• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! თამაზ შილაკაძის შთამბეჭდავი ბიოგრაფია

March 18, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ქართული OK! სიამოვნებით წარმოგიდგენთ საქართველოს დამსახურებულ ინჟინერს, გამომგონებელს, სახელმწიფო პრემიის ლაურეატს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს და ტრანსპორტის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსს, თბილისისა და ბათუმის საპატიო მოქალაქეს, თამაზ შილაკაძეს. მან მნიშვნელოვანი ისტორიის შექმნა შეძლო. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროს წარმოადგენს საგზაო-სატრანსპორტო სისტემების სრულყოფისა და განვითარების პრობლემათა შესწავლა და ინოვაციური მეთოდების პრაქტიკაში დანერგვა. საგზაო-სატრანსპორტო ქსელის შემდგომი გაუმჯობესებისა და განვითარების საკითხები, გზებზე მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებების დამუშავება და ახალი ეფექტური ავტოტრანსპორტის დამცავი ნაგებობების შექმნა და მათი დანერგვა. ის არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, სახელმძღვანელოსა და გამოგონების ავტორი. ბატონი თამაზი 93 წლის ასაკშიც აქტიურ ცხოვრებას ეწევა, დილის 8 საათზე დგება, ვარჯიშობს და გვიან საღამომდე მუშაობს. თავისუფალ დროს ბილიარდს თამაშობს, საკუთარ დაბადების დღეს კი გუდაურში თხილამურებზე ხვდება. მისი ენერგია და შრომისუნარიანობა მისაბაძია, ხოლო მის მიერ განხორციელებული პროექტები – საამაყო.

 

 

ბატონო თამაზ, ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი ბიოგრაფია გაქვთ. დღეს რომ გადახედოთ თქვენს განვლილ ცხოვრებას, რას მიიჩნევთ თქვენს მთავარ მიღწევად?

ჩემს განვლილ ცხოვრების გზას რომ გადავხედო, ნამდვილად ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი და ხანგრძლივი ცხოვრება გავიარე. პატიოსანი, მშრომელი მშობლები მყავდნენ, პროფესიით პედაგოგები: მამა – ანდრო შილაკაძე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში მონაწილეობდა, 1921 წ. დააარსა პირველი ყოველთვიური სამეცნიერო კრებული „ჩვენი მეცნიერება“ და იყო მთავარი რედაქტორი. გარდა ამისა, მან დააარსა იმავე დროს ახალგაზრდა მეცნიერთა ჟურნალი „მომავალი“. დედა – ნინო ვანიძე-შილაკაძისა თბილისის პირველი საშუალო სკოლის ფრანგული და რუსული ენის მასწავლებელი იყო. ისინი ძალ-ღონეს არ იშურებდნენ, რომ კარგ მოქალაქეებად აღვეზარდეთ. სამწუხაროდ, ამ ქვეყნიდან ადრე წავიდნენ და ახალგაზრდა ასაკში ოჯახის, ორი დისა და 100 წლის ბაბუის პატრონად მხოლოდ მე დავრჩი. ასე ახალგაზრდას მომიწია ოჯახზე ზრუნვა საკუთარ თავზე ამეღო. დიდი მიზნები დავისახე და მას მერე ყოველდღიური დაუღალავი შრომით ვაგრძელებ სვლას. მაღვიძარა დილის 8 საათს რომ დარეკავს, 93 წლის ასაკშიც ფეხზე ვარ და გვიან საღამომდე ვსაქმიანობ. მიყვარს ჩემი პროფესია, ვიყავი და ბუნებით ნოვატორი ვრჩები. ჩემს საქმეში მართლაც ბევრს მივაღწიე. მყავს მეუღლე, ორი შვილი, სამი შვილიშვილი და ხუთი შვილთაშვილი. ჩემი შვილი გიორგი და შვილიშვილი თამაზი (თაზო) ორივენი ჩემი სპეციალობის არიან, თან ორივე მეცნიერებათა დოქტორია, ხოლო ქალიშვილი და სიძე მხატვრები არიან და თბილისის სამხატვრო აკადემიაში ასწავლიან. ცხოვრებაში ჩემს მთავარ მიღწევად სწორედ ჩემი პროფესიული წარმატება და ჩემი დიდი მოსიყვარულე ოჯახი მიმაჩნია.

 

 

განხორციელებული გაქვთ არაერთი საინტერესო პროექტი, რომელს გამოარჩევდით?

ძნელია ჩემთვის განხორციელებული პროქტებიდან რომელიმეს გამორჩევა, ვინაიდან ჩემთვის ყველა უახლოესია, ყველა ერთნაირად მიყვარს, ეს იქნება თბილისში, ბათუმში თუ საქართველოს ყველა კუთხეში – გურიაში, სვანეთში, ლეჩხუმში, იმერეთში, აფხაზეთში, კახეთში, სამეგრელოსა თუ ქართლში. ყველა პროექტში ჩემი სული და გულია ჩადებული.

შემიძლია აღვნიშნო, რომელი პროექტი აღმოჩნდა შესასრულებლად უფრო რთული და მეტად საპასუხისმგებლო, კერძოდ, თბილისში, გმირთა მოედნიდან მდინარე ვერის ხეობით თამარაშვილის გამზირამდე მაგისტრალის დაპროექტება თავისი ხიდებით, გვირაბებით, საყრდენი კედლებითა და სხვა ხელოვნური ნაგებობებით.

 

რა გაძლევთ მოტივაციას?

მუშაობის მოტივაციას მაძლევს ჩემი დარგის, საგზაო-სატრანსპორტო კომუნიკაციების (სატრანსპორტო ნაგებობები, გზები, ხიდები, გვირაბები, ესტაკადები, სელედუკები, ვიადუკები, აკვედუკები და სხვ.) და მასთან დაკავშირებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები, პროექტირება და მშენებლობა, რასაც დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვასრულებ, და ყველა შესრულებული პროექტი ყოველთვის ჩემი ქვეყნისა და ხალხის სიყვარულს ეძღვნება.

 

არაერთი ჯილდოს მფლობელი ბრძანდებით, რა მიგაჩნიათ თქვენს მთავარ ჯილდოდ?

ჩემს მთავარ ჯილდოდ ჩემი ქვეყნის დედაქალაქის, თბილისის, აჭარის ისტორიული ქალაქის, ბათუმისა და ჩემი წინაპრების საყვარელი კუთხის, გურიის ერთ-ერთი ულამაზესი სოფლის, შემოქმედის საპატიო მოქალაქის წოდებები მიმაჩნია.

 

 

თქვენ კოლორიტი თბილისელი ბრძანდებით, რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

იყო ნამდვილი თბილისელი, დიდი პასუხისმგებლობაა, თან თუ ქალაქის კოლორიტობასაც გაბრალებენ… ამბობენ, იუმორი, როიალზე დაკვრა, სიმღერა, ცეკვა და თამადობა გამომდის… მე კი მგონია, გახსნილი ქართველი ადამიანი გახლავართ, რომელსაც სტუმარმასპინძლობა და სიკეთის გაცემა შეუძლია.

 

რას მოაქვს წარმატება?

ვფიქრობ, წარმატება მიზნის დასახვას და მისკენ დაუღალავი შრომით სწრაფვას, სხვა ადამიანების ინტერესების გათვალისწინებას, ურთიერთპატივისცემასა და მადლიერებას მოაქვს. წარმატება ასევე არჩეული დარგის სიყვარულსა და თავდადებულ შრომას ახლავს თან.

 

დაუტოვეთ რჩევა ახალგაზრდებს…

უკვე 93 წლის მოვიყარე და დღესაც აქტიურ ცხოვრებას ვეწევი, რამდენიმე ადგილას ვმუშაობ, მათ შორის პედაგოგიური საქმიანობითაც ვარ დაკავებული. ვხვდები ახალგაზრდებს. მათთან კონტაქტი მსიამოვნებს და ენერგიასაც მმატებს, ისეთი ნიჭიერები, ლაღები და მონდომებულები არიან. ვურჩევდი, დრო ნაყოფიერად გამოიყენონ და საქმე ხვალისთვის არ გადადონ. თუ უკეთ მოინდომებენ, ნამდვილი პროფესიონალები და ჩამოყალიბებული მოქალაქეები გახდებიან. ცხოვრების ჩვეულებრივ წესს ვიცავ, ყოველ დილით ვვარჯიშობ, როცა დრო მაქვს, ბილიარდს ვთამაშობ, საკუთარ დაბადების დღეს კი გუდაურში თხილამურებზე ვხვდები.

ჩემი რჩევაა, ახალგაზრდებს უყვარდეთ ჩვენი ქვეყანა, მთელი მსოფლიოს ახალგაზრდებისთვის მისაბაძი მაგალითი იყვნენ, უყვარდეთ შრომა, სწავლა, რათა მაღალი რანგის პროფესიონალები გახდნენ, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას ასე აკლია.

 

 

ტექსტი: თათია ხარაიშვილი, სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! აჩი და შოთი არველაძეები
OK! Sport

#OK! აჩი და შოთი არველაძეები

February 22, 2026
#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა
OK! News

#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა

February 18, 2026
#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას - ქეთო ჭარელაშვილი
ინტერვიუ

#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას – ქეთო ჭარელაშვილი

February 18, 2026
#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე
Gastro

#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე

February 18, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! NBA-ის ყველა მოთამაშე, რომელთანაც ქენდალ ჯენერს რომანი ჰქონდა

#OK! NBA-ის ყველა მოთამაშე, რომელთანაც ქენდალ ჯენერს რომანი ჰქონდა

April 24, 2021
#OK! გაფრენა კოსმოსში

#OK! გაფრენა კოსმოსში

April 22, 2025
#OK! მეგან მარკლი Balenciaga-ს ახალი მუზა

#OK! მეგან მარკლი Balenciaga-ს ახალი მუზა

October 10, 2025
#OK! 11 გამორჩეული ჩაცმულობა Emily in Paris-ის მეორე სეზონიდან

#OK! 11 გამორჩეული ჩაცმულობა Emily in Paris-ის მეორე სეზონიდან

December 23, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ჯიმ კერი შეყვარებულია – ვინ არის 64 წლის მსახიობის რჩეული?

#OK! ჯიმ კერი შეყვარებულია – ვინ არის 64 წლის მსახიობის რჩეული?

February 27, 2026
#OK! SAG Awards 2026-ის გამარჯვებულთა სია

#OK! SAG Awards 2026-ის გამარჯვებულთა სია

March 3, 2026
#OK! რეტროგრადული მერკური დაიწყო – რას უნდა მოერიდოს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი?

#OK! რეტროგრადული მერკური დაიწყო – რას უნდა მოერიდოს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი?

February 26, 2026
#OK! პრინცი ჰარი და მეგანი ორდღიანი ვიზიტით იორდანიაში იმყოფებოდნენ

#OK! პრინცი ჰარი და მეგანი ორდღიანი ვიზიტით იორდანიაში იმყოფებოდნენ

February 26, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები