• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion News

#OK! საქორწილო გამოფენა 2024 – დაგეგმე შენი მნიშვნელოვანი დღე

March 4, 2024
საკითხავი დრო: 1 min read

 

ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქორწილის დღეა, ხოლო საქორწილო კაბა, დიადემა თუ თაიგული ამ დღის აუცილებელი ატრიბუტებია. მათი შერჩევა კი არც ისე იოლია. სწორედ ამ პროცესის უფრო გამარტივებასა და ქორწილისთვის ყველა საჭირო პროდუქტის შერჩევაში „საქორწილო გამოფენა“ დაგეხმარებათ, რომელიც პირველად გასულ წელს ჩატარდა. წელს კი გამოფენა 21 აპრილს მთელი დღის მანძილზე „პულმან აქსის თაუერსში“ გაიმართება. აღნიშნული გამოფენის მიზანი ქართული ბრენდების პოპულარიზაციაა. უფრო ვრცლად Wedding Exhibition-ის შესახებ მისი ორგანიზატორები გვესაუბრნენ.

 

სოფია გურეშიძე (კინოპროდიუსერი და Under One Sky Production-ის დამფუძნებელი): წლებია უკვე, პროექტები ინდოეთიდან და დუბაიდან ჩამოგვაქვს, ვიღებთ მუსიკალურ კლიპებს და რეკლამებს. პარალელურად ვმოღვაწეობთ მოდის ინდუსტრიაში, ქართველი დიზაინერების კოლექციას მეზობელ ქვეყნებში ვუწევთ პოპულარიზაციას და ამასთანავე, უცხოელი დიზაინერები ჩამოგვყავს საქართველოში. აღასანიშნავია, რომ მათ მოჰყვება თავიანთი აუდიტორია – „ბაიერები“, ხდება მათი გაცნობა ადგილობრივ ბრენდებთან და ხელშეწყობა სამომავლო კოლაბორაციებში. ამ ყველაფრის პარალელურად, წელიწადში ერთხელ, მე და ჩემი ბიზნესპარტნიორები ვერთიანდებით Wedding Exhibition-ის ორგანიზებისთვის.

„საქორწილო გამოფენის“ ჩატარების იდეა პანდემიის შემდგომ გაჩნდა, რადგან ამ სფეროში არაფერი ხდებოდა და 2023 წელს „საქორწილო გამოფენის“ პირველი სეზონი შევთავაზეთ საზოგადოებას. გვყავდა 104 კომპანია და სტუმრებზე 300-ზე მეტი საჩუქარი გაიცა. გამოფენაზე მოსულ ადამიანს ხვდებოდა ყველა ის კომპანია, რომელიც საჭიროა ქორწილისა თუ წვეულების ორგანიზებისთვის, დაწყებული მოსაწვევი ბარათებით, საქორწილო თუ სადღესასწაულო კაბებით, ხელნაკეთი აქსესუარებით, ქართული ტრადიციული სამოსითა და დამთავრებული დეკორით.

 

 

თამარ წიკლაური (დიზაინერი, ბრენდ AtaBata-ს დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი): AtaBata – თითქმის 10 წელია საქართველოში ოპერირებს და მომხმარებელს სთავაზობს ხელნაკეთ უნიკალურ საქორწილო დიადემებსა და აქსესუარებს. 2018 წელს კი ბრენდის პრეზენტაცია პარიზში შედგა, ბიჟორკას სამკაულის საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა, რასაც მოჰყვა საინტერესო შეთავაზებები ახალ პარტნიორებთან. მას შემდეგ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა პრესტიჟულ სილამაზის კონკურსებსა და მედიასთან პარიზსა და ლუქსემბურგში. აღსანიშნავია, რომ პარიზისა და მილანის მოდის კვირეულებზე მიწვეულ ჩვენს პარტნიორებს ამშვენებდათ AtaBata-ს ვერცხლი ახალი საავტორო კოლექციიდან.

 

მარიამ სილაგაძე (ივენთკომპანია Grand Day Events-ის დამფუძნებელი): წლების მანძილზე ვიყავი საერთაშორისო ორგანიზაცია AIESEC-ის წევრი და ხშირად ვმონაწილეობდი ნაციონალური კონფერენციების ორგანიზებაში. მას შემდეგ, რაც პოლონეთში, კერძოდ, ვარშავაში გადავედი საცხოვრებლად, სწავლასთან ერთად გამოცდილება დავაგროვე სხვადასხვა ივენთის დაგეგმვაში, მათ შორის ქორწილების. გარკვეული ცოდნის მიღების შემდეგ, საქართველოში დაბრუნებულმა, მე და ჩემმა ბიზნესპარტნიორმა, ჟანა სილაგაძემ, საკუთარი ივენთკომპანია დავაარსეთ და დღეს უკვე წარმატებით ვპოზიციონირებთ ბაზარზე.

გვინდოდა საქორწილო სექტორის წარმომადგენლების სხვა კუთხით გაერთიანება ერთ სივრცესა და დროში. გასულ წელს თამარსა და სოფიასთან ერთად შესაძლებლობა მოგვეცა, გაგვეერთიანებინა ჩვენი ცოდნა და ძალები და დაგვეგეგმა ღონისძიება, რომელიც ამ ინდუსტრიას სრულად გამოაფხიზლებდა კოვიდის შემდეგ. პირველი სეზონის წარმატებით დასრულებისა და მოთხოვნის ზრდის შემდეგ აქტიურად ვმუშაობთ მეორე სეზონზე, რათა კიდევ უფრო მეტ ახალ ბრენდსა და კომპანიას მივცეთ საკუთარი თავის პრეზენტაციის საშუალება.

 

რა არის საქორწილო გამოფენის მთავარი მიზანი?

სოფია გურეშიძე: უპირველესად ის, რომ მომავალ პატარძალს გავუმარტივოთ საქორწილო დღის ორგანიზება და ამ დღის ყველა საჭირო ატრიბუტის მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში დავახვედროთ. ამასთანავე, გამოფენაზე მოსულ სტუმრებს გავაცნოთ საქართველოში წარმოებული პროდუქცია. წინა წელს წარმატებით შედგა B2B. საქართველოს წამყვან ინფლუენსერებთან დავაკავშირეთ კომპანიები და წელს უკვე კოლექციები საერთაშორისო მოდის კვირეულებზე მოხვდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ პროექტის გაგრძელება.

 

 

თამარ წიკლაური: დიდი სურვილი გვაქვს, რომ საქართველოში საქორწილო ტურიზმი კიდევ უფრო განვავითაროთ და საქართველო გახდეს ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი, სადაც უცხოელ წყვილებს ენდომებათ ამ მნიშვნელოვანი დღის აღნიშვნა.

 

მარიამ სილაგაძე: გარდა ბიზნესსექტორისა, ღონისძიებაზე მოწვეული იქნებიან სტილისტები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ვიზუალური თუ კონცეპტუალური სტილის აგებაში, იქნება ეს დეკორაცია თუ ლუქი. ძალიან საინტერესო, ლამაზი და მრავალფეროვანი ღონისძიება გველოდება წინ.

 

MUA (Hair and make up) ელენე ანთაძე

სამოსი :  NeNe•ნენე

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! მერლონსი – საერთაშორისო ბრენდების სახლი საქართველოში
ინტერვიუ

#OK! მერლონსი – საერთაშორისო ბრენდების სახლი საქართველოში

September 23, 2025
#OK! „მაგი“ – კომფორტის და ხარისხის ინოვატორი ქართულ ბაზარზე
ინტერვიუ

#OK! „მაგი“ – კომფორტის და ხარისხის ინოვატორი ქართულ ბაზარზე

September 26, 2025
#OK! ბუტიკი გუფი – იქ, სადაც ელეგანტურობა ხვდება ოცნებას
ინტერვიუ

#OK! ბუტიკი გუფი – იქ, სადაც ელეგანტურობა ხვდება ოცნებას

September 22, 2025
#OK! KVARA by თამთა კვარაცხელია: Kvára is born, Kvára is unique 
Fashion News

#OK! KVARA by თამთა კვარაცხელია: Kvára is born, Kvára is unique 

September 22, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! თბილისის ცენტრალური საავადმყოფო

#OK! თბილისის ცენტრალური საავადმყოფო

November 3, 2022
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის მარტის ნომრისთვის

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის მარტის ნომრისთვის

March 10, 2025
#OK! ირინა შეიკი Vivienne Westwood-ის 2021 წლის საშემოდგომო კოლექციის შარვალს Nour Hammour-ის ქურთუკს უხამებს

#OK! ირინა შეიკი Vivienne Westwood-ის 2021 წლის საშემოდგომო კოლექციის შარვალს Nour Hammour-ის ქურთუკს უხამებს

April 30, 2021
#OK! კიმონო − იაპონური კულტურის გამომხატველი სამოსი საქართველოში

#OK! კიმონო − იაპონური კულტურის გამომხატველი სამოსი საქართველოში

April 4, 2021

კვირის ჰიტები

#OK! სამი გაკვეთილი პამელა ანდერსონისგან

#OK! სამი გაკვეთილი პამელა ანდერსონისგან

October 6, 2025
#OK! რობი უილიამსს იშვიათი დაავადება აღმოაჩნდა

#OK! რობი უილიამსს იშვიათი დაავადება აღმოაჩნდა

October 1, 2025
#OK! „მკაცრი დედა ვარ“ – ჯულია რობერტსი

#OK! „მკაცრი დედა ვარ“ – ჯულია რობერტსი

October 7, 2025
#OK! „ეს ჩემთვის ოსკარზე მეტს ნიშნავს“ – გერი ოლდმენმა რაინდის წოდება მიიღო

#OK! „ეს ჩემთვის ოსკარზე მეტს ნიშნავს“ – გერი ოლდმენმა რაინდის წოდება მიიღო

October 1, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები