• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Travel

#OK! Time Travel – კომფორტული, სწორად დაგეგმილი ბიუჯეტური მოგზაურობა

February 3, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

გაგაცნობთ ტურისტულ კომპანია Time Travel-ს, რომელიც უკვე მეშვიდე წელია ტურისტულ ბაზარზე ოპერირებს და წარმატებულად ახორციელებს ტურებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. კომპანიის დამფუძნებლები თავიდანვე დარწმუნებულები იყვნენ, რომ სააგენტო იქნებოდა ის საქმე, რომლის მართვასაც ეფექტურად და წარმატებით შეძლებდნენ. ასეც მოხდა. Time Travel დღეს ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს და დიდი ნდობით სარგებლობს საზოგადოებაში. გთავაზობთ ინტერვიუს კომპანიის დამუძნებლებთან, ნინო მემანიშვილსა და თამთა კობერიძესთან.

გაგვაცანით კომპანია Time Travel

ტურისტული სააგენტო Time Travel  ჩვენმა დიდმა მეგობრობამ შექმნა, რომელიც ბავშვობიდან მოდის. სულ გვინდოდა საერთო საქმის დაწყება, მაგრამ არ ვიცოდით, რა სფერო აგვერჩია. წლების მერე დავიწყეთ მოგზაურობა და მივხვდით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კომფორტული, სწორად დაგეგმილი ბიუჯეტური ტური. ერთ საღამოს კი ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ტურისტული სააგენტო იქნებოდა ის საქმე, რომლის მართვასაც ეფექტურად და წარმატებით შევძლებდით.

ასე გადავწყვიტეთ და დავაფუძნეთ Time Travel.

რამდენი ხანია, რაც Time Travel ტურისტულ ბაზარზე გამოჩნდა და რა გზა გაიარეთ დღემდე?

Time  Travel  უკვე მეშვიდე  წელია, რაც ტურისტულ ბაზარზეა. ვფიქრობთ, ძალიან საინტერესო გზა გამოვიარეთ. მიუხედავად იმისა, რომ არ გვქონდა არანაირი ცოდნა და ინფორმაცია, რა და როგორ გვეკეთებინა ამ სფეროში, ჩვენი დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით ყველა დაბრკოლება გადავლახეთ. გავიარეთ შესაბამისი ტრენინგები და მხოლოდ წარმატებით სერტიფიცირების შემდეგ ვთქვით, რომ შეგვეძლო იმ დიდ ოჯახში შებიჯება, რასაც ტურიზმი ჰქვია.

ტურისტული სააგენტოს დარეგისტრირება და შემდეგ მისი განვითარება ჩვენთვის დიდი გამოწვევა იყო. გარდა სააგენტოსი, ორივე ჩვენგანს გვაქვს მუდმივი სხვა სამსახური, თუმცა ტურისტულის განვითარებისთვის ყოველდღიურად ვშრომობდით. თითოეული ჩვენგანი ვახერხებდით სწორად დაგვეგმა ორივე საქმე. შვებულებების ხარჯზე დავდიოდით საინფორმაციო ტურებში, ვინიშნავდით ყველა სასტუმროს, რომლებსაც რეკომენდაციას თამამად გავუწევდით და მერე ამაყად ვთავაზობდით ჩვენს მომხმარებლებს საინტერესო ტურპაკეტებს. ასე ნელ-ნელა გავზარდეთ კმაყოფილი მომხმარებლების რაოდენობა. მიუხედავად კორონავირუსით გამოწვეული კრიზისისა, მაინც არ შევწყვიტეთ მუშაობა და მოვედით დღემდე, თუმცა რთული პერიოდიც გამოვიარეთ. მოგვიწია ოფისის დაკეტვამ. ის პერიოდი ჩვენთვის მართლა ძალიან რთული იყო. დღეს ისევ ვაგრძელებთ მუშაობას ონლაინრეჟიმში ერთგულ მომხმარებლებთან, მაგრამ ახლო მომავალში ვგეგმავთ, აუცილებლად კვლავ საოფისე გარემოში განვაახლოთ ურთიერთობა ჩვენს ძვირფას მგზავრებთან.

 

რა სახის მომსახურებას სთავაზობთ საზოგადოებას?

ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ როგორც სრულ სამოგზაურო პაკეტებს, რომელიც მოიცავს ავიაბილეთებს, სასტუმროს, ტრანსფერს და სამოგზაურო დაზღვევას, ასევე, მათი სურვილის შესაბამისად, მხოლოდ ავიაბილეთებს ნებისმიერი მიმართულებით ან მხოლოდ სასტუმროს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ხელმისაწვდომია როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური ტრანსფერის დაჯავშნა. ჩვენთან შესაძლებელია ჯგუფური ტურის დაგეგმვა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, ასევე კრუიზებით მოგზაურობა, საჭიროების შემთხვევაში კი სავიზო მომსახურებასაც ვთავაზობთ.

რომელი მიმართულებებია ამ ეტაპზე აქტუალური?

ვერ ვიტყოდით, რომ მხოლოდ ამ ეტაპზე, წლის ნებისმიერ დროს ევროპის მიმართულებაა აქტუალური, ამ ეტაპზე კი უფრო თბილ ქვეყნებს ირჩევენ: ეგვიპტე, დუბაი, მალდივები, შრი-ლანკა, ტაილანდი, ტანზანია და ა.შ.

რა შედის ტურის ღირებულებებში?

არსებობს მზა ტურისტული პაკეტები და ღირებულებაში შედის ავიაბილეთები, სასტუმროში განთავსება შესაბამისი კვებით, ტრანსფერი და სამოგზაურო დაზღვევაც. თუმცა სამოგზაურო ტურებში, რომლის დაჯავშნა და აწყობა მგზავრების სურვილისა და მოთხოვნის მიხედვით ხდება, გათვალისწინებულია ის მოთხოვნები, რაც მათ კონკრეტულ მომენტში აქვთ. შესაბამისად, ღირებულების დაანგარიშებაც აქედან გამომდინარე ხდება.

 

რა რჩევებს მისცემთ მათ, ვინც ახლო მომავალში მოგზაურობას გეგმავს?

პირველ რიგში, მომხმარებელი უნდა ჩამოყალიბდეს, სად სურს დასვენება. ხშირად გვირეკავენ და გვეუბნებიან – იცით? არ ვიცით სად გვინდა და იქნებ გვირჩიოთ. ასეთ დროს ძალიან ძნელია რაიმე კონკრეტული დაუგეგმო, თუმცა ჩვენი გამოცდილება გვეხმარება, სწორი რეკომენდაციები მივცეთ და საბოლოოდ მგზავრიც კმაყოფილია. გაცილებით მარტივია, როცა მომხმარებელმა იცის, რა უნდა. უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, იცოდეს სად, როგორი და რა ბიუჯეტით სურს მოგზაურობა.

მოგზაურობა არის ყველაზე დადებითი, პოზიტიური და თავგადასავლებით სავსე პერიოდი, რომელიც იმდენ სასიამოვნო მოგონებას ტოვებს, რომ მთელი ცხოვრება გაგყვება. არ აქვს მნიშვნელობა, სად ან რამდენი ხნით მიდიხართ, მთავარია გვერდით გყავდეთ ის ადამიან(ებ)ი, ვინც თქვენს დასვენებას კიდევ უფრო საინტერესოს და სასიამოვნოს გახდის.

რატომ უნდა ავირჩიოთ Time Travel?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალზე საპასუხისმგებლოა. Time Travel-ს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება. ჩვენი გუნდის პრიორიტეტია მგზავრებისადმი უნივერსალური, ინდივიდუალური მიდგომა, მრავალფეროვანი ტურების შეთავაზება, სრულყოფილი მომსახურება, კომფორტი,  ხარისხი და, რაც ყველაზე მთავარია, ოპტიმალური ფასები.

ასევე გაეცანი

#OK! სასტუმრო „გრანდ გლორია“ მზადაა სეზონისთვის…
Travel

#OK! სასტუმრო „გრანდ გლორია“ მზადაა სეზონისთვის…

March 2, 2023
#OK! ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია აბუ-დაბიში ისვენებენ
OK! News

#OK! ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია აბუ-დაბიში ისვენებენ

February 27, 2023
#OK! სასტუმრო „ლონდონი“ – თქვენი კომფორტული დასვენებისთვის
Travel

#OK! სასტუმრო „ლონდონი“ – თქვენი კომფორტული დასვენებისთვის

February 21, 2023
#OK! რა უნდა გავითვალისწინოთ ბიუჯეტური მოგზაურობის დასაგეგმად
Travel

#OK! რა უნდა გავითვალისწინოთ ბიუჯეტური მოგზაურობის დასაგეგმად

February 6, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! ლაშა ტალახაძე – 19 კილო რომ ავწიე, მეგონა ეგ არის! მსოფლიო ჩემია

#OK! ლაშა ტალახაძე – 19 კილო რომ ავწიე, მეგონა ეგ არის! მსოფლიო ჩემია

September 1, 2021
#OK! #OK! ნინჩო ჯიბლაძის სარედაქტორო სვეტი OK!-ის თებერვლის ნომრისთვის

#OK! #OK! ნინჩო ჯიბლაძის სარედაქტორო სვეტი OK!-ის თებერვლის ნომრისთვის

February 1, 2022
#OK! აირჩიეთ SOFIO განსაკუთრებული დღეებისთვის

#OK! აირჩიეთ SOFIO განსაკუთრებული დღეებისთვის

April 5, 2021
#OK! თამარ ახალაძე – OK! Decor Book-ის მოწვეული რედაქტორი

#OK! თამარ ახალაძე – OK! Decor Book-ის მოწვეული რედაქტორი

November 1, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ნინო სურგულაძე ჰოლივუდის ვარსკვლავთან – დრიუ ბერიმორთან ერთად იმყოფება

#OK! ნინო სურგულაძე ჰოლივუდის ვარსკვლავთან – დრიუ ბერიმორთან ერთად იმყოფება

March 21, 2023
#OK! დღეს ბრიუს უილისი 68 წლის გახდა – ლეგენდარული მსახიობი, რომელიც კინოდან დემენციის დიაგნოზის დასმის შემდეგ წავიდა

#OK! დღეს ბრიუს უილისი 68 წლის გახდა – ლეგენდარული მსახიობი, რომელიც კინოდან დემენციის დიაგნოზის დასმის შემდეგ წავიდა

March 19, 2023
#OK! “ქალი, რომელიც 54 წლის ასაკში ქირურგიული ჩარევების გარეშეც ლამაზია” – როგორ გამოეხმაურა ჯენიფერ ენისტონის გამოჩენას სოციალური მედია

#OK! “ქალი, რომელიც 54 წლის ასაკში ქირურგიული ჩარევების გარეშეც ლამაზია” – როგორ გამოეხმაურა ჯენიფერ ენისტონის გამოჩენას სოციალური მედია

March 22, 2023
#OK! “მიყვარს, როდესაც კაცებს ვასწავლი ჩემი სიმღერებით თუ როგორ მოუბოდიშონ ქალებს” – ტეილორ სვიფტი

#OK! “მიყვარს, როდესაც კაცებს ვასწავლი ჩემი სიმღერებით თუ როგორ მოუბოდიშონ ქალებს” – ტეილორ სვიფტი

March 20, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×