• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ხათუნა კალანდარიშვილი საკუთარი პროფესიის სიყვარულზე, ჯანსაღი ცხოვრების წესსა და საყვარელ ქალაქზე

September 11, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

„დიდ სიხარულთან ერთად, ზოგჯერ, ბათუმი ტკივილიცაა, დამახინჯებული იერსახითა და წაშლილი ავთენტურობით, მაგრამ მაინც მაგნოლიასავით თეთრი და იმედისმომცემი“

თვლის, რომ თოთოეული ადამიანისთვის მნიშვნელოვანია დაამყაროს ჰარმონია გარე სამყაროსთან, მოუსმინოს ხმებს, რომელიც მასშია და მის ირგვლივ, რათა ჩასწვდეს თავისი არსებობის მთავარ არსს, ზუსტად აღმოაჩინოს მასში არსებული შესაძლებლობები, იყოს ბედნიერი, თავისუფალი და მრავალფეროვანი. მიიჩნევს, რომ შესაძლოა ყველაფერი იყოს იდეალურად, თუ პრიორიტეტებს სწორად დასახავ და განახორციელებ, თუ იქნები თანმიმდევრული, პროგრესული და თვითკმარი. რას მიიჩნევს მის ძლიერ მხარედ, რას ნიშნავს მისთვის პროფესია  და რას ჰყვება იოგაზე, რომელიც წლებია ცხოვრების წესად აქცია – აღნიშნულ კითხვებზე პასუხები იხილეთ OK! ბათუმის ფურცლებიდან, რომლის სტუმარია იურისტი და ნოტარიუსი ხათუნა კალანდარიშვილი.

ბათუმური „იტალიური ეზოს“ ამბები…

ბათუმში დავიბადე და გავიზარდე, ქალაქში, რომელიც ზღვას უყურებს, ქალაქში, რომელსაც დიდი ხანია ვიცნობ და მიყვარს. აქ ჩაიარა ჩემმა ბავშვობამაც, ქალაქის ცენტრში, მულტიკულტურულ  „იტალიურ ეზოში“, სადაც მაღალი ფინიკის პალმები, ლეღვის ხეები, ადესა ყურძენი, ასტრები და აზალიები ხარობდნენ, რომელიც სავსე იყო ხალისიანი მეზობლების გადაძახილებით, მიკითხ-მოკითხვებით, ჟრიამულით, ჩემი და ჩემი ძმის სიცელქით, ახალმოხალული ყავის სურნელით, ცაცო ბებოს ბაქლავით, აჩმით, სანიე ბებოს ხალვით, ფატუშას მუსიკით და აჭარული ხაჭაპურით… საკმაოდ ცელქი ბავშვი ვიყავი, ცნობისმოყვარე, დამოუკიდებელი. ყველაზე ტკბილად ჩემი საბჭოთა ბავშვობიდან ეს მოგონებები მომყვება და კიდევ მაგნოლიების ფოთლებისგან გაკეთებული ქუდები და ქამრები, რომელსაც ჩემი თანაბაღელები ჩემზე უფრო სწრაფად და „ხარისხიანად“ აკეთებდნენ… მინდა ბავშვობაში დაბრუნება?..  ალბათ, არა, ვიცი, რომ იყო, ვინახავ სითბოს და იმ სიყვარულს, რომელმაც გამზარდა და ამავსო, მაგრამ, ალბათ, არ დავბრუნდებოდი, რადგან ეს ბავშვი ახლაც ჩემშია, იგივე სიცელქით შეიძლება ვერა, მაგრამ შევინარჩუნე, იგივე სილაღით და ხალისით. სკოლაც ბათუმში დავამთავრე, დიდი მეოცნებე ვიყავი, ისტორიებს ვთხზავდი, სადაც ტყუილ-მართალს ჩემი ძმა და ოჯახის წევრებიც ვერ არკვევდნენ. 13 წლისამ უკვე ვიცოდი, იურისტი რომ გავხდებოდი, ამ  პროფესიის არჩევაში არაცნობიერად, „საბჭოთა სამოქალაქო კოდექსმა“ იქონია  გავლენა, იმ სქელკანიანმა კანონთა კრებულმა, რომელსაც ბებიაჩემი, ბაბუას „გაკულაკების“ შემდეგ ჩამორთმეული ქონების გაუთავებელი სამოქალაქო დავების გადამკიდე, მუდმივად  უკირკიტებდა. ოჯახი საკმაოდ სკეპტიკურად შეხვდა ჩემს გადაწყვეტილებას, მაგრამ მაინც პატივი სცეს ჩემს არჩევანს და გადაწყდა, ჩავაბარებდი „ალმა მატერში“ ჩემს ოცნებადქცეულ სახელმწიფო უნივერსიტეტში და თან 5 წელი ვიცხოვრებდი დედაქალაქში, რომელიც ასე მაჯადოებდა და მხიბლავდა. პროფესიის არჩევანში არ შევმცდარვარ, ზუსტად ვიცოდი და ვიცი, ეგაა ჩემი საქმე, რომელსაც ვემსახურები და რომელიც მაბედნიერებს.

სამართლებრივი სტატუსით  თავისუფალი პროფესიის წარმომადგენელი ხართ, რომელიც მომხმარებელს მიუკერძოებელ და სანდო რჩევებს აძლევს, თქვენ  მიერ დამოწმებულ დოკუმენტს უდავო მტკიცებულებითი ძალა აქვს. რას ნიშნავს ეს პროფესია თქვენთვის?

იყო ნოტარიუსი დიდი პასუხისმგებლობაა, სახელმწიფოსგან დელეგირებული უფლებაა,  გაცხადებული ნდობაა, ჩვენ საჯარო მოხელეებთან გათანაბრებული პირები ვართ, ოღონდ „თავისუფლების ელემენტებით“. ვართ მიუკერძოებელი და ობიექტური მრჩეველი  მოქალაქეებისათვის, იურიდიული პირებისთვის, სახელმწიფოსთვის. ფაქტობრივად, ისტორიას ჰქმნი, ქონებრივ ურთიერთობებს აწესრიგებ, სამართლებრივ კონსულტაციებს გასცემ, ჩართული ხარ მრავალფეროვან სამოქალაქო ბრუნვაში, ქვეყნის მაჯისცემას გრძნობ, ადამიანებს ეხმარები, სწორ მიმართულებას აძლევ, კანონის ფარგლებში რჩები და მას მიჰყვები. ესაა მუდმივ განახლებადი, მრავალფეროვანი პროცესი, სადაც თვალს ვერ მოუხუჭავ თანამედროვე გამოწვევებს, საკანონმდებლო სიახლეებს, ტექნოლოგიურ წინსვლას. ჩვენს მიერ შესრულებულ ყოველ სანოტარო აქტს აქვს იურიდიული შედეგი, იგი ვალიდური და აღსრულებადი დოკუმენტია, ხელს აწერ სახელმწიფოს სახელით და ყველა სანოტარო აქტის უკან ადამიანის ინტერესები დგას, მათი ქონებრივი და პირადი ინტერესები. მახსოვს და არასდროს არ დამავიწყდება პირველი მოქალაქე და შესრულებული სანოტარო აქტი, ხელის კანკალით მოწერილი.

კონკურენტულ გარემოში საკმაოდ რთულია ნდობის მოპოვება, თქვენ შემთხვევაში როგორ მოახერხეთ ეს?

მუდმივი შემეცნებით, სწავლით, ადამიანებთან სწორი კომუნიკაციით, სიმართლით, ობიექტური და მოქნილი დამოკიდებულებით, სილაღით, კანონის სწორი ინტერპრეტირებით და, რაც მთავარია,  ადამიანებისადმი სიყვარულის გამჟღავნებით, დახმარების მზაობით,  მათი ღირსების წამოწევით და აღნიშვნით.

რა ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში  იოგას, როდის დაინტერესდით მისით და რა ემოციებს ბადებს ის თქვენში…

წლებია მივსდევ იოგას. ყველაფერი გაქექილი, წითელი წიგნით დაიწყო, წიგნს ერქვა „იოგა ყველასათვის“, საიდანაც დამოუკიდებლად ვსწავლობდი ასანებს; ჩემთვის იოგა ჰობი არაა, იგი ცხოვრების წესია, ცნობიერების მართვის ფორმალური პროცესია, სულიერი წონასწორობა,  ბალანსი, ფიზიკური და მენტალური წრთობა, ჰარმონია, მედიტაცია, პატარ-პატარა გამარჯვებებია, რომელიც საკუთარ შესაძლებლობებს აღმოგაჩენინებს და შეგაყვარებს. იოგა ჩემი ნირვანაა, სადაც შემიძლია „მზეს მივესალმო“,  „წერო“ ვიყო, ზოგჯერ „მთა“,  „კატა“, „გუთანი“, „მშვილდი“, „ ხიდი“;  როდესაც იოგას ასანებს, ვინიასებს ვასრულებ, ერთგვარ მედიტაციურ მდგომარეობაში შევდივარ, ვუსმენ ჩემს სხეულს, ვმართავ სუნთქვას, ვიღებ მაცოცხლებელ პრანას. იგი ჩემთვის საინტერესო რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრებაცაა, რომელსაც ვსწავლობ და ვუღრმავდები. ამავდროულად, ვაკონტროლებ ჩემი კვების რაციონს, ვარ ვეგეტარიანელი, არ ვიღებ ფუჭ და უსარგებლო საკვებს, მიყვარს ჯანსაღი პროდუქტები და ხილი, რომელშიც ბევრი მზეა.

გაგვაცანით თქვენი ოჯახი…

ჩემი სიმდიდრეა ჩემი შვილები, ორი საუკეთესო ქმნილება, ყველაზე მაგარი რამ, რაც შემიქმნია, ქალიშვილი თეკლა და ვაჟი გორდაა. ისინი ჩემი მეგობრები არიან, ზრდასრული, დამოუკიდებელი ინდივიდები, ორივე ჩემს პროფესიას გაჰყვა და ორივე საზღვარგარეთ ცხოვრობს, ნიდერლანდებში. თეკლა წარმატებული კომპანიის იურისტია, გორდა როტერდამის უნივერსიტეტის მაგისტრანტი. სიშორეს ვერ ვგრძნობ, მუდმივ კომუნიკაციაში ვართ, ძირითადად მე ვაჭარბებ ხოლმე, ქართული დედობრივი: „დედა გენაცვალოთი“.

 

მოგზაურობა…

მოგზაურობა ჩემი ჰობია, თავს პირობა მივეცი, ყოველ წელს მინიმუმ ორ ახალ ქვეყანას ვესტუმრებოდი, მათ კულტურას, არქიტექტურას, ადათ-წესებს გავეცნობოდი. პანდემიამდე ეს პირობა წარმატებით შევასრულე, ახლა, გასაგები მიზეზების გამო, ვერ ვმოგზაურობ, თუმცა მჯერა, რომ დასრულდება ეს „კარჩაკეტილობა,“ მთავარია ადამიანები იყვნენ ჯანმრთელები.

რას მიიჩნევთ თქვენს ძლიერ მხარედ, რომელიც გეხმარებათ საქმიანობის უკეთ წარმართვაში…

ალბათ კომუნიკაბელურობას, რაც საშუალებას მაძლევს კანონის მოთხოვნები ნათლად და გასაგებად განვუმარტო მოქალაქეს, გამოვხატო ჩემი ემპათია, გავიგო მათი გზავნილები და მოვახდინო ამ ორის სინთეზი.

ქალაქი, რომელშიც ცხოვრობთ…

ბათუმი ჩემთვის ჩემი წარსული, აწმყო და მომავალია, ევროპული ქალაქია. ბათუმი ჩემი ბათუმელებია, უშუალო და კეთილი ურთიერთობებით. ზოგჯერ ბათუმი ტკივილიცაა, დამახინჯებული იერსახით და წაშლილი ავთენტურობით, მაგრამ მაინც მაგნოლიასავით თეთრი და იმედისმომცემი;

იყო წარმატებული ქალი ნიშნავს…

იზრუნო საკუთარ განვითარებაზე, იყო მუდმივად ახლის ძიებაში, აკეთო საყვარელი საქმე, იყო პოზიტიური, ქველმოქმედი, შედეგებზე ორიენტირებული, შეგეძლოს პრიორიტეტების სწორად დასახვა და განხორციელება, იყო პროგრესული, თანმიმდევრული, თვითკმარი.

 

ერთი სიტყვით როგორ დაახასიათებდით საკუთარ თავს?

მიზანსწრაფული.

ქვეყანა, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე…

ნეპალი, სადაც ქაოსში იბადება წესრიგი.

სულიერი ჰარმონია სამყაროსთან…

არის იმის გაანალიზება, რომ მე ვარ ამ დიდი სამყაროს ნაწილი, როგორც მისი ერთ-ერთი გამოვლინება. ეს მთლიანობის შეგრძნება მეხმარება ვიყო ჰარმონიაში გარე სამყაროსთან, მე ვარ შენ და შენ ხარ მე.

ჟურნალისტი: ნანა აბულაძე,

ფოტოგრაფი: გიორგი კალანდაძე

ასევე გაეცანი

#OK! გრანდ ბელაჯიო სპა – თქვენი სიმშვიდისა და ჰარმონიის ახალი მისამართი
OK! ბათუმი

#OK! გრანდ ბელაჯიო სპა – თქვენი სიმშვიდისა და ჰარმონიის ახალი მისამართი

December 22, 2025
როგორ განსაზღვრავს თმის სტილი ჩვენს განწყობას – ირმა იასაღაშვილი
ინტერვიუ

როგორ განსაზღვრავს თმის სტილი ჩვენს განწყობას – ირმა იასაღაშვილი

December 24, 2025
#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში
OK! მენეჯერი

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში

December 19, 2025
#OK! სუხიშვილების კონცერტი Carnegie Hall-ში
OK! News

#OK! სუხიშვილების კონცერტი Carnegie Hall-ში

December 20, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! Street Style: საშემოდგომო სტილის ინსპირაცია ეშლი რობერტსისგან

#OK! Street Style: საშემოდგომო სტილის ინსპირაცია ეშლი რობერტსისგან

November 25, 2021
#OK! გაიცანით სულ სხვანაირი ემა უოტსონი – გაეროს კეთილი ნების ელჩი, რომელიც ქალთა უფლებებისთვის იბრძვის

#OK! გაიცანით სულ სხვანაირი ემა უოტსონი – გაეროს კეთილი ნების ელჩი, რომელიც ქალთა უფლებებისთვის იბრძვის

April 9, 2024
#OK! ALPHANOVA-ს მზისგან დამცავი ხაზი − თქვენი საუკეთესო არჩევანი ზაფხულისთვის

#OK! ALPHANOVA-ს მზისგან დამცავი ხაზი − თქვენი საუკეთესო არჩევანი ზაფხულისთვის

June 6, 2022
#OK! ჯიჯი და ბელა ჰადიდები, ირინა შეიკი, ადუთ აკეჩი, ანოკ იაი და სხვები Michael Kors-ის ახალი კოლექციის ჩვენებაზე

#OK! ჯიჯი და ბელა ჰადიდები, ირინა შეიკი, ადუთ აკეჩი, ანოკ იაი და სხვები Michael Kors-ის ახალი კოლექციის ჩვენებაზე

February 18, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ბრაუნის უნივერსიტეტზე თავდასხმის შემდეგ აშშ-მა „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

#OK! ბრაუნის უნივერსიტეტზე თავდასხმის შემდეგ აშშ-მა „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

December 19, 2025
#OK! სუხიშვილების კონცერტი Carnegie Hall-ში

#OK! სუხიშვილების კონცერტი Carnegie Hall-ში

December 20, 2025
#OK! რა ცვლილებებს მოუტანს წლის ბოლო ახალმთვარეობა  ზოდიაქოს 4 ნიშანს

#OK! რა ცვლილებებს მოუტანს წლის ბოლო ახალმთვარეობა ზოდიაქოს 4 ნიშანს

December 18, 2025
#OK! გრანდ ბელაჯიო სპა – თქვენი სიმშვიდისა და ჰარმონიის ახალი მისამართი

#OK! გრანდ ბელაჯიო სპა – თქვენი სიმშვიდისა და ჰარმონიის ახალი მისამართი

December 22, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები