• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! იტალიელი ქალბატონების თავის მოვლის რუტინა ცხელი ზაფხულის შემდეგ – ლიდერი ორგანული ნატურალური ბრენდი PHYTORELAX ექსკლუზიურად „იმპექსში“

September 5, 2021
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ცხელი, ფერადი ზაფხულის დასასრულ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზრუნვა საკუთარ თავზე, რადგან მზის სხივების გადაჭარბებული ზემოქმედება ზიანს აყენებს კანსა და თმას. სითხის ტრანსდერმული დაკარგვის შედეგად, სახის კანი ხდება გამომშრალი და გაუწყლოებული, რაც, თავის მხრივ, იწვევს კანის ელასტიკურობის დაქვეითებას. გარდა ამისა, UVA და UVB-სხივების გავლენით, ხშირია კანის დამწვრობა, გაღიზიანება და პიგმენტაციის მომატება. სწორედ ამიტომ, ზაფხულის მიწურულს სახის კანს სჭირდება ღრმა და ინტენსიური დატენიანება, დამშვიდება. კანის მოვლის საბაზისო საფეხური მისი გასუფთავებაა, შემდეგ კი დამატენიანებელი საცხის გამოყენება, რომელსაც აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება.

ექსკლუზიურად „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელში წარმოდგენილია ლიდერი იტალიური ორგანული ბრენდი PHYTORELAX. მისი პროდუქტები იქმნება ბუნებისა და მეცნიერების შერწყმის შედეგად. ყველა პროდუქტი ფლობს ორგანული კოსმეტიკის საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატებს და არ შეიცავს მავნე ინგრედიენტებს. სწორედ ამიტომ, იტალიელი ქალბატონები თამამად ირჩევენ „ფიტორილექსის“ პროდუქციას საკუთარი სილამაზის რუტინისთვის, წლის ნებისმიერ სეზონზე.

PHYTORELAX გვთავაზობს HYDRO AVENA-ს ხაზს, რომელიც განსაკუთრებით ეფექტურია გამომშრალი, გაუწყლოებული და მგრძნობიარე სახის კანისთვის.

HYDRO AVENA-ს მიცერალური გამწმენდი მუსი, რომელიც განკუთვნილია სახისა და თვალის გარშემო კანის წმენდისთვის, ნაზად ასუფთავებს კანს და ატენიანებს. კანის მოვლის შემდგომ ეტაპზე, რეკომენდებულია საცხის გამოყენება. HYDRO AVENA-ს  დამატენიანებელი საცხი უზრუნველყოფს სახის კანის დატენიანებას 24 სთ-ის განმავლობაში ღრმად, ხანგრძლივად, და ხელს უწყობს ახალგაზრდობის შენარჩუნებას. საცხი გამოირჩევა სასიამოვნო თხელი ტექსტურით, რომელიც მარტივად შეიწოვება და იდეალურია მგრძნობიარე კანისთვისაც. პროდუქტი დამზადებულია ცივი დაწურვის გზით მიღებულ შვრიის ექსტრაქტზე. ასეთი ტექნოლოგიით მიღებული შვრია მდიდარია მაღალმოლეკულური პოლისაქარიდებით და B ჯგუფის ვიტამინებით, რაც უზრუნველყოფს ინტენსიურ დამატენიანებელ ეფექტს. გარდა ამისა, მდიდარია ატმის ყვავილების ექსტრაქტით, რაც იცავს კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან.

თუმცა, მხოლოდ საცხი არ არის საკმარისი, და მისი მოქმედების გასაძლიერებლად, აუცილებელი ხდება დამატებითი პროდუქტების გამოყენება, როგორიცაა, მაგალითად, შრატი-კონცენტრატი.

განსაკუთრებული ეფექტით გამოირჩევა PHYTORELAX-ის ჰიალურონის მჟავის შემცველი შრატი, რომლის გამოყენების შედეგად, კანი ხდება გლუვი და ელასტიკური. 85%-ით მცირდება ნაოჭების რაოდენობა კანზე. პროდუქტის საიდუმლოებას წარმოადგენს ორი სხვადასხვა მოლეკულური მასის მქონე ჰიალურონის მჟავა, რომელიც მოქმედებს კანის სხვადასხვა დონეზე და უზრუნველყოფს ინტენსიურ დატენიანებას. შრატი გამოიყენება ყველა ტიპის კანზე დამოუკიდებლად, ძირითადი საცხის წინ. ასევე, შესაძლებელია საცხში შერევაც.

გარდა ჰიალურონის შრატისა, „ფიტორილექსის“ ბრენდი გვთავაზობს ანტიოქსიდანტურ, ნაოჭსაწინააღმდეგო და ასაკსაწინააღმდეგო შრატებს. თითოეული მათგანი გამოირჩევა განსაკუთრებული სასარგებლო თვისებებითა და მაღალი ეფექტურობით.

Vitamin C სახის შრატი იდეალურია სახის კანის გარემოს მავნე ზემოქმედებისგან დასაცავად. აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება და 65%-ით აუმჯობესებს სახის კანს − ანათებს და ანიჭებს ენერგიას. ასევე, ამცირებს მუქ ლაქებს.

Collagen სახის შრატი უზრუნველყოფს კანის სიმკვრივესა და ჯანსაღ ფერს. ამცირებს ნაოჭებს. შედეგი შესამჩნევია 1 კვირის შემდეგ.

Glicolyft სახის შრატი, რომელიც გამოირჩევა ასაკსაწინააღმდეგო მოქმედებით, სძენს კანს ელასტიკურობას პირველსავე გამოყენებიდან, ხოლო 65%-ით ამცირებს ასაკობრივ ნიშნებს გამოყენებიდან 1 კვირაში.

ზაფხულის ბოლოს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება სხეულის კანსაც. რუჯის შემდეგ ხშირია ეპიდერმისის ზედა ფენის აქერცვლაც, ამიტომ რეკომენდებულია ძლიერი დატენიანება და კვება.

PHYTORELAX-ის არგანის სხეულის მოვლის ხაზი დამზადებულია ცივი დაწურვის გზით მიღებულ მცენარეულ ზეთებზე. მხოლოდ ასეთი გზით მიღებული ზეთები ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს და აქვს 100%-იანი თავსებადობა კანთან.

არგანის ზეთი უძველესი დროიდანაა ცნობილი, როგორც სილამაზის ელექსირი. ატენიანებს, კვებავს, ამშვიდებს კანს და იცავს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან. პროდუქტების გამოყენების შედეგად, კანი ხდება გლუვი და ელასტიკური, მცირდება სიმშრალისა და დისკომფორტის შეგრძნება. ხელს უწყობს რუჯის შენარჩუნებას.

როგორც კანი, თმაც განიცდის მზის სხივების მავნე ზემოქმედებას. UV-სხივების ზეგავლენით, ზიანდება კუტიკულა, გარეთა დამცავი შრე და კანი კარგავს დამცავ ფუნქციას, თმის ღერიდან ორთქლდება წყალი. კერატინი, ანუ ცილა, რომელიც პასუხისმგებელია თმის ღერის ელასტიკურობაზე, იჟანგება, პიგმენტი დეგრადირდება. შედეგად, თმა ხდება მშრალი, უხეში, მსხვრევადი და გაუფერულებული. რთულდება ვარცხნის პროცესი. გარდა ამისა, თმაზე მავნე ზეგავლენას ახდენს მარილი, ქვიშა და ქლორი.

PHYTORELAX გვთავაზობს თხევად კერატინზე დამზადებულ თმის მოვლის საშუალებებს, რომელიც დამზადებულია მხოლოდ ნატურალურ ინგრედიენტებზე. პროდუქტებში არსებული თხევადი კერატინი უერთდება ჩვენს თმის ღერში არსებულ ცილა კერატინს და აღადგენს დაზიანებულ თმის ღერს. კერატინის შემცველი პროდუქტების გამოყენებისას, თმის ღერი ხდება გლუვი, ელასტიკური და ადვილად დასავარცხნი.

„ფიტორილექსის“ ბრენდის კერატინის ხაზში შესაძლებლობა გვაქვს შევარჩიოთ ჩვენს საჭიროებაზე მორგებული პროდუქტები: დაზიანებული თმისთვის, დაზიანებული და შეღებილი თმისთვის, დაზიანებული და ქერად შეღებილი თმისთვის. მათ შორის არის პროდუქტები, რომლებიც გვიცავს თერმული პროცედურებისგან და გარემოს მავნე ზემოქმედებისგან.

„ფიტორილექსის“ სახის, სხეულისა და თმის მოვლის საშუალებების ფართო ასორტიმენტი წარმოდგენილია ექსკლუზიურად „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელში, მთელი საქართველოს მასშტაბით.

 

 

1 of 11
- +

1. OLYMPUS DIGITAL CAMERA

2. OLYMPUS DIGITAL CAMERA

3.

4.

5.

6.

7.

8.

9.

10.

11.

ასევე გაეცანი

#OK! Beauty Zone – ადგილი, სადაც სრულყოფილ გამოცდილებას დეტალები ქმნის
Health & Beauty

#OK! Beauty Zone – ადგილი, სადაც სრულყოფილ გამოცდილებას დეტალები ქმნის

February 19, 2026
#OK! პიგმენტური ლაქები  მიზეზები და გამოსავალი
Health & Beauty

#OK! პიგმენტური ლაქები მიზეზები და გამოსავალი

February 26, 2026
#OK! სიყვარულით გაკეთებული საქმე ყოველთვის ამართლებს – ნათია ბერიძე
Health & Beauty

#OK! სიყვარულით გაკეთებული საქმე ყოველთვის ამართლებს – ნათია ბერიძე

February 15, 2026
#OK! თაკო გვაზავა – Health & Beauty
Health & Beauty

#OK! თაკო გვაზავა – Health & Beauty

February 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ინოვაციების კვალდაკვალ – ინტერვიუ „დროფსის“ კოსმეტოლოგ თეონა ცერცვაძესთან

#OK! ინოვაციების კვალდაკვალ – ინტერვიუ „დროფსის“ კოსმეტოლოგ თეონა ცერცვაძესთან

December 29, 2022
#OK! საბავშვო ბაღი Family – ყველაფერი იწყება აქ

#OK! საბავშვო ბაღი Family – ყველაფერი იწყება აქ

March 12, 2025
#OK! დუა ლიპა და კალუმ ტერნერი დაინიშნნენ

#OK! დუა ლიპა და კალუმ ტერნერი დაინიშნნენ

June 17, 2025
#OK! “სტილის გაკვეთილი პრინცესა ქეითისგან” – მუქი მწვანე და ყავისფერი ფერების კომბინაცია

#OK! “სტილის გაკვეთილი პრინცესა ქეითისგან” – მუქი მწვანე და ყავისფერი ფერების კომბინაცია

February 1, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის კიდევ ერთმა შვილმა გვარი შეიცვალა

#OK! ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის კიდევ ერთმა შვილმა გვარი შეიცვალა

February 27, 2026
#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

March 1, 2026
#OK! Swarovski – ის ბრჭყვიალა იმპერიის შექმნის ისტორია

#OK! Swarovski – ის ბრჭყვიალა იმპერიის შექმნის ისტორია

February 26, 2026
#OK! შარლ ლეკლერი და ალექსანდრა სან-მლუ დაქორწინდნენ

#OK! შარლ ლეკლერი და ალექსანდრა სან-მლუ დაქორწინდნენ

March 2, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები