• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty
Im Weleda Garten

Im Weleda Garten

#OK! ბუნებრივი სილამაზე, რომელსაც შეიძლება ენდოთ – ნათია ჭინჭარაულის გერმანული ვოიაჟი „ველედას“ ბაღში

September 5, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

„ველედა“ არის ნატურალური კოსმეტიკისა და წამლების წამყვანი მწარმოებელი მსოფლიოში. კომპანია 1921 წელს დაარსდა შვეიცარიაში, ცნობილ ფილოსოფოს რუდოლფ შტაინერისა და ექიმ იტა ვეგმანის მიერ. ეს არის ბრენდი, რომელსაც საზოგადოება ენდობა, რაც ბრენდის გამჭვირვალობის დამსახურებაა. „ველედას“ სამი ძირითადი საწარმო აქვს გერმანიაში, შვეიცარიასა და საფრანგეთში. ასევე, ფლობს 8 მეურნეობას, სადაც მოჰყავთ მცენარეები, რომლებიც გამოიყენება „ველედას“ პროდუქტების დასამზადებლად. აღსანიშნავია, რომ „ველედა“ ნედლეულს, სამკურნალო მცენარეებს მოიპოვებს ველურ ბუნებაშიც. „ველედას“ ბაღები, მსოფლიო მასშტაბით, დაახლოებით 60 000 ჰექტარს მოიცავს. სწორედ ამ 8 ბაღიდან ერთ-ერთში იმყოფებოდა კომპანიის ახალი აღმასრულებელი დირექტორი, ნათია ჭინჭარაული, რომელმაც ჟურნალ OK!-ის თავისი შთაბეჭდილებები გაუზიარა.

OK!-ის მკითხველი „ველედას“ კარგად იცნობს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სანდო ბრენდია. თქვენი აზრით, ეს ნდობა რის დამსახურებაა?

მადლობა ასეთი შეფასებისთვის. „ველედას“ სამი ძირითადი საწარმო აწარმოებს კომპანიის ათასობით სამკურნალო და ასობით კოსმეტიკურ პროდუქტს, რომლებიც ბიო და ნატურალური ბეჭდებითაა სერტიფიცირებული. მათი მახასიათებლებია: 100%-ით სერტიფიცირებული ბუნებრივი კოსმეტიკა, რომელიც არ შეიცავს მინერალურ ზეთებს, პარაბენებს, პოლიეთილენგლიკოლს და სილიკონებს. ასევე, მის შემადგენლობაში არ არის სინთეზური არომატიზატორები, გენმოდიფიცირებული და მიკროპლასტიკური ინგრედიენტები. „ველედას“ პროდუქცია არ არის ცხოველებზე გამოცდილი, მცენარეული ნედლეულის 80% სერტიფიცირებული ორგანული მეურნეობიდანაა და მისი მოპოვება ხორციელდება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობით.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, „ველედა“ არ ამზადებს განსხვავებული ხარისხის პროდუქციას სხვადასხვა ქვეყნისთვის, რაც იმას გულისხმობს, რომ საქართველოში, აშშ-სა და გერმანიაში ერთი და იგივე პროდუქტი იყიდება.

ნათია, ჩვენთვის ცნობილია, რომ თქვენ იმყოფებოდით გერმანიაში, კერძოდ Schwabisch Gmund-ში, სადაც მოინახულეთ „ველედას“ მეურნეობა და საწარმო. გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები.

მინდა აღვნიშნო, სანამ წავიდოდი, ბევრი ისტორია მქონდა მოსმენილი „ველედას“ ბაღების შესახებ, თუმცა რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა. წარმოუდგენელია, რომ ამ მასშტაბის კომპანია ახერხებს შეინარჩუნოს 100-წლიანი ტრადიცია, შექმნას ასეთი მაღალი ხარისხის ბუნებრივი და ნატურალური პროდუქცია და თან თავად დააწესოს სტანდარტი.

მე ვიმყოფებოდი „ველედას“ 8 ბაღიდან ერთ-ერთში − შვებიშ გმუნდთან მდებარე ვეცგაუს სამკურნალო მცენარეთა ბაღში. აღნიშნული მეურნეობა მოიცავს დაახლოებით 23 ჰექტარს და 800-მდე სახეობის მცენარეს, რომელთაგან 160 სამკურნალოა. თუ როგორ მოჰყავთ, უვლიან და ზრუნავენ ამ მცენარეებზე, იყო ჩემი აღფრთოვანების მიზეზი. პერსონალი მკაცრად მიჰყვება ბიოდინამიური მეურნეობის პრინციპებს, რაც საკმაოდ რთული პროცესია, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რა მასშტაბის მეურნეობასთან გვაქვს საქმე.

მცენარეებზე ზრუნვა იწყება ნიადაგზე ზრუნვით: ნიადაგი მუშავდება სპეციალურად მომზადებული ბუნებრივი კომპოსტით, ნათესები ირგვება მონაცვლეობითი პრინციპით; აუცილებლად არის შერეული კულტურები, რადგან ეს მცენარეები ერთმანეთს „ეხმარებიან“. გარდა ამისა, ბაღში არის მწერების „სასტუმრო“ − ამით ისინი იზიდავენ მწერებს, რომლებიც ამტვერიანებენ მცენარეებს ან ანადგურებენ მავნებლებს. ასევე, აქვთ სპეციალური ფრინველების სახლები, სადაც შექმნილია ყველანაირი კომფორტი იმ ფრინველებისთვის, რომლებიც სასურველია ბინადრობდნენ აღნიშნულ ბაღში.

თითოეული მცენარის ღერს, ფოთოლს, ყვავილს, აქვს თავისი დანიშნულება, ამიტომ, როგორც წესი, მოსავალი იკრიფება ხელით, რათა მოხდეს მათი სწორი გადარჩევა. მნიშვნელოვანია მოსავლის აღება მოხდეს დღის იმ კონკრეტულ მონაკვეთში, როცა მცენარე სრულფასოვანია. აღსანიშნავია, რომ „ველედას“ ოფისის თანამშრომლებიც იღებენ მონაწილეობას მოსავლის აღებაში. აღებული მოსავალი გადაირჩევა და მხოლოდ საუკეთესო ხარისხის მქონე ნაწილი მყისიერად მუშავდება, რათა არ დაკარგოს საკუთარი ბუნებრივი თვისებები და ბენეფიტები.

მართალია რთული დასაჯერებელია, თუმცა რეალობაა, რომ „ველედა“ ასეთი არაინდუსტრიული და ბუნებრივი მეთოდებით ახერხებს აწარმოოს მოთხოვნადი პროდუქტების მსგავსი რაოდენობა, რათა დააკმაყოფილოს 50 ქვეყნის მომხმარებელი და ამავდროულად გააოცოს ხარისხით. სწორედ ეს ყველაფერი გამოარჩევს „ველედას“ სხვა კომპანიებისგან და ეს იწვევს ნდობას მომხმარებლის თვალში.

Im Weleda Garten

თქვენი ნაამბობიდან ვრწმუნდებით, რომ „ველედას“ მიზანია უფრო მეტად დააახლოოს ადამიანი და ბუნება ერთმანეთს…

„ველედას“ მიზანია, ჯანმრთელობისა და სილამაზის გამოვლენა ბუნებასა და ადამიანთან ჰარმონიაში. ეს ბრენდი ნამდვილად ზრუნავს ადამიანების კეთილდღეობაზე, რაც ასევე გულისხმობს დედამიწასა და გარემოზე ზრუნვას, რისთვისაც კომპანია ყოველწლიურად გამოყოფს ბიუჯეტს.

წელს „ველედა“ აწარმოებს კამპანიას Save the Earth Skin, რომლის ფარგლებში მან არაერთი საქველმოქმედო პროექტი განახორციელა დედამიწის ნიადაგის დასაცავად. საქართველოშიც აღნიშნული კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია ღონისძიებები. ნოემბერში საქართველოში ჩამოვა მიხაელ შტრაუბი, რომელიც 1998 წლიდან 2021 წლამდე იყო შვებიშ გმუნდის ბაღის ხელმძღვანელი. ის გაგვიზიარებს ბიოდინამიური მეურნეობის პრინციპებს, კომპოსტის მომზადების სხვადასხვა ტექნიკასა და სამკურნალო მცენარეთა შესაძლებლობებს სამედიცინო სემინარის ფარგლებში.

 

Technician preparing calendula flowers for processing, after harvest. Calendula flowers in tank.
გაიგე მეტი: #ველედა#თავისმოვლა

ასევე გაეცანი

#OK! როგორ შევარჩიოთ ფიზიკური აქტივობა პიროვნული ნიშნებით? – ახალი კვლევები და საზაფხულო რჩევები
Health & Beauty

#OK! როგორ შევარჩიოთ ფიზიკური აქტივობა პიროვნული ნიშნებით? – ახალი კვლევები და საზაფხულო რჩევები

July 9, 2025
#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“
ინტერვიუ

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

July 8, 2025
#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია
OK! ქუთაისი

#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია

July 8, 2025
#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა
ინტერვიუ

#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა

July 8, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! Gangsta’s Paradise-ის ავტორი, რეპერი Coolio 59 წლის ასაკში გარდაიცვალა

#OK! Gangsta’s Paradise-ის ავტორი, რეპერი Coolio 59 წლის ასაკში გარდაიცვალა

September 29, 2022
#OK! კიმ კარდაშიანს Fashion Icon-ის საკულტო ჯილდო გადაეცა

#OK! კიმ კარდაშიანს Fashion Icon-ის საკულტო ჯილდო გადაეცა

December 8, 2021
#OK! ქართველი ვარსკვლავები, რომლებიც ქალწულის ნიშნის ქვეშ არიან დაბადებულნი!

#OK! ქართველი ვარსკვლავები, რომლებიც ქალწულის ნიშნის ქვეშ არიან დაბადებულნი!

September 13, 2021
#OK! ირინა შეიკის და პატარა ლეა ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობენ: ვარსკვლავური დედა-შვილის უახლესი პაპარაცული ფოტოები

#OK! ირინა შეიკის და პატარა ლეა ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობენ: ვარსკვლავური დედა-შვილის უახლესი პაპარაცული ფოტოები

June 16, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ცივი დღეები დასრულდა –  დღეიდან საქართველოში მზიანი ამინდები გველის

#OK! ცივი დღეები დასრულდა – დღეიდან საქართველოში მზიანი ამინდები გველის

July 6, 2025
#OK! ვირტუალური რეალობა შფოთვისა და დეპრესიის სამკურნალოდ – როგორ მუშაობს VR ფსიქოთერაპიაში?

#OK! ვირტუალური რეალობა შფოთვისა და დეპრესიის სამკურნალოდ – როგორ მუშაობს VR ფსიქოთერაპიაში?

July 10, 2025
„ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი“

„ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი“

July 12, 2025
#OK! HONOR–ის ინოვაციური და მაღალი ხარისხის ლეპტოპები თქვენი ციფრული ცხოვრების გასაუმჯობესებლად

#OK! HONOR–ის ინოვაციური და მაღალი ხარისხის ლეპტოპები თქვენი ციფრული ცხოვრების გასაუმჯობესებლად

July 11, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები