• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Gastro

#OK! დაქიშვილების ღვინო და შოკოლადი

March 2, 2022
საკითხავი დრო: 2 mins read

მეღვინეობა დაქიშვილების ოჯახური ტრადიციაა, რომელსაც სათავეში პროფესიონალი მეღვინეები − გიორგი, ილონა და თემურ დაქიშვილები უდგანან. საოჯახო მარანში წარმოდგენილია ქართული და თანამედროვე კლასიკური წესით დაყენებული ღვინის დასახელებები, რომლებიც განსაკუთრებული ხასიათით გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ დაქიშვილების საოჯახო მეღვინეობა უკვე მრავალი წელია გემოებისა და არომატების ახალი არჩევანის შემოთავაზების ტრადიციას აგრძელებს და წარმოგიდგენთ ღვინოსთან ერთად დასაგემოვნებელ ხელნაკეთ შოკოლადს, ღვინის მირთმევისას შეგრძნებების გასამდიდრებლად. ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით უფრო ვრცელი ინფორმაციისთვის ჟურნალი OK! დაქიშვილების ღვინის მარანს პირადად ესტუმრა.

 

ბატონო თემურ, გვიამბეთ, რამდენი ხანია რაც ღვინის წარმოებით ხართ დაკავებული?

ჩვენი ოჯახი წინაპრების მიერ გადმოცემულ ტრადიციას აგრძელებს. ჩვენი წინაპრები ამ საქმით იყვნენ დაკავებულნი და ამაყი ვარ, რომ მეც დავეუფლე მეღვინეობას და ჩვენს ოჯახთან ერთად სიამოვნებით ვაგრძელებ მათ დაწყებულ საქმეს.

სად მდებარეობს თქვენი საოჯახო ღვინის მარანი და ვენახები?

ჩვენი საოჯახო ღვინის მარანი სოფელ შალაურში, თელავთან ახლოს მდებარეობს. აქ ვქმნით ღვინოს ოჯახის კუთვნილ 10 ჰექტარ ვენახში მოყვანილი ყურძნიდან, ასევე გავაშენეთ უიშვიათესი ჯიში, რომელიც უფრო გაამდიდრებს ჩვენს ღვინის კოლექციას. ამ ახალ წამოწყებაზე უფრო მეტს 2023 წლისთვის შეიტყობთ.

 

როგორი წესით აწარმოებთ ღვინოს?

ჩვენს მარანში ღვინოს ვაწარმოებთ ქვევრებში ქართული წესით და თანამედროვე კლასიკური წესით, რისთვისაც ვიყენებთ თანამედროვე ტექნიკას და მუხის კასრებს. ვაწარმოებთ ასევე ცქრიალა ღვინოს კლასიკური ბოთლური შამპანურის წესით.

გარდა ამისა, ღვინის მოყვარულებს ვთავაზობთ გამორჩეული სახეობის ცქრიალა ღვინოს − პეტნატს, რომელსაც შესაბამისი სიტყვა ქართულადაც მოვუძებნეთ − მაჭარი.

ალკოჰოლური დუღილის მიწურულს, მაჭარი ისხმება ბოთლებში. ბოთლებშივე სრულდება დუღილის პროცესი. ბუნებრივად ხდება ღვინის სატურირება ნახშირორჟანგით. ეს ცქრიალა, ცინცხალი არომატებით სავსე ღვინო მზადდება ქისის ჯიშის ყურძნისაგან.

რომელ ჯიშებს იყენებთ ღვინის დასამზადებლად?

ჩვენი ვენახების ძირითადი ნაწილი შედგება ქართული ენდემური ჯიშებისაგან, ასევე გვაქვს მცირე რაოდენობით საერთაშორისო ჯიშებიც. მათ შორისაა შარდონე თეთრი − წყნარი და ცქრიალა ღვინოსთვის, პინო ნუარი და კაბერნე სოვინიონი − წითელი ღვინის დასაყენებლად.

დავიწყეთ სადესერტო ღვინის წარმოებაც, რომელიც შეიცავს 20%-მდე ალკოჰოლს და ყურძნის ნარჩენ შაქარს. შემაგრებულ ღვინის სახეობებს განსაკუთრებული თვისება აქვს, კარგად ერწყმის დესერტებსა და ტკბილეულს.

სად შეგვიძლია Dakishvili Family Selection-ის დაგემოვნება?

წარმოდგენილები ვართ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. ღვინის ბუტიკებსა და მაღალი კლასის რესტორნებში.

Dakishvili Family Vineyards ღვინო ასევე გადის ექსპორტზე ევროპის შემდეგ ქვეყნებში: საფრანგეთი, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, ჰოლანდია, გერმანია. გარდა ამისა, შეერთებულ შტატებსა და აზიის ქვეყნებში − ჩინეთსა და იაპონიაში.

 

ღვინო წარმოდგენილია საკუთარი ბრენდით. რატომ Dakishvili Family Selection?

ეს სახელწოდება იმიტომ შევარჩიეთ, რომ ამ ღვინის შექმნაში ოჯახიდან სამი მეღვინე ვიღებთ მონაწილეობას. ეს გახლავთ ჩვენი წინაპრების დაწყებული საქმის უწყვეტი ტრადიცია, რომელსაც მომავალ თაობებსაც გადავცემთ.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, თქვენმა ოჯახმა სულ ახლახან შოკოლადის წარმოებაც დაიწყო. გვიამბეთ ამის შესახებ.

მთელი ოჯახი შოკოლადის განსაკუთრებული მოყვარულები ვართ. დაახლოებით 20 წელი იქნება, რაც შინ შოკოლადს ვამზადებთ ოჯახისთვის და მეგობრებისთვის. ტკბილეულისა და კერძოდ შოკოლადის დამზადების დიდი პროფესიონალია ილონა. თუმცა შოკოლადის დამზადებას აქამდე საწარმოო სახე არ მისცემია.

მისი შეფუთვა და კომერციულად წარდგენა რამდენიმე თვის წინ, 2021 წელს გადავწყვიტეთ. შევქმენით სავაჭრო მარკა Dakishvili Handmade chocolate და ამ სახელწოდებით წარვუდგინეთ შოკოლადისა და ღვინის მოყვარულებს.

გვიამბეთ შოკოლადის წარმოებისა და ტექნოლოგიის შესახებ.

ვაწარმოებთ ტრიუფელის ტიპის შოკოლადს. ამ ტიპის ტკბილეულის წარმოება ფრანგმა კონდიტერებმა დაიწყეს საუკუნის წინ, და სახელიც სოკო ტრიუფელის ვიზუალური მსგავსებიდან გამომდინარე უწოდეს.

ყველა ჩვენ მიერ დამზადებული შოკოლადი შეიცავს ღვინოს და მაგარ ალკოჰოლურ სასმელებს.

მინდა ვუთხრა თქვენს მკითხველს, რომ წარმოებაში არ ვიყენებთ ხელოვნურ დანამატებსა და კონსერვანტებს, შესაბამისად, ჩვენს ტრიუფელებს შენახვის ვადა 4 თვე აქვს. ჩვენი ხელნაკეთი შოკოლადი დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ბელგიური ბიონედლეულისგან. ამ ეტაპზე ვაწარმოებთ სამი სახეობის შოკოლადს და თითოეულ ყუთში მოთავსებულია სამივე არომატის 3-3 ტრიუფელი:

  • რუბი ამარენას არომატით და ჰიმალაიური მარილის შტრიხით
  • შავი შოკოლადი, პორტვეინითა და მოცვით
  • შავი მოცხარო შოკოლადი, მსუბუქი ჩილის ტონით

ძალიან ბევრი ვიფიქრეთ თითოეული შოკოლადის გემოვნურ პროფილზე და საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა ამ უნიკალური რეცეპტის შემუშავებას.

ცხარე შოკოლადი იდეალურად ეხამება წითელ, სხეულიან ღვინის სახეობებს. რაც შეეხება რუბის, ვარდისფერი შოკოლადი შევკმაზეთ მცირედი ჰიმალაიური ვარდისფერი მარილით, რაც უფრო კარგად გამოხატავს ღვინის არომატებს ამ სასმელთან ერთად მირთმევისას. იდეალურად შეეხამება მსუბუქ და სხეულიან, ქარვისფერ ღვინის სახეობებს.

მოცვის შავი შოკოლადი კი, არაჩვეულებრივია სადესერტო ღვინის სახეობებთან და მაღალალკოჰოლურ სასმელებთან − კონიაკთან, ბრენდისთან, დავარგებულ ჭაჭასთან და სხვა.

 

რატომ ღვინო და შოკოლადი?

გადავწყვიტეთ გაგვეერთიანებინა ქართული ღვინო და შოკოლადის ტრიუფელი. შეგვექმნა აქამდე არარსებული, საქართველოში წარმოებული ღვინოსთან მისატანებელი შოკოლადი. ამიტომ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გადავწყვიტეთ ღვინით შეკმაზული ტრიუფელი შეგვეთავაზებინა საზოგადოებისთვის.

შოკოლადს განუმეორებელი თვისებები აქვს − მაგალითად, შეუძლია მსუბუქი ეიფორიული ემოციები მოუტანოს ადამიანს. სწორედ ამიტომაა შოკოლადი ასეთი საყვარელი და სასურველი. მისი ემოციური ეფექტი განპირობებულია კაკაოს მარცვლების შემადგენლობით, რაც იწვევს ადამიანში ბედნიერების ჰორმონ სეროტონინის გამომუშავებას. დავამატებ, რომ ემოციური ფონის გაუმჯობესების გარდა, შოკოლადი ძალზე სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, კერძოდ კი გულსისხლძარღვთა სისტემისთვის, შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს. ღვინოსთან მირთმევისას კი, ეს ეფექტი გაორმაგებულია.

 

როგორია Dakishvili Family Vineyards-ის სამომავლო გეგმები?

ღვინისა და სხვადასხვა ალკოჰოლური სასმლის მოყვარული ადამიანებისთვის შექმნილი გვაქვს კიდევ რამდენიმე სახეობის შოკოლადი. შემდეგი, რასაც საზოგადოებას წარვუდგენთ, იქნება მეტად მოტკბო შიგთავსის მქონე შოკოლადები, რომლებიც ასევე აბსოლუტურად ბუნებრივი ინგრედიენტებით არის დამზადებული.

 

FB: Dakishvili Family Vineyards

dakishvili.ge

info@dakishvili.ge

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! წონის კლებამდე მხოლოდ 3 ნაბიჯია – რას გვირჩევენ მეცნიერები?
Gastro

#OK! წონის კლებამდე მხოლოდ 3 ნაბიჯია – რას გვირჩევენ მეცნიერები?

August 12, 2025
#OK! როგორ გამოვაცხოთ შოკოლადის ორცხობილები სახლის პირობებში?
Gastro

#OK! როგორ გამოვაცხოთ შოკოლადის ორცხობილები სახლის პირობებში?

August 7, 2025
#OK! 3 წიგნი კულინარიის შესახებ
Gastro

#OK! 3 წიგნი კულინარიის შესახებ

July 27, 2025
#OK! ,,ჯანსაღი კვების თეფში” – რას გვირჩევენ ჰარვარდის მეცნიერები?
Gastro

#OK! ,,ჯანსაღი კვების თეფში” – რას გვირჩევენ ჰარვარდის მეცნიერები?

July 18, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! „დამიანეს გაქრისტიანება“ – ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიცა თავაძემ შვილი მონათლეს

#OK! „დამიანეს გაქრისტიანება“ – ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიცა თავაძემ შვილი მონათლეს

November 13, 2024
#OK! კიმ კარდაშიანი Vogue-ის Forces Of Fashion-ის კონფერენციას “ბალენსიაგას” სამოსით დაესწრო

#OK! კიმ კარდაშიანი Vogue-ის Forces Of Fashion-ის კონფერენციას “ბალენსიაგას” სამოსით დაესწრო

March 23, 2022
#OK! შორენა ბეგაშვილის ბრჭყვიალა დაბადების დღე!

#OK! შორენა ბეგაშვილის ბრჭყვიალა დაბადების დღე!

July 20, 2023
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის აპრილის ნომრისთვის

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის აპრილის ნომრისთვის

April 8, 2025

კვირის ჰიტები

#OK! თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის ცნობილ სერიალში გადაიღეს

#OK! თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის ცნობილ სერიალში გადაიღეს

October 8, 2025
#OK! ბენ აფლეკის შვილი პირბადეების დაბრუნებას ითხოვს

#OK! ბენ აფლეკის შვილი პირბადეების დაბრუნებას ითხოვს

October 8, 2025
#OK! ილონ მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი პოდიუმს იპყრობს

#OK! ილონ მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი პოდიუმს იპყრობს

October 8, 2025
#OK! ასეთი პამელა ანდერსონი არასდროს გინახავთ! – მსახიობი ქერა თმას დაემშვიდობა

#OK! ასეთი პამელა ანდერსონი არასდროს გინახავთ! – მსახიობი ქერა თმას დაემშვიდობა

October 2, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები