• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! იოგა ნუცა შამილაძესთან ერთად

თებერვალი 1, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

ვარჯიში ადამიანს ეხმარება გაჯანსაღებასა და ახალგაზრდული სილამაზის გახანგრძლივებაში. ვინაიდან ჯანმრთელობა ფიზიკურ და სულიერ კეთილდღეობას გულისხმობს, იოგას ჩვენი ცხოვრების ნაწილად გახდომა ამ ყველაფრისთვის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად გვესახება ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ მიმავალ გზაზე. დეტალური ინფორმაციისთვის OK! გაესაუბრა ნუცა შამილაძეს, რომელიც უკვე 10 წელია, რაც დაკავებულია იოგათი და გვიამბობს იმ შედეგის შესახებ, რომელსაც მან ამ დროის განმავლობაში მიაღწია.

 

 

რას ნიშნავს თქვენთვის ჯანსაღი ცხოვრება და რამდენად ახერხებთ გახადოთ იგი საკუთარი ცხოვრების ნაწილი?

ჩემთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი, ზოგადად, ხასიათდება როგორც „დაბალანსებული ცხოვრება“, რომელიც შედგება ფიზიკური და ემოციური კეთილდღეობისგან. ეს წესი მოიცავს: ფიზიკურ დატვირთვას, სტრესის სწორად მართვას, თვითდახმარების უნარის გაძლიერებას, შინაგან სიმშვიდეს, ისეთი გრძნობების გაცემას და მიღებას, როგორიცაა სიყვარული და თანაგრძნობა, პატიება, სიცილი და მხიარული ურთიერთობები საკუთარ თავთან და სხვებთან. ჯანსაღი ცხოვრების განმარტება ყველაზე კარგად, ჩემი აზრით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განმარტებაა: „ჯანმრთელობა არის სრული ფიზიკური, გონებრივი და სოციალური კეთილდღეობის მდგომარეობა და არა მხოლოდ დაავადების ან ფიზიკური დეფექტების არარსებობა“, − რასაც სრულად ვეთანხმები. დაახლოებით 9-10 წელია იოგას მიმდევარი ვარ და ვცდილობ ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი გავხადო. იოგას 5000-წლიანი დისციპლინაც ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზეა დაფუძნებული. სიტყვა „იოგა“ ნიშნავს „კავშირს“ − გონებას, სხეულსა და სულს შორის, რაც თავიდან ბოლომდე ემსახურება ჯანსაღი ცხოვრების მთავარ პრინციპებს.

პირველად როდის დაინტერესდით იოგათი და როგორ გეხმარებათ იგი ბალანსის შენარჩუნებაში?

ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე აქტიური ცხოვრებით ვიყავი დაკავებული. უბრალოდ, სრულფასოვან სიამოვნებას ვერც ერთი ვარჯიშისგან ვერ ვიღებდი. ბოლოს მეგობრის დაჟინებული თხოვნით იოგაზე მივედი და ჩემი ცხოვრებაც ამ დღის შემდეგ თავიდან ბოლომდე შეიცვალა. უკვე 10 წელია, რაც ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, არია იოგას დარბაზში შეძლებისდაგვარად ვვარჯიშობ. რაც პანდემიაა, ისე აქტიურად ვეღარ ვახერხებ, როგორც ადრე, თუმცა არ გავჩერებულვარ და შინ ვაგრძელებ ვარჯიშს. წარმოუდგენლად გამიჭირდა ჩემი ინსტრუქტორის − ფებინის, და იმ გარემოს გარეშე ყოფნა, რასაც ამდენი წელი მიჩვეული ვიყავი. ახლა განვაახლე არია იოგას დარბაზში სიარული და იმედია, მალე დავუბრუნდები საკუთარ ჩვეულ ფიზიკურ და სულიერ მდგომარეობას. ჩემი ინსტრუქტორის, ფებინის დახმარებით, ბორბლის საშუალებით ვიღებ სხვადასხვა პოზას, რომლებიც მეხმარება ხერხემლის გაჯანსაღებაში და ზურგის კუნთების ვარჯიშში. ასევე, ბალანსის პოზებისთვის ბორბალი არის საყრდენი და გვეხმარება ინვერსიული პოზების შესრულებაში. ჩემთვის ჯანსაღი ცხოვრება ბალანსია, რაც პირდაპირ კავშირშია იოგასთან. ბალანსია საკუთარ თავთან, სურვილებთან, მოთხოვნებთან. ეს არის მდგომარეობა, რომელშიც ადამიანი სწორად და სათანადოდ ანაწილებს პრიორიტეტებს − იქნება ეს კარიერა, პირადი ცხოვრება თუ სხვა. ზოგჯერ, საკუთარი თავისგან ზედმეტს მოვითხოვთ, ან სხვებს ვაძლევთ იმავეს საშუალებას. ზედმეტი არაფერი ვარგა − არც ვარჯიში, არც მუშაობა, და სიყვარულიც კი. იოგაც ამას ემსახურება და უზრუნველყოფს სხეულსა და გონებას შორის ბალანსის დაცვას, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია.

გაქვთ რაიმე განსაკუთრებული ჩვევა, რომელიც გეხმარებათ ყოველდღიურად ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებაში?

რა თქმა უნდა, მაქვს რამდენიმე ჩვევა, რომელიც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ეს არის დილით ადრე ადგომა, ჭიქა წყლის მიღება და აუცილებლად უზმოზე იოგას ვარჯიში. ძილი და რეჟიმი ჯანსაღი ცხოვრების წესის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. ამდენად, მეც ვცდილობ დავიძინო მაშინ, როდესაც ბიოლოგიურად პასიური საათები იწყება და გავიღვიძო მაშინ, როდესაც თენდება.

 

 

თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია პერიოდულად ისეთი ფიზიკური აქტივობით დაკავება, როგორიც არის ვარჯიში, სეირნობა, იოგა? რას ურჩევდით ჩვენს მკითხველს?

საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ აქტიური ცხოვრების წესი გვიუმჯობესებს ჯანმრთელობას, გვიხანგრძლივებს ცხოვრებას და გვეხმარება, ვიყოთ ემოციურად და ფიზიკურად ჯანმრთელნი. მე რადგან იოგას მიმდევარი ვარ, მის დადებით მხარეებზე გაგესაუბრებით. ასანების რეგულარული შესრულება ბევრი დაავადების პრევენცია და ანტისტრესია. იოგას სტაბილური ვარჯიში ხელს უშლის ნაადრევ დაბერებას, აუმჯობესებს ძილის ხარისხს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და აძლიერებს მენტალურ უნარებს. ზოგიერთი სასარგებლო ზემოქმედების ახსნა და აღწერა შეიძლება, ზოგიერთი კი აუხსნელი რჩება და ეს უბრალოდ უნდა განიცადო. ალბათ დამეთანხმებით, რომ ამ ქაოსურ სამყაროში ჰაერივით გვჭირდება სიმშვიდე. გახსოვდეთ, რომ ეს არც დამღლელი ფიზიკური ვარჯიშია და არც დროის ფუჭად ფლანგვა − იოგა ცხოვრების წესია. წესი, რომელიც ნამდვილად შეგცვლით და გაგიმარტივებთ ცხოვრებას. იოგა მოგზაურობაა საკუთარ სხეულში და აღმოაჩენთ, რომ ჩვენ არ ვეკუთვნით საკუთარ სხეულს, არამედ სხეული გვეკუთვნის ჩვენ და შეგვიძლია მისი მართვა ჩვენი სურვილის მიხედვით. საოცარი გრძნობაა, როდესაც თავიდან ბოლომდე ფლობ საკუთარ სხეულს. ასე რომ, თქვენს მკითხველს ვურჩევდი, არ მოიკლოთ ეს სიამოვნება, გამოყავით დრო საკუთარი თავისთვის. დაიწყეთ ცვლილებები დღესვე, გადადგით პირველი ნაბიჯი, დაკავდით იოგათი და სულ მალე იგრძნობთ, თუ როგორ იცვლებით თქვენც და თქვენ ირგვლივ არსებული გარემოც.

 

ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი

ფოტო: მაკა მეგრელიძე

ასევე გაეცანი

#OK! ჯანსაღი ცხოვრების წესი – როგორ მივაღწიოთ საკუთარ თავთან ჰარმონიას
Health & Beauty

#OK! ჯანსაღი ცხოვრების წესი – როგორ მივაღწიოთ საკუთარ თავთან ჰარმონიას

ივლისი 7, 2022
#OK! მილენიუმი – ლიდერი ესთეტიკის სფეროში
Health & Beauty

#OK! მილენიუმი – ლიდერი ესთეტიკის სფეროში

ივლისი 7, 2022
#OK! პარაოლიმპიელი ირმა ხეცურიანი “დელფის” რუბრიკაში – “სილამაზე სტანდარტების გარეშე”
Health & Beauty

#OK! პარაოლიმპიელი ირმა ხეცურიანი “დელფის” რუბრიკაში – “სილამაზე სტანდარტების გარეშე”

ივლისი 6, 2022
#OK! ზოგჯერ ექიმმა შესაძლოა სიტყვით განკურნოს პაციენტი, ან პირიქით
Health & Beauty

#OK! ზოგჯერ ექიმმა შესაძლოა სიტყვით განკურნოს პაციენტი, ან პირიქით

ივლისი 6, 2022

ახლა კითხულობენ

#OK! კამერონ დიაზის 20,8 მილიონი დოლარის ღირებულების სახლი ბევერლი ჰილზში!

#OK! კამერონ დიაზის 20,8 მილიონი დოლარის ღირებულების სახლი ბევერლი ჰილზში!

აგვისტო 13, 2021
#OK! მეგან მარკლის ყველაზე სკანდალური კადრები ჰერცოგინიობამდელი ცხოვრებიდან

#OK! მეგან მარკლის ყველაზე სკანდალური კადრები ჰერცოგინიობამდელი ცხოვრებიდან

მარტი 1, 2021
#OK! კენდალ ჯენერი დროს მეგობარ მამაკაცთან ერთად ატარებს! მოდელი ტყავის სამოსს Louis Vuitton-ის ჩანთას უხამებს!

#OK! კენდალ ჯენერი დროს მეგობარ მამაკაცთან ერთად ატარებს! მოდელი ტყავის სამოსს Louis Vuitton-ის ჩანთას უხამებს!

აპრილი 25, 2021
#OK! ჯიჯი და ბელა ჰადიდები “ვერსაჩეს” ახალ კამპანიაში

#OK! ჯიჯი და ბელა ჰადიდები “ვერსაჩეს” ახალ კამპანიაში

იანვარი 28, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ბინომ გრუპი – მომხმარებლის გემოვნებასა და ხარისხზე ორიენტირებული კომპანია

#OK! ბინომ გრუპი – მომხმარებლის გემოვნებასა და ხარისხზე ორიენტირებული კომპანია

ივლისი 5, 2022
#OK! კადრები კულისებიდან და პაპარაცული ფოტოები: ნიკოლ კიდმანი და კიტ ურბანი პარიზში, Balenciaga-ს ჩვენებაზე

#OK! კადრები კულისებიდან და პაპარაცული ფოტოები: ნიკოლ კიდმანი და კიტ ურბანი პარიზში, Balenciaga-ს ჩვენებაზე

ივლისი 7, 2022
#OK! www.morebeauty.ge – თმის სწორი მოვლა ზაფხულში

#OK! www.morebeauty.ge – თმის სწორი მოვლა ზაფხულში

ივლისი 2, 2022
OK! Health and Beauty Book-ის მოწვეული რედაქტორი ნატა გაგუა

OK! Health and Beauty Book-ის მოწვეული რედაქტორი ნატა გაგუა

ივლისი 2, 2022
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×