• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! სხვა თაობა

September 7, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივის „ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის“ ფარგლებში, წარმოგიდგენთ კიდევ ორ ახალგაზრდას ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიდან, რომლებსაც სჯერათ გენდერული თანასწორობის, სურთ მოახდინონ ცვლილებები თავიანთ თემში და ხელი შეუწყონ ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ყველა ადამიანს, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობებს, ექნებათ ხელმისაწვდომობა ყველა იმ ინფორმაციასა თუ სერვისზე, რაც მათი, როგორც აქტიური მოქალაქეების, ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

ორივე მათგანი თავისი თემისა და რეგიონის აქტიური ახალგაზრდაა. ისინი თანატოლებს უზიარებენ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას, აძლევენ მათ მაგალითს, თუ როგორ დაამსხვრიონ მითები ღრმად ფესვგადგმული სოციალური ნორმების შესახებ, უმაღლებენ მოტივაციას საკუთარი მიზნებისა და ოცნებების ასახდენად, და მათთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნით, გზას უხსნიან გოგონებისა და ბიჭების წინსვლისთვის განვითარების თანაბარ შესაძლებლობებს.

ანი შუბითიძე, 16 წლის, ახალციხე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონი

ჩემი ერთ-ერთი უდიდესი გატაცება არის მთამსვლელობა. პირველად წავედი ხდეში, დარიალის ხეობაში. დღემდე ჩემთვის ეს სამოთხესთან ასოცირდება, [ჩემი] ყველაზე საყვარელი ადგილია: ბუნება, სიმშვიდე, თუნდაც ის, რომ არ გაქვს ტელეფონი, ინტერნეტი, ყველაფერი. რაც იქ იყო, თითქოს ჩემი იყო და იქაური ვიყავი. იქ არის ისეთი სიმშვიდისა და კომფორტის შეგრძნება, რაც აქ აღარ არის.

სკოლას ვამთავრებ მომავალ წელს. პროფესია ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი. რამდენი ხანია ვფიქრობ, მაგრამ ერთი ის ვიცი, რომ ასე სიარულს და მთას, არცერთ შემთხვევაში არ უნდა მოვეშვა. თითქოს გეძახის, გითხოვს შენი სხეული, რომ იქით წახვიდე. ალბათ, ეს უფრო ჰობის დონეზე დამრჩება, პროფესიონალი ალპინისტი არ ვიცი რამდენად გავხდები, თუმცა, არაფერია გამორიცხული.

ჩემი აზრით, ახალგაზრდების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ მიჯაჭვულები არიან თავიანთ კომფორტის სივრცეებს და არ ცდილობენ, გამოვიდნენ შინიდან და მიმოიხედონ. ყველას ვერ ეყვარება მთა, მაგრამ კომპიუტერიდან იღებენ იმ სიამოვნებას, რაც შეიძლება, გახვიდე სუფთა ჰაერზე და იქაური სიმშვიდის შეგრძნებით მიიღო. ამის ნაცვლად, ისინი ცდილობენ შინ ისხდნენ კომფორტულად. ჩემთვის კომფორტის ზონა სახლი აღარ არის, ჩემთვის კომფორტის ზონაა სადღაც იქ რომ ვარ, გარეთ, გადაკარგულში წასული.

[ჩემს ტოლებს ვურჩევდი] ეცადონ, ეძიონ ის, რაშიც პოულობენ ბედნიერებას, იმიტომ, რომ თუ ბედნიერი არ ხარ, რაც გინდა ის აკეთე, შენთვის აღარ აკეთებ ამას. მთაში რომ მივდიოდი [ამ ბედნიერებას] არც ვეძებდი, უბრალოდ მივდიოდი. არ ვიცოდი, მომეწონებოდა თუ არა წინასწარ, თუმცა, რომ მივედი, იქაურობა ვნახე და ვიგრძენი ეს ყველაფერი, მივხვდი, რომ ეს ჩემთვის იყო. მივხვდი, რომ ეს ის იყო, რაც მინდოდა და ახლა ზუსტად ვიცი, ეს რა არის.

მინდა ვუთხრა  ყველას, რომ თუ რაიმე გინდა და მოტივაციის ნაკლებობას გრძნობ, გაიხსენე ის, რაც გინდა, შენი მიზნები გაიხსენე და ყოველთვის ეს წაიმძღვარე წინ, იმიტომ, რომ როდესაც წარმოიდგენ საკუთარ თავს იქ, უკვე სადაც გინდა რომ იყო, მოტივაცია მაშინვე გიმაღლდება.

გაეროს მოსახლეობის ფონდი ახორციელებს ინიციატივას „ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის“, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შემდეგი პროგრამების ფარგლებში: „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში“ (ქვემო ქართლი), „გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევად სამხრეთ კავკასიაში“ (სამცხე-ჯავახეთი) და „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ (გურია და იმერეთი).

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნით პროექტის მონაწილეებს და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და ევროკავშირის შეხედულებებს.

გარიკ გასპარიანი, 18 წლის, წითელი სოფელი, ქვემო ქართლის რეგიონი

ძალიან მიყვარს მათემატიკა, ასევე, ენების სწავლა. ვარ აქტიური ახალგაზრდა, მაქვს ასევე დაწერილი პროექტი გენდერულ თანასწორობაზე. სამომავლოდ, ვფიქრობ, მარნეულში გავხსნა ახალგაზრდული ცენტრი, რათა ადგილობრივი ახალგაზრდები აქტიურები გახდნენ. ასევე, ვფიქრობ, სკოლებში ქართული ენის დამატებითი გაკვეთილები უზრუნველვყო, რათა სომეხმა და აზერბაიჯანელმა ბავშვებმა, არსებული სახელმწიფო პროგრამა 4+1-ის ნაცვლად პირველივე კურსიდან ჩააბარონ.

ყველაფერში ჩართული ვარ, თან ვსწავლობ, თან პროექტებში ვმონაწილეობ, არ მიყვარს მოწყენილი ცხოვრება, ჩემთვის აქტივობა მნიშვნელოვანია, მიყვარს ურთიერთობები სხვადასხვა ადამიანთან. ჩემი ცხოვრება, ვფიქრობ, მომავალშიც ასეთივე აქტიური იქნება. ჩემი აზრით, ვიქნები ლიდერი და ირგვლივ მეყოლება შემოკრებილი ჩემი სოფლის ბავშვები, რომლებსაც არ აქვთ [განვითარების] იმდენი შესაძლებლობა. ძალიან ბევრი ბავშვი ვიცი, ვისაც უნდა სწავლა, მაგრამ  არ იცის ქართული და ამიტომ არ ჩააბარეს [უნივერსიტეტში]. მათ დავეხმარები. ჩემი სოფლის ახალგაზრდებს ძალიან სჭირდებათ [ქართული] ენის სწავლა. მხოლოდ სკოლის გაკვეთილი არ არის საკმარისი.

ჩვენს სოფელში ახალგაზრდული ცენტრი გვაქვს, სადაც უკვე 5 წელია ქართული ენის მასწავლებლად ვარ, გავაკეთე ტრენინგი გენდერულ თანასწორობაზე. მარნეულში აქტუალურია ისეთი თემები, როგორებიცაა ნაადრევი ქორწინება, სტერეოტიპები. როდესაც უკვე თბილისში ვიქნები უნივერსიტეტში, ჩემთვის უფრო ადვილი იქნება გზების პოვნა ახალგაზრდების დასახმარებლად. სოფელში ტრენინგებიც 3-4 თვეში ერთხელაა.

ჩემს თანატოლებს ვურჩევდი, ისწავლონ. სწავლა ძალიან საჭიროა. თუ ადამიანი სწავლობს, მისი თვალსაწიერი იხსნება, ნახავს რა არის ცხოვრება. სწავლის შემდეგაც აქტიურები უნდა იყვნენ, უნდა მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა პროექტში, რათა ცხოვრებისთვის საჭირო უნარები შეიძინონ. სოფელში ბევრი პრობლემაა, მაგრამ არავინაა, ვინც მათი გადაჭრის გზებზე იფიქრებს. ახალგაზრდებს სწავლის პრობლემა აქვთ. ფიქრობენ, რომ სწავლა არ არის საჭირო და რომ სჯობს ხილის ან ბოსტნეულის ბიზნესი გააკეთონ. ახალგაზრდებს ვუსურვებ, იყვნენ აქტიურები. თუ ხარ აქტიური, არსებობს გზები და შესაძლებლობები, კარგი ადამიანი გამოხვიდე. ისწავლეთ.

ფოტოები: დინა ოგანოვა/UNFPA

 

ასევე გაეცანი

Business Hub Georgia-ს ორგანიზებით, 27 სექტემბერს მთაწმინდის პარკში ქართული ექსპო „მეწარმეთა დღე“ გაიმართება
OK! News

Business Hub Georgia-ს ორგანიზებით, 27 სექტემბერს მთაწმინდის პარკში ქართული ექსპო „მეწარმეთა დღე“ გაიმართება

August 29, 2026
OK! ქეთევან ბოჭორიშვილის პროფესიული გზა – უწყვეტი განვითარებით შექმნილი წარმატების ისტორია
Slider Area

OK! ქეთევან ბოჭორიშვილის პროფესიული გზა – უწყვეტი განვითარებით შექმნილი წარმატების ისტორია

August 24, 2026
#OK! 5 ფრანგული ვარცხნილობა, რომელიც ამ ზაფხულს აუცილებლად უნდა სცადოთ
Uncategorized

#OK! 5 ფრანგული ვარცხნილობა, რომელიც ამ ზაფხულს აუცილებლად უნდა სცადოთ

August 22, 2026
#OK! Hotel Babu Kutaisi – ოჯახური სითბოსა და სტუმარმასპინძლობის მისამართი
OK! ქუთაისი

#OK! Hotel Babu Kutaisi – ოჯახური სითბოსა და სტუმარმასპინძლობის მისამართი

August 25, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ახალი იდენტობა – მე ვარ საქართველო

#OK! ახალი იდენტობა – მე ვარ საქართველო

June 13, 2024
#OK! 8elements – საკოლექციო მინერალები, სამკაულების ასაწყობი აქსესუარები და დიზაინერული პროდუქცია ერთ სივრცეში

#OK! 8elements – საკოლექციო მინერალები, სამკაულების ასაწყობი აქსესუარები და დიზაინერული პროდუქცია ერთ სივრცეში

December 2, 2021
#OK! ბიზნეს სელებრითი – თიკო დიდავა (ვიდეო)

#OK! ბიზნეს სელებრითი – თიკო დიდავა (ვიდეო)

November 18, 2023
OK! „ჭიტას“ 27-წლიანი წარმატების საიდუმლო – ხათუნა ჩხიკვაძე ოჯახსა და საქმიანობაზე

OK! „ჭიტას“ 27-წლიანი წარმატების საიდუმლო – ხათუნა ჩხიკვაძე ოჯახსა და საქმიანობაზე

January 3, 2024

კვირის ჰიტები

#OK! რუპერტ გრინტი რონ უისლის როლს უბრუნდება

#OK! რუპერტ გრინტი რონ უისლის როლს უბრუნდება

August 28, 2026
#OK! გივიკო ბარათაშვილი და ანასტასია ჭანტურაია პირველ შვილს ელოდებიან

#OK! გივიკო ბარათაშვილი და ანასტასია ჭანტურაია პირველ შვილს ელოდებიან

August 31, 2026
ახალი მეფე, ეპშტეინის სკანდალი და გაუპატიურების საქმე – რა ელის ნორვეგიის სამეფო ოჯახს?

ახალი მეფე, ეპშტეინის სკანდალი და გაუპატიურების საქმე – რა ელის ნორვეგიის სამეფო ოჯახს?

August 29, 2026
#OK! ვინ არის ქართველი ბიჭი, რომელსაც ნიუ-იორკის მერმა თხოვნა შეუსრულა – „ჩემს ხმას მნიშვნელობა აქვს“

#OK! ვინ არის ქართველი ბიჭი, რომელსაც ნიუ-იორკის მერმა თხოვნა შეუსრულა – „ჩემს ხმას მნიშვნელობა აქვს“

August 25, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები