• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

OK! ესთეტიკური კლინიკა Welkin – თავის მოვლა როგორც ცხოვრების სტილი

March 3, 2023
საკითხავი დრო: 2 mins read

კლინიკა „ველქინი“ რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა საზოგადოების წინაშე და ამ დროის განმავლობაში უამრავი კმაყოფილი და ერთგული მომხმარებელი შეიძინა. ეს არის ესთეტიკური მედიცინის ინოვაციური, ულტრათანამედროვე კლინიკა, რომელიც ნერგავს ახალ სტანდარტებს ესთეტიკურ მედიცინასა და თავის მოვლის ყოველდღიურ რუტინაში. „ველქინის“ ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ აქ მომხმარებელს შეუძლია სახისა და სხეულის გაახალგაზრდავება უნიკალური, არაინვაზიური ტექნოლოგიის აპარატურის მეშვეობით, რაც სრულიად უსაფრთხო, უმტკივნეულო და მაქსიმალურად ეფექტურია.

 

აღსანიშნავია, კლინიკის განსხვავებული და მყუდრო გარემო, რომელიც აქსის თაუერსის მე-11 სართულზე მდებარეობს, საიდანაც იშლება პანორამული ხედები, რომელიც შეგიქმნით პრივატულ სივრცეს, რაც თავის მოვლას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის. Welkin-ის კონცეფციასა და კლინიკაში წარმოდგენილ ინოვაციურ აპარატებზე უფრო ვრცლად ჟურნალ OK!-ის ესაუბრა დერმატო-ვენეროლოგი, დერმატო-კოსმეტოლოგი, ევროპის დერმატო-ვენეროლოგთა აკადემიის წევრი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, „ველქინის“ მთავარ ექიმი თამარ ბასილაძე.

 

 

რა იყო კლინიკის შექმნის მიზანი?

 

კლინიკის შექმნის მიზანი იყო, მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა ინოვაციური, რევოლუციური აპარატურა და მსოფლიოს წამყვან ესთეტიკურ კლინიკებში აპრობირებული მეთოდები, რომელიც სიახლე იქნებოდა ქართული ბაზრისთვის.

მიხარია, რომ „ველქინი“ არის იმ ესთეტიკური კლინიკების მცირე ჩამონათვალში, სადაც უახლესი, FDA და CE სერტიფიცირების მქონე აპარატებია წარმოდგენილი. ამასთან, კლინიკისთვის მნიშვნელოვანი იყო, გუნდი დაკომპლექტებულიყო მხოლოდ სერტიფიცირებული და მაღალკვალიფიციური ექიმებით. ამ ყოველივემ განაპირობა ის, რომ მოკლე დროში ჩვენ უკვე გვყავს ერთგული და კმაყოფილი მომხმარებელი.

 

რა პროცედურებს სთვაზობთ საზოგადოებას?

 

ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ სახისა და სხეულის მოვლისა და გაახალგაზრდავების არაინვაზიურ, აპარატურულ პროცედურებს და, რაღა თქმა უნდა, ქართველი მომხმარებლისთვის ნაცნობ ინიექციურ პროცედურებს, როგორიცაა ფილერი, ბოტულინოთერაპია, მეზოთერაპია, ბიორევიტალიზაცია და სხვ.

 

რა გამოგარჩევთ ბაზარზე?

 

როგორც უკვე აღვნიშნე, ინოვაციური და სერტიფიცირებული აპარატურა, პრივატული გარემო უნიკალური ხედებით, პროფესიონალ ექიმთა გუნდი, ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ პაციენტთან არის „ველქინის“ გამორჩეული მახასიათებლები.

 

როგორც ვთქვი, „ველქინში“ ტარდება ისეთი აპარატურული პროცედურები, რომლებიც მსოფლიოს წამყვან ესთეტიკურ კლინიკებშია აპრობირებული. მოკლედ მოგიყვებით რამდენიმეს შესახებ:

 

სახის კანის ლაზერული გაახალგაზრდავება Fotona timewalker აპარატით – ეს არის რევოლუციური მოწყობილობა, რომელიც იყენებს ლაზერის უნიკალურ კომბინაციას სხვადასხვა ესთეტიკური პრობლემის სამკურნალოდ და წარმოადგენს ტრადიციული მიდგომების არაქირურგიულ, არაინვაზიურ ალტერნატივას, აღადგენს ბუნებრივ სილამაზეს და გრძელვადიანი ეფექტი აქვს.

 

პროცედურის დროს კანის ზედაპირისა და პირის ღრუს დამუშავება ხდება ორი ტიპის ლაზერით. მკურნალობის შემდეგ კანი იბრუნებს სიმკვრივესა და ელასტიკურობას, მცირდება ნაოჭები და უმჯობესდება კანის სტრუქტურა. ეს არის სრულიად უსაფრთხო, უმტკივნეულო და მაქსიმალურად ეფექტური პროცედურა, რომელსაც არ ესაჭიროება სარეაბილიტაციო პერიოდი.

 

თუმცა ეს ყველაფერი არ არის, ფოტონას ამ ჯადოსნურ აპარატს შეუძლია:

  • აღადგინოს ტუჩის მოცულობა
  • აჩერებს თმის ცვენას
  • მკურნალობს თვალის გარშემო გაჩენილ მუქ წრეებს და ებრძვის წვრილ ნაოჭებს
  • მკურნალობს ხვრინვას
  • ფრჩხილის სოკოს

 

სხეულის მაგნიტური მოდელირების პროცედურა, Starformer by Fotona-ს აპარატით,  რომლის საშუალებითაც ხდება კუნთოვანი მასის გამკვრივება, იწვება ზედმეტი ცხიმი, უმჯობესდება ფორმები და სხეულის კონტური. აღსანიშნავია, რომ ამ პროცედურის დროს, რომლის ხანგრძლივობაც სულ რაღაც 30 წუთია, კუნთი იკუმშება 50 000-ჯერ. ამ დროს ხდება ისეთი კუნთების გააქტიურება, რომელიც ვარჯიშის შედეგადაც კი რთულად მიიღება.

ერთ-ერთი პოპულარული პროცედურაა კრიოლიპოლიზი, რაც გულისხმობს – ლოკალურად ჩამჯდარი ცხიმის მოცილებას cooltech-ის უახლესი აპარატით, სწრაფად და მარტივად. აპარატი -8С-მდე ყინავს ცხიმოვან ქსოვილებს, რის შედეგადაც ცხიმოვანი უჯრედები ეტაპობრივ დაშლას იწყებს. მნიშვნელოვანია, რომ ირგვლივ მდებარე ქსოვილები არ ზიანდება.

 

„ველქინში“ გვაქვს რევოლუციური აპარატი, რომელიც მიმართულია ცელულიტის ხუთივე ტიპისა და მოდუნებული კანის სამკურნალოდ და ძალიან ეფექტურია. ესაა Emtone by BTL, რომელიც მოიცავს აკუსტიკური, სითბური და მექანიკური ენერგიების ერთობლიობას და უზრუნველყოფს Emtone, კოლაგენისა და ელასტინის სინთეზს, რის ხარჯზეც სხეულს სიმკვრივე და ელასტიკურობა უბრუნდება.

 

 

რაღა თქმა უნდა, კლინიკაში გვაქვს უახლესი თაობის, მსოფლიოში დღესდღეობით არსებული ყველაზე მძლავრი დიოდის ლაზერული ეპილაციის აპარატი. ესაა ესპანური წარმოების Primelase, რომელიც სხვა დიოდურ აპარატებზე 2-ჯერ უფრო სწრაფია და ეფექტური. ტარდება ნებისმიერი ტიპის კანსა და თმაზე, არ გააჩნია სეზონური შეზღუდვა და რაც ძალიან მომხიბვლელია პაციენტებისთვის, არის ის, რომ პროცედურებს შორის შუალედი 1,5 – 2 თვეა.

რა თქმა უნდა, ეს არასრული ჩამონათვალია იმ პროცედურების და აპარატებისა, რაც ჩვენს კლინიკაშია წარმოდგენილი.

 

სამომავლო გეგმები

 

ჩვენ მუდმივად ვეცნობით ესთეტიკური მედიცინის სიახლეებს და მომავალში ჩვენს მომხმარებელს ვპირდებით ახალ პროცედურებს, მეთოდებსა და აპარატურას.

 

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს კლინიკაში არსებულმა ინოვაციურმა აპარატურამ და მიდგომებმა ესთეტიკის სფეროში მოღვაწეობის მსურველთა მაღალი ინტერესი გამოიწვია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ სკოლის შექმნა, რომელიც ძალიან მალე დაიწყებს ფუნქციონირებას და ჩვენს დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას გავუზიარებთ ჩვენს კოლეგებსა და აღნიშნული სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს.

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

 

მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი 37, აქსის თაუერსი, ბიზნესცენტრი, მე-11 სართული

 

ინფორმაციას ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ არხებზე:

 Welkin • ველქინი

 www.welkin.ge

 welkin_aesthetics

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! სილამაზის სალონი SOPRA – სანდოობა, საუკეთესო ატმოსფერო და შედეგი
Health & Beauty

#OK! სილამაზის სალონი SOPRA – სანდოობა, საუკეთესო ატმოსფერო და შედეგი

July 13, 2025
#OK! ესთეტიკის ცენტრი „სალმარი“ – თქვენი სილამაზისა და თავდაჯერებულობის საწინდარი
Health & Beauty

#OK! ესთეტიკის ცენტრი „სალმარი“ – თქვენი სილამაზისა და თავდაჯერებულობის საწინდარი

July 13, 2025
#OK! როგორ შევარჩიოთ ფიზიკური აქტივობა პიროვნული ნიშნებით? – ახალი კვლევები და საზაფხულო რჩევები
Health & Beauty

#OK! როგორ შევარჩიოთ ფიზიკური აქტივობა პიროვნული ნიშნებით? – ახალი კვლევები და საზაფხულო რჩევები

July 9, 2025
მომავლის სტომატოლოგია იქ, სადაც დეტალები განსაზღვრავს ხარისხს
Health & Beauty

მომავლის სტომატოლოგია იქ, სადაც დეტალები განსაზღვრავს ხარისხს

July 5, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! იგი აზალეა 32 წლის გახდა – 5 უცნობი ფაქტი რეპერის შესახებ

#OK! იგი აზალეა 32 წლის გახდა – 5 უცნობი ფაქტი რეპერის შესახებ

June 7, 2022
#OK! შონ მენდესი და კამილა კაბელო: წყვილი კალიფორნიის ქუჩებში!

#OK! შონ მენდესი და კამილა კაბელო: წყვილი კალიფორნიის ქუჩებში!

May 26, 2021
#OK! მიზნისკენ სწრაფვა წარმატების მისაღწევად

#OK! მიზნისკენ სწრაფვა წარმატების მისაღწევად

August 13, 2024
#OK! ერთად გადავდგათ ნაბიჯი ჯანმრთელობისკენ – ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა „ენმედიცში“

#OK! ერთად გადავდგათ ნაბიჯი ჯანმრთელობისკენ – ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა „ენმედიცში“

September 4, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ჩემი ნაოჭები განვლილი ცხოვრების ნახატებია – ნინო ბურდული

#OK! ჩემი ნაოჭები განვლილი ცხოვრების ნახატებია – ნინო ბურდული

July 14, 2025
#OK! ბავშვობაში არჩეული პროფესია –  წარმატებული იურისტი და საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე

#OK! ბავშვობაში არჩეული პროფესია – წარმატებული იურისტი და საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე

July 10, 2025
#OK! 22 წელი სილამაზის სფეროში:  მეგი კამლაძისა და დავით დეკანოზიშვილის წარმატების ისტორია

#OK! 22 წელი სილამაზის სფეროში: მეგი კამლაძისა და დავით დეკანოზიშვილის წარმატების ისტორია

July 10, 2025
#OK! რესტორანი „დანდიანა“ – ნეტარების საბადო, ბედნიერებისა და კმაყოფილების სინთეზი

#OK! რესტორანი „დანდიანა“ – ნეტარების საბადო, ბედნიერებისა და კმაყოფილების სინთეზი

July 8, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები