• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი რედაქტორისგან

#OK! ნინჩო ჯიბლაძის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივნისის ნომრისთვის

June 2, 2021
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

მალე ოთხი წელი გახდება, რაც ჟურნალ OK!-ის მთავარი რედაქტორი გახლავართ და ყოველი სვეტის დაწერის წინ, ერთგვარი განცდა მაქვს, რომ ეს ჩემი ბოლო სარედაქტორო სვეტია. თითქოსდა ვცდილობ ყველა სათქმელი ამ ხუთასსიტყვიან ტექსტში ჩავატიო.

და აი, დავიწყებ რიგით 43-ე სვეტის წერას ჩვენი ძვირფასი მკითხველისთვის.

დღეს 1 ივნისია და ჟურნალის მთავარ თემად ავირჩიეთ მამაკაცები, რომლებიც ზრუნავენ. ზრუნავენ საკუთარ ოჯახზე, მეუღლეზე, შვილებზე, გარემოზე, ცხოველებზე. ზრუნავენ იმაზე, რომ საზოგადოებაში დამკვიდრებული კლიშეები და ტაბუები არ არსებობდეს. და კიდევ ბევრ რამეზე ზრუნავენ…

ალბათ იცით, რომ 20 ივნისს საქართველოში მამის დღეს აღვნიშნავთ და მამების როლის წინ წამოწევა, ხაზგასმა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში მხარდაჭერა და მზრუნველობა, რომელიც მამისგან მოდის, ამიტომაც შემთხვევითი არ ყოფილა.

არსებობს ძალიან საინტერესო პროექტი − „კაცები ზრუნავენ“, რომლის ფეისბუქგვერდი პირადად ჩემთვის ერთ-ერთი ძალიან საყვარელი პროექტია როგორც შინაარსობრივად, ასევე იმ ვიზუალური მასალებიდან გამომდინარე, რომელიც ხშირად მხვდება ხოლმე თვალში. ეს პროექტი მიზნად ისახავს გაავრცელოს ინფორმაცია მამების ბავშვის აღზრდაში ჩართულობის, შვილებთან ინტენსიური ურთიერთობის, თამაშის, წიგნების კითხვის აუცილებლობისა და მნიშვნელობის შესახებ.

პროექტის ინიციატივა კი ეკუთვნის გაეროს მოსახლეობის ფონდს და We Care-ს. სწორედ რომ მამები არიან ჟურნალ OK!-ის ივნისის თვის მთავარი გმირებიც. ისინი გვიყვებიან საკუთარ მიდგომაზე, მზრუნველობაზე, მეუღლისა და შვილების მიმართ დამოკიდებულებაზე. ძალიან საინტერესოა, როგორ არის გადანაწილებული თანამედროვე საქართველოში ოჯახში მშობლების როლი. თუკი ძველ თაობებს მამების მიმართ ხშირად ერთგვარი გადაჭარბებული რიდი და შიშიც კი ჰქონდა, ახლა ეს საზღვარი მორღვეულია და უმეტესწილად, მამები ჩვენი შვილების საუკეთესო მეგობრებიც არიან.

 

 

პირადად ჩემთან, შინ, მშობლების როლები თანაბრადაა გადანაწილებული და არასოდეს ჩვენს შვილებს არ დასცდენიათ, რომ დედა მეტად უყვართ, ვიდრე მამა, რადგან დედაც და მამაც მათი საუკეთესო მეგობრები არიან, მაგრამ ხშირად ბავშვებს მიაჩნიათ, რომ მამამ ძალიან კარგად იცის გართობა, იცის თამაში. მამას შეუძლია დაუღალავად ირბინოს და საათობით ითამაშოს ბურთი, მამას შეუძლია აარჩიოს საუკეთესო კერძი, მამას შეუძლია დიდი იმედი იყოს მაშინ, როცა ჩვენს შვილს პრობლემა აქვს. და ეს არის ზუსტად ბედნიერება. ძალიან დიდია მამის როლი შვილების ცხოვრებაში და ეს თემაც უკიდურესად ყოვლისმომცველია. მე ის მიხარია, რომ ხშირად ვადევნებ ახალგაზრდა მამებს თვალს და მომწონს ეს გამოთქმა: „კაცები ზრუნავენ“ – „მამები ზრუნავენ“. თითქოს ასეა, არა? როცა მამა ზრუნავს, დედა ისვენებს, ეს კი ყველაზე საყვარელი მზრუნველობა მგონია.

როდესაც მამებზე ვსაუბრობ, მაგალითად ყოველთვის მომყავს მამაჩემი. მზრუნველობა და გვერდით დგომა მგონია მამაჩემის მსგავსად არავის შეუძლია. ყველაზე მნიშვნელოვან წუთებში, ყველაზე დიდი გადაწყვეტილებების დროს, ყველაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დღეებში, მუდამ ჩემ გვერდითაა მამა. ის არ მაკრიტიკებს, არ მიბრაზდება, არც გვერდიდან მიყურებს − ის მხოლოდ ცდილობს ყოველთვის დამეხმაროს, მხარი დამიჭიროს და ცხოვრება გამიადვილოს. ასეთია მამაჩემი და თუკი სადმე, ოდესმე მიხდება მამაზე საუბარი, მუდამ ასე ვლაპარაკობ მასზე და ყველაფრისთვის ყოველთვის მადლობას ვეუბნები.

ბედნიერ, სიხარულითა და საინტერესო დღეებით სავსე ზაფხულს გისურვებთ ყველას. ცოტა მოგზაურობაც არ გვაწყენდა, თუნდაც აქვე ახლოს, ჩვენსავე ულამაზეს ქვეყანაში. მთავარია, დავგეგმოთ და შევასრულოთ.

ნინო ჯიბლაძე

ჟურნალ OK!-ის მთავარი რედაქტორი

ასევე გაეცანი

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის მარტის ნომრისთვის
Slider Area

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის მარტის ნომრისთვის

March 7, 2026
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის თებერვლის ნომრისთვის
რედაქტორისგან

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის თებერვლის ნომრისთვის

March 7, 2026
#OK! სტეფანე და ფანიკო
Slider Area

#OK! სტეფანე და ფანიკო

January 12, 2026
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის იანვრის ნომრისთვის
რედაქტორისგან

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის იანვრის ნომრისთვის

January 5, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ახალი სექსსიმბოლო: რა ვიცით “ევროვიზიის” გამარჯვებულ  დამიანო დავიდზე?

#OK! ახალი სექსსიმბოლო: რა ვიცით “ევროვიზიის” გამარჯვებულ დამიანო დავიდზე?

May 26, 2021
#OK! მედ-დიაგნოსტიკა – დროული სკრინინგი თქვენი ჯანმრთელობისთვის

#OK! მედ-დიაგნოსტიკა – დროული სკრინინგი თქვენი ჯანმრთელობისთვის

September 30, 2021
#OK! „ცვალებადი ნიშნები“ ახალი სეზონით და ნამდვილი ვარსკვლავთცვენით ბრუნდება

#OK! „ცვალებადი ნიშნები“ ახალი სეზონით და ნამდვილი ვარსკვლავთცვენით ბრუნდება

February 2, 2024
#OK! ქეით მოსის 19 წლის ქალიშვილი ლაილა მოსი Vogue Hong Kong-ის გარეკანზე

#OK! ქეით მოსის 19 წლის ქალიშვილი ლაილა მოსი Vogue Hong Kong-ის გარეკანზე

October 3, 2021

კვირის ჰიტები

#OK! რატომ არის მნიშვნელოვანი ფემინური ენერგიის ბალანსი

#OK! რატომ არის მნიშვნელოვანი ფემინური ენერგიის ბალანსი

March 5, 2026
#OK! ბედნიერების ვექტორი: როგორ ქმნიან ქალები შრომით, ნდობითა და თანადგომით უკეთეს მომავალს

#OK! ბედნიერების ვექტორი: როგორ ქმნიან ქალები შრომით, ნდობითა და თანადგომით უკეთეს მომავალს

March 7, 2026
#OK! 10 წლის მაქს ალექსანდერი – ყველაზე ახალგაზრდა დიზაინერი პარიზის მოდის კვირეულზე

#OK! 10 წლის მაქს ალექსანდერი – ყველაზე ახალგაზრდა დიზაინერი პარიზის მოდის კვირეულზე

March 12, 2026
#OK! 2026 წლის ოსკარის პროგნოზები – ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე არაპროგნოზირებადი სეზონი

#OK! 2026 წლის ოსკარის პროგნოზები – ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე არაპროგნოზირებადი სეზონი

March 11, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები