• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

როგორ განსაზღვრავს თმის სტილი ჩვენს განწყობას – ირმა იასაღაშვილი

December 24, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

რამდენჯერ მოგისმენიათ გოგონებისგან ფრაზა: „დღეს ცუდი თმის დღე მაქვს“ და მაშინვე მიმხვდარხართ, თუ რა აწუხებს მას. მართლაც, თმა ის ვიზუალური დეტალია, რომელიც განსაზვრავს ჩვენს განწყობასა და ხასიათს. როდესაც კარგი ვარცხნილობა გვაქვს, ვცდილობთ სწორედ იმ დღეს დავგეგმოთ სხვადასხვა აქტივობა, ხოლო სხვა შემთხვევაში ქუდით ან სხვა აქსესუარით ვმალავთ თმებს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მივაკითხოთ ისეთ სტილისტს, რომელიც ზუსტად მიხვდება, თუ რა გვჭირდება. უკვე წლებია, რაც ირმა იასაღაშვილი ამ სფეროში მუშაობს. თვლის, რომ დღეს უკვე პროფესიონალია, თუმცა შედეგის მისაღწევად დრო, სწავლა და ფინანსური რესურსი გაიღო. უკვე საკუთარი პატარა სალონიც გახსნა, პარალელურად კი აგრძელებს თვითგანვითარებაზე ფიქრს.

 

 

 ირმა, რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა სხვების იმიჯზე ზრუნვა?

სხვის იმიჯზე ზრუნვა დიდი პასუხისმგებლობაა, პირველ რიგში, იმიტომ, რომ გარეგნობა ხშირად განსაზღვრავს ადამიანის თავდაჯერებულობას. ჩაცმულობამ, აქსესუარმა და ვარცხნილობამ შეიძლება შინაგანი სიმტკიცე გაზარდოს ან, პირიქით. როდესაც საკუთარი იმიჯის ცვლილებას განდობენ, ესეიგი შენი სჯერათ და გენდობიან. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ზოგიერთი ვიზუალური ცვლილება, მაგალითად, თმის სასურველზე მეტად დამოკლება, ადვილად ვერ დაუბრუნდება პირვანდელ მდგომარეობას.

 

 

თქვენი აზრით, როგორია სტილისტი, რომელთანაც მომხმარებელი აუცილებლად კიდევ დაბრუნდება?

ვფიქრობ, ისევე, როგორც ნებისმიერი მომსახურების სფეროში, სტილისტმა არამხოლოდ კარგ ვარცხნილობაზე, არამედ მომხმარებლის ზოგად დადებით გამოცდილებაზეც უნდა იზრუნოს. მნიშვნელოვანია, გასცეს გულწრფელი რეკომენდაციები, სტუმარს ურჩიოს ის, რაც მას რეალურად მოუხდება და არა ის, რაც უბრალოდ ტრენდულია მოცემულ მომენტში. სტილისტთან, რომელიც კონსისტენტურია და ყოველ ვიზიტზე მისგან ერთსა და იმავე ხარისხს ელოდებიან, აუცილებლად დაბრუნდებიან მომავალში.

 

ზოგჯერ, როცა გოგონები ცუდ ხასიათზე არიან, გამოსავალს ვარცხნილობის შეცვლაში პოულობენ. თქვენი აზრით, მართლა შეუძლია თმას ადამიანის განწყობის შეცვლა?

ხშირად ჯავშნიან ვიზიტს სტილისტთან თმის ვარცხნილობის შესაცვლელად, რათა კარგ ხასიათზე დადგნენ. ჩემი აზრით, ეს მეთოდი რამდენიმე მიზეზის გამო ამართლებს, მაგალითად, თმის შეჭრა შესაძლოა იყოს მოგონებების, სტრესისა და ემოციებისგან დაცლის საშუალება. მეორე მხრივ, სხვების დადებითი უკუკავშირი განსხვავებულ იმიჯზე, შენზე პოზიტიურად მოქმედებს. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ სტილისტი ასეთ დროს არ უნდა აჰყვეს მომხმარებლის იმპულსურ გადაწყვეტილებას და ეცადოს მხოლოდ მცირედით შეცვალოს თმის სტილი. (მაგ, წინამო)

 

 

სტილისტობა ჩემი საყვარელი საქმიანობაა, რადგან…

სტილისტობა ჩემი საყვარელი უკვე პროფესიული საქმიანობაა, რაც, ერთი მხრივ, მე თვითონ მაძლევს სტიმულს, მუდამ ვიყო მშვენიერი და მოწესრიგებული და მეორე მხრივ, ვიზრუნო მომხმარებლების სილამაზეზე.

 

თქვენი აზრით, რა უნარები/თვისებები უნდა გამოარჩევდეს პროფესიონალ სტილისტს, რათა შექმნას კარგი ვარცხნილობა?

პროფესიონალი სტილისტი უნდა გამოირჩეოდეს თავდაჯერებულობით, თავისი იმიჯით და ტექნიკით, რომლითაც შექმნის განსხვავებულ ვარცხნილობას. უნდა არჩევდეს თმის სხვადასხვა ტიპს, სტრუქტურას, სახის ფორმასა და შეჭრის/შეღებვის ტექნიკებს. ასევე მნიშვნელოვანია დეტალებზე ორიენტირებაც, რადგან თმაზე მცირე უზუსტობაც კი შესამჩნევია. რაც შეეხება თვისებებს, ვფიქრობ, ემპათიური და კომუნიკაბელური სტილისტი მომხმარებელს გაუმარტივებს გადაწყვეტილების მიღებას.

 

 

თავად როდის გაიაზრეთ, რომ არა დამწყები, არამედ უკვე თქვენი საქმის პროფესიონალი იყავით?

ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის კარიერაში გადადგმული პირველი ნაბიჯები რთულია. ბევრჯერ ცდი ერთი და იმავეს და ბოლოს გამოგივა. რა თქმა უნდა, უშვებ შეცდომებს, მაგრამ თითოეული შეცდომით იზრდები და იხვეწები. ახლა უკვე გააზრებულად შემიძლია ვთქვა, რომ პროფესიონალი ვარ. იმისთვის, რომ დღევანდელ დღემდე მოვსულიყავი, დიდი დრო და რესურსი გავიღე. იმაზე ფიქრი, რომ ახლანდელი მოცემულობა ჩემი შრომის დამსახურებაა, კიდევ უფრო მაბედნიერებს.

 

რომ არა თმის სტილისტი, ალბათ ვიქნებოდი…

რადგან მიყვარს ხატვა და ხელოვნება, ალბათ, რომ არა სტილისტი… ვიქნებოდი ინტერიერის დიზაინერი ან ფოტოგრაფი.

ასევე გაეცანი

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად
ინტერვიუ

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში
ინტერვიუ

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

January 11, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! როგორ შევარჩიოთ იდეალური საჩუქარი?

#OK! როგორ შევარჩიოთ იდეალური საჩუქარი?

February 3, 2023
#OK! „შეფპოინტი“ – გარემო ლამაზი შთაბეჭდილებების შესაგროვებლად

#OK! „შეფპოინტი“ – გარემო ლამაზი შთაბეჭდილებების შესაგროვებლად

October 16, 2024
#OK! კიმ კარდაშიანი და ქანიე უესტი ოფიციალურად განქორწინდნენ

#OK! კიმ კარდაშიანი და ქანიე უესტი ოფიციალურად განქორწინდნენ

November 30, 2022
#OK! ადრიანა ლიმა ორსულადაა: 40 წლის მოდელი მესამე შვილს ელოდება

#OK! ადრიანა ლიმა ორსულადაა: 40 წლის მოდელი მესამე შვილს ელოდება

February 18, 2022

კვირის ჰიტები

#OK! შაბათ-კვირა ზოდიაქოს 3 ნიშანს სიურპრიზს უმზადებს

#OK! შაბათ-კვირა ზოდიაქოს 3 ნიშანს სიურპრიზს უმზადებს

January 23, 2026
#OK! ოსკარი 2026 – ნომინანტების სია ცნობილია

#OK! ოსკარი 2026 – ნომინანტების სია ცნობილია

January 22, 2026
#OK! 899 ახალი სიცოცხლე და საუბრები, რომელმაც შთაგონება მოიტანა

#OK! 899 ახალი სიცოცხლე და საუბრები, რომელმაც შთაგონება მოიტანა

January 21, 2026
#OK! როგორ უნდა ეცვას ირანში ტურისტს და რა ხდება დრეს-კოდის დარღვევისას?

#OK! როგორ უნდა ეცვას ირანში ტურისტს და რა ხდება დრეს-კოდის დარღვევისას?

January 17, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები