• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! კატიშა დაშნიანი – სიყვარული მუსიკისადმი მაძლევს საშუალებას, ვიბრძოლო ყოველდღიურად

October 20, 2024
საკითხავი დრო: 2 mins read

ფიქრობს, რომ თავისუფლება საკუთარ თავზე გამარჯვებას მოაქვს, უწყვეტი ძიების პროცესს, რომელიც სამყაროს უკეთ შეცნობაში გეხმარება. მისთვის მუსიკა ბრძოლის საშუალებაა, რომელიც არასოდეს აძლევს მოდუნების შესაძლებლობას და მისგან მოგვრილი ენერგიით ცდილობს იმ ადამიანებს დაუდგეს გვერდით, ვინც ამას ნამდვილად საჭიროებს. „Ok! ბათუმის“ სტუმარი დიჯეი, ლაივ შემსრულებელი, მოძრაობა Secret Garden Moves-ის დამფუძნებელი, კატიშა დაშნიანია, რომელიც თავის შემოქმედებაზე, მოძრაობის დაფუძნების

იდეასა და მიზნებზე გვესაუბრა.

იყო ხელოვანი, ნიშნავს…

კეთილად აღიქვამდე სამყაროს. გქონდეს სიყვარულისა და მიტევების განსაკუთრებული უნარი.

მუსიკისადმი სიყვარული…

ჩემი სიყვარული მუსიკისადმი მაძლევს საშუალებას, ვიბრძოლო ყოველდღიურად. უკეთესად გავიცნო სამყარო და ჩემი თავი.

ხართ სამი შვილის დედა, წარმატებული ქალი პროფესიაში. რას მიიჩნევთ თქვენს ძლიერ თვისებად, რომელიც არასდროს გაძლევთ მოდუნებისა და დანებების საშუალებას?

მებრძოლი ვარ, არ ვნებდები არასდროს. არანაირი შეცდომა და წარუმატებლობა არ მიმაჩნია შეჩერებისთვის საკმარისად. საკუთარი თავის მუდმივად განვითარების სურვილი მაძლევს ძალას, რომ არ მოვდუნდე.

მოგვიყევით მოძრაობაზე, რომელიც დააფუძნეთ ქალთა გასაძლიერებლად…

Secret Garden Moves-ი კულტურულ-საგანმანათლებლო მოძრაობაა, რომელიც დავაფუძნეთ ქალების და, უპირველესად, დედების მხარდასაჭერად, მათ ყოველდღიურ სირთულეებზე ცნობიერების ამაღლებისთვის. პანდემიის პერიოდში მომწიფებული იდეა მალე 2 წლის ხდება და მუსიკალური ღონისძიებების გარდა, პოდკასტების, ცოცხალი შეხვედრებისა და ვორქშოპების სერიას მოიცავს.

 

მუსიკა, რომლის გარეშე არ არსებობს თქვენი დღე…

Lay – seeds.

კადრი, რომელიც არასოდეს წაიშლება თქვენი მეხსიერებიდან…

კადრები ჩემი ბავშვობიდან.

როგორც შემოქმედ ადამიანს, რა ინსპირაციას გაძლევთ ბათუმი?

ბათუმი შესაძლებლობების ქალაქია. დიდია და, ამავდროულად, უამრავი რამ აკლია. მისი სილამაზისა და უნიკალურობის გადასარჩენად მოქალაქეებს ყოველდღიური ბრძოლა გვიწევს. ეს ბრძოლა კი მაძლევს ინსპირაციას, ვაკეთო ჩემი საქმე.

რას მოაქვს თქვენში თავისუფლება და როგორია თქვენი თავისუფალი დრო?

თავისუფლება საკმაოდ ძვირი ღირს. თავისუფლება ჩემთვის საკუთარ თავზე გამარჯვებას მოაქვს, როცა კომფორტის ზონას ტოვებ. საკუთარ სინდისთან კომპრომისზე წასვლა თავისუფლებასაც გაშორებს.

ჩემი თავისუფალი დრო მთლიანად ოჯახსა და მუსიკას ეთმობა. პერიოდულად კი ვცდილობ, თავისუფალი დრო მხოლოდ ჩემს თავს მოვახმარო. ეს აუცილებელია ყველა მშობლისთვის.

ხართ ივენთების ორგანიზატორი, როგორია ეს წვეულებები?

secret garden-ის ღონისძიებათა სერია უპირველესად თითოეული ადამიანის უსაფრთხო გართობას გულისხმობს. ეს არის თანამოაზრეების შეკრების ადგილი, სადაც ერთ სივრცეში ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ადამიანებსაც კი ერთმანეთი გვიყვარს და მთელ ღამეებს ცეკვაში ვატარებთ.

სიკეთე, როგორც…

უანგარო ქმედება, როცა თავად გაქვს კმაყოფილების შეგრძნება, რომ შეგიძლია სხვას დაეხმარო. ოდნავ მაინც შეუმსუბუქო ყოველდღიურობა და ეს შენ განიჭებს სიამოვნებასა და თვითკმაყოფილებას.

ოჯახი, სიყვარული და მათგან მიღებული ენერგია…

ოჯახი უდიდესი ძალაა ადამიანისთვის. მათი არსებობისთვის ბევრ რამეს თმობ და ეს სიამოვნებასაც კი განიჭებს. ბავშვები ყველაფერს მიითვისებენ. ზაფხულისა და ზამთრის არდადეგები მხოლოდ შენ აღარ გეკუთვნის. მათთვის უნდა გამოყო ძალიან ძვირფასი რამ, დრო. და ამ დროს სიამოვნებით უძღვნი მათ, ვინც გიყვარს, ვინც ზურგს გიმაგრებს.

ამ ყველაფერს უძილო ღამეები და დაღლაც ახლავს თან. ამიტომაც საკუთარი თავისთვის დროის გამოყოფა და პირადი სივრცე აუცილებელია.

ის, რისიც ყველაზე მეტად გჯერათ…

სამყარო, რომელიც მუდმივად გიგზავნის მინიშნებებს.

მუსიკოსი, რომელთან ერთადაც სიამოვნებით გააკეთებდით კოლაბორაციულ პროექტს…

Christina Vantzou.

ბათუმის რიტმი დღეს…

სამწუხაროდ, ახლა უკვე ძალიან ქაოსური, უწესრიგო, გატეხილი, მაგრამ ჩემთვის მაინც ჰარმონიული და შეუცვლელი.

ასევე გაეცანი

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“
ინტერვიუ

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

July 8, 2025
#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია
OK! ქუთაისი

#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია

July 8, 2025
#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა
ინტერვიუ

#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა

July 8, 2025
#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი
ინტერვიუ

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! რუსკა მაყაშვილის ქუჩის სტილის ინსპირაცია!

#OK! რუსკა მაყაშვილის ქუჩის სტილის ინსპირაცია!

October 20, 2023
#OK! 2023 წლის მოვლენები ქართველი საზოგადოებისთვის!

#OK! 2023 წლის მოვლენები ქართველი საზოგადოებისთვის!

December 30, 2023
#OK! Beyonce-ს გლამურული იმიჯი: მომღერალი შავი კაბით და ბრილიანტის აქსესუარებით!

#OK! Beyonce-ს გლამურული იმიჯი: მომღერალი შავი კაბით და ბრილიანტის აქსესუარებით!

May 13, 2021
#OK! გახადეთ რემონტი უფრო სასიამოვნო „რეკრესთან“ ერთად

#OK! გახადეთ რემონტი უფრო სასიამოვნო „რეკრესთან“ ერთად

May 22, 2021

კვირის ჰიტები

#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია

#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია

July 8, 2025
#OK! Spice Girls-ის წევრი Mel B  სტილისტ რორი მაფიზე დაქორწინდა

#OK! Spice Girls-ის წევრი Mel B სტილისტ რორი მაფიზე დაქორწინდა

July 8, 2025
#OK! ოჯახური ფესვებიდან პროფესიულ ინოვაციამდე – ილია და ბადრი ალფაიძეები

#OK! ოჯახური ფესვებიდან პროფესიულ ინოვაციამდე – ილია და ბადრი ალფაიძეები

July 4, 2025
#OK! სტუდიო ლიბერთი – ახალი სტანდარტი ქუთაისში

#OK! სტუდიო ლიბერთი – ახალი სტანდარტი ქუთაისში

July 4, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები