• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Gastro

#OK! Story – ქუთაისური გემოვნების პატარა ლეგენდა

June 12, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

„ერთი ფრაზა მაქვს, შეიძლება ითქვას, სანუკვარი: ამ ფრაზით თითქმის ყველა ჩემს სცენარს ვიწყებ. ფრაზა კი ასეთია: ეს ამბავი ძალიან დიდი ხნის წინ კრამიტისსახურავებიან პატარა ქალაქში მოხდა“. ეს პატარა ქალაქი, რა თქმა უნდა, ქუთაისია, ხოლო ეს სანუკვარი ფრაზა რეზო გაბრიაძისაა. ქუთაისში ყოველთვის იწერებოდა ამბები, ადამიანებზე და ადამიანური. ქუთაისური, კოლორიტული ისტორიები აქ დღესაც იწერება. ისევ ძველ უბანში, ისევ ძველ სახლში, ხმაურიანი რიონისა და წერეთლის ქუჩის ჭადრებს შორის, წინ ქალაქური ამბების სივრცე, ყველასთვის ნაცნობი წყვილის, ნათია დემეტრაძისა და აჩიკო ხვიჩიას Story დაიბადა და უკვე 2 წელია განსაკუთრებულ, გემოვნებიან ამბებს გვიყვება. აქაური გემოები კი უფრო ამძაფრებს ქუთაისის სიყვარულს და უკან დაბრუნების საოცარ გრძნობას ბადებს. Story-ზე და აქაურ საინტერესო ამბებზე „OK! ქუთაისი“ ნათია დემეტრაძეს ესაუბრა.

 

ქუთაისი არ არის განებივრებული სახლური კონცეფციის კაფეებით და ბარ-რესტორნებით. ისეთ კოლორიტულ და ამავე დროს, ტრადიციულ უბანში, როგორიც ბალახვანია, ალბათ, ცოტა სარისკო იყო სახლში მსგავსი სივრცის მოწყობა? საიდან გაჩნდა იდეა, როგორ დაიწყო „სთორის“ ისტორია?

ამ ქალაქს საკუთარი გემო აქვს. ასე გავიზარდეთ: რაღაც განსაკუთრებული სითბოს გაცემის და ერთმანეთის ლამაზად გაოცების სამყაროში. სამზარეულოსადმი სიყვარული ჩემი თვითგამოხატვის ერთი ფორმაა, ურთიერთობებისთვის აუცილებელი რიტუალი, თითქმის ყოველდღიურობა, რასაც ტრადიციას ვეძახით . ეს ისაა, რაც მეც მაბედნიერებს და აბედნიერებს ჩემს ოჯახსაც, მეუღლეს, შვილებს, ჩვენს მშობლებს აბედნიერებდა. ერთი სიტყვით, ჩვენი ყველა თაობის საზოგადო ხასიათი შთამბეჭდავი მასპინძლობაა და ქუთაისზე შეყვარებული მეგობრებისთვის მუდმივად ღია იყო ამ სახლის კარიც. ერთ დღესაც, როცა სახლის პირველი სართული შევიძინეთ, გადავწყვიტეთ სტუმრის მიღების ბედნიერება საყვარელ საქმედ გვექცია და ჩვენი მეგობრებისთვის უფრო დიდი სივრცის მოწყობა საკუთარი ხელით, საკუთარი გემოვნებით დავიწყეთ. გვინდოდა შეგვექმნა ქუთაისური არომატების ოჯახური პალიტრა. აჩიმ სახელიც ზუსტად ამ ხასიათში მოიგონა – ყოველდღიური Story-ები რიონის უძველეს ნაპირზე, ეკლარის ქვის ძველ, ქუთაისურ წყალგამყოფთან.

 

რატომ შეარჩიეთ სახელი „სთორი“, რას უკავშირდება?

Story – ეს არის ჩვენი დამოკიდებულება აქაურ პროცესებზე: „შეაჩერე წამი“, რომელიც პატარა სახსოვრიდან ხანდახან უზარმაზარ ისტორიად/Story-დ იქცევა. ადამიანები, ამ ისტორიის მთავარი გმირები და გემო, რომელიც ისტორიის/ Story-ს ხასიათს ქმნის – ქუთაისურად კოლორიტული. საინტერესო ადამიანებსა და მათ განწყობებთან ურთიერთობების, წამების და წუთების კალეიდოსკოპი, როგორც ერთი დიდი და მომავალში მოსათხრობი ამბის რეტროსპექტივა. ჩვენ ჩვენს Story-ს ვყვებით და ძალიან გვიხდება ეს სახელი.

 

კულინარიისადმი თქვენი სიყვარული ოჯახიდან მოდის. გვიამბეთ ამ გამოცდილებაზე, რამდენად გეხმარებათ „სთორიში“?

ჩემი სამზარეულოს პროფესიული ხარისხი მხოლოდ ბებოს უკავშირდება, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ჩემი „გემო“-ვნების ჩამოყალიბებაში. თავად განსაკუთრებული – სამზარეულოც ზუსტად მისნაირი იყო. ბებოს გემოებმა მასწავლა მიმეღო და შემექმნა ის, რასაც დღემდე ჩვენებურად ვაკეთებ. „ჩვენებურში“ ჩემს თავს და ბებოს ვგულისხმობ, ერთად.

 

 

„სთორი“ ოჯახური ბიზნესია და აქ მოსულ სტუმრებს ოჯახური გარემოც ხვდება. როგორ გაქვთ როლები გადანაწილებული მეუღლესთან ერთად ბიზნესში? თქვენი შვილები რამდენად არიან ჩართული „სთორის“ საქმიანობაში?

იშვითია დღე, როდესაც არ ვართ სტუმრებთან. წარმოუდგენლად ემოციური და საპასუხისმგებლოა ყველა – ზღურბლს გადმობიჯებული ადამიანის ჩვენებური დახვედრა, რადგან შენს საკუთარ სახლში შემოდის, ანუ – გსტუმრობს! „ვუფუფუნებთ“, როგორც იმერეთში ვიტყვით ხოლმე, ნებისმიერ სტუმარს იმისთვის, რომ საკუთარი, დაუვიწყარი Story გაიყოლოს ფიქრში, მოგონებაში, მეორედ მობრუნების სურვილში, აქაურობის რაღაცნაირ მონატრებაში – გემოებით, ჩვენით, ან უბრალოდ, ანტურაჟით. რაც შეეხება ბავშვებს, მაქსიმალურად არიან ჩართული: ხან სამზარეულოში დამხმარედ მუშაობენ, ხან მიმტანის პოზიციაზე. ყოფილა, დიასახლისის ადგილიც დაუკავებიათ. მე და აჩი, ძირითადად, ახალი და ძველი სტუმრების Story-ებს „ვკინძავთ“, ამ სიტყვის ქართული და ქუთაისური შინაარსით, ბოლო სულის ამოთქმამდე ვურთიერთობთ, ტრადიციულად, რადგან ყველა ეს კადრი – დღე, წუთი, საათი, – ჩვენი Story-ის საერთო გალერეაა.

 

ბევრს მოგზაურობთ ევროპის ქვეყნებში, გეხმარებათ თუ არა ეს ახალი იდეების, ხედვებისა და გამოწვევების მოძიებაში?

მოგზაურობისას ჩემთვის უპირველესია იმ ქვეყნის სამზარეულო, ყველა ცნობილი ბარ-რესტორნის კერძების დაგემოვნება და ასევე, ისეთი ობიექტების მონახულება, სადაც იმ ქვეყნის მოქალაქეები მიირთმევენ, ანუ ადგილობრივები და არა მხოლოდ ტურისტები. ეს სხვა შტრიხია. ქალაქური, ავთენტური, იქაური ცხოვრების წესით და გემოვნებით განპირობებული, რომელიც მთლიან წარმოდგენას გაძლევს საზოგადოებაზე. კვების კულტურაა ისტორიული ფესვიც და სულიერი ნაწილიც, თითქმის წინასწარ დაუგეგმავი შემოქმედება, რომელშიც ნიჭიც ჩანს და სწრაფვაც. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მომწონებია ამა თუ იმ ქვეყნის კერძი, არასოდეს განვმეორებულვარ „სთორიში“. ვფიქრობ, „სთორიმ“ ქუთაისისთვის ცალკე გემო და სიყვარული უნდა შექმნას.

 

რა ამბავს ჰყვება „სთორი“ ახლა და რას მოჰყვება 5 წლის შემდეგ?

ყოველთვის სტუმრისგან ველი ამ პასუხს, რა ამბავს ჰყვება „სთორი“ ახლა და რას მოჰყვება 5 წლის შემდეგ? თუმცა… Story არის გემრიელი, არომატული, სურნელოვანი და ოჯახური. Story არის მშვიდი დღე მეგობრებსა და ძვირფას ადამიანებთან, მოსალოდნელსა და მოულოდნელთან ერთად, რიონის ჩუხჩუხის ფონზე, ქუთაისის ძველ ისტორიულ სახლში, ძველ ისტორიულ ეზოში, მისთვის დამახასიათებელი იუმორით, კოლორიტით, ხმით და გემოთი. და მაინც! ამ ყველა ჩამოთვლილ ეპითეტზე აღმატებული მისი გამორჩეული სულით. ამიტომ, 5 წლის შემდეგ ჩემი შვილები, ჩემი შვილის მეგობრები და მათი შვილები და მათი შვილების მეგობრები, აუცილებლად მოჰყვებიან ჩვენი განსაკუთრებული სიყვარულის Story-ზე და ეს ქუთაისური გემოვნების პატარა ლეგენდა კეთილი ადამიანებით იქნება დასახლებული.

 

 

ტექსტი:  დეა მანაგაძე

ფოტო: ლანა ვახტანგაძე

ასევე გაეცანი

#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა
OK! Business

#OK! VERVE – რეალობად ქცეული დიდი ხნის იდეა

November 12, 2025
#OK! ნაბაკევიდან ბერლინამდე – ნათია თოდუა
Slider Area

#OK! ნაბაკევიდან ბერლინამდე – ნათია თოდუა

November 12, 2025
#OK! გარდაქმნა შიგნიდან – როცა ჯანმრთელობა ხდება სიყვარულის ფორმა
OK! Doctors

#OK! გარდაქმნა შიგნიდან – როცა ჯანმრთელობა ხდება სიყვარულის ფორმა

November 11, 2025
#OK! ინოვაციური მიდგომები თანამედროვე სტომატოლოგიაში – ირაკლი ჩაჩუას პროფესიული ხედვა
Health & Beauty

#OK! ინოვაციური მიდგომები თანამედროვე სტომატოლოგიაში – ირაკლი ჩაჩუას პროფესიული ხედვა

November 11, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! წარმატებული ქართველი ქალის კომპანია ნიუ-იორკში

#OK! წარმატებული ქართველი ქალის კომპანია ნიუ-იორკში

March 2, 2023
#OK! სპორტის გავლენა მოდაზე

#OK! სპორტის გავლენა მოდაზე

April 12, 2023
#OK! ვინ არის ლილი-როუზ დეპის ახალი მეგობარი მამაკაცი: ვარსკვლავის უახლესი პაპარაცული ფოტოები

#OK! ვინ არის ლილი-როუზ დეპის ახალი მეგობარი მამაკაცი: ვარსკვლავის უახლესი პაპარაცული ფოტოები

March 9, 2022
#OK! პურის მომზადების ტექნოლოგია და გამორჩეული არომატი

#OK! პურის მომზადების ტექნოლოგია და გამორჩეული არომატი

September 4, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ნიუ-იორკს 111-ე მერი ჰყავს  – ვინ არის ზოჰრან მამდამი?

#OK! ნიუ-იორკს 111-ე მერი ჰყავს – ვინ არის ზოჰრან მამდამი?

November 7, 2025
#OK! მუსიკის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი მომღერალი ქალი გამოცხადდა

#OK! მუსიკის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი მომღერალი ქალი გამოცხადდა

November 12, 2025
#OK! ჩვენ გვჯერა თითოეული მოსწავლის – „განათლების აკადემია TSG“-ის წარმატების ამბავი

#OK! ჩვენ გვჯერა თითოეული მოსწავლის – „განათლების აკადემია TSG“-ის წარმატების ამბავი

November 11, 2025
#OK! ბუკინგემის სასახლეში დედოფალ ელისაბედ II-ის სამოსს გამოფენენ

#OK! ბუკინგემის სასახლეში დედოფალ ელისაბედ II-ის სამოსს გამოფენენ

November 12, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები