• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Uncategorized

#OK! პალატი, მყუდრო სახლი სტუმრებისა და თანამშრომლებისთვის, 11 წლის ხდება

June 10, 2024
საკითხავი დრო: 1 min read

„პალატი“ უკვე 11 წელია წარმატებით იპყრობს სტუმრების გულს ქუთაისში, მყუდრო და სასიამოვნო გარემოთი, გამწვანებული ეზოთი და ყვავილებიანი აივნებით. სიტყვა „პალატი“ ლეჩხუმური ოდის ქვიტკირით ნაშენებ პირველ სართულს ნიშნავს, სადაც ოჯახური განწყობა, სითბო და სიმყუდროვე სუფევს. სლოგანი „პალატი ჩვენი სახლია“ სრულად გამოხატავს რესტორნის კონცეფციასა და ფილოსოფიას. აქ ყველაფერს სიყვარულით ქმნიან და ყველა სტუმარს სათუთად მომზადებული, ტრადიციული და ორიგინალური გემოებით, საგულდაგულოდ შერჩეული ღვინოებითა და მეგობრული ატმოსფეროთი მასპინძლობენ.

 

ნათია ფხაკაძე, „პალატის“ დამფუძნებელი, მფლობელი:

ჩვენთვის სტუმარი ყველაზე მნიშვნელოვანია. „პალატის“ ფილოსოფია მათთვის სასიამოვნო და გულთბილი გარემოს შექმნას გულისხმობს. ნებისმიერმა ადამიანმა სახლის კომფორტი უნდა იგრძნოს საკვებით, მომსახურებითა და მუსიკით. წერილები და ნახატები, რომლებიც რესტორნის კედლებზეა განთავსებული, სტუმრების გულწრფელ შეფასებას გამოხატავს და ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. „პალატის“ ყველაზე მეტი დასაქმებული სტუდენტია, ეს ერთგვარი სოციალური პასუხისმგებლობაცაა და ქალაქის განვითარებაში შეტანილი მცირე წვლილიც. ყოფილა შემთხვევა, კადრების ნაკლებობისას, ყოფილი თანამშრომლისთვის გვითხოვია დახმარება და არასდროს მიგვიღია უარი.

ჩვენი რესტორნის სტრატეგია წინასწარ გაწერილი არ არის, უფრო სპონტანური და იმ მომენტის საჭიროებებზეა მორგებული. თანამშრომლებთანაც იგივე მიდგომა გვაქვს, წესებითა და სტანდარტებით არ ვმოქმედებთ. ჩვენთვის „პალატი“ არა ბიზნესი, არამედ ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. „პალატი“ დაარსების დღიდან, თითქმის 11 წლის მანძილზე, პანდემიის რამდენიმე კვირის გარდა, არასდროს დაკეტილა. ერთგულმა სტუმრებმა იციან, რომ ეს სივრცე ყოველთვის ელით. აქედან გამომდინარე, ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა დროის სიმცირეა. ზოგჯერ კენჭისყრაც კი გვიწევს, ვინ წავა საერთო ნაცნობის წვეულებაზე.

გარდა „პალატში“ მასპინძლობისა, ხშირად ვმონაწილეობთ გამოფენებსა და ფესტივალებში, ვთანამშრომლობთ მსოფლიო დონის შეფმზარეულებთან. ასეთი ღონისძიებები საინტერესო და სახალისოა, ახალ ამბავში მონაწილეობა მთელი გუნდისთვის სასიამოვნო გამოცდილებაა. ვფიქრობთ, ქალაქისთვისაც კარგ საქმეს ვაკეთებთ, რადგან აუცილებელია სტაბილური, მყუდრო ადგილის არსებობა, რომელიც როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის სასიამოვნო მოგონებებთან იქნება დაკავშირებული.

სტუმრის რესტორანში შესვლისთანავე იგრძნობა, რომ სლოგანი უბრალო სიტყვები არ არის. ღიმილითა და ზრუნვით შეგებება, ნამდვილი იმერული მასპინძლობა განწყობას მომენტალურად აუმჯობესებს და თავს სახლში გრძნობ.

 

 

ჟანა გულბიანი, „პალატის“ მენეჯერი:

პალატში 2019 წლიდან ვმუშაობ. ეს სფერო სრულიად განსხვავებული და პირველ ეტაპზე, საკმაოდ რთულიც აღმოჩნდა, მაგრამ ნათიას მხარდაჭერამ უდიდესი როლი ითამაშა ჩემი ადაპტაციის პროცესში. გარემოს სწორად აღსაქმელად, საქმის შესწავლა ყავის მომზადებიდან დავიწყე. ვფიქრობ, იმ საქმის მცირე დეტალებიც უნდა იცოდე, რასაც ემსახურები. ნელ-ნელა აღმოჩნდა, რომ გასტრონომიის სფერო საინტერესო და ამოუწურავია, ჩემთვის კი ცხოვრებისეული გამოცდილების მიღების საშუალებად იქცა. ერთად გადავიტანეთ პანდემიის რთული დღეები და ახლა ჩემთვის „პალატი“ არა მხოლოდ სამსახური, არამედ ცხოვრების წესია. რესტორნის სლოგანი სრულად ერგება თანამშრომლებთან მიდგომასაც და ეს გახდა ჩემი დამოკიდებულებაც – „პალატი“ ჩემი სახლია.

 

ვიკა კუპრაშვილი, „პალატის“ მიმტანი:

პალატი ჩემთვის პირველი სამსახურია. ვსწავლობ და პარალელურად ვმუშაობ, უკვე 2 წელია. მეგობრის რეკომენდაციით აღმოვჩნდი ამ სივრცეში და ძალიან გამიმართლა. იმდენად მეგობრული გარემოა, გამოწვევებიც არ მაშინებს, რადგან თავს მარტო არ ვგრძნობ. ეს პროფესია პრაქტიკული უნარების განვითარებაშიც მეხმარება. სხვადასხვა ეროვნების ადამიანებთან კონტაქტი კომუნიკაციის უნარებს აუმჯობესებს, რაც თავის მხრივ, უცხო ენის პრაქტიკაცაა. ასევე, მოკლე დროში გადაწყვეტილებების მიღება, სწრაფი რეაგირება და ემპათიურობა დღეისათვის საჭირო უნარებია. დროის უდიდეს ნაწილს აქ ვატარებ, შეიძლება ითქვას, „პალატი“ ჩემთვის მეორე სახლია.

მარტივი შესამჩნევია დასაქმებულების გულწრფელობა, „პალატზე“ საუბრისას ერთად შემოკრება და დატვირთული დღეების, სამუშაო პროცესის ალიაქოთის სახალისოდ გახსენება.

 

გიორგი თოლორაია, „პალატის“ შეფმზარეული:

სარესტორნო სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება მაქვს, თუმცა „პალატია“ ადგილი, რომელიც ნამდვილად იქცა სახლად. უკვე 5 წელია აქ ვარ და სხვაგან მუშაობა ვერც წარმომიდგენია. სამსახურში ყოფნა სასიამოვნოა და არა ყოველდღიური ვალდებულება. გასაუბრებისას ნათქვამ ფრაზას „ისე მოამზადე, თითქოს შენთვის აკეთებდე“ – დღემდე მივყვები, არც სხვისთვის ვიშურებ ცოდნის გაზიარებას, ასე საქმე უფრო ხარისხიანად კეთდება. ძალიან დასაფასებელია, როცა ხელმძღვანელები არ გზღუდავენ უამრავი წესით და პირიქით, განვითარებაში გიწყობენ ხელს. მაგალითად, გასულ წელს იტალიურ სამზარეულოს დავეუფლე, სრული დაფინანსებით. მსგავსი დამოკიდებულება დასაქმებულების მოტივაციასა და ერთგულების ხარისხს ზრდის.

 

ლია ბანძელაძე, „პალატის“ მზარეული:

„პალატში“ რომ დავსაქმდი, ერთი წლის დაარსებულიც არ იყო, უკვე ათი წელია აქ ვმუშაობ და მგონია, რომ ეს ადგილი ჩემთვის შეიქმნა. ვერ წარმომიდგენია ამ ოჯახური გარემოს, თბილი დამოკიდებულებისა და მეგობრული ატმოსფეროს გარეშე. ჩვენთვის მთავარი შესრულებული საქმის ხარისხია, ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში ყოველთვის მაქსიმალურის გაკეთებას ვცდილობთ და ალბათ, ეს აქცევს პალატს განსაკუთრებულად.

რესტორნის პოზიციას ქართველი და უცხოელი სტუმრების შეფასებები ამყარებს. Google-ის რეიტინგის შეფასებებში მუდმივად ლიდერობენ. tripadvisor-ზე 2015 წლიდან ხვდებიან მოგზაურთა რჩეულები; მოგებული აქვთ არაერთი ჯილდო (წლის ბიზნესი, საუკეთესო კონცეპტუალური რესტორანი) და სერტიფიკატი (Restaurant Guru 2020-2023 წლებში); მოხვედრილან სხვადასხვა საერთაშორისო გამოცემის კულინარიულ გზამკვლევებში, მათ შორის Gault and Millau Georgia და ეს ყველაფერი არ არის. ფაქტია, ბიზნესისადმი ასეთი მიდგომა და საქმის სიყვარული აქცევს „პალატს“ იმად, რაც სტუმრებს ასე ძალიან უყვართ.

 

ტექსტი: მარიამ ირემაძე

ფოტო: ლანა ვახტანგაძე

ასევე გაეცანი

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“
ინტერვიუ

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

July 8, 2025
#OK! Spice Girls-ის წევრი Mel B  სტილისტ რორი მაფიზე დაქორწინდა
OK! News

#OK! Spice Girls-ის წევრი Mel B სტილისტ რორი მაფიზე დაქორწინდა

July 8, 2025
#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია
OK! ქუთაისი

#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია

July 8, 2025
#OK! ცივი დღეები დასრულდა –  დღეიდან საქართველოში მზიანი ამინდები გველის
OK! News

#OK! ცივი დღეები დასრულდა – დღეიდან საქართველოში მზიანი ამინდები გველის

July 6, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! 10 საუკეთესო საქორწილო კაბა ისტორიაში

#OK! 10 საუკეთესო საქორწილო კაბა ისტორიაში

October 13, 2021
#OK! მენეჯერი – ზუკა ხავთასია

#OK! მენეჯერი – ზუკა ხავთასია

April 15, 2025
#OK! ამერიკელი მსახიობი და სექს-სიმბოლო რაქელ უელჩი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

#OK! ამერიკელი მსახიობი და სექს-სიმბოლო რაქელ უელჩი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

February 16, 2023
#OK! თათა გიორგობიანი დაინიშნა!

#OK! თათა გიორგობიანი დაინიშნა!

October 27, 2023

კვირის ჰიტები

#OK! მოახლე, რომელმაც მსოფლიოში პირველი სილამაზის სალონი გახსნა – მართა ჰარპერის ისტორია

#OK! მოახლე, რომელმაც მსოფლიოში პირველი სილამაზის სალონი გახსნა – მართა ჰარპერის ისტორია

July 8, 2025
#OK! ამბებად მოყოლილი კულინარია „სთორიში“

#OK! ამბებად მოყოლილი კულინარია „სთორიში“

July 8, 2025
#OK! ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი(AI) ადამიანს?

#OK! ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი(AI) ადამიანს?

July 9, 2025
მომავლის სტომატოლოგია იქ, სადაც დეტალები განსაზღვრავს ხარისხს

მომავლის სტომატოლოგია იქ, სადაც დეტალები განსაზღვრავს ხარისხს

July 5, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები