ხარისხი, მრავალწლიანი გამოცდილება, სანდო და ლაბორატორიულად შემოწმებული საკვები, პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი – ეს ის უმთავრესი კომპონენტებია, რომელთაც ჰიპერმარკეტების ქსელი „გუდვილი“ გახსნის დღიდან აერთიანებს. მოგეხსენებათ, ახალ წლამდე სულ ცოტა დრო რჩება. ყველა ოჯახში იწყება ფუსფუსი, რომელიც ასე სასიამოვნოა თითოეული ჩვენგანისთვის. „გუდვილს“ კი, ამ წინასაახალწლო სამზადისთან დაკავშირებით, უამრავი სიურპრიზი აქვს მომხმარებლისთვის. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტი, რომ „გუდვილმა“ თანამშრომლობა დაიწყო შეფ მიშა ავსაჯანიშვილთან, რომელმაც ექსკლუზიურად „გუდვილის“ მომხმარებლისთვის, საახალწლო მენიუზე „გუდვილის“ შეფთან ერთად იმუშავა. უფრო ვრცლად, ამ და სხვა დეტალების შესახებ, OK!-ს დეკემბრის ნომერში წაიკითხავთ.
გურანდა არჩუაძე – ჰიპერმარკეტების ქსელი „გუდვილის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი
საახალწლო სიახლეების შესახებ მოგვიყევით.
საახალწლოდ მომხმარებელს განსაკუთრებული სიახლე მოვუმზადეთ – ექსკლუზიურად დავიწყეთ თანამშრომლობა რამდენიმე იტალიურ ბრენდთან და „გუდვილში“ ამ ბრენდების უამრავი საახალწლო აქსესუარია წარმოდგენილი. ამ გამორჩეული და ულამაზესი ნაკეთობების შეძენა ჩვენს ქსელში უკვე შესაძლებელია.
კიდევ ერთი საინტერესო სიახლე ბრენდშეფ ხათო ბაკურაძესთან პარტნიორობაა. საზოგადოება მას უკვე იცნობს, როგორც ორიგინალური, ფერადი და გემრიელი დესერტების ავტორს. სწორედ ხათო ბაკურაძემ შექმნა „გუდვილისთვის“ ფრანგული დესერტების განსხვავებული ხაზი, რომელთა დაგემოვნებაც მხოლოდ ჩვენთანაა შესაძლებელი.
და ბოლოს, უნდა აღინიშნოს „გუდვილის“ კოლაბორაცია შეფ მიშა ავსაჯანიშვილთანაც. პირველ რიგში, ჩვენთვის ეს არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილება. შეფ მიშა არაჩვეულებრივი პროფესიონალია და იმედი გვაქვს, მისი და „გუდვილის“ პარტნიორობა, პირველ რიგში, მომხმარებლისთვის იქნება სასიხარულო და მომგებიანი. ცხადია, საახალწლოდ მომხმარებელს განახლებულ მენიუს ვთავაზობთ, რომელზეც „გუდვილის“ შეფმა იმუშავა, თუმცა, სამი მენიუდან ერთ-ერთის, პრემიალური მენიუს ავტორი სწორედ შეფ მიშა ავსაჯანიშვილია. აღნიშნული მენიუს შეკვეთა შესაძლებელია წინასწარ, როგორც ონლაინ მაღაზიაში (Goodwill delivery), ასევე – ვებგვერდზე www.goodwill.ge.
ახალ წლამდე კიდევ რამდენიმე კვირაა დარჩენილი და ცხადია, მომხმარებლების სიურპრიზებით განებივრებას განვაგრძობთ.
როგორც ცნობილია, ფერმერთა პროდუქცია „გუდვილში“ საკმაოდ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.
დიახ, 20 წელია „გუდვილში“ ფერმერების მიერ წარმოებულ პროდუქციას განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ, ვეხმარებით ქართველ ფერმერებს თავიანთი პროდუქციის პოპულარიზაციასა და რეალიზაციაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გვქონდეს საშუალება, მომხმარებელს ნატურალური პროდუქტის ფართო ასორტიმენტი შევთავაზოთ და ქართველ ფერმერებთან თანამშრომლობა ამ მიზნის მისაღწევად საუკეთესო გზაა.
თუმცა, რა თქმა უნდა, ვზრუნავთ იმაზეც, რომ ეს პროდუქტი იყოს აბსოლუტურად უვნებელი. სწორედ ამიტომ, სოფლიდან, ფერმერებისგან მიღებული პროდუქტები რეგულარულად მოწმდება „გუდვილის“ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ლაბორატორიაში. ყველა პროცესი მკაცრად კონტროლდება „გუდვილის“ ხარისხის სამსახურის მიერ. შემოწმების პროცესი საკმაოდ ვრცელია, მოიცავს ფერმერებთან ჩასვლას და წარმოების ადგილზე შემოწმებას, სინჯების აღებასა და ლაბორატორიულ კვლევებს. მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი, რის შედეგადაც ფასდება, რამდენად აკმაყოფილებს საწარმო და პროდუქტი შესაბამის სტანდარტებს, რა პირობებია სისუფთავის თვალსაზრისით და ა.შ. მხოლოდ პროცედურების გავლის შემდეგ თავსდება პროდუქცია „გუდვილის“ დახლებზე.
ფერმერთა პროდუქციის რომელი სახეობებია წარმოდგენილი „გუდვილში“?
ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. „გუდვილის“ დახლებზე შეხვდებით ისეთ პროდუქტებსაც, რასაც სხვაგან ვერ ნახავთ. განსაკუთრებით აქტუალური მაინც ნედლი პროდუქტების მიმართულებაა. ვთანამშრომლობთ ფერმერებთან, რომლებიც აწარმოებენ ხორცს, ყველს, ქათამს, თაფლს, ხილ-ბოსტნეულს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებელს მივცეთ საშუალება, „გუდვილში“ ყველანაირი პროდუქტი შეიძინოს და იყოს დარწმუნებული, რომ ეს ნაწარმი ნატურალური და უვნებელია.
„გუდვილისა“ და „ელკანას“ თანამშრომლობაზეც გვიამბეთ.
„გუდვილისა“ და „ელკანას“ თანამშრომლობა რამდენიმე წელს ითვლის. აქ გაწევრებული ფერმერებისთვის წელიწადში რამდენჯერმე ტარდება გამოფენა-გაყიდვა. ამით ფერმერებს საშუალება ეძლევათ, საზოგადოებას საკუთარი პროდუქტი წარუდგინონ, გააცნონ და მომხმარებელი მიიზიდონ. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის – დავეხმაროთ ქართველ ფერმერებს, წარდგნენ ფართო საზოგადოების წინაშე. ასეთ შემთხვევაში მოგებული რჩება მომხმარებელიც, რადგან საშუალება აქვს, შეიძინოს ნატურალური, უვნებელი პროდუქტი სოფლიდან. „გუდვილის“ გუნდი აქტიურად სტუმრობს თითოეულ ფერმერს სხვადასხვა რეგიონში და ცდილობს, მათ პოპულარიზაციაში დაეხმაროს.
როგორც ცნობილია, „გუდვილი“ პარტნიორობს ექსპერტ ანა მიქაძესთანაც. რას მოიცავს ეს თანამშრომლობა?
ანა მიქაძესთან თანამშრომლობაც „გუდვილისთვის“ სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. პირველ რიგში იმიტომ, რომ ის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ქართველ ფერმერებს, რომლებიც ყველს აწარმოებენ, დაეხმარება საკუთარი თავისა და პროდუქციის წარმოჩენაში. რეგიონებში ბევრი ფერმერია, რომელიც ჯერ არ არის ცნობილი, თუმცა აწარმოებს ყველის უნიკალურ ნაირსახეობებს. ჩვენი და ანა მიქაძის მიზანიც ეს არის – ერთობლივად აღმოვაჩინოთ ყველის განსაკუთრებული ნაირსახეობები და წარვუდგინოთ მომხმარებელს.
უკვე 20 წელზე მეტია, მომხმარებლებს შორის „გუდვილს“ სანდო რეპუტაცია აქვს, თუმცა, ეს არ არის მხოლოდ ხარისხიანი პროდუქციის დამსახურება. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის მრავალფეროვანი არჩევანი, რასაც ჩვენ მომხმარებლებს ჩვენს სივრცეში ვახვედრებთ. ასორტიმენტის გაფართოებაზე რეგულარულად ვმუშაობთ. თითოეული პროდუქტი დიდ გზას გადის იქამდე, სანამ დახლებზე მოხვდება. ყველაფერი კი იმით იწყება, რომ ფერმერის მიერ შექმნილი პროდუქცია მოწმდება სიღრმისეულად „გუდვილის“ ლაბორატორიაში და მხოლოდ ამის შემდეგ ხვდება „გუდვილის“ ქსელში.
ჩვენ მუდმივად ვცდილობთ სიახლეების დანერგვას, ახალი პროდუქტების წარმოჩენას, პროცედურების განახლებას. ამ კუთხით კი მნიშვნელოვანია ის, თუ ვისთან ვპარტნიორობთ, ვინ არიან ჩვენი მომწოდებლები და ექსპერტები. აღსანიშნავია, რომ მათთვისაც არანაკლები მნიშვნელობა აქვს „გუდვილთან“ კოლაბორაციას, თუმცა, ამაზე უფრო დეტალურად თავად ისაუბრებენ.
გვიამბეთ ახალი პროგრამის შესახებ, რომელსაც „გუდვილი“ მომხმარებლებს სთავაზობს.
„გუდვილი“ მომხმარებლებს ახალ ლოიალურ პროგრამას სთავაზობს. ეს არის განახლებული ბარათი „ჩემი გუდვილი“. ბარათის აღება შესაძლებელია როგორც „გუდვილის“ ნებისმიერ სერვისცენტრში, ასევე – მობილურის აპლიკაციითაც. გადავწყვიტეთ, ჩვენი ლოიალობის პროგრამა ცოტა არასტანდარტული და მომხმარებელზე მეტად მორგებული ყოფილიყო. ამიტომ, შევქმენით კონკრეტულ მომხმარებლებზე ორიენტირებული აქციები, რაც იმას ნიშნავს, რომ ბარათის მფლობელები ინდივიდუალურ შეთავაზებებს მიიღებენ, კონკრეტულად კი იმ პროდუქტებზე, რაც მათ უფრო მეტად აინტერესებთ და სჭირდებათ. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ბარათს ქულების დაგროვების ფუნქციაც აქვს.
შეფ მიშა ავსაჯანიშვილის და “გუდვილის” კოლაბორაცია
მიშა ავსაჯანიშვილი – შეფი, : „გუდვილთან“ ჩემს კოლაბორაციაზე დიდხანს არ მიფიქრია, რადგან „გუდვილი“ ჩემთვის მაღალ ხარისხთან ასოცირდება. ის თითქმის 20 წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და არ კარგავს რეპუტაციას! დღესაც მაღალი თამასა უჭირავს ამ სფეროში. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ვიყო „გუდვილის“ ექსპერტი გასტრონომიის განხრით.
„გუდვილის“ ურყევ რეპუტაციასა და ხარისხზე მეტყველებს კომპანიის ფერმერებთან თანამშრომლობა. სოფლის ფერმაში წარმოებული პროდუქცია მოწმდება ლაბორატორიაში და შემდეგ ხვდება „გუდვილის“ დახლზე. თავად ვესტუმრე ფერმერებს, სასიამოვნოდ გაოცებული ვიყავი მათთან შეხვედრით, გარემოთი, რაც დამხვდა. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც „გუდვილს“ მაღალი ხარისხის ნაწარმითა და ნედლეულით ამარაგებენ. ვიყავი „გუდვილის“ ლაბორატორიაშიც; დეტალურად გავეცანი ლაბორატორიული შემოწმების პროცესს, რაც ნამდვილად იძლევა იმის გარანტიას, რომ სოფლიდან მიღებული პროდუქტები საერთაშორისოდ აღიარებული ყველა სტანდარტის დაცვით იწარმოება და იფუთება მომხმარებლისთვის.
ჩემი და „გუდვილის“ კოლაბორაცია მრავალმხრივია. ერთობლივად ვფიქრობთ სამომავლო პროექტებსა და ცვლილებებზე.
ამჯერად, ახალი წლის მენიუზე ვკონცენტრირდით. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ექსკლუზიურად „გუდვილის“ მომხმარებლისთვის შევქმენი საახალწლო მენიუს პრემიალური ხაზი. ცხადია, თითოეული ცვლილება მიიღწევა „გუდვილის“ შეფთან და წარმოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით.
ხათო ბაკურაძის დესერტები “გუდვილში”
ხათო ბაკურაძე – ბრენდშეფი, დარგის ექსპერტი: ჩემი თანამშრომლობა „გუდვილთან“ ძალიან საინტერესოდ დაიწყო. შევიმუშავე სპეციალური რეცეპტები, ისეთები, რასაც ჩემს საკონდიტროში ვერ დააგემოვნებთ. „გუდვილის“ მომხმარებელი ვარ და ჩემთვის ხარისხი უმნიშვნელოვანესია. ის გამოცდილება, რაც როგორც მომხმარებელს მქონდა, აღმოჩნდა მთავარი ბიძგი ამ თანამშრომლობისთვის.
„გუდვილისთვის“ შექმნილი საკონდიტრო ნაწარმის ხაზში შენარჩუნებული იქნება ჩემი, ხათო ბაკურაძის ხელწერა – მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით დამზადებული ფერადი, საავტორო და ფრანგული დესერტები. ვფიქრობ, ყველა მაგიდას დაამშვენებს და საუკეთესო საჩუქარი იქნება. შეფუთვა ძალიან ლამაზია და დარწმუნებული ვარ, ის მომხმარებელი, ვისთვისაც ხარისხი მნიშვნელოვანია, ხელს სიამოვნებით დაიმშვენებს ჩვენი ნამცხვრების ყუთით.
ანა მიქაძე – ყველის ექსპერტი “გუდვილში”
ანა მიქაძე – ეთნოგრაფი, ყველის მკვლევარი: „გუდვილთან“ ჩემი თანამშრომლობა ახლა არ დაწყებულა. ჯერ კიდევ მაშინ, როცა პროექტი – „ქართული ყველი“ პირველ ნაბიჯებს დგამდა, არავის სჯეროდა სახეობების მრავალფეროვნების; მაშინ, როცა სვანური ნარჩვი და მესხური ტენილი გამოგონილი ეთნოგრაფიული მონათხრობი ეგონათ, „გუდვილი“ აღმოჩნდა ის კომპანია, რომელმაც ამის ირწმუნა.
რაც შეეხება სოფლიდან მიღებული ყველის ხარისხის სტანდარტს: “გუდვილის” ხარისხის სამსახური და ლაბორატორია უდიდეს რესურსს დებს ამ მიმართულებით. არ ვიცი მეორე ასეთი სივრცე, სადაც პროდუქცია ასე დეტალურად მოწმდება.
ყველამ იცის ჩემი ახირებული ხასიათი, თუ რაღაც ისე ვერ არის რძის ხარისხში, ან ფერმერის დამოკიდებულებაში პროდუქციის მიმართ, ამას აუცილებლად ხმამაღლა ვამბობ. „გუდვილის“ დამოკიდებულებაც ასეთია, სწორედ ყველანაირი ლაბორატორიული შემოწმების შემდეგ აღმოჩნდება ყველი „გუდვილის“ დახლზე. ამიტომაც აქვს „გუდვილს“ სანდო და საიმედო რეპუტაცია.
„გუდვილი“ თანამშრომლობს ჩემპიონებთან, ასე ვეძახი ჩემს მეგობარ ფერმერებს. სწორედ ასეთია ჩემპიონი ფერმერის – დარეჯანის ყველი სოფელ სანტადან. ის უკვე წლებია „გუდვილის“ მომხმარებლის საყვარელი პროდუქტია. ხშირად მომისმენია ფერმერებისგან – „მე გუდვილში შემაქვს პროდუქცია“, ეს სავიზიტო ბარათივითაა მათთვის, ამით ხაზს უსვამენ თავიანთი პროდუქციის ხარისხს. „გუდვილთან“ თანამშრომლობა კი თითოეული ფერმერისთვის დიდი მოტივაცია, სტიმული და განვითარების რეალური პერსპექტივაა. ნებისმიერი სავაჭრო სივრცე, მაღაზია, ჰიპერმარკეტი და საფესტივალო ბაზრობა სწორედ ფერმერისა და მწარმოებლის ხელშესაწყობადაა შექმნილი. ამ ორ მოთამაშეს – ფერმერ-მწარმოებელს და სავაჭრო სივრცეს ერთმანეთი სასიცოცხლოდ სჭირდებათ.
ტექსტი: სოფიო მალანია, ციაკო ღამბაშიძე
ფოტო: ალექსეი სეროვი