• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! ჯანეტ ქერდიყოშვილი: ბედნიერი ცხოვრების, კარგი ფოტოსესიისა და პირადი ჰარმონიის წესები სილამაზის დედოფლისგან

June 30, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

 

ჯანეტ ქერდიყოშვილი საკმაოდ ცნობილია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. 2011 წელს მან “მის საქართველოს” ტიტული მოიპოვა, 2013 წელს კი პოპულარულ სატელევიზიო სიმღერის კონკურსში მიიღო მონაწილეობა. თუმცა სანამდე მიიყვანდა მას მისი გასაოცარი ხმა – უცნობია, რადგან მომღერლის კარიერასა და მოდელის კარიერას შორის, კონტრაქტის გამო, ეს უკანასკნელი უნდა აერჩია. ამიტომ მან დატოვა პროექტი, რათა წარმოედგინა ქვეყანა “მის სამყაროს” კონკურსზე. ჯანეტი ამას ღირსეულად გაუმკლავდა: გახდა ტელეწამყვანი, გახსნა ორი ბიზნესი (დიზაინის სტუდია და ჯანსაღი დეტოქს კვების ბრენდი) და ცოლად გაჰყვა ცნობილ პროდიუსერს და ტელეწამყვანს ნოე სულაბერიძეზეს. წყვილი ერთად ზრდის პატარა ქალიშვილს. იდეალურია, არა? ჯანეტს ვთხოვეთ გაეზიარებინა არა მხოლოდ ფოტოები, არამედ აზრები ბედნიერი ცხოვრების და მასში ბალანსის პოვნის შესახებ.

 

საქართველოს ყველაზე ლამაზი ქალის ტიტული ჩემი ცხოვრების ყველაზე ამაღელვებელი მომენტი გახდა. მან შეცვალა ჩემი წარმოდგენა საკუთარ თავზე და შემმატა თავდაჯერებულობა, შემიმცირა თვითკრიტიკა, მასწავლა საკუთარი თავის და ჩემი ინდივიდუალობის დაფასება. თუმცა, ყოველთვის ვახსენებ საკუთარ თავს, რომ სილამაზე არამხოლოდ გარეგნობაა, ეს შინაგანი სამყაროცაა, რომელსაც ასევე სჭირდება განვითარება და შენარჩუნება.

 

 

თითოეულ ქალს თავდაუჯერებლობის საკუთარი მიზეზი აქვს. არ არსებობს მახინჯი ქალი, არიან ქალები, რომლებმაც არ იციან როგორ გაუსვან ხაზი და სწორად წარმოაჩინონ საკუთარი სილამაზე. სოციალურ ქსელებში, სხვა ყველაფერთან ერთად, ამასაც ვასწავლი ჩემს გამომწერებს.

 

“მის სამყაროს” კონკურსზე არ მოხვედრა დიდი იმედგაცრუება იყო. რადგან თავად კონკურსისთვის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ბეჯითად ვემზადებოდი: დამღლელი ყოველდღიური ვარჯიშები, შეზღუდული კვება, გადატვირთული განრიგი, მუდმივი გადაღებები და ინტერვიუები. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი, რაც ხდება, ხდება უკეთესობისკენ. საბოლოოდ ასეც მოხდა.

 

ახლა ორიენტირებული ვარ ჩემი ბიზნესისა და ბლოგის განვითარებაზე – შემიძლია ვიყო ადამიანებთან კავშირზე და დავეხმარო მათ. ალბათ, შემთხვევით არ იყო, რომ ბავშვობაში ექიმობაზეც ვოცნებობდი, მინდოდა დავხმარებოდი ხალხს. ჩემი გამოცდილების გაზიარების, შთაგონების და საზოგადოებისთვის რაიმესასარგებლოს შექმნის იდეა ყოველთვის მიზიდავდა. ამიტომაც ცალკე სოციალური ქსელის მეშვეობით (ინსტაგრამში) შევქმენი გვერდი, სადაც უფასოდ ვუზიარებ გამომწერებს სასარგებლო ხრიკებს და ცოდნას, თუ როგორ მართონ თავიანთი სოც.გვერდი წარმატებულად და გახადონ ის შემოსავლის წყაროდაც . ასე რომ, რაღაც გაგებით, ჩემი დღევანდელი საქმიანობა ნაწილობრივ შეესაბამება ჩემი ბავშვობის ოცნებებს.

 

 

იყავი გამბედავი და მიჰყევი შენს ოცნებებს, მაშინაც კი, თუ მათკენ მიმავალი გზა რთული გეჩვენება. იმაზე მეტი შეგიძლია, ვიდრე წარმოგიდგენია, შენი რწმენა კი დაგეხმარება წარმატების მიღწევაში. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევაა, რაც მიმიღია ჩემს ცხოვრებაში. ხოლო წარსულში დაბრუნება რომ შემეძლოს და იმ 19 წლის გოგონასთვის თავად რჩევის მიცემა, დავამატებდი: „ნუ შეგეშინდება იყო ნამდვილი და საკუთარი თავის ერთგული. და, რა თქმა უნდა, ამ საოცარი მოგზაურობის თითოეული მომენტით ისიამოვნე!”

 

 

ფოტოები სოციალურ ქსელებში მხოლოდ ნაწილია ჩვენი ისტორიის. მაგრამ ჩვენ ჩვენს ცხოვრებას სიამოვნებით ვუზიარებთ ყველას. ჩემი მეუღლე მხარს მიჭერს ჩემს საქმიანობაში და საკუთარი სურვილით იღებს მონაწილეობას ფოტო გადაღებებში, ჩემი ქალიშვილი კი ამ პროცესს დიდი ინტერესით ადევნებს თვალს და ხშირად კადრების ინიციატორიცაა.

 

ზოგჯერ დღის განმავლობაში იმდენი საქმეა, რომ ფოტოებზე, ვიდეოებსა და პოსტებზე მუშაობა ღამით მიწევს. ტელეფონი ჩემს საქმიანობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, უფრო სწორად, საკვანძო. ამიტომ, წლებია ვიყენებ Apple-ის პროდუქციას, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს კონტენტის შექმნის მთელ პროცესს. მისი ფუნქციონალობა, კერძოდ, უახლესი მოდელის მრავალკამერიანი ტექნოლოგია, საშუალებას მაძლევს გადასაღებად არ გამოვიყენო სპეციალური ძვირადღირებული ტექნიკა. iPhone 14-ზე (მე Pro Max მოდელი მაქვს), ფართო კუთხის და ულტრა ფართო კუთხის ლინზები ერთად მუშაობს, რაც ერთდროულად დეტალიზაციას და კადრის ფართო პერსპექტივას მაძლევს. როგორც კაშკაშა მზეზე, ასევე ღამის ცის ქვეშ პროფესიონალური კადრები გამოდის.

 

იდილია, ბედნიერი ოჯახი – ეს ემოციური სტაბილურობა და კოლოსალური შრომაა. ორი ადამიანი დიდი სიყვარულიდან ყოველდღიურად ქმნის ურთიერთგაგებისა და ურთიერთპატივისცემის ატმოსფეროს. ეს აისახება ჩვენს პატარაზე, რომელიც დაბადებიდან გრძნობს ამ სიყვარულს და სითბოს.

 

როდესაც ჟურნალისტები და გამომწერები გამუდმებით ადევნებენ თვალს შენს ცხოვრებას, ეს შეიძლება გახდეს გამოწვევა. მაგრამ ვცდილობ, ამან არ მოახდინოს ზეგავლენა ჩემს ცხოვრებაზე და მხოლოდ პოზიტიურ ემოციებს ვუშვებ მასში: სოციალორ ქსელებში გულშემატკივრების მხარდაჭერას და ყურადღებას ვიღებ; ასე რომ, საჯაროობაში რაღაც სასიამოვნოც არის.

 

 

ვცდილობ, დავარეგულირო ჩემი დრო ისე, რომ შევინარჩუნო ბალანსი სამუშაოსა და პირადს შორის, ასევე დავიტოვო დრო შემოქმედებისთვის. მაგრამ ყველაფრის დელეგირება შეუძლებელია: გადაღებებისა და ახალი პროექტების ყველა იდეას მე თვითონ ვაყალიბებ. მერე გადაღებებს ვაწყობ, შემდეგ კი ვამონტაჟებ და პოსტებს ვწერ. ყველა ამ პროცესისთვის მხოლოდ ტელეფონი მჭირდება. ვიღებ ნებისმიერ კონტენტს და ვამონტაჟებ უშუალოდ ჩემს საყვარელ iPhone 14 Pro Max-ზე. ის მეხმარება არა მხოლოდ კარგი ფოტოების გადაღებაში, არამედ მოკლე პროფესიონალური ვიდეოების ჩაწერაში და რედაქტირებაში. მომწონს, რომ ის სწრაფად რთავს აპლიკაციებს და ნებისმიერ გრაფიკულ რედაქტორს – ეს ძალიან მოსახერხებელია და, რაც მთავარია, შედეგად ყოველთვის ხარისხიან პროდუქტს ვიღებ.

 

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩემს აუდიტორიას შევთავაზო მაღალი ხარისხის კონტენტი, ვიყო მუდმივ კონტაქტზე და დავრჩე აქტუალური. წარმატებული ბლოგისთვის ასევე მნიშვნელოვანია ცოდნის და ტექნიკის მუდმივი გაუმჯობესება. ამიტომ ვაახლებ ჩემს iPhone-ს, ვაკვირდები ტრენდებს და ვცდილობ შევინარჩუნო აქტუალურობა, ვიყო ყურადღებიანი დეტალების მიმართ. ალბათ, ზოგადმა ფილოსოფიამ დამაკავშირა წლობით ამ ტექნიკასთან. გარდა ამისა, ყველაფერი, რასაც ჩემს აუდიტორიას ვურჩევ, ყოველთვის შემოწმებულია უშუალოდ ჩემი გამოცდილებით. ჩემი აზრით, ეს მნიშვნელოვანია.

 

iPhone 14-ის ხაზის ნებისმიერი მოდელის არჩევისას, შეგიძლიათ გადაიღოთ საოცარი ფოტოები და ვიდეო. საქართველოში შეძენა ახლა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა TBC ბანკის მეშვეობით: მხოლოდ 2 ივლისამდე შეგიძლიათ შეიძინოთ ახალი iPhone 14 განვადებით (12 თვის ვადით) ავტორიზებული რესელერებისგან: iSpace, Alta, iTechnics, iStore, iPlus.

ასევე გაეცანი

#OK! A$AP Rocky 35 წლის გახდა: ამერიკელი რეპერის ექსცენტრიული ხედვა და ჰიპ-ჰოპის ზეგავლენით ჩამოყალიბებული  ექსპერიმენტული სტილი
Fashion

#OK! A$AP Rocky 35 წლის გახდა: ამერიკელი რეპერის ექსცენტრიული ხედვა და ჰიპ-ჰოპის ზეგავლენით ჩამოყალიბებული ექსპერიმენტული სტილი

October 3, 2023
#OK! “ჩემმა ძმამ შოუზე არ დამპატიჟა, ღმერთმა დალოცოს, მისი სულისთვის ვლოცულობ” – გურამ გვასალია
Hollywood News

#OK! “ჩემმა ძმამ შოუზე არ დამპატიჟა, ღმერთმა დალოცოს, მისი სულისთვის ვლოცულობ” – გურამ გვასალია

October 2, 2023
#OK! ყოფილები: ბრედ პიტი და გვინეტ პელტროუ
Hollywood News

#OK! ყოფილები: ბრედ პიტი და გვინეტ პელტროუ

September 30, 2023
#OK! დღეს მონიკა ბელუჩი 59 წლის გახდა: პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად აღიარებული მსახიობი იუბილარია
Fashion News

#OK! დღეს მონიკა ბელუჩი 59 წლის გახდა: პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად აღიარებული მსახიობი იუბილარია

September 30, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! “ბრედ პიტი და ქლოე კარდაშიანი ერთმანეთს ხვდებიან” – რას წერენ ტაბლოიდები და უცხოური გამოცემები

#OK! “ბრედ პიტი და ქლოე კარდაშიანი ერთმანეთს ხვდებიან” – რას წერენ ტაბლოიდები და უცხოური გამოცემები

April 10, 2023
#OK! “სტილის აიქონი” 35 წლისაა – როგორ გახდა რიანა გასული ათწლეულების ერთ-ერთი ყველაზე საკულტო ვარსკვლავი

#OK! “სტილის აიქონი” 35 წლისაა – როგორ გახდა რიანა გასული ათწლეულების ერთ-ერთი ყველაზე საკულტო ვარსკვლავი

February 20, 2023
#OK! ბელა ჰადიდი მეგობარ მამაკაცთან ერთად საფრანგეთში ისვენებს (ფოტოები)

#OK! ბელა ჰადიდი მეგობარ მამაკაცთან ერთად საფრანგეთში ისვენებს (ფოტოები)

May 30, 2022
#OK! იყავით გამორჩეული „მარიამორთან“ ერთად

#OK! იყავით გამორჩეული „მარიამორთან“ ერთად

October 1, 2021

კვირის ჰიტები

#OK! “ჩემმა ძმამ შოუზე არ დამპატიჟა, ღმერთმა დალოცოს, მისი სულისთვის ვლოცულობ” – გურამ გვასალია

#OK! “ჩემმა ძმამ შოუზე არ დამპატიჟა, ღმერთმა დალოცოს, მისი სულისთვის ვლოცულობ” – გურამ გვასალია

October 2, 2023
#OK! A$AP Rocky 35 წლის გახდა: ამერიკელი რეპერის ექსცენტრიული ხედვა და ჰიპ-ჰოპის ზეგავლენით ჩამოყალიბებული  ექსპერიმენტული სტილი

#OK! A$AP Rocky 35 წლის გახდა: ამერიკელი რეპერის ექსცენტრიული ხედვა და ჰიპ-ჰოპის ზეგავლენით ჩამოყალიბებული ექსპერიმენტული სტილი

October 3, 2023
#OK! ქეთევან საბაძე საქართველოდან ლიტვის “ვარსკვალავების სონატის“ გამარჯვებულია

#OK! ქეთევან საბაძე საქართველოდან ლიტვის “ვარსკვალავების სონატის“ გამარჯვებულია

September 28, 2023
#OK! “დავწერე წიგნი, რომელიც ეხება ჩემი ცხოვრების აქამდე საიდუმლო დეტალებს”- პრიანკა ჩოპრა

#OK! “დავწერე წიგნი, რომელიც ეხება ჩემი ცხოვრების აქამდე საიდუმლო დეტალებს”- პრიანკა ჩოპრა

September 29, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები