასახული, შემოქმედებითი და ემოციური.

 

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ახალი წლის ტრადიციები საქართველოში
Slider Area

#OK! ახალი წლის ტრადიციები საქართველოში

December 3, 2025
#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში
ინტერვიუ

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში

November 22, 2025
ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება
OK! Business

ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება

November 24, 2025
GOGLA’s ახდენილი ოცნება – ნინო თუთბერიძე
OK! Business

GOGLA’s ახდენილი ოცნება – ნინო თუთბერიძე

November 20, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! სილამაზის ცენტრი DMS უპრეცედენტო პროექტისთვის ემზადება

#OK! სილამაზის ცენტრი DMS უპრეცედენტო პროექტისთვის ემზადება

April 16, 2021
#OK! პენელოპა კრუზის თვალისმომჭრელი იმიჯი ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამართულ MoMa-ს დაჯილდოების ცერემონიაზე

#OK! პენელოპა კრუზის თვალისმომჭრელი იმიჯი ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამართულ MoMa-ს დაჯილდოების ცერემონიაზე

December 15, 2021
#OK! “სააბაზანოში ვიკეტებოდი, რომ ემბერისგან თავი დამეღწია” – ჯონი დეპი

#OK! “სააბაზანოში ვიკეტებოდი, რომ ემბერისგან თავი დამეღწია” – ჯონი დეპი

April 29, 2022
#OK! 7 ყველაზე უცნაური და უჩვეულო საახალწლო ტრადიცია მსოფლიოს გარშემო

#OK! 7 ყველაზე უცნაური და უჩვეულო საახალწლო ტრადიცია მსოფლიოს გარშემო

December 27, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ჯორჯ კლუნიმ 14 მეგობარს მილიონ-მილიონი დოლარი აჩუქა

#OK! ჯორჯ კლუნიმ 14 მეგობარს მილიონ-მილიონი დოლარი აჩუქა

November 29, 2025
#OK! ლინდსი ლოჰანი ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგში მოხვდა

#OK! ლინდსი ლოჰანი ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგში მოხვდა

December 2, 2025
#OK! კრის ჯენერი სასაფლაოზე აკლდამის ადგილს არჩევს

#OK! კრის ჯენერი სასაფლაოზე აკლდამის ადგილს არჩევს

December 1, 2025
#OK! „მის სამყაროს“ ორმა კონკურსანტმა ტიტულზე უარი თქვა

#OK! „მის სამყაროს“ ორმა კონკურსანტმა ტიტულზე უარი თქვა

November 28, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები