რეკლამა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
რეკლამა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
რეკლამა
მთავარი Health & Beauty

#OK! ინოვაციების კვალდაკვალ – ინტერვიუ „დროფსის“ კოსმეტოლოგ თეონა ცერცვაძესთან

December 29, 2022
საკითხავი დრო: 1 min read
რეკლამა
რეკლამა

საქართველოს პირველი ინტრავენური თერაპიის კლინიკა Drops Wellness ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას გადასხმების ინოვაციური მეთოდით გვთავაზობს. კლინიკაში ასევე ხელმისაწვდომია კოსმეტოლოგიური განყოფილება, რომელიც გამოირჩევა პროფესიონალიზმით, პროცედურების მრავალფეროვნებით და უახლესი აპარატურით. კოსმეტოლოგების გუნდი გვთავაზობს  აკნეს მკურნალობას, დერმატოლოგიურ მომსახურებას და ასევე, არაერთ გამაახალგაზრდავებელ პროცედურას. უფრო დეტალურად „დროფსის“ კოსმეტოლოგი − თეონა ცერცვაძე გვიამბობს.

 

უპირველესად, გაგვეცანით. როდის და რამ განაპირობა თქვენი კოსმეტოლოგიით დაინტერესება?

ბავშვობიდან მქონდა სურვილი, ექიმი ვყოფილიყავი და სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლის მეხუთე წელს, როდესაც ჩემთვის საინტერესო მიმართულება უნდა ამერჩია, დერმატოლოგია-ვენეროლოგიის შესწავლა გადავწყვიტე. ამ დროსთვის კოსმეტოლოგიითაც ძალიან დავინტერესდი, ამიტომ დერმატო-ვენეროლოგიის ორდინატურის შემდეგ, კოსმეტოლოგიის მიმართულებით ცოდნის გაღრმავება გადავწყვიტე. პარალელურად კი სხვადასხვა კომპანიასა და დაწესებულებაში კურსებს გავდიოდი.

 

რა სახის ესთეტიკურ პროცედურებს სთავაზობთ პაციენტებს?

პაციენტებს სხვადასხვა ინიექციურ და აპარატულ კოსმეტოლოგიურ პროცედურას ვთავაზობ. ინიექციური პროცედურებიდან ჩვენთან ტარდება კონტურული პლასტიკა, ბიორევიტალიზაცია, დატენიანება, მოცულობის გაზრდა, ასიმეტრიების მოშორება, ბოტოქსი, მეზოთერაპია და ა.შ. ინიექციური და აპარატული მეთოდების გამოყენებით, ასევე ხორციელდება ლიფტინგი, კაპილარების მოცილება, პიგმენტაციის მკურნალობა და სხვა.

 

აკნე ძალიან გავრცელებული და კომპლექსური პრობლემაა − როგორც მოზარდებისთვის, ისე ბევრი ზრდასრულისათვის. გაგვაცანით თქვენს კლინიკაში აკნეს ინოვაციური მკურნალობის მეთოდი.

ბუნებრივია, აკნეს სამკურნალოდ თითოეულ პაციენტს ინდივიდუალური მიდგომა და მკურნალობა სჭირდება. ეს პაციენტის ასაკსა და პრობლემაზეა დამოკიდებული. აუცილებელია წინასწარი კვლევების ჩატარება და შემდგომ შესაბამისი მკურნალობის შერჩევა. კვლევების შედეგების გათვალისწინებით, ჩვენს კლინიკაში ამ პრობლემით მოსულ პაციენტს დაკვირვების საფუძველზე ვურჩევთ შესაბამის სახის გაწმენდის პროცედურებს, სახლისთვის კი თავის მოვლის შესაბამის რუტინას ვუნიშნავთ. საჭიროებისამებრ მედიკამენტურ მკურნალობასაც ვთავაზობთ, რომელსაც ანალიზების პასუხის მიხედვით განვსაზღვრავთ. მკურნალობის ბოლოს კი პაციენტს პლაზმოთერაპია რეჯინ ლაბს ვთავაზობთ. ეს პროცედურა ძალიან ეფექტურად აცხრობს ანთებით პროცესს. თერაპია აუფერულებს გამონაყარის შემდგომ ჰიპერპიგმენტაციას, არბილებს პოსტ-აკნე-ნაწიბურებს. შეიძლება ითქვას, მთლიანობაში აჯანსაღებს და აუმჯობესებს კანის სტრუქტურას. აკნეს მკურნალობის დროს, რეჯინ ლაბის დახმარებით, შედეგი უფრო ეფექტიანი და სწრაფია.

 

anti aging – პროცედურების პოპულარობა მსოფლიო მასშტაბით უფრო და უფრო პოპულარული ხდება. რა სახის anti aging-პროცედურებს სთავაზობთ მომხმარებელს?

ყოველი anti-aging-პროცედურა განსხვავდება ერთმანეთისგან და შესაბამისად ყველა პაციენტს ინდივიდუალურად ენიშნება − იქნება ეს ფილერი, რეჯინ ლაბი თუ ბიორევიტალიზაცია. კანის სტრუქტურის გასაუმჯობესებლად ხშირად ბუსტერის და ბიორევიტალიზაციის პროცედურები ინიშნება. ზოგ პაციენტს სახის სხვადასხვა ზონაზე მოცულობის გაზრდა სჭირდება და ამ შემთხვევაში ფილერებს ვიყენებთ, რისი მეშვეობითაც სახე ახალგაზრდულ იერს იბრუნებს.

 

გვესაუბრეთ კლინიკის ინოვაციურ − აიქუნ-აპარატზე. რა არის აპარატის სპეციფიკა და როდისაა მისი გამოყენება რეკომენდებული?

აიქუნი არის არაჩვეულებრივი აპარატი, რომლის საშუალებით შესაძლებელია როგორც სახის, ასევე სხეულის პროცედურების ჩატარება. ლიმფოდრენაჟის მეშვეობით, აპარატი სახის ლიფტინგს უწყობს ხელს და აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი. რა თქმა უნდა, სასურველი შედეგის მისაღებად რეკომენდებულია როგორც აპარატული, ასევე ინიექციური კურსის ჩატარება. ამას ემატება ANTI-AGE, ანუ დაბერების საწინააღმდეგო გადასხმა, რომელიც შედგება ისეთი ინგრედიენტებისგან, რომლებიც ორგანიზმის აღდგენას, გაჯანსაღებასა და გაახალგაზრდავებას განაპირობებს.

 

გვიამბეთ თქვენი ინდივიდუალური მიდგომისა და პაციენტებთან ურთიერთობის შესახებ.

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, პაციენტი ექიმს ენდობოდეს. თითოეულ პაციენტთან ინდივიდუალური მიდგომა მაქვს, რადგან ყოველი მათგანი განსხვავებულია. ვუსმენ პაციენტებს და ვცდილობ მათი სურვილების გათვალისწინებას. სწორი დანიშნულების შესარჩევად, მნიშვნელოვანია სწორად მივხვდე, რის გამოსწორება სურთ საკუთარ თავში. ამ შემთხვევაში, პაციენტიც უფრო კმაყოფილი დარჩება.

 

 

რა არის თქვენი პროფესიის გამორჩეული და თქვენთვის საყვარელი ასპექტი?

ძალიან მიყვარს ხელით მუშაობა, რის გამოც კოსმეტოლოგია განსაკუთრებით მიზიდავს. თუმცა, ყველაზე სასიამოვნო ჩემს პროფესიაში მაინც პაციენტების რეაქციაა. როდესაც პაციენტი გულწრფელად კმაყოფილია, ამ დროს მათ თვალებშიც ეტყობათ სიხარული. ეს კი განსაკუთრებულ ბედნიერებას მანიჭებს.

 

გვესაუბრეთ ჩვენს ქვეყანაში კოსმეტოლოგიის განვითარების როლზე და სიახლეების მნიშვნელობაზე. 

რაც შეეხება საქართველოს და ესთეტიკურ მიმართულებას, ძალიან მიხარია, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანებს შესაძლებლობა გაუჩნდათ, გაიუმჯობესონ და იზრუნონ საკუთარ გარეგნობაზე. ძალიან გვინდა, ჩვენს კლინიკაში პირველებმა შემოვიტანოთ რამდენიმე უძლიერესი აპარატი, რომელიც წარმოუდგენელ შედეგებს განაპირობებს. მინდა, საქართველოში ყველა ექიმი სერტიფიცირებული იყოს და ყველას ისე უყვარდეს თავისი საქმე, როგორც მე მიყვარს. მნიშვნელოვანია, პროცედურების შესრულების ტექნიკა არ იყოს სტანდარტული. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და თითოეულ პაციენტს განსხვავებული დოზირება სჭირდება. უნდა გვახსოვდეს, რომ ყველას განსხვავებული კუნთი, სახის წყობა და კანის ტიპი აქვს.

 

გაგვაცანით თქვენი სამომავლო გეგმები.

ძალიან მიხარია, რომ კლინიკა „დროფსში“ ასეთ არაჩვეულებრივ გუნდთან ერთად ვმუშაობ. შესაბამისად, ვიმედოვნებ, ჩემი თანამშრომლობა ამ კლინიკასთან ხანგრძლივი იქნება. ერთად ვგეგმავთ გავაფართოოთ კლინიკა და მეტი სიახლე დავნერგოთ. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია პაციენტების კმაყოფილება და შეგრძნება, რომ ხალხს ვეხმარებით.

რეკლამა

ასევე გაეცანი

#OK! თქვენს ღიმილზე პროფესიონალები ზრუნავენ „ჰეფი დენტი“
Health & Beauty

#OK! თქვენს ღიმილზე პროფესიონალები ზრუნავენ „ჰეფი დენტი“

February 8, 2023
#OK! 10 რჩევა რომელიც თქვენი სახის კანს ნათელს და მბზინვარეს გახდის
Health & Beauty

#OK! 10 რჩევა რომელიც თქვენი სახის კანს ნათელს და მბზინვარეს გახდის

February 8, 2023
#OK! „პრესტიჟ ლუქსი-აკადემია“ სწავლების პროგრამას იწყებს – ინტერვიუ ირინა სააკაშვილთან
Health & Beauty

#OK! „პრესტიჟ ლუქსი-აკადემია“ სწავლების პროგრამას იწყებს – ინტერვიუ ირინა სააკაშვილთან

February 7, 2023
#OK! ჯანსაღი გახდომა მხოლოდ ერთ თვეში – ზუზუ ნოდიას საოცარი შედეგი
Health & Beauty

#OK! ჯანსაღი გახდომა მხოლოდ ერთ თვეში – ზუზუ ნოდიას საოცარი შედეგი

February 7, 2023
რეკლამა

ახლა კითხულობენ

#OK! ილონ მასკის ბერძნული არდადეგები – მილიარდერი ახალ მეგობარ გოგონასთან ერთად ისვენებს (ფოტოები)

#OK! ილონ მასკის ბერძნული არდადეგები – მილიარდერი ახალ მეგობარ გოგონასთან ერთად ისვენებს (ფოტოები)

July 20, 2022
#OK! პასუხისმგებლობის პირისპირ … ინტერვიუ რუსკა მაყაშვილთან

#OK! პასუხისმგებლობის პირისპირ … ინტერვიუ რუსკა მაყაშვილთან

June 22, 2022
#OK! ჯიჯი ჰადიდი შვილთან ერთად ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობს!

#OK! ჯიჯი ჰადიდი შვილთან ერთად ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობს!

March 22, 2021
#OK! ოლივია უაილდი Vogue-ის 2022 წლის იანვრის ნომრის გარეკანზე

#OK! ოლივია უაილდი Vogue-ის 2022 წლის იანვრის ნომრის გარეკანზე

December 10, 2021
რეკლამა

კვირის ჰიტები

#OK! ულტრაბგერითი კვლევა, ხშირ შემთხვევაში, პირველადი რგოლია დაავადების აღმოჩენისას

#OK! ულტრაბგერითი კვლევა, ხშირ შემთხვევაში, პირველადი რგოლია დაავადების აღმოჩენისას

February 1, 2023
#OK! როგორ დავგეგმოთ ბავშვებთან ერთად მოგზაურობა

#OK! როგორ დავგეგმოთ ბავშვებთან ერთად მოგზაურობა

February 6, 2023
#OK! „პრესტიჟ ლუქსი-აკადემია“ სწავლების პროგრამას იწყებს – ინტერვიუ ირინა სააკაშვილთან

#OK! „პრესტიჟ ლუქსი-აკადემია“ სწავლების პროგრამას იწყებს – ინტერვიუ ირინა სააკაშვილთან

February 7, 2023
#OK! კარდაშიანების ახალი კონკურენტები – სტალონეების ოჯახზე რეალითი შოუს ვიხილავთ

#OK! კარდაშიანების ახალი კონკურენტები – სტალონეების ოჯახზე რეალითი შოუს ვიხილავთ

February 6, 2023
რეკლამა
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×