• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Décor

#OK! ზოდი – ინტერვიუ კომპანიის დამფუძნებელ ზაურ გაბაიძესთან

ნოემბერი 5, 2021
საკითხავი დრო: 2 mins read

ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი მაღაზიათა ქსელი „ზოდი“ არის ადგილი, სადაც უმაღლესი ხარისხის პროდუქცია და პროფესიონალთა მომსახურება ერთიანდება. იგი საუკეთესო მეგზურობას გაგიწევთ და რემონტით გამოწვეულ დისკომფორტს მარტივად აღმოფხვრის თავისი პროდუქციის ფართო ასორტიმენტით. აღსანიშნავია ისიც, რომ აქ წარმოდგენილია როგორც იმპორტირებული, ისე ადგილზე დამზადებული მასალები. დეტალური ინფორმაციისთვის OK! გაესაუბრა მაღაზიათა ქსელ „ზოდის“ დამფუძნებელს, ზაურ გაბაიძეს.

 

 

გვესაუბრეთ მაღაზიათა ქსელ „ზოდის“ საქმიანობის შესახებ.

„ზოდი“ ქართულ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა. კომპანიის ძირითად მიმართულებას − ინტერიერისა და ექსტერიერის კარების, ბუნებრივი ქვების, სარემონტო-მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტსა და რეალიზაციას, 2019 წლიდან ადგილობრივი წარმოებაც დაემატა. „ზოდის“ მრავალფეროვან ასორტიმენტში უმაღლესი ხარისხის ქართული ქვების − გრანიტის, კირქვისა და ბაზალტის შეძენაა შესაძლებელი. გასულ ზაფხულს „ზოდმა“ საქართველოში ყველაზე დიდი სარემონტო-მოსაპირკეთებელი მასალების აუთლეტ-ზონა თბილისში გახსნა.

 

 

სად არის „ზოდის“ შოურუმები წარმოდგენილი და რა სახის პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებლებს?

„ზოდის“ მაღაზიათა ქსელი, თბილისში, რუსთავში, გორში, მარნეულში და ბათუმში მომხმარებელს შიდა და გარე კარის, ბუნებრივი ქვების − მარმარილოს, გრანიტის, კვარცის, ონიქსის, ტრავერტინის, კირქვის ყველაზე დიდ არჩევანს სთავაზობს. კერამიკული ფილები, ლამინირებული იატაკი, აბაზანის აქსესუარები, გათბობის სისტემები, „ზოდის“ შეთავაზების არასრული ჩამონათვალია. „ზოდის“ საკუთრებაშია მაღალკვალიფიციური, გამოცდილი ოსტატებით დაკომპლექტებული ქვის საამქრო, სადაც უახლესი დაზგა-დანადგარებით მზადდება მომხმარებლისთვის სასურველი დიზაინის უნიკალური ნაკეთობები: ბუხრები, სამზარეულოს ზედაპირები, ფანჯრის რაფები, ბარის ზედაპირები, კიბის საფეხურები, იატაკის მოსაპირკეთებელი ფილები და სხვა.

 

 

მთავარი ნიშა, რომელიც „ზოდის“ გამოარჩევს…

„განსაკუთრებით გვეამაყება „ზოდის“ ქართული ქვის საწარმო და პროდუქცია, რომელსაც თანამედროვე სტანდარტით ვაწარმოებთ ქართულ ბაზარზე. „ზოდის“ მიერ წარმოებული ქართული ქვა უმაღლესი ხარისხით, უნიკალური მახასიათებლებით, დახვეწილი ვიზუალით და მომხმარებლის მოთხოვნაზე მორგებული პარამეტრებით (ზომა, სისქე) გვაძლევს საშუალებას, ვიყოთ კონკურენტული ქართულ ბაზარზე და ჩავანაცვლოთ იმპორტირებული პროდუქცია.

 

გვიამბეთ „ზოდის“ საწარმოს შესახებ.

„ზოდის“ ქართული ქვის საწარმოს გახსნის მიზანი ქართული წარმოების გაძლიერება და იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლება გახლდათ. მეორე წელია საწარმო ფუნქციონირებს და „ზოდის“ წარმოებული პროდუქციის ექსპორტი აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყანაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ განსაკუთრებული სიფრთხილით ვარჩევთ პარტნიორებსა და პროდუქციას, რომელიც „ზოდის“ ქსელშია წარმოდგენილი. ჩვენთვის ხარისხი უპირველესია.

 

გვესაუბრეთ იმპორტირებულ პროდუქციასთან დაკავშირებით.

მუდმივად მზარდი ასორტიმენტის იმპორტი იტალიიდან, ესპანეთიდან, ბრაზილიიდან, ინდოეთიდან, ეგვიპტიდან, ჩინეთიდან, თურქეთიდან, პოლონეთიდან და სხვა ქვეყნებიდან მიმდინარეობს. „ზოდი“ საქართველოში წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილ ბრენდებს: Tubadzin, Paradyz, Deante, Axis, Profildoors, Za-door, Istokdoors, Volhovec, Straj, Artiz, Dimakfiredoors, Coante, Cimstone, Fimar, Dimer.

 

დაბოლოს…

„ზოდი“ ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა ქართულ ბაზარზე, რაც ბუნებრივია, უპირველეს ყოვლისა, იმ მომხმარებლების დამსახურებაა, რომლებიც ირჩევენ „ზოდის“ იმპორტირებულ თუ წარმოებულ პროდუქციას და სერვისს. მადლობა მათ ნდობისთვის და მოტივაციისთვის, რომელიც არ გვადუნებს და გვიქმნის განწყობას, ვიყოთ კიდევ უფრო მიმზიდველი და კონკურენტული ქართულ ბაზარზე.

 

 

მიმდინარე შეთავაზება „ზოდისგან“:

„ზოდი“ მომხმარებლებს სთავაზობს კიდევ ერთ სასიამოვნო სიახლეს − უპრეცედენტო გრანდიოზულ გათამაშებას. „გაარემონტე და მოიგე ზოდში“ კამპანია „ზოდმა“ 25 სექტემბერს კომპანიის 14 წლის იუბილეზე დაიწყო.

„ზოდის“ მომხმარებლებს აქვთ ორმაგი შანსი, მოიგონ:

2021 წლის მოდელი, ავტომობილი CITROEN C3 AIRCROSS და 2-ოთახიანი ბინა თბილისში, M2-ის მშენებარე კომპლექსში მირცხულავაზე.

გათამაშება გაიმართება ორ ეტაპად, „რუსთავი2“-ის პირდაპირ ეთერში, ე.წ. „დოლურას პრინციპით“.

2022 წლის 2 იანვარს პირველი იღბლიანი მომხმარებელი – CITROEN C3 AIRCROSS-ის მფლობელი გამოვლინდება.

ყველა გაუთამაშებელი ბილეთი აგრძელებს მონაწილეობას და გათამაშების მეორე ეტაპზე, რომელიც 2022 წლის 26 მაისს გაიმართება, გამოვლინდება 2-ოთახიანი საცხოვრებელი ბინის მფლობელი თბილისში.

მათთვის, ვინც ვერ შეძლებს გათამაშებას თვალი პირდაპირ ეთერში ადევნოს, ინფორმაცია განთავსდება „ზოდის“ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე: https://www.facebook.com/zodi.ge. ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ასევე „ზოდის“ ცხელი ხაზის ნომერზე: 032 2 35 80 00

 

ასევე გაეცანი

#OK! შეიძინეთ ბინა საცხოვრებელ კომპლექსში Batumi View
Décor

#OK! შეიძინეთ ბინა საცხოვრებელ კომპლექსში Batumi View

აგვისტო 4, 2022
#OK! ყველაზე ცნობილი ქორწილების ორგანიზატორი საქართველოში – ინტერვიუ ედემ გვარმიანთან
Décor

#OK! ყველაზე ცნობილი ქორწილების ორგანიზატორი საქართველოში – ინტერვიუ ედემ გვარმიანთან

აგვისტო 3, 2022
#OK! როდესაც სივრცე ფაზლივით ეწყობა, ეს ყველაზე სასიამოვნო პროცესია… მნიშვნელოვანია დიზაინმა გაუძლოს დროს
Décor

#OK! როდესაც სივრცე ფაზლივით ეწყობა, ეს ყველაზე სასიამოვნო პროცესია… მნიშვნელოვანია დიზაინმა გაუძლოს დროს

აგვისტო 2, 2022
#OK! სასტუმრო „ინტურისტი ყაზბეგის“ ახალი სიცოცხლე
Décor

#OK! სასტუმრო „ინტურისტი ყაზბეგის“ ახალი სიცოცხლე

აგვისტო 2, 2022

ახლა კითხულობენ

#OK! ჯასტინ თიმბერლეიკი ბრიტნი სპირსს მხარდაჭერას საჯაროდ უცხადებს

#OK! ჯასტინ თიმბერლეიკი ბრიტნი სპირსს მხარდაჭერას საჯაროდ უცხადებს

ივნისი 27, 2021
#OK! შაკირა მექსიკური Vogue-ისთვის: 44 წლის ვარსკვლავი გამოცემის ივლისის ნომრის გარეკანზე

#OK! შაკირა მექსიკური Vogue-ისთვის: 44 წლის ვარსკვლავი გამოცემის ივლისის ნომრის გარეკანზე

ივნისი 29, 2021
#OK! HBO House Of The Dragon-ის ოფიციალურ თიზერს აქვეყნებს

#OK! HBO House Of The Dragon-ის ოფიციალურ თიზერს აქვეყნებს

ოქტომბერი 7, 2021
#OK! ,,აგრიდა’’- თანამედროვე და ტრადიციული ღვინის სინთეზი

#OK! ,,აგრიდა’’- თანამედროვე და ტრადიციული ღვინის სინთეზი

დეკემბერი 27, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა ცალ-ცალკე ცხოვრება გადაწყვიტეს

#OK! ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა ცალ-ცალკე ცხოვრება გადაწყვიტეს

აგვისტო 9, 2022
#OK! Prime Fit ახალი ბიზნეს კლასის ფიტნეს კლუბი საბურთალოზე – ფიტნეს დარბაზი, 2 საცურაო აუზი, SPA, cycle-სტუდია და საცოცი კედელი.

#OK! Prime Fit ახალი ბიზნეს კლასის ფიტნეს კლუბი საბურთალოზე – ფიტნეს დარბაზი, 2 საცურაო აუზი, SPA, cycle-სტუდია და საცოცი კედელი.

აგვისტო 11, 2022
OK! კამპანიას #SitLikeAGirl OK! საქართველო უერთდება – ქართველი ქალები უკრაინის პირველი ლედის მხარდასაჭერად

OK! კამპანიას #SitLikeAGirl OK! საქართველო უერთდება – ქართველი ქალები უკრაინის პირველი ლედის მხარდასაჭერად

აგვისტო 12, 2022
#OK! მილი ბობი ბრაუნის თვალისმომჭრელი იმიჯი – 18 წლის მსახიობი Samsung Galaxy Creators Lounge ღონისძიებას დაესწრო

#OK! მილი ბობი ბრაუნის თვალისმომჭრელი იმიჯი – 18 წლის მსახიობი Samsung Galaxy Creators Lounge ღონისძიებას დაესწრო

აგვისტო 11, 2022
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×