OK! ექიმს, ატლას-სპეციალისტს, შვეიცარიის ატლასპროფილაქს აკადემიის წევრს და ფიზიოთერაპევტს ია გორგილაძეს ესაუბრა, რომელმაც კლინიკა ატლასპროფილაქსის, საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლობის – “ატლასპროფილაქს ინ ჯორჯიას“ შესახებ გვიამბო. კლინიკა მკურნალობს ხერხელმლის ისეთ გავრცელებულ დაავადებებს როგორიცაა: ოსტეოქონდრიზი, სქოლიოზი (ხერხემლის გამრუდება), მალთაშუა დისკის თიაქარი, ართროზი (სახსრების ქრონიკული ანთება), შაკიკი. საიდან მოდის ეს პრობლემები და როგორია მკურნალობის მეთოდები თავად ქალბატონი ია გვიამბობს.
ია გორგილაძე – ექიმი, ატლას-სპეციალისტი, შვეიცარიის ატლასპროფილაქს აკადემიის წევრი, ფიზიოთერაპევტი.
უპირველესად გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ.
ჩვენი კლინიკა „ატლასპროფილაქს ინ ჯორჯია“ არის შვეიცარიული მეთოდის, ატლასპროფილაქსის, ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში. ვმკურნალობთ ისეთ დაავადებებს როგორიცაა: ოსტეოქონდრიზი, სქოლიოზი (ხერხემლის გამრუდება), მალთაშუა დისკის თიაქარი, ართროზი (სახსრების ქრონიკული ანთება), შაკიკი.
რამდენად ხშირია ხერხემლის პრობლემები საზოგადოებაში და ძირითადად რა ასაკში ვლინდება?
მოსახლეობის დაახლოებით 99%-ს აწუხებს ხერხემლის დავაადებები, რომლებიც ზემოთ ვახსენე. აღსანიშნავია, რომ ხერხემლის პრობლემები თავს იჩენს უკვე ბავშვობის ასაკიდან. ეს განპირობებულია იმით, რომ ხერხემლის პირველი მალა, ატლასი, ანუ ატლანტი, უმეტესობას დაბადებიდან არ აქვს სწორ, ანუ ბუნებრივ პოზიციაში. სამედიცინო ენაზე რომ ვთქვათ – კეფა-ატლანტის სახსარში არის ქვეამოვარდნილობა, რაც წარმოშობს ამ სახსრის ფუნქციურ ბლოკს. ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა არა მარტო საყრდენ-მამოძრავებელი აპარატისთვის, არამედ მთელი ორგანიზმისთვის, რადგან კეფა-ატლანტის შესახსრება არის ადგილი, სადაც თავის ქალა უკავშირდება დანარჩენ ჩონჩხს. ასევე, ამ პატარა მალაზეა დაკიდებული და დამოკიდებული მის ქვემოთ განთავსებული ძვლები და სახსრები. ამიტომ ატლასის სწორ პოზიციაში დგომას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საყრდე-მამოძრავებელი აპარატისთვის.
გამოკვლევებმაც აჩვენა, რომ მოსახლეობის 99%-ს ხერხემლის პირველი მალა დაბადებიდან არ აქვს სწორ, ანუ ბუნებრივ პოზიციაში, რაც მომავალში იწვევს ხერხემლის სვეტის გამრუდებას, მალთაშორის დისკების და სახსრების დაზიანებას და ისეთი დაავადებების ჩამოყალიბებას, როგორიცაა: ოსტეოქონდროზი, დისკოზი , მალთაშორის დისკის თიაქარი და შაკიკი.
რა სიმპტომები ახასიათებს და როგორ უნდა მივხვდეთ არის თუ არა პირველი მალა არასწორ პოზიციაში?
დამახასიათებელი სიმპტოებია:
- კისრის, ზურგის, წელის ტკივილი, რომელიც ზოგჯერ გადაეცემა ზედა ან ქვედა კიდურებზე;
- თავის ტკივილი, ზოგჯერ შაკიკური თავის ტკივილი;
- ზოგ შემთხვევაში თავბრუსხვევა, ყურში შუილი ან წუილი;
- მხრების და მენჯის ასიმეტრია.
თუ თქვენ, ან თქვენს ახლობლებს გაქვთ მსგავსი ჩივილები, გირჩევთ აუცილებლად შეიმოწმოთ ხერხემლის პირველი მალა.
საიდან მოდის ეს პრობლემა? რა არის ატლასის გადაადგილების მიზეზი?
როგორც უკვე ავღნიშნე, ხშირ შემთხვევაში, ეს პრობლემა აქვთ დაბადებიდან, როგორც სამშობიარო ტრავმის შედეგი. თუმცა ატლასის გადანაცვლება შესაძლებელია გამოიწვიოს ნებისმიერმა ტრავმამ ნებისმიერ ასაკში. მაგალითად : დაცემა, ვარდნა, ავტოავარია და ა.შ
როგორ ხდება ხერხემლის პირველი მალის გასწორება.
მე-20 საუკუნის ბოლოს შვეიცარიელმა რენე კლაუდიუს შუმპერლიმ დანერგა ატლასის სწორ პოზიციაში დაბრუნების რევოლუციური მეთოდი – ატლასპროფილაქსი. ეს მეთოდი დაპატენტებულია შვეიცარიაში როგორც უსაფრთხო მეთოდი. ატლასპროფილაქსი ერთადერთი მეთოდია, რომელსაც შეუძლია ეფექტურად და ხანგრძლივად აღმოფხვრას ფუნქციური ბლოკი კეფა-ატლასის სახსარში. თუ ატლასთერაპიის შემდეგ პაციენტს არ ექნება რაიმე სახის ტრავმა – პროცედურა აღარ დაჭირდება.
ატლასპროფილაქს პროცედურა არის ერთჯერადი ვიბრომასაჟის პროცედურა, რომელიც კეთდება სპეციალური აპარატით კისრის კუნთებზე (ატლასის პროექციის ზონაზე). პროცედურის შემდეგ საყრდენ-მამოძრავებელ აპარატში იწყება თვითრეაბილიტაციის პროცესი, ხდება სიმეტრიის და ბალანსის აღდგენა ხერხემლის სვეტში და სახსრებში, რაც სხვა პროცედურებთან ერთად გვაძლევს სასურველ შედეგს. ატლასთერაპიის შემდეგ საჭიროებისამებრ ინიშნება სარეაბილიტაციო მასაჟი, ვარჯიში და ფიზიოთერაპიული პროცედურები.
როგორც ვიცით, ერთადერთი კლინიკა, სადაც ეს პროცედურა ტარდება თქვენი კლინიკა ატლასპროფილაქსია. გვიამბეთ ამის შესახებ.
დიახ, ატლასპროფილაქს ინ ჯორგია არის ატლასპროფილაქს-მეთოდის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში.
ასევე მინდა ავღნიშნო, რომ ატლასის არასწორი პოზიციის ეფექტურად და ხანგრძლივად აღმოფხვრა შესაძლებელია მხოლოდ ატლასპროფილაქს პროცედურის საშუალებით. ეს შეუძლებელი მანუალური თერაპიის, მასაჟის, ოსტეოპათიის, სხვა რაიმე მანიპულაციის, ან პროცედურის მეშვეობით.