• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! ქუთაისი

ეს ქალაქი სითბოს, ხასიათს და ისტორიას ისე აერთიანებს, როგორც არავინ არსად – არჩილ ჯალაღონია

July 12, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

ჟურნალ ok!-ის რესპონდენტი ცნობილი ექიმი, ინფექციონისტი, ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოს ინფექციური განყოფილების ხელმძღვანელი, არჩილ ჯალაღონიაა.

პროფესიული პასუხისმგებლობა, ქუთაისისადმი სიყვარული, მადლიერების შეგრძნება და ადამიანური ფაქტორები მისი ცხოვრების მთავარი შემადგენელი ნაწილია.

 

არჩილ, გვიამბეთ თქვენ შესახებ, გაეცანით მკითხველს…

აფხაზეთიდან ვარ. ომის შემდეგ, 5 წლის ვიყავი, როცა მშობლებთან ერთად ქუთაისში მოვედი და ეს ქალაქი ჩემთვის მშობლიური გახდა. 90-იანი წლების თაობის წარმომადგენელი ვარ და ისევე როგორც ყველას, ბავშვობის რთული პერიოდი გამოვიარე. მიუხედავად არსებული ომის შემდგომი რთული ვითარებისა, ქუთაისმა დამანახა, რომ სამყაროს მაინც სიკეთე მართავს. ბავშვობაში ბევრი სიკეთე მახსოვს ადამიანებისგან. ცხოვრების ამ პერიოდში (ბავშვობას ვგულისხმობ) არის სიკეთე ყველაზე დასამახსოვრებელი და თავის ძლიერ მხარეებს ავლენს, რომელიც შემდეგ ვლინდება ადამიანში და მის ცხოვრებას საკუთარი ჩრდილივით გასდევს.

ერთი ამბავი უნდა გავიხსენო: 90-იანი წლებია, ქუთაისი და პურის რიგები. მე აფხაზეთიდან დევნილი ოჯახიდან ვიყავი, ამიტომ ისევე, როგორც ყველას, ჩემს ოჯახსაც ჰქონდა პურის ტალონები. მიიტანდი ამ ტალონს სასადილოში და გეძლეოდა პური შენი არსობისა. ერთი მეზობელი მყავდა, ქალბატონი მედიკო (უფალმა დაუმკვიდროს მის სულს იქ, სადაც მართალნი განისვენებენ), რომელიც ასევე მისი წილი ტალონით იღებდა პურს ოჯახისთვის. ამ ქალბატონის ოჯახს გაუჩნდა თბილისში გადასვლის და უკეთეს პირობებში ცხოვრების პერსპექტივა. წავიდნენ, მაგრამ წასვლამდე სახლში შემოვიდნენ და დედას რაღაც გადასცეს, თვალცრემლიანმა დედამ დიდი მადლობა გადაუხადა და დაემშვიდობა. მაშინ მე 7-8 წლის ვიყავი, შეიძლება ცოტა მეტის და ვერ ვხვდებოდი დედის ერთდროულად მადლიერების და ცრემლის მიზეზს. არც მიკითხავს, სიმართლე გითხრათ, ცრემლი იმდენად ყოველდღიური იყო ჩვენს ცხოვრებაში, არ მიკვირდა… გავიდა წლები და შემდეგ გავიგე, რომ იმ დღეს ქალბატონ მედიკოს დედასთვის ის პურის ტალონი დაუტოვებია, რომელიც მის ოჯახს ეკუთვნოდა. ასე იღებდა დედა 2 წელი სხვა ოჯახის პურს და გვზრდიდა ორ მცირეწლოვან შვილს. სიკეთეზე როცაა საუბარი, ყოველთვის ქალბატონი მედიკო მახსენდება. ეს ისტორია ჩემი რელიგიაა, ის ტალონი კი ჩემი ჯვარი. გავიდა წლები, ახლა ექიმი ვარ, მყავს მეუღლე და 5 წლის გოგონა, მაგრამ ეს ისტორია არასდროს ტოვებს ჩემს მეხსიერებას. ვცდილობ ისე ვიცხოვრო, რომ არასდროს დამავიწყდეს, საიდან მოვდივარ. ერთმანეთის სიყვარულს შეუძლია დროის მიერ მიყენებული ჭრილობების განკურნება. ცოტა სევდიანი დასაწყისია, მაგარამ არა უშავს, სევდა პატარა ღმერთია ადამიანში.

 

 

როგორ დაიწყო თქვენი გზა მედიცინისკენ?

მედიცინისადმი ინტერესი ბავშვობიდან მქონდა. იმ ოჯახში გავიზარდე, სადაც ადამიანების დახმარება ფასეულობად მიიჩნეოდა. სამედიცინო სფერო ჩემთვის ყოველთვის მოწოდებასთან ასოცირდებოდა. მიუხედავად სირთულეებისა, ეს გზა ჩემთვის ბუნებრივი არჩევანი იყო. წლები სჭირდება პროფესიულ ზრდას, მაგრამ ყოველი გადარჩენილი პაციენტი ამ ძალისხმევას ამართლებს, თვითონ პაციენტია ექიმის მთავარი ინსპირაციის წყარო.

 

თქვენი აზრით, რა არის წარმატების მთავარი ფორმულა?

გულიანი შრომა, მიზანსწრაფულობა და ადამიანებთან გულწრფელი ურთიერთობა. როცა იმას აკეთებ, რაც გწამს და არ გეშინია დაბრკოლებების, შედეგი გარდაუვალია. ვიტყვი, რომ ნიჭი საკმარისი არაა წარმატების მისაღწევად, მთავარია შრომა და თვითონ ნიჭის გამოყენების უნარი. ეს ორი რამ ძალიან მნიშვნელოვანია. ის თავისით არ მოდის, თავად უნდა ეძებდეთ მას.

 

როგორია თქვენი ყოველდღიურობა?

ჩემი დღე ღმერთთან უთიერთობით იწყება და მასთან უთიერთობით მთავრდება. ოჯახი, საავადმყოფო, ადამიანები, ვისთანაც მიწევს თანაცხოვრება. თითოეულთან იგრძნობა შემოქმედი. ადამიანი მადლიერი უნდა იყოს, ესაა ყოველდღიურობის მთავარი პრინციპი. თუ გავითვალისწინებთ ადამიანებთან გატარებულ დროს დღის განმავლობაში, უმეტესად პაციენტები ჩემი ყოველდღიურობის ძირითადი მონაწილეები არიან, ბევრ რამეს ვსწავლობ მათგან, ისინი ოჯახთან ერთად მნიშვნელოვანად განაპირობებენ ჩემი პიროვნების ფორმირებას. პირად დროს უმეტესად ოჯახს ვუთმობ, ზოგჯერ წიგნს, ზოგჯერ ცხოველებზე ზრუნვას, რაც ჩემთვის უდიდესი ემოციური კომპენსაციაა.

 

ცნობილია, რომ ცხოველებზე ზრუნვით გამოირჩევით, როდის და როგორ გაგიჩნდათ ეს სურვილი?

ჩემი აზრია, რომ ადამიანის მორალური პროგრესის მთავარი ინდიკატორი არა მარტო ისაა, თუ როგორ ექცევა ის საკუთარ თავს და სოციუმს, არამედ მისი დამოკიდებულება ბუნების მიმართ. ძალიან მიყვარს ვაჟა-ფშაველას შემოქმედება, მასთან სიახლოვემ მომცა მიახლოებული წარმოდგენები, რომ გაცილებით ლამაზია სამყარო, როცა ის გასულიერებულია. აქედან გამომდინარე, მიუსაფარ და მშიერ ცხოველებზე ზრუნვა ბავშვობიდან ჩემი გულწრფელი ცხოვრების წესია. ქუთაისში ბევრ მიუსაფარ ცხოველს ვხვდებით, რომლებიც მზრუნველობას საჭიროებენ. უკვე წლებია, ვცდილობ, მათთვის მცირე იმედის სხივი მაინც გავხადო ეს ქალაქი. მე რასაც ვაკეთებ, ზღვაში წვეთია, ჩემი მეგობრები ამ საქმეში წლებია არიან და მათი საქმიანობა შეუფასებელია. აქვე მოვიკითხავ მათ, ყველა ძალიან მიყვარს.

 

ქუთაისი თქვენს ცხოვრებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. რას ნიშნავს ეს ქალაქი თქვენთვის?

ქუთაისი ჩემი იდენტობაა. ამ დიდ ოჯახში ვისწავლე ადამიანების პატივისცემა, ურთიერთგაგება და თანადგომა. ეს ქალაქი სითბოს, ხასიათს და ისტორიას ისე აერთიანებს, როგორც არავინ არსად.

წესიერი ადამიანების ქალაქია. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ჩემს ბავშვობის მეგობართან ვსაუბრობდი, გავიხსენეთ ბავშვობა. მოვყევით აქაური, იქაური, გადავწვდით წარსულს და ვისაუბრეთ აწმყოზეც. თან მისი შვილი ჩვენ თვალწინ ფეხბურთს თამაშობდა/ვარჯიშობდა (ლამაზი სტადიონი გვაქვს უბანში და იქ ვარჯიშობენ ხოლმე მომავალი ფეხბურთელები). მეგობარი მიყვება, მისი ხნის რომ ვიყავი (შვილს გულისხმობს), ხშირად იყო, რომ გვშიოდაო. ავტოსადგურთან ვცხოვრობდით და სულ გვიწევდა „წანწალი“ მიმდებარე ტერიოტერიაზე, ქუჩის ცხოვრება 90-იანების ყოველდღიურობა იყოო. ერთი ძეხვის გამყიდველი კაცი იყო, გარე მოვაჭრე. ლამაზად ჰქონდა დალაგებული ძეხვები დახლზე და ყიდდა. შიმშილმა იძალა და მე და ჩემი მეგობარი მოსაპარად მივედით, წამოვიღეთ ერთი ძეხვი და მივირთვითო. მეორე დღესაც რომ მივედით, იმ კაცმა დაგვინახა, როცა მოპარვა დავაპირეთ, მან სპეციალურად გვერდზე გაიხედა და ვითომ არ გვიყურებდა, რომ აგვეღოო. 1 კვირის შემდეგ, შემდეგ ჯერზეც როცა ვეწვიეთ, უკნიდან მოულოდნელად დაგვადგა. მას არც უბეში დამალული ძეხვის ამოღება მოუთხოვია ჩვენთვის, არც ყვირილი დაუწყია. პირიქით, ფულიც დაგვიმატა და გვითხრა, პურიც იყიდეთ და ძეხვს მიატანეთო. 9-10 წლისანი ვიქნებოდით, ძალიან შეგვრცხვაო. მას შემდეგ არასდროს არაფერი მოუპარავთ და ამ ადამიანის კეთილი საქციელით გაოცებულები, სამაგალითოდ ვცდილობდი მეცხოვრაო. დღეს ორივე წარმატებული ადამიანია, ორივეს ოჯახი ჰყავს და ეს ისტორია სულ ახსოვთ. გარკვეული დროის მერე ის კაცი უნახავთ და იმას უთქვამს, რატომ არ დადიოდით ჩემთან, ხომ მშვიდობა გქონდათო. კიდევ ამათზე ფიქრობდა ის კაცი. არადა, დღეს სხვა დროაო. რატომ-მეთქი? ყოველ კვირას შვილი (8-9 წლისაა) 5 ლარს მთხოვდა, მეც ვაძლევდიო. ერთ დღესაც დამაინტერესა, რომ ასე ყოველ კვირას რად უნდა ჩემს შვილს 5 ლარი, ვინმე ხომ არ სძალავს, თან თქმაც არ მინდოდა, ბავშვი არ დამეფრთხოო. როცა გავყევი უკან, ვნახე, რომ ყოველ კვირას ჩვენს უბანში ტაძრის წინ გაჭირვებული მოხუცი კაცი შემწეობას ითხოვდა, თურმე მას აძლევდა 9 წლის ბავშვი მშობლებისთვის გამორთმეულ ამ თანხას… ამ პატარა დიალოგში 3 თაობის სხვადასხვა ისტორიაა, სამივე ერთმანეთზე ლამაზი. ასეთი ადამიანების ქალაქია ქუთაისი. ამიტომ მიყვარს.

 

 

თქვენი აზრით. რა არის ქუთაისის განსაკუთრებული შტრიხი?

ეს არის გულწრფელობა და ადამიანური ურთიერთობები. ქუთაისს აქვს უნარი, გაგათბოს ხალხით, იმერული ატმოსფეროთი. ამ ქალაქის ტერიტორიული იდენტიფიკატორი მოქცეულია მიწაზე მაღლა და ცაზე დაბლა, ადამიანთა გულებში… ყველა ქუთაისელი ასეა.

 

რა არის თქვენი ცხოვრების მთავარი მიზანი?

ადამიანი თავად წარმოადგენს საკუთარი თავის თავისთავად მიზანს, წესიერებას არაფერი სჯობს. მერე არის სხვა დანარჩენი მიზნების რბოლა. მინდა ვიყო კარგი შვილი, მეუღლე და მამა. როგორც ექიმმა, რაც შეიძლება მეტი ადამიანის დახმარება შევძლო და მათში საკუთარი შესაძლებლობების რწმენა გავზარდო. პაციენტისთვის იმედად ყოფნა ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა.

 

დაბოლოს, რას ეტყვით ჩვენს მკითხველს?

იყავით თანაგრძნობით სავსე. იარეთ თქვენს გზაზე მტკიცედ, დარჩით ადამიანებად ყველგან და ყოველთვის, ეს დაუმარცხებელი პასუხია ყველა გამოწვევაზე. სითბო, რასაც სხვებისთვის გასცემთ, ყოველთვის უკან, თქვენთან ბრუნდება.

 

 

ტექსტი:  ნანა კუკულავა

ფოტო: ნინი გორდაძე

ასევე გაეცანი

#OK! პატარა იდეები საზღვრების გარეშე
OK! ქუთაისი

#OK! პატარა იდეები საზღვრების გარეშე

July 12, 2025
„ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი“
OK! ქუთაისი

„ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი“

July 12, 2025
#OK! ბავშვობაში არჩეული პროფესია –  წარმატებული იურისტი და საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე
OK! ქუთაისი

#OK! ბავშვობაში არჩეული პროფესია – წარმატებული იურისტი და საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე

July 10, 2025
#OK! ცეკვის ხელოვნება
OK! ქუთაისი

#OK! ცეკვის ხელოვნება

July 10, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! კიანუ რივზი John Wick: Chapter 4-ის გადასაღებ მოედანზე

#OK! კიანუ რივზი John Wick: Chapter 4-ის გადასაღებ მოედანზე

November 5, 2021
#OK! Dinner Theatre მსოფლიოში და მისი ქართული ანალოგი

#OK! Dinner Theatre მსოფლიოში და მისი ქართული ანალოგი

June 8, 2023
#OK! 57 წლის კიანუ რივზის უახლესი ფოტოსესია Esquire Magazine-ისთვის

#OK! 57 წლის კიანუ რივზის უახლესი ფოტოსესია Esquire Magazine-ისთვის

November 23, 2021
#OK! როგორ შევისწავლოთ ახალი ტექნოლოგიები

#OK! როგორ შევისწავლოთ ახალი ტექნოლოგიები

November 30, 2022

კვირის ჰიტები

#OK! 90-იანების Bixie –  2025 წლის ზაფხულის ყველაზე ტრენდული ვარცხნილობა

#OK! 90-იანების Bixie – 2025 წლის ზაფხულის ყველაზე ტრენდული ვარცხნილობა

July 11, 2025
#OK! ცივი დღეები დასრულდა –  დღეიდან საქართველოში მზიანი ამინდები გველის

#OK! ცივი დღეები დასრულდა – დღეიდან საქართველოში მზიანი ამინდები გველის

July 6, 2025
#OK! ჯეინ ბირკინის ორიგინალი ჩანთა აუქციონზე 8.6 მილიონ ევროდ გაიყიდა

#OK! ჯეინ ბირკინის ორიგინალი ჩანთა აუქციონზე 8.6 მილიონ ევროდ გაიყიდა

July 10, 2025
#OK! Friend’s Events Group –  კომპანია, რომელიც იზრუნებს თქვენს გამორჩეულ დღეზე

#OK! Friend’s Events Group – კომპანია, რომელიც იზრუნებს თქვენს გამორჩეულ დღეზე

July 12, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები