მას შემდეგ, რაც ადრიანა ლიმა და ანდრე ლემერსი ვენეციის კინოფესტივალზე ერთად გამოჩნდნენ, ვარსკვლავური წყვილის ურთიერთობა მუდმივად უცხოური გამოცემებისა და ტაბლოიდების ყურადღების ცენტრშია.

ანდრესა და ადრიანას საჯარო დებიუტი ვენეციის 78-ე კინოფესტივალზე შედგა, სადაც წყვილი პედრო ალმოდოვარის ფილმის Madres paralelas-ის პრემიერას დაესწრო.
ამწერად ისინი Hublot X DJ Snake-ის წვეულებაზე იმყოფებოდნენ.

ბრაზილიელი სუპერმოდელის ახალი მეგობარი მამაკაცი პროფესიით პროდიუსერია.
წყვილის ურთიერთობის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.













