• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ინტერვიუ ინტერიერის დიზაინერ ელენე სხვიტარიძესთან

November 6, 2022
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

OK! Decor Book ინტერიერის დიზაინერს გაგაცნობთ, რომელმაც საკმაოდ ვრცელი გზა განვლო იმისათვის, რათა ესწავლა, დაეგროვებინა გამოცდილება და შემდგარიყო პროფესიონალად საკუთარ პროფესიაში. დღეს უკვე თავისი კომპანია აქვს − EleniaS – interior design Studio, რომლის ფარგლებში ახორციელებს სხვადასხვა ზომის პროექტებს, როგორც საქართველოში, ასევე ევროპის მასშტაბით. მაშ ასე, გთავაზობთ ინტერვიუს ელენე სხვიტარიძესთან, რომელიც უფრო ვრცლად გვიამბობს ამ და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ.

 

 

გვიამბეთ თქვენს საქმიანობაზე. როდის დაინტერესდით ამ პროფესიით და რა გზა გაიარეთ დღევანდელ დღემდე?

ოჯახური გარემოდან გამომდინარე, ამ სფეროდან შორს არც არასდროს ვყოფილვარ, ყოველთვის მაინტერესებდა ერთ პატარა ოთახში ავეჯის რამდენნაირი კომბინაცია შეიძლებოდა გამოსულიყო და ეს კომბინაციები რა შედეგს გვაძლევდა, ამიტომ არასდროს მეზარებოდა თვეში ერთხელ ჩემი ოთახის ავეჯისგან დაცლა და შემდეგ სათითაოდ ყველა დეტალისთვის ახალი ადგილის მოძებნა. მომწონდა ჩანახატების კეთება წარმოსახვით ოთახებსა თუ სახლებზე.

პროფესიის არჩევის დრო რომ მოვიდა, ბევრი აღარ მიფიქრია. ზუსტად ვიცოდი რასაც ვაპირებდი. თავიდან იყო ერთი სემესტრი ა. ქუთათელაძის სამხატვრო აკადემიაში, შემდეგ გადავედი ფლორენციაში, ერთ-ერთ საერთაშორისო აკადემიაში (FDA) ერთწლიანი კურსი დავხურე და გამოცდები ჩავაბარე უკვე იტალიურ აკადემიაში (LABA), სადაც ერთადერთი უცხოელი ვიყავი კურსზე.

იტალიაში სწავლის პერიოდში ბევრ საინტერესო პროექტსა თუ ვორქშოფში მომიწია ჩართვა. საბოლოო ჯამში, ჩემი ერთ-ერთი ლექტორის არქიტექტურულ სტუდიოში გავაგრძელე სტაჟირება და დაახლოებით 4 წელიწადში დავბრუნდი საქართველოში.

საქართველოში დაბრუნებულს არც ისე საიმედო გარემო დამხვდა, რადგან იმ პერიოდში დიზაინსა და დიზაინერებს თითქმის არავინ აღიარებდა, პირიქით − დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იყო დიზაინერის საჭიროება პროექტირებისას. ამას ემატებოდა მასალების ძალიან მწირი არჩევანი, რასაც მიჩვეული არ ვიყავი იტალიაში. შესაბამისად, ძალიან რთული იყო ჩემი ხედვების გაზიარება და აღქმა უცხო თვალისთვის. ხშირად იყო კომენტარები: „ეგ არ გამოვა“; „მაგას ვერ გავაკეთებთ“… პირველი ნაბიჯები მეგობართან ერთად გადავდგი და დამოუკიდებლად დავიწყეთ მუშაობა. აქ გამიმართლა და პირველივე პროექტი შვედური კომპანიის დაკვეთა აღმოჩნდა, რამაც ცოტა ხნით დამავიწყა ჩემი იმჟამინდელი ადგილმდებარეობა. შემდეგ გადავწყვიტე ბედი უფრო დიდ კომპანიაში მეცადა და გამოცხადებულ ვაკანსიაზე გავაგზავნე რეზიუმე. ამიყვანეს და აქაც გამიმართლა − პირველი, რისი კეთებაც მომიწია, საერთაშორისო ბრენდული სასტუმრო აღმოჩნდა. დაახლოებით 2.5 წელი ვიმუშავე ამ პროექტზე და ძალიან დიდი, საფუძვლიანი გამოცდილება მივიღე. შემდეგ იყო კიდევ ერთი დიდი კომპანია, სადაც ასევე 3 წლამდე დავყავი. აქაც მიმაჩნია, რომ გამიმართლა და ძალიან დიდი გამოცდილება შევიძინე, თუმცა გარკვეულ ეტაპზე მივიღე გადაწყვეტილება, დამოუკიდებლად გამეგრძელებინა ჩემი საქმიანობა და უკვე 2 წელია საკუთარი კომპანია მაქვს, სახელად EleniaS – interior design Studio, მყავს რამდენიმე თანამშრომელი და ვეჭიდებით სხვადასხვა ზომის პროექტს, როგორც საქართველოს, ასევე ევროპის მასშტაბით. პარალელურად, ვკითხულობ ლექციებს ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში ინტერიერის დიზაინზე და ვცდილობ ჩემი აქამდე დაგროვილი გამოცდილება დამწყებ ენთუზიასტებს გავუზიარო.

 

 

გვიამბეთ მუშაობის თქვენეულ სპეციფიკასა და პრინციპებზე.

სამუშაო პროცესი ძალიან საინტერესოა და ამავდროულად, დატვირთულიც. ყველაფერი პროექტის გაცნობით იწყება. მივდივართ, ადგილზე ვათვალიერებთ, ვესაუბრებით დამკვეთს, ვეცნობით მის შეხედულებებსა თუ სურვილებს და შემდეგ ვცდილობთ ეს ინფორმაცია გადავამუშაოთ, სწორად გავფილტროთ და მოვარგოთ მოცემულობას. ძალიან საინტერესოა ახალი ადამიანების გაცნობა და გამოცნობა, თუ რა სურთ. შემდეგ იწყება მთავარ კონცეფციასა და გეგმარებაზე მუშაობა, რასაც მოჰყვება 3D ვიზუალიზაცია, ხოლო შემდეგ ტექნიკური ნახაზები, რომელსაც მთელი გუნდი დიდი სიფრთხილითა და სიზუსტით ვეკიდებით.

ჩემთვის მნიშვნელოვანია ყველა პროექტი იდეაზე იყოს დაფუძნებული. მიმაჩნია, რომ იდეის გარეშე ნებისმიერი პროექტი განწირულია. ვაყალიბებთ ხედვებს, რა მიმართულებით უნდა წავიდეთ, როგორი გარემოს შექმნას ვფიქრობთ, ვისზე უნდა იყოს მორგებული ეს გარემო. განსაკუთრებით მიყვარს კომერციულ პროექტებზე მუშაობა, სადაც უფრო დიდი თავისუფლება მეძლევა ჩემი იდეების განსახორციელებლად.

 

გვესაუბრეთ თქვენს პროექტებზე. როგორ ფიქრობთ, რა ნიშა აქვს თქვენს ნამუშევრებს?

შეიძლება ითქვას, რომ ძირითადი ნაწილი პროექტებისა, რომლებზეც ვმუშაობ, კომერციულია. საშუალოდ 70% სასტუმროები, კაფე-ბარები, ოფისებია, რაც ძალიან მომწონს და მაინტერესებს. ვინაიდან ამ დრომდე ბევრჯერ მომიწია საერთაშორისო ბრენდთან მუშაობა, მიმაჩნია, რომ ტექნიკური ცოდნა და გამოცდილებაც საკმარისად დავაგროვე, რაც საშუალებას მაძლევს უფრო თავდაჯერებულად გადავდგა ნაბიჯები სხვადასხვა არაორდინარული იდეის განსახორციელებლად.

არ მომწონს ერთფეროვნება და ყოველთვის ვცდილობ ყველა პროექტი განსხვავებული იყოს, განსხვავებული მასალებით, ფერთა კომბინაციითა და ფორმებით გამორჩეული. მომწონს ექსპერიმენტები და უბრალო მასალების არასტანდარტული გზით გამოყენება, რაც ხშირად დიდ წინააღმდეგობას იწვევს შემსრულებლებში, თუმცა მიმაჩნია, რომ ყველაფრის შესრულებაა შესაძლებელი, თუ სწორად დაგეგმავ. ამიტომ უმეტეს შემთხვევაში სასურველ შედეგს მაინც ვაღწევ. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ უკვე მეორე პროექტს ვაკეთებთ ევროპის მასშტაბით და იმედი მაქვს, ამ მიმართულებით კიდევ უფრო შორს წავალთ.

 

 

რამდენად ხშირად იყენებთ თქვენს ნამუშევრებში გარკვეულ ეტაპზე არსებულ ტენდენციურ ფერებსა თუ დიზაინს?

მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად მივდევ ტენდენციებს, გარკვეულწილად არსებული ტენდენციები ქვეცნობიერში ილექება და სადღაც მაინც იჩენს თავს, თუმცა ხშირად არის გარკვეული ტენდენციური დეტალები თუ გადაწყვეტები, რომლებიც ძალიან პოპულარულია, მაგრამ კატეგორიულად არ ვეთანხმები. შესაბამისად, არც ვცდილობ გამოვიყენო. თითოეული პროექტი ძალიან ინდივიდუალურია, ფორმიდან და ლოკაციიდან გამომდინარე. ხშირ შემთხვევაში თვითონ პროექტი გკარნახობს, რომელი მიმართულებით წახვიდე. ეს პროცესი იმდენად ორგანულად და ლოგიკურად ვითარდება, დრო არც კი გრჩება იმაზე ფიქრისთვის, თუ რომელი სტილი მოარგო.

 

რამდენად მნიშვნელოვანია ფერები და განათება ინტერიერის შექმნისას?

ფერები და განათება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ხელსაწყოა ფორმის გამოსაკვეთად. ფორმაში ჩანს პროექტის ხასიათი, ჩვენ შეგვიძლია ამ ხელსაწყოებით შევქმნათ განწყობა, რომელიც აუცილებლად იმოქმედებს არსებულ სივრცეში შესულ ადამიანზე. შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთგვარი თამაშია, სადაც პირდაპირ კარნახობ მომხმარებელს რა იგრძნოს, რა იფიქროს, როგორ განწყობაზე იყოს. როგორც გარემო გვიქმნის გუნებას ყოველდღიურად ამინდის ცვალებადობით, იმავე პრინციპით შეგვიძლია ვათამაშოთ ინტერიერში ფერები და განათებები.

რას ურჩევდით საზოგადოებას, ვიდრე ინტერიერის მოწყობას შეუდგებიან?

რა თქმა უნდა, უპირველესად ვურჩევდი დიზაინერის დაქირავებას. ისეთი დიზაინერის, რომლის ნდობაც ექნებათ. მათ კი, ვისაც ამის საშუალება არ აქვს ან თავად სურს ამ პასუხისმგებლობის აღება, ვურჩევ გაითვალისწინონ შემდეგი: ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ დროს ეტაპების სწორად განსაზღვრა. თუ გვსურს სასურველი შედეგის მიღება, აუცილებელია უპირველესად სწორი გეგმარება გაკეთდეს, რომელიც თავისთავად გულისხმობს სწორ ზონირებას, სწორ დისტანციებს არსებულ ფუნქციურ ზონებს შორის. ეს ეტაპი გულისხმობს ყველა იმ პრაქტიკული დეტალის განსაზღვრას, როგორიცაა მაგალითად სწორად განაწილებული სათავსოები თუ სხვა ტექნიკური დამხმარე სივრცეები. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვიზუალურ მხარეზე ფიქრის დაწყება. რაც მთავარია, ეცადეთ ბალანსი დაიჭიროთ ყველა დეტალში − იქნება ეს გეგმარებაზე მუშაობა თუ ვიზუალური გადაწყვეტები.

 

ბოლოს, გაგვიზიარეთ თქვენი სამომავლო გეგმები.

სამომავლო გეგმები უპირველეს ყოვლისა კომპანიის კიდევ უფრო გაფართოებაა, მეტი საინტერესო პროექტი და არჩეული მიზნის კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი გეზის მიცემაა. ერთ-ერთი მიზანი ასევე ევროპის ბაზარზე გაფართოებაა, რაც როგორც აღვნიშნე, უკვე დავიწყეთ 2 არსებული პროექტით (პორტუგალია, გერმანია).

 

ასევე გაეცანი

#OK! ბუტიკ-სასტუმრო „ლეთო“ – ადგილი, სადაც სტუმრობა განსაკუთრებულ გამოცდილებად იქცევა
Décor

#OK! ბუტიკ-სასტუმრო „ლეთო“ – ადგილი, სადაც სტუმრობა განსაკუთრებულ გამოცდილებად იქცევა

July 22, 2026
#OK! როგორ ცვლის თანამედროვე ინტერიერი ბინის აღქმასა და ცხოვრების ხარისხს
Décor

#OK! როგორ ცვლის თანამედროვე ინტერიერი ბინის აღქმასა და ცხოვრების ხარისხს

July 10, 2026
#OK! მაგიდა და სკამები: რა უნდა გაითვალისწინოთ ყიდვამდე
Décor

#OK! მაგიდა და სკამები: რა უნდა გაითვალისწინოთ ყიდვამდე

July 1, 2026
#OK! წარმატებისთვის შექმნილი სივრცე – როგორ იყენებენ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ვარსკვლავები ფენგ-შუის
Décor

#OK! წარმატებისთვის შექმნილი სივრცე – როგორ იყენებენ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ვარსკვლავები ფენგ-შუის

June 25, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ბუშონი – მრავალფეროვანი არჩევანი ღვინის მოყვარულებისთვის

#OK! ბუშონი – მრავალფეროვანი არჩევანი ღვინის მოყვარულებისთვის

March 11, 2023
#OK! დიდი შეფის საახალწლო სამზადისი

#OK! დიდი შეფის საახალწლო სამზადისი

December 28, 2021
#OK! ბუნებრივი სილამაზე, რომელსაც შეიძლება ენდოთ – ნათია ჭინჭარაულის გერმანული ვოიაჟი „ველედას“ ბაღში

#OK! ბუნებრივი სილამაზე, რომელსაც შეიძლება ენდოთ – ნათია ჭინჭარაულის გერმანული ვოიაჟი „ველედას“ ბაღში

September 5, 2022
#OK! პენელოპა კრუზისა და პედრო ალმოდოვარის უახლესი კადრები Parallel Mothers-ის გადასაღები მოედნიდან

#OK! პენელოპა კრუზისა და პედრო ალმოდოვარის უახლესი კადრები Parallel Mothers-ის გადასაღები მოედნიდან

April 5, 2021

კვირის ჰიტები

#OK! არეულობა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე – ამერიკელ დიზაინერთა საბჭოს პრეზიდენტი აქტივისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდა

#OK! არეულობა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე – ამერიკელ დიზაინერთა საბჭოს პრეზიდენტი აქტივისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდა

September 16, 2026
#OK!BusinessCelebrity BERO – როგორ აქცია ტომ ჰოლანდმა პირადი გამოცდილება უალკოჰოლო ლუდის ბიზნესად

#OK!BusinessCelebrity BERO – როგორ აქცია ტომ ჰოლანდმა პირადი გამოცდილება უალკოჰოლო ლუდის ბიზნესად

September 22, 2026
#OK! თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის გახმაურებულ სერიალში გამოჩნდა – რა როლს ასრულებს ქართველი მსახიობი

#OK! თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის გახმაურებულ სერიალში გამოჩნდა – რა როლს ასრულებს ქართველი მსახიობი

September 21, 2026
#OK! სესილია თაყაიშვილი – ცხოვრება, როლები და უკანასკნელი სურვილი

#OK! სესილია თაყაიშვილი – ცხოვრება, როლები და უკანასკნელი სურვილი

September 17, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები