• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! „ხატვა არ იცოდა, მაგრამ 8 ოსკარი მიიღო, როგორც მხატვარმა“ – ედიტ ჰედის საოცარი ისტორია

August 28, 2025
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი

ედიტ ჰედი კინოს ისტორიაში ერთადერთი ქალია, რომელმაც რვა ოსკარი მიიღო და პრემიაზე 35-ჯერ იყო ნომინირებული. უბრალო მასწავლებელმა, რომელმაც კინოში თავისი გზა მოტყუებით დაიწყო, ეს სფერო მნიშვნელოვნად შეცვალა და კინოდუსტრიაში სამუდამოდ კვალი დატოვა.

 

 

ჰოლივუდის მომავალი ლეგენდა, ედიტ პოზნერი  კალიფორნიაში, 1897 წელს დაიბადა. ედიტის მშობლები – ებრაელი ემიგრანტები ევროპიდან აშშ-ში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. ედიტის დედა მალე სხვა მამაკაცს შეხვდა და ცოლად გაჰყვა. ედიტის მამინაცვალი სამთო ინჟინერი იყო, რომელსაც მუდმივად საცხოვრებელი ადგილის შეცვლა უწევდა. მოგვიანებით ედიტი იხსენებდა, რომ ბავშვობაში კულტურული ან სამხატვრო განათლების მიღების შესაძლებლობა არ ჰქონდა.

 

 

1919 წელს ედიტმა ბერკლიში კალიფორნიის უნივერსიტეტი დაამთავრა  და ბაკალავრის ხარისხი მიიღო. ერთი წლის შემდეგ გოგონას უკვე მაგისტრის დიპლომიც ჰქონდა, რომანულ ენებში სპეციალიზაციით. 1922 წელს ედიტმა ფრანგული ენის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. კიდევ ერთი წლის შემდეგ კი უკვე ჰოლივუდის გოგონათა სკოლაში ესპანურს ასწავლიდა.

 

 

მასწავლებლის ხელფასი იმდენად მცირე იყო, რომ ედიტმა დამატებითი შემოსავალის მისაღებად ენებთან ერთად, ხელოვნების  სწავლებაც გადაწყვიტა. ვინაიდან  რომანული ენების მასწავლებელს ხელოვნების სწავლებისთვის შესაბამისი ცოდნა არ ჰქონდა, საღამოს კურსებზე სიარული დაიწყო. ამ გაკვეთილებმა ედიტს საჭირო ცოდნის გარდა, ნამდვილი სიყვარულიც აპოვნინა, რომელთანაც 1923 წელს დაქორწინდა. ედიტი ქმრის გვარზე გადავიდა, ჰედი გახდა და ჰოლივუდის ისტორიაში სწორედ ამ გვარით  შევიდა.

 

 

ჰოლივუდის სკოლაში მუშაობის დროს ედიტმა რეჟისორ სესილ დემილის ქალიშვილები გაიცნო. მისი დახმარებით მიზანდასახულმა ახალგაზრდა ქალმა Paramount-ის სტუდიაში შესვლა შეძლო, სადაც საშუალება ჰქონდა გადაღებების პროცესს დასწრებოდა.

 

ტყუილი, რომელმაც მთელი ცხოვრება შეცვალა

 

ედიტ ჰედს კინო იმდენად შეუყვარდა, რომ გადაწყვიტა თავადაც ამ ჯადოსნური სამყაროს ნაწილი გამხდარიყო. 1924 წლის ზაფხულში ჰოლივუდში კოსტიუმების მხატვრის ვაკანსია გამოჩნდა და ედიტმა შანსი ხელიდან არ გაუშვა. მან ვაკანსიაზე განაცხადი შეიტანა და საკუთარი ნამუშევრების ნაცვლად თანაკურსელების ნახატები წარადგინა.

ედიტმა საოცნებო სამუშაო მიიღო, თუმცა მალე მის საიდუმლოს ფარდა აეხადა. იმ დროს Paramount-ის მთავარი დიზაინერი ჰოვარდ გრირი იყო. ის ახალ თანამშრომელს კეთილგანწყობით შეხვდა და პირველი ესკიზების შექმნაც კი ასწავლა. თავდაპირველად ჰედს უმნიშვნელო დავალებებს აძლევდნენ – მას მეორეხარისხოვანი პერსონაჟებისა და ვესტერნებისთვის კოსტიუმები უნდა შეექმნა.

კოსტიუმები ფილმისთვის „ჯუნგლების პრინცესა“ ედიტის პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევარი გახდა. მან გადაწყვიტა  ფილმში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გავრცელებული ტრადიციული ტანსაცმელი სარონგი გამოეყენებინა. ცნობისთვის, ეს დიდი ქსოვილის ნაჭერია, რომელსაც სხეულზე იხვევენ. ამ ფილმით ედიტმა ჰოლივუდში სარონგის მოდა შეიტანა.

პირველი წარმატებული ფილმის შემდეგ ედიტს მხოლოდ ორი წელი დასჭირდა, რომ პარამაუნტზე კოსტიუმების მთავარი მხატვარი გამხდარიყო. ის პირველი ქალია, რომელმაც ასეთი მაღალი თანამდებობის დაკავება მოახერხა, თუმცა კარიერულ აღმასვლას პირად ცხოვრებაში პრობლემები დაერთო – ედიტი ქმარს გაშორდა, თუმცა მისი გვარი შეინარჩუნა.

 

 

1944 წელს ფილმზე „ქალი ღამით“ მუშაობისას ედიტმა შექმნა კაბა, რომელიც ჰოლივუდის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული სამოსების ნუსხაში მოხვდა. ეს იყო 35 ათას დოლარად შეფასებული წაულას ბეწვის ქვედაბოლო ამოქარგული ბრჭყვიალებით.

 

 

1945 წელს ედიტი რადიოგადაცემაში House Party მიიწვიეს, სადაც მსმენელებს მოდასა და სტილთან დაკავშირებულ რჩევებს აძლევდა. მოგვიანებით ეს პროექტი ტელეეთერშიც მოხვდა, მაგრამ ედიტის დანახვისას ბევრ მაყურებელს იმედი გაუცრუვდა — სახელოვანი კოსტიუმების შემქმნელი ძალიან უბრალო ტანსაცმელში იყო გამოწყობილი და არ ჰგავდა ქალს, რომელსაც მოდის სამყაროსთან რამე აკავშირებდა. ედიტ ჰედი ამას განგებ აკეთებდა. მას არ უნდოდა, რომ თავისი სამოსით ჰოლივუდის ვარსკვლავების იერი დაეჩრდილა. ედიტს მასწავლებლობის დროიდან მკაცრი კოსტიუმები მოსწონდა — ის ყოველთვის მოკლე ვარცხნილობას და სათვალეს ატარებდა.

1946 წელს ჰედმა ლეგენდარულ ჰიჩკოკთან იმუშავა ფილმში „ფუჭი დიდება“. ედიტთან მუშაობა თავად ფილმის მთავარი როლის შემსრულებელმა – ინგრიდ ბერგმანმა მოითხოვა. ამ ფილმიდან დაიწყო ოცდაათწლიანი თანამშრომლობა სახელგანთქმულ რეჟისორსა და კოსტიუმების ცნობილ მხატვარს შორის, რამაც ჰედის კარიერაზე უზარმაზარი გავლენა მოახდინა.

„ოსკარის“ ლეგენდა

1949 წელს „ოსკარზე“ ახალი კატეგორია გამოჩნდა – პრიზი საუკეთესო კოსტიუმების დიზაინისთვის. ეს ედიტ ჰედის აღმასვლის დასაწყისი გახდა. ის ამ კატეგორიაში 35-ჯერ იყო ნომინირებული და კარიერის განმავლობაში რვა ოსკარი მოიპოვა. ამერიკის კინოაკადემიის ისტორიაში ის გახდა პირველი ქალი, რომელმაც 1131 ფილმზე იმუშავა, ყველაზე მეტი ჯილდო მოიპოვა და მისი რეკორდი დღემდე ვერავინ მოხსნა.

1950 წელს ეკრანებზე გამოვიდა ფილმი „ყველაფერი ევას შესახებ“, სადაც ჰოლივუდის კოსტიუმების დიზაინერმა  და სტილისტმა მთავარი გმირის საღამოს კაბაზე იმუშავა და კვლავ ოსკარი მიიღო. 1955 წელს ედიტმა ნავისებური დეკოლტეს ტრენდი შექმნა, რომელიც ფილმში „საბრინა“ ოდრი ჰეპბერნის კაბებში გამოჩნდა. ამის შემდეგ ჰედმა „რომაულ არდადეგებზე“ იმუშავა და ოქროს ქანდაკება კიდევ ერთხელ დაიმსახურა.
1961 წელს მან მოდელიერ იუბერ დე ჟივანშისთან ერთად საკულტო ფილმზე „საუზმე ტიფანისთან“იმუშავა და ისევ ოდრი ჰეპბერნის კაბაზე.

 

ედიტ ჰედი ნამდვილ ლეგენდებთან თანამშრომლობდა. მათ შორის იყვნენ : გრეის კელი, მარლენ დიტრიხი, ელიზაბეტ ტეილორი და ა.შ. ჰედს ყველაზე პრეტენზიულ ვარსკვლავებთანაც კი შეეძლო საერთო ენის პოვნა. ის ხშირად ამბობდა, რომ დიპლომატიაში უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ესკიზებში.

 

 

1967 წელს ჰედმა სამუშაო ადგილი შეიცვალა და Universal Pictures-ზე გადავიდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე – 1981 წლამდე იმუშავა.

1973 წელს ედიტმა ფილმისთვის „აფერა“ მერვე და უკანასკნელი „ოსკარი“ მიიღო. ამჯერად მან კოსტიუმები მამაკაცი მსახიობებისთვის შექმნა. ამ ოსკარით ედიტი განსაკუთრებულად ამაყობდა, რადგან ჯილდო მოიპოვა ფილმმა, სადაც არც ერთი ქალი-ვარსკვლავი არ ყოფილა.

1981 წელს ედიტმა თავის ბოლო ფილმზე იმუშავა.  ამ დროს ის ძალიან ავად იყო, თუმცა ამას საგულდაგულოდ მალავდა და მუშაობასა და სილამაზის შექმნაში მთელ გულს დებდა.

“რაც არ უნდა ფასდაკლება იყოს, ვერაფერს დაზოგავთ, თუ იყიდით ისეთ ნივთს, რომელსაც არასდროს ჩაიცვამთ. ჰკითხეთ საკუთარ თავს, იყიდდით თუ არა ამ ნივთს სრული ფასით. თუ არა, მაშინ დაივიწყეთ.” – ურჩევდა ედიტ ჰედი ქალებს.

 

გაიგე მეტი: #ედიტჰედი

ასევე გაეცანი

OK! „სიცოცხლისთვის საშიშია“ – ილონ მასკი ChatGPT-ის დავიწყებას გვირჩევს
OK! News

OK! „სიცოცხლისთვის საშიშია“ – ილონ მასკი ChatGPT-ის დავიწყებას გვირჩევს

February 3, 2026
#OK! ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული ვარსკვლავები გრემის რიგით 68-ე დაჯილდოებაზე
Fashion

#OK! ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული ვარსკვლავები გრემის რიგით 68-ე დაჯილდოებაზე

February 2, 2026
#OK! „მელანია“- ს პრემიერაზე ტრამპმა ცოლს ჭკვიანი და გავლენიანი ქალი უწოდა
OK! News

#OK! „მელანია“- ს პრემიერაზე ტრამპმა ცოლს ჭკვიანი და გავლენიანი ქალი უწოდა

February 2, 2026
#OK! Adidas ბობ მარლის პატივსაცემად სპორტულ ფეხსაცმელს გამოუშვებს
OK! News

#OK! Adidas ბობ მარლის პატივსაცემად სპორტულ ფეხსაცმელს გამოუშვებს

February 3, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ვარდისფერი ოქტომბერი – მოდისა და სილამაზის ცნობილი ბრენდების მხარდაჭერა ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში

#OK! ვარდისფერი ოქტომბერი – მოდისა და სილამაზის ცნობილი ბრენდების მხარდაჭერა ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში

October 5, 2022
#OK! მსახიობი ონისე ონიანი მშობლიურ ქუთაისზე გვიყვება

#OK! მსახიობი ონისე ონიანი მშობლიურ ქუთაისზე გვიყვება

June 12, 2025
#OK! ინტერვიუ „ნიუ ჰოსპიტალსის“ კარდიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელ რამაზ ბათავანთან

#OK! ინტერვიუ „ნიუ ჰოსპიტალსის“ კარდიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელ რამაზ ბათავანთან

December 3, 2022
#OK! “მაყურებლის თვალში დანახული ბოროტება” – Valentino-ს ახალმა სარეკლამო კამპანიამ საზოგადოების აგრესია დაიმსახურა

#OK! “მაყურებლის თვალში დანახული ბოროტება” – Valentino-ს ახალმა სარეკლამო კამპანიამ საზოგადოების აგრესია დაიმსახურა

April 15, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ნიკოლ კიდმანის 17 წლის ქალიშვილი Dior-ის ოტ-კუტიურ ჩვენებაზე პირველად გამოვიდა

#OK! ნიკოლ კიდმანის 17 წლის ქალიშვილი Dior-ის ოტ-კუტიურ ჩვენებაზე პირველად გამოვიდა

January 28, 2026
#OK! სკანდალური წასვლის შემდეგ პირველად, ჯონ გალიანო Dior-ის ჩვენებაზე გამოჩნდა

#OK! სკანდალური წასვლის შემდეგ პირველად, ჯონ გალიანო Dior-ის ჩვენებაზე გამოჩნდა

January 29, 2026
#OK! ნასტასია ლეგრან ბაბლუანი Valentino-ს და Dior-ის Haute Couture ჩვენებაზე

#OK! ნასტასია ლეგრან ბაბლუანი Valentino-ს და Dior-ის Haute Couture ჩვენებაზე

January 29, 2026
#OK! 2026 წლის გრემის დაჯილდოების ყველაზე კაშკაშა კაბები

#OK! 2026 წლის გრემის დაჯილდოების ყველაზე კაშკაშა კაბები

February 2, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები