• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Décor

#OK! “ვფიქრობ, წყვილში მუშაობა საინტერესო გამოწვევა და წამოწყებაა” – ინტერვიუ ინტერიერის დიზაინერებთან

November 7, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

OK! DECOR BOOK-ის დღევანდელი გმირები ინტერიერის დიზაინერები − თათია გამეზარდაშვილი და ეთუნა თადუმაძე არიან. გარდა პროფესიისა, მათ ერთმანეთთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ. საერთო გემოვნება და სილამაზის ერთნაირი აღქმა − ეს ის გადამწყვეტი მომენტი აღმოჩნდა, როცა ამ ორმა ადამიანმა ერთად მუშაობა გადაწყვიტა. მათი შემოქმედებითი ცხოვრება მრავალფეროვანი და საინტერესოა.

 

პირველად როდის გაგიჩნდათ ინტერესი ინტერიერის დიზაინის მიმართ?

(თათია):  ბავშვობიდან, ძალიან პატარა ასაკიდან მქონდა ინტერესი, ჩემ ირგვლივ გარემო, ავეჯისა და ნივთების განლაგება შემეცვალა. სკოლის დამთავრების შემდეგ ტანსაცმლის დიზაინზე ვფიქრობდი, თუმცა მივხვდი, რომ ჩვენს გარემოში ეს არარეალური იყო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად ვხატავდი, ოჯახმა მირჩია, ჯერ ზოგადი განათლება მიმეღო და მხოლოდ ამის შემდეგ მეფიქრა მხატვრობაზე ან სხვა რომელიღაც კონკრეტულ საქმეზე. სწორედ ამიტომ ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე ვისწავლე, შემდეგ კი გადავწყვიტე დიზაინი შემესწავლა.

(ეთუნა):  პირველად ამ საქმის მიმართ ინტერესი ჯერ კიდევ პატარა ასაკში გამიჩნდა, რადგან ინტერიერს ყოველთვის ვაქცევდი ყურადღებას. ჩემთვის მუდამ მნიშვნელოვანი იყო და არის ესთეტიკა, ხარისხობრივი დატვირთვით. თავდაპირველად, ამ ყველაფერს აღვიქვამდი როგორც ჰობის, თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ ეს საქმედ უნდა გარდამექმნა. შეიძლება ითქვას, ჩემი პირველი შეხება დიზაინთან და მოდის ინდუსტრიასთან მქონდა მაშინ, როცა ერთ-ერთი სამოდელო სააგენტოს მოდელი გავხდი. სამოდელო საქმიანობის პარალელურად კი გადავწყვიტე, პროფესიულ დონეზე დავუფლებოდი და სიღრმისეულად შემესწავლა ინტერიერის დიზაინი.

 

როგორია  წყვილში მუშაობის პროცესი?

ისე მოხდა, რომ ხშირად პროექტზე საუბრისას ჩვენი მოსაზრება და გემოვნება ერთმანეთს ემთხვეოდა, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ გავმხდარიყავით პარტნიორები საქმეში. ვფიქრობ, წყვილში მუშაობა ჩვენი მხრიდან საინტერესო გამოწვევა და წამოწყებაა.

საუბარი და დისკუსია განვითარებისთვის ყოველთვის აუცილებელი და საჭიროა.  ჩვენ ასევე გვაქვს ინსტაგრამ-გვერდი, სადაც ხალხს ვუზიარებთ საკუთარ გამოცდილებას, ინტერიერის დიზაინის ტენდენციებს: ფერებს, განათებას, ავეჯს და სხვ.

სამომავლოდ კი ვაპირებთ ბლოგისა და ვლოგის ჩაწერას იმის შესახებ, თუ რატომ უნდა დავიქირაოთ დიზაინერი. ჩვენი მიზანია, საზოგადოებას დავანახოთ დიზაინერის უპირატესობები. რეალურად, ინტერიერის დიზაინერი გვეხმარება არა მხოლოდ ოთახის, არამედ სახლის მთლიანად დანახვასა და აღქმაში, რაც თავის მხრივ, დაგეხმარებათ ისეთი სივრცის შექმნაში, სადაც კომფორტულად იგრძნობთ თავს.

როგორ დაახასიათებდით ერთმანეთს?

(თათია):  ჩემი მეწყვილე უნიჭიერესი და ენთუზიაზმით აღსავსე ადამიანია, ამიტომ ეჭვი არ მეპარება, რომ მალე მის შემოქმედებას მთელი მსოფლიო გაიცნობს.

(ეთუნა):  თათია ენთუზიაზმით სავსე ადამიანი და თავისი საქმის პროფესიონალია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ის მუდმივად მიისწრაფვის განვითარებისკენ და მჯერა, ამ სფეროში საკუთარ სათქმელს იტყვის.

როგორია თქვენთვის ინტერიერის დიზაინის პროექტზე მუშაობის პროცესი?

მუშაობის პროცესი ძალიან დიდ სიამოვნებას გვანიჭებს. საკმაოდ საინტერესოა პროექტზე მუშაობა, რომელიც ზოგჯერ განმარტოებას მოითხოვს, ზოგჯერ კი პირიქით. ეს არის პროცესი, როდესაც ერთდროულად უნდა იყოს გათვალისწინებული დამკვეთის გემოვნება და დიზაინერის ხედვა.

 

ინტერიერის დიზაინზე მუშაობისას რას აქცევთ ყველაზე დიდ ყურადღებას − ფუნქციას თუ ესთეტიკას?

ჩვენთვის, როგორც ფუნქცია, ასევე ესთეტიკა, უპირველესია. ესთეტიკური მხარე ფუნქციის გაგრძელება და განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, ორივე მნიშვნელოვანი კომპონენტია. სწორედ ორივე მიმართულებით და პასუხისმგებლობით ვეკიდებით დამკვეთს, როცა ის კონკრეტულ პროექტს გვანდობს.

როგორ დაახასიათებდით თქვენს ნამუშევრებს? ხომ არ გამოარჩევდით რომელიმეს?

ყველა პროექტზე სიღრმისეულად გვაქვს ნამუშევარი, ყოველი პროექტი განსხვავებული სტილისაა, დამკვეთის მოთხოვნიდან გამომდინარე. ალბათ გამოვყოფდი კანადაში გაკეთებულ, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პროექტს, რომელიც განსაკუთრებულად მოგვწონს, თუმცა სამწუხაროდ, დამკვეთი არ გვაძლევს ფოტოების გასაჯაროების უფლებას.

სამომავლო გეგმები…

სამომავლოდ არაერთი გეგმა გვაქვს, მათ შორის ვაპირებთ ინტერიერის დიზაინის სააგენტოს შექმნას. პარალელურად, მეტი განვითარებისთვის, ჩვენი თითოეული გეგმის სრულყოფისთვის, მაქსიმუმს ვაკეთებთ.

 

ასევე გაეცანი

#OK! კარგი დიზაინი იქ იწყება, სადაც ჩნდება სირთულე – ინტერვიუ ანა ჯიქიასთან
Décor

#OK! კარგი დიზაინი იქ იწყება, სადაც ჩნდება სირთულე – ინტერვიუ ანა ჯიქიასთან

October 20, 2025
#OK! City Event Georgia  ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა
Décor

#OK! City Event Georgia ღონისძიება, რომელიც ისტორიად იქცევა

September 5, 2025
#OK! მარიანო ფორტუნი –  დიზაინერი, რომელმაც ქალები მჭიდრო კორსეტებისგან გაათავისუფლა
Décor

#OK! მარიანო ფორტუნი – დიზაინერი, რომელმაც ქალები მჭიდრო კორსეტებისგან გაათავისუფლა

August 6, 2025
#OK! შეისწავლე ეტიკეტი იქ, სადაც ცხოვრება ხელოვნებაა – Laka Ètiquette
Décor

#OK! შეისწავლე ეტიკეტი იქ, სადაც ცხოვრება ხელოვნებაა – Laka Ètiquette

July 17, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ანიტა აბგარიანი – Shine Like A Star, საქართველოს საკონკურსო სიმღერა საბავშვო ევროვიზია 2025-ზე

#OK! ანიტა აბგარიანი – Shine Like A Star, საქართველოს საკონკურსო სიმღერა საბავშვო ევროვიზია 2025-ზე

November 7, 2025
#OK! დანიური კრემ-ყველის დესერტი

#OK! დანიური კრემ-ყველის დესერტი

September 16, 2021
#OK! „ქუთაისი 2010“  საამაყო ისტორიის წარმატებული გაგრძელება

#OK! „ქუთაისი 2010“ საამაყო ისტორიის წარმატებული გაგრძელება

July 4, 2025
#OK! MEN – ლაშა ტალახაძე

#OK! MEN – ლაშა ტალახაძე

March 12, 2024

კვირის ჰიტები

#OK! Pantone-მა 2026 წლის მთავარი ფერი დაასახელა

#OK! Pantone-მა 2026 წლის მთავარი ფერი დაასახელა

December 8, 2025
#OK! მაიკლ კეინს კინოინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადაეცა

#OK! მაიკლ კეინს კინოინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადაეცა

December 5, 2025
#OK! 79 წლის შერი ქორწილისთვის ემზადება

#OK! 79 წლის შერი ქორწილისთვის ემზადება

December 8, 2025
#OK! მეგან მარკლმა ახალი ამბებიდან გაიგო, რომ მამამისი რეანიმაციაში მოხვდა

#OK! მეგან მარკლმა ახალი ამბებიდან გაიგო, რომ მამამისი რეანიმაციაში მოხვდა

December 8, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები