• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! როგორ მოვაწყოთ კომერციული სივრცე? – სალომე თოდრიას რჩევები

May 10, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

კომერციული ფართის ინტერიერზე მუშაობა, რა თქმა უნდა, განსხვავდება საცხოვრებელი სახლის ინტერიერზე მუშაობისგან. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესო რჩევებს ინტერიერის დიზაინერი, სალომე თოდრია გვიზიარებს.

 

სალომე, ამჟამად რა პროექტზე მუშაობთ?

ბოლო პერიოდია, ძალიან ბევრ საინტერესო პროექტზე ვმუშაობ, თუმცა ამ ატაპზე გამოვარჩევ wine bar Ferment-ს, რომელიც მკითხველისთვის უფრო საინტერესო იქნება, რადგან ბარი აპრილში გაიხსნა და უკვე სტუმრებს მასპინძლობს. ზოგადად მთლიანი კონცეფცია ექსპერიმენტული იყო, რადგან მაქსიმალურად ვეცადე ამერია ფერები, ფაქტურები, ფორმები და ორნამენტები ერთმანეთში. საბოლო ჯამში, Mix and match სტილის ინტერიერი გამოგვივიდა. შესაბამისად, ვფიქრობ, ამ სივრცეში თითოეული ადამიანი აღმოაჩენს მისთვის საინტერესო კუთხეს და ობიექტს, იქნება ეს დეკორის ელემენტი, ავეჯი თუ ბარი.

 

 

როგორ მოხდა სივრცის გადანაწილება?

რა თქმა უნდა, სივრცეზე ფიქრი გარედან დავიწყეთ, wine bar Ferment’ გუდიაშვილის მოედანზე – ულამაზეს ისტორიულ შენობაში მდებარეობს. შესაბამისად, ინტერიერშიც გადმოვიტანეთ გარკვეული ფერები და ელემენტები, თუმცა ჩვენს სივრცეზე მორგებული.

Wine bar-ში ორი სივრცე დაგხვდებათ – ულამაზესი დარაბებით და ისტორიული სქელი თაღებით. პირველ სივრცეში აქცენტირებული კედელია, რომელთანაც განთავსებული იქნება ანტიკვარული და თანამედროვე კარადების კომპოზიცია, ასევე სხვადასხვა ტიპის მაგიდები, საინტერესო ავეჯი და ნახატები.

მეორე სივრცე განსხვავებულია, აქ დაგხვდებათ საინტერესო, კონკრეტულად ამ wine bar-ისთვის შემუშავებული ესკიზის მიხედვით შესრულებული უჟანგავი ფოლადის ბარი, ასევე სხვადასხვა ტიპის მაგიდები და ექსტერიერის განათება, რომელიც ინტერიერში საინტერესოდ გამოვიყენეთ. ფერისა და გარკვეული ავეჯის მეშვეობით კავშირი ამ ორ სივრცეში ნამდვილად იგრძნობა.

 

რა იყო პირველი, რაც ამ პროექტზე მუშაობისას გაითვალისწინეთ?

უპირველესად, დამკვეთის სურვილი, შემდგომ კი დასამახსოვრებელი ობიექტების მოძიება და შეძენა, რადგან საუბარი საზოგადოებრივ სივრცეზე გვაქვს, აუცილებელია განსხვავებული, სოციუმისთვის მიმზიდველი და საინტერესო სივრცის შექმნა.

ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ სივრცეში ბარის მოწყობა იყო, რადგან ბარი პატარა სამზარეულოსაც მოიცავს და ამიტომ აუცილებელი იყო მისი კორექტულად შესრულება, რადგან ვიზუალი და ფუნქცია ჰარმონიულად წარმოგვედგინა.

 

 

განათება

განათების როლი ძალიან დიდია ნებისმიერი ტიპის ობიექტის მოწყობისას, რადგან არასწორი განათების შემთხვევაში შეიძლება ინტერიერის ვიზუალი სულ სხვანაირად წარმოჩინდეს.

ამ შემთხვევაში აქცენტი გავაკეთე სამ ძირითად განათებაზე, რომლის ვიზუალიც რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ ფერისა და ფაქტურის მეშვეობით კარგად მუშაობს ერთად და ორივე სივრცეს ინდივიდუალურობას სძენს. რა თქმა უნდა, გამოვიყენე დამატებითი განათებები, ლედ განათებისა და დეკორატიული განათებების სახით, რომელიც ნებისმიერი სივრცის მოწყობის დროს გასათვალისწინებელია, რადგან დამატებითი განათებაა ის კომპონენტი, რომელიც სიმყუდროვეს ქმნის ინტერიერში და მისი მეშვეობით აქცენტირებას ვაკეთებთ საჭირო ნივთებსა და დეკორზე.

საბოლოო ჯამში, ძირითადი განათების მეშვეობით, სივრცე სახასიათო და დასამახსოვრებელი გახდა, ხოლო დამატებითი განათების მეშვეობით სიმყუდროვე და ხასიათი შევმატე.

 

რა როლს ასრულებს დეკორი და პატარა დეტალები ამ სივრცის მოწყობაში?

სივრცეში ბევრი საინტერესო დეტალი და დეკორის ელემენტია, არის დეტალი, რომელიც ღვინის შექმნის ისტორიასა და ტრადიაციას გვიყვება, რომელიც ხელნაკეთია და ქართულ კომპანია Pilani Ceramics-თან კოლაბორაციის შედეგად შეიქმნა. გამოყენებული გვაქვს ანტიკვარული ნივთები, კამოდი და რეტრო სავარძლები, დიზაინერული სანათურები Oblivion by Dark-ი და ასევე Ingo Maurer-ი – ცნობილი განათება ვერცხლისფერი ვარდისფერში, რომელიც განსაკუთრებულ სიმყუდროვეს ქმნის. ასევე ჩვენი დიზაინით შექმნილი ბარი, რომელიც ფერმენტაციის პროცესის შედეგად მიღებულ ფორმებს ასახავს.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ერთადერთი კონკურენტი ჩემი გუშინდელი მეა – როგორ ვაქციოთ პატარ-პატარა მიზნები დიდ მწვერვალებად
ინტერვიუ

#OK! ერთადერთი კონკურენტი ჩემი გუშინდელი მეა – როგორ ვაქციოთ პატარ-პატარა მიზნები დიდ მწვერვალებად

November 6, 2026
#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები
ინტერვიუ

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

October 28, 2026
#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში
ინტერვიუ

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 26, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად
ინტერვიუ

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! Marrson – ინტერვიუ ბრენდის დამფუძნებელ მარიამ ბიბილაშვილთან

#OK! Marrson – ინტერვიუ ბრენდის დამფუძნებელ მარიამ ბიბილაშვილთან

December 28, 2021
#OK! მია ზოიძე პროფესიაზე, ოჯახსა და საყვარელ ქალაქზე

#OK! მია ზოიძე პროფესიაზე, ოჯახსა და საყვარელ ქალაქზე

September 11, 2021
#OK! ქეთა თოფურიას 20 გამორჩეული იმიჯი!

#OK! ქეთა თოფურიას 20 გამორჩეული იმიჯი!

September 9, 2021
#OK! 7 ვარსკვლავი, რომელიც ვალენტინობის დღესასწაულს მეწყვილეს გარეშე ხვდება

#OK! 7 ვარსკვლავი, რომელიც ვალენტინობის დღესასწაულს მეწყვილეს გარეშე ხვდება

February 14, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ლაშაო გაბუნიას ახალი ეტაპი – დიზაინერმა Mercedes-Benz Fashion Week-ზე JESUS STAR-ის სახელით ბოლო ჩვენება გამართა

#OK! ლაშაო გაბუნიას ახალი ეტაპი – დიზაინერმა Mercedes-Benz Fashion Week-ზე JESUS STAR-ის სახელით ბოლო ჩვენება გამართა

November 9, 2026
#OK! სინდი კროუფორდი შვილის გარდაცვალების შემდეგ – როგორ ცდილობს ოჯახი ტრაგედიასთან გამკლავებას?

#OK! სინდი კროუფორდი შვილის გარდაცვალების შემდეგ – როგორ ცდილობს ოჯახი ტრაგედიასთან გამკლავებას?

November 6, 2026
#OK! რატომ მოხვდა ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილი საავადმყოფოში – ვივიენ ჯოლი ჯანმრთელობის პრობლემებისა და რთული გამოცდილების შესახებ პირველად საუბრობს

#OK! რატომ მოხვდა ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილი საავადმყოფოში – ვივიენ ჯოლი ჯანმრთელობის პრობლემებისა და რთული გამოცდილების შესახებ პირველად საუბრობს

November 9, 2026
#OK! რა ეხმარება დემი მურს ახალგაზრდული იერის შენარჩუნებაში – მსახიობის სილამაზის რუტინა და ყოველდღიური ჩვევები

#OK! რა ეხმარება დემი მურს ახალგაზრდული იერის შენარჩუნებაში – მსახიობის სილამაზის რუტინა და ყოველდღიური ჩვევები

November 11, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები