• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! უნიკალური დღეები და განუმეორებელი დიზაინი Event Factory-ისთან ერთად

December 8, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ალბათ ყველასთვის მნიშვნელოვანია ცხოვრების განსაკუთრებული დღეები ესთეტიკურ გარემოცვაში გავატაროთ. სივრცის ორიგინალური გაფორმება და ჩვენივე იდეებით საოცნებო დიზაინის სრულყოფა, ხშირად სირთულეებთანაა დაკავშირებული. საქორწინო, კორპორაციული თუ სხვა სადღესასწაულო გარემოს დიზაინის შექმნაში პროფესიონალთა დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი გვიმარტივებენ ჩვენი წარმოდგენებისა და იდეების ხორცშესხმის პროცესს. სწორედ ამგვარ ხარისხიან, დახვეწილ და უნიკალურ დიზაინსა და ღონისძიებების დიდებულ დაგეგმვას გპირდებათ Event Factory. დღეს OK!-ის მკითხველს კომპანიაზე უფრო დეტალურად მისი დამფუძნებელი − დავით ნიკაჭაძე უამბობს.

 

როგორ გაჩნდა event factory-ის დაარსების იდეა?

ხელოვნება ყოველთვის ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო. ბავშვობიდან ვხატავ. როცა 21 წლის გავხდი, სრულიად შემთხვევით, ყვავილების სალონში, ფლორისტის პოზიციაზე ამოვყავი თავი. მოგვიანებით, საკუთარი ყვავილების სალონი გავხსენი. თავდაპირველად, ჩემთან თანამშრომლობა საქორწილო დიზაინის კომპანია „მარიაჟმა“ დაიწყო. წლების განმავლობაში მათთან ფლორისტიკის მიმართულებით საკმაოდ წარმატებული კოლაბორაცია მქონდა. ამასობაში, ჩვენი სალონის მომხმარებელთა რიცხვი გაიზარდა და სწორედ ეს გახლავთ კომპანიის წარმატებული 15-წლიანი არსებობის მიზეზი.

 

რა სახის მომსახურებას სთავაზობს კომპანია მომხმარებელს?

ჩვენი კომპანია ახორციელებს ქორწილის სამზადისთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან თუ წვრილმან დეტალს. წყვილებს ვთავაზობთ დიზაინის მრავალფეროვნებას და თანაბარი ყურადღებით ვეპყრობით შერჩეული სტილის ნებისმიერ დეტალს. ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს ღია სივრცეში ხელმოწერის ცერემონიის გაფორმებას, ტორტის დიზაინის შერჩევას, ფოტო-ვიდეოგადაღების უზრუნველყოფასა და ფლორისტიკის დახვეწილ კომპოზიციებს. ჩვენი კომპანია საზოგადოებას მომსახურების სრულ პაკეტს სთავაზობს. ერთი სიტყვით, დამკვეთს ნებისმიერი სურვილისა თუ ოცნების ასრულებაში ვეხმარებით.

 

 

გვესაუბრეთ თქვენი კომპანიის უპირატესობებზე.

ამ სფეროში ბაზარი საკმაოდ დატვირთული და კონკურენტულია. ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი განმასხვავებელი ასპექტი პროფესიონალ ფლორისტთა გუნდი გახლავთ. მიმაჩნია, რომ ქორწილს სიცოცხლე და სიხალისე უხდება, ამიტომ ყოველთვის ვცდილობთ აქცენტი გავამახვილოთ ცოცხალ ყვავილებზე. შესაბამისად, ბუნებრივია, ჩვენს დეკორაციაში ვერ შეხვდებით ხელოვნურ ყვავილებს. მუდმივად ვცდილობთ თითოეული ღონისძიება იყოს ინდივიდუალური, გამორჩეული და განსხვავებული. ჩვენი სფერო მოითხოვს დაუღალავ შრომასა და პასუხისმგებლობის დიდ გრძნობას, რაც შემდგომში აისახება შედეგზე. ჩვენი მომსახურებით კმაყოფილი დამკვეთები ერთგულ სამომხმარებლო სივრცეს გვიფართოებენ, რაც თავისთავად აძლიერებს ჩვენს კომპანიას. ჩვენ კი გვძენს ძალიან დიდ მოტივაციას.

 

ვინ არიან თქვენი დამკვეთები? მხოლოდ ადგილობრივ დამკვეთებს ემსახურებით?

რა თქმა უნდა, ძირითადად ვემსახურებით ადგილობრივ დამკვეთებს. ამის მიუხედავად, ხშირად ვიღებთ შეკვეთებს უცხოეთიდან. წლების განმავლობაში თითქმის ყველა ეროვნების წყვილისთვის დამიგეგმავს საქორწინო ცერემონია. მათთან თანამშრომლობა, პირადად ჩემთვის, ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა, რადგან თითოეულ დამკვეთს განსხვავებული ტრადიცია, განსხვავებული ხედვა და მოთხოვნა აქვს.

 

 

ღონისძიების დაგეგმვისას რა სახის სირთულეებს აწყდებით?

ჩვენი პროფესიის უპირველესი სირთულეა დრო. ნებისმიერი, თუნდაც მცირე მასშტაბის პროექტისათვის, დეკორაციას წინა ღამით აწყობა სჭირდება. ბუნებრივია, რთულია ღამით მუშაობა. ამასთან, კიდევ უფრო შრომატევადია ექსტერიერის დეკორირება. ასევე, ყოველთვის მიწევს ნერვიულობა შეკვეთილი ჰოლანდიური ყვავილების ადგილზე დროულად მიღების მოლოდინში. მწარედ მახსოვს ერთი შემთხვევა, როდესაც ყვავილებმა ქორწილის მეორე დღეს ჩამოაღწია. ამ ხარვეზმა ჩაფიქრებული დიზაინის ხელახლა შემუშავება განაპირობა, რაც გულისხმობს დამატებითი დროისა და ენერგიის ხარჯვას.

 

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ საქმეში, რათა წარმატებული იყო?

ჩვენს სფეროში წარმატების აუცილებელი კომპონენტი დაუღალავი შრომა და მუდმივად სიახლეების ძებნაა. მზად უნდა იყო მომხმარებელს ყოველთვის ორიგინალური და განსხვავებული დეკორაცია შესთავაზო. მიუხედავად იმისა, რომ დამკვეთის ხედვა და სურვილები ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, შედეგის მიღწევაში დიდ როლს თამაშობს ჩვენი პროფესიული გამოცდილება. ამ ორი კომპონენტის ჯანსაღი ნაზავი კი გულისხმობს დამკვეთის გარანტირებულ კმაყოფილებას.

 

 

გაგვიზიარეთ სამომავლო გეგმები.

გაზაფხულის სეზონისთვის უკვე ვგეგმავთ ერთდროულად რამდენიმე ღონისძიებას მოვემსახუროთ. ამ გეგმის წარმატებით და ხარისხიანად განსახორციელებლად კი იგეგმება გუნდის წევრების დამატება და რესურსების გაფართოება.

 

კიდევ უფრო შორეულ გეგმებზე რომ გესაუბროთ, მსურს დავაარსო ფლორისტიკის სკოლა. მიმაჩნია, რომ ფლორისტიკა დღესდღეობით ძალიან საჭირო და მოთხოვნადი პროფესიაა. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში პროფესიონალი ფლორისტების ნაკლებობაა, ამიტომ იმედი მაქვს, მომავალში ამ დეფიციტს წარმატებით აღმოვფხვრით.

 

ტელ: 557 63 71 73

Email: [email protected]

 

ტექსტი: ქეთევან მაჭავარიანი

ფოტო: თორნიკე სააკაძე

ასევე გაეცანი

#OK! ბუტიკ-სასტუმრო „ლეთო“ – ადგილი, სადაც სტუმრობა განსაკუთრებულ გამოცდილებად იქცევა
Décor

#OK! ბუტიკ-სასტუმრო „ლეთო“ – ადგილი, სადაც სტუმრობა განსაკუთრებულ გამოცდილებად იქცევა

July 22, 2026
#OK! როგორ ცვლის თანამედროვე ინტერიერი ბინის აღქმასა და ცხოვრების ხარისხს
Décor

#OK! როგორ ცვლის თანამედროვე ინტერიერი ბინის აღქმასა და ცხოვრების ხარისხს

July 10, 2026
#OK! მაგიდა და სკამები: რა უნდა გაითვალისწინოთ ყიდვამდე
Décor

#OK! მაგიდა და სკამები: რა უნდა გაითვალისწინოთ ყიდვამდე

July 1, 2026
#OK! წარმატებისთვის შექმნილი სივრცე – როგორ იყენებენ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ვარსკვლავები ფენგ-შუის
Décor

#OK! წარმატებისთვის შექმნილი სივრცე – როგორ იყენებენ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ვარსკვლავები ფენგ-შუის

June 25, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! კვირიკეს გორაკები – ყველა სეზონზე საუკეთესო ადგილი დასვენებისთვის

#OK! კვირიკეს გორაკები – ყველა სეზონზე საუკეთესო ადგილი დასვენებისთვის

August 20, 2021
#OK! ღია ფანჯრებიდან დანახული თბილისი – თეკო ურუშაძე

#OK! ღია ფანჯრებიდან დანახული თბილისი – თეკო ურუშაძე

May 7, 2021
#OK! ევროვიზია 2026-ზე საქართველოს ჯგუფი „ბზიკები“ წარადგენს

#OK! ევროვიზია 2026-ზე საქართველოს ჯგუფი „ბზიკები“ წარადგენს

January 20, 2026

#OK! Cybex – მსოფლიო ბრენდი მომავლის ხალხისთვის – for all tomorrow’s people

November 1, 2022

კვირის ჰიტები

#OK! “კრემები და შრატები კოლაგენის დეფიციტს ვერ შეავსებს” – კოსმეტოლოგი ლალი სხულუხია კოლაგენის მნიშვნელობასა და კანის ახალგაზრდობის შენარჩუნების მთავარ ფაქტორებზე

#OK! “კრემები და შრატები კოლაგენის დეფიციტს ვერ შეავსებს” – კოსმეტოლოგი ლალი სხულუხია კოლაგენის მნიშვნელობასა და კანის ახალგაზრდობის შენარჩუნების მთავარ ფაქტორებზე

August 20, 2026
OK! Health&Beauty LIERAC GLOW FRESH – ბზინვარების ახალი სტანდარტი

OK! Health&Beauty LIERAC GLOW FRESH – ბზინვარების ახალი სტანდარტი

August 18, 2026
#OK! Health&Beauty Estee Lauder – მარადიული ხარისხის ფორმულა

#OK! Health&Beauty Estee Lauder – მარადიული ხარისხის ფორმულა

August 17, 2026
#OK!BusinessCelebrity NUKI Cosmetics – ერთი ტუჩსაცხიდან საერთაშორისო ბრენდამდე

#OK!BusinessCelebrity NUKI Cosmetics – ერთი ტუჩსაცხიდან საერთაშორისო ბრენდამდე

August 18, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები