• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Slider Area

#OK! სტეფანე და ფანიკო

January 5, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი

ქართული OK!-ს 2026 წლის იანვრის ნომრის მთავარი გმირები ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი უნიჭიერესი მომღერლები, მამა-შვილი სტეფანე და ფანიკო არიან. ორივე აღნიშნავს, რომ მამა-შვილის სტატუსი მათთვის, პირველ რიგში, მეგობრობას ნიშნავს. კი, ხშირად კამათობენ, მაგრამ ერთი შეხედვითაც ადვილი ამოსაცნობია, რა საოცრად უყვართ ერთმანეთი. რაც მთავარია, გარეშე თვალისთვის ძალიან მარტივად აღსაქმელი სიმყუდროვე და ჰარმონიაა მამას და შვილს შორის, რაც, როგორც წესი, საერთო ადამიანური ღირებულებების, ხედვებისა და დიდი სიყვარულის ნაყოფია. სიამოვნებით წარმოგიდგენთ სტეფანეს და ფანიკოს.

 

თქვენს ურთიერთობაზე, მამაშვილობაზე მოგვიყევით.

(ფანიკო): ვიტყოდი, რომ მამაშვილურზე მეტად მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ისეთ თემებზე შემიძლია მასთან საუბარი, რაზეც, მე ვფიქრობ, სხვა მამა-შვილები არ ლაპარაკობენ. მამაჩემისგან ისეთ რჩევებს ვიღებ, რომ მართლა მადგება ცხოვრებაში. მეც ვცდილობ ისეთი რჩევები მივცე, რომ გაითვალისწინოს.

(სტეფანე): მამაშვილური ურთიერთობა რა არის სინამდვილეში? – სიყვარული. როცა შვილი გიყვარს და ალბათ, მანიაკების გარდა ყველას უყვარს თავისი შვილი, ამით განსაკუთრებული არ ვარ. როცა შვილი გიყვარს და შენთვის ძვირფასია, მისი მეგობარიც ხარ, რა თქმა უნდა.

 

 

ფანიკო, დედასთან უფრო ახლოს ხართ თუ მამასთან?

(ფანიკო): ვერ გეტყვით, ალბათ 50/50. ძალიან თანაბრად ახლოს ვარ ორივესთან. ზუსტად იმდენი იცის ჩემ შესახებ ერთმა, რამდენიც მეორემ.

სტეფანე, როცა პატარა იყო, ჩართული იყავით ფანიკოს აღზრდის პროცესში?

(სტეფანე): კი, სულ ვიყავი ჩართული. არასდროს ყოფილა ისე, რომ შორს ვყოფილიყავი მისგან. მისი მოვლის პროცესში ყოველთვის ვიყავი ჩართული, მიუხედავად იმისა, რომ ფანიკო როცა დაიბადა, 2 ძიძა გვყავდა – დღის და ღამის და ერთი ქალბატონი დღემდე გვყავს. ფანიკო 18-ის ხდება მალე და იმ ქალბატონსაც ჩვენთან ყოფნის 18 წელი უსრულდება. დღემდე გვივლის, რადგან არ ვართ დამოუკიდებელი ადამიანები, ვინც თავს ბოლომდე თავად უვლის. როცა ფანიკო პატარა იყო, ხშირად ვუცვლიდი საფენებს, ვაძინებდი და ა.შ.

 

რომელი უფრო ხშირად აძლევთ ერთმანეთს შენიშვნებს?

(სტეფანე): ფანიკო ალბათ გეტყვით, რომ მე ვაძლევ და მე გიპასუხებთ, რომ მუდმივად ჩემი კრიტიკით არის დაკავებული. ახლაც, აქ რომ მოვდიოდით, გზაში ისე ვიჩხუბეთ, რომ მერე ვიცინოდით, ვამბობდით, მანქანიდან რომ გადმოვალთ, ფანიკოს თმა აწეწილი ექნება და მე – ლოყები ჩამოხოკილი. ბოლოს მეუბნებოდა, გამიჩერე მანქანა, ახლავე სახლში მივდივარო.

 

რაზე იჩხუბეთ?

(ფანიკო): ვაიმე, არც მახსოვს, რაღაც სისულელეზე.

 

ფანიკო, ხასიათით, თვისებებით დედას უფრო ჰგავხართ თუ მამას?

მე მგონია, რომ მიქსი ვარ. ვერ ვიტყოდი, რომ რომელიმეს რადიკალურად ვგავარ. სიჯიუტეში დედას ვგავარ ალბათ, ხისტი, მეამბოხე ტიპია დედა. უარის თქმა რომ არ შემიძლია ხალხისთვის, ამით მამაჩემს ვგავარ.

 

 

ყველაზე მეტად რაში უგებთ ერთმანეთს? რაზე დგას მსოფლმხედველობრივი თანხვედრა?

(სტეფანე): მუსიკაში ყველაზე ნაკლებად. ღირებულებებში ვემთხვევით ერთმანეთს – საერთო ღირებულებები გვაქვს. ქვეყნის, ადამიანების, ცხოველების მიმართ დამოკიდებულებაში ვემთხვევით. ლოიალურ დამოკიდებულებებში ერთმანეთს ვგავართ.

(ფანიკო): ერთნაირი ღირებულებები გვაქვს. მე როგორც ვუყურებ ცხოვრებას, მშობლების დამსახურებაა და სხვა ვერავის დამსახურება ვერ იქნება. ერთმანეთის არ გვესმის მხოლოდ და მხოლოდ კერძებთან მიმართებით. მე ერთფეროვანი კვება მიყვარს. შემიძლია ერთი და იგივე რამე ვჭამო და სტეფანე სულ მეჩხუბება, რომ რამე ახალი დავაგემოვნო.

(სტეფანე): კლასიკური თინეიჯერია. მარტო „მაკდონალდსის“ საჭმელები უყვარს.

 

 

სამზარეულოში ფუსფუსებთ ხოლმე?

(ფანიკო): მე ძალიან მიყვარს, პროცესი მომწონს. თუმცა დიდად არ გამომდის.

(სტეფანე): მე საერთოდ არ მეხერხება.

 

მოდი, ორივემ დაასახელეთ, ერთმანეთში რა თვისებები გიყვართ ყველაზე მეტად და რომელ თვისებას ან დამოკიდებულებას შეცვლიდით?

(სტეფანე): ფანიკო კუროა ჰოროსკოპით და სიჯიუტე აქვს წარმოუდგენელი დოზით, რომელსაც ვერ შევცვლი, ვერაფრით ვერ შეიცვლება ეს თვისება. მის უამრავ დადებით თვისებასთან ერთად, ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ ძალიან კეთილია, ადამიანურია.

(ფანიკო): ერთი თვისება, რასაც არ შევცვლიდი სტეფანეში, არის მისი კრიტიკულობა ჩემ მიმართ. რადგან ავირჩიე სიმღერა და გადავწყვიტე მის კვალს გავყვე, არის საკმაოდ მკაცრი, რაც ძალიან მომწონს. არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც შვილებს ნაკლებად კრიტიკულად უდგებიან და რეალობას სცდებიან, აქებენ მაშინ, როცა არ ეკუთვნით ეს ქება. სტეფანე ამ მხრივ მკაცრია და მომთხოვნი. ასეთი მიდგომა აქვს: ან უნდა ვიყო იდეალური მომღერალი, ან საერთოდ არ ვიდგე სცენაზე. რასაც შევცვლიდი მასში ის არის, რომ კამათის დროს სარკაზმით მელაპარაკება და ცდილობს, უფრო გამომიყვანოს მდგომარეობიდან. აი, ამას დიდი სიამოვნებით შევცვლიდი.

 

რის კეთება გიყვართ ერთად მამა-შვილს?

(სტეფანე): ზოგადად დროის ერთად გატარება გვიყვარს, რაც საკმარისი დოზით ვერ გამოგვდის. ჩემი შვილი თინეიჯერია და უფრო ხშირად მეგობრებთან ერთად არის. ყველაფერი გვიყვარს ერთად, მათ შორის, მოგზაურობა.

(ფანიკო): ცხოვრებაში პირველად საზღვარგარეთ სტეფანესთან ერთად ვიყავი, თურქეთში და მერე პარიზში. ჩემი ერთ-ერთი დაუვიწყარი მოგონებაა.

(სტეფანე): ახლა ჩემზე მეტ ქვეყანაშია ნამყოფი. ისეთ სკოლაში დადის, რომ ხშირად 2-2 თვეს სხვადასხვა ქვეყანაში ატარებენ, სადაც მანამდე ნამყოფი არ არიან. ახლახან სამი ქვეყანა მოიარა. ხუთი დღის წინ დაბრუნდა, ამსტერდამსა და პარიზში იყო მეგობართან ერთად მარტო სამოგზაუროდ. მე და დედამისმა ხელწერილი დავწერეთ, რომ მარტო გამგზავრების ნებართვას ვაძლევდით.

 

 

რა მუსიკას უსმენთ ყველაზე ხშირად?

(სტეფანე): ვერ ვიტყვი, რომ ორივეს რაიმე კონკრეტული მიმართულებები და ჟანრები გვიყვარს. ფანიკოს ერთი პერიოდი ბილი აილიში ჰყავდა ამოჩემებული, ახლა არ ვიცი, თავად იტყვის. კლასიკას არ უსმენს. მე, ძირითადად, კლასიკას ვუსმენ მანქანაში. ზოგადად, განწყობის მიხედვით ვუსმენ მუსიკას.

(ფანიკო): ასე რადიკალურად ვერ ვიტყოდი, რომ კლასიკას არ ვუსმენ. დიდი სიამოვნებით დავესწრებოდი კლასიკური მუსიკის კონცერტს, მაგრამ ყურსასმენებში ჩანაწერის მოსმენა არ მსიამოვნებს.

 

ახლა რა სიმღერა გაქვთ აკვიატებული?

(სტეფანე): არ მჩვევია აკვიატება, ვთქვათ, შვიდჯერ მოვუსმენ მუსიკას და მერე მბეზრდება, იმ მელოდიით რომ გაჯერდება გონება.

(ფანიკო): მე ბოლო დროს ამოვიჩემე ქართული ბენდი Bedford Falls. შარშან მოვისმინე პირველად მათი სიმღერა და ძალიან ჩამრჩა მეხსიერებაში. მაშინ არ ვიცოდი, ვინ მღეროდა იმ სიმღერას. ყველაზე ხშირად ამ ბენდს ვუსმენ. დილით რომ გავიღვიძებ და სადმე მივდივარ, გზაში ყურსასმენებში Bedford Falls-ს ვუსმენ, ასევე Radiohead-ს.

 

როცა კონცერტისთვის ემზადებით, როგორია თქვენი სამუშაო პროცესი?

(ფანიკო): არასდროს ვჩხუბობთ ან ვკამათობთ კონცერტის წინ. ძალიან შეთანხმებულად ვმუშაობთ.

(სტეფანე): კონცერტის წინ დაუშვებელია კამათი, ძალიან მშვიდად, საქმიანად ვთანამშრომლობთ.

 

ფანიკო, სად ხედავთ საკუთარ თავს მომავალში, მუსიკაში?

(ფანიკო): აუცილებლად. მინდა, რომ ასე იყოს. სიმღერასთან ერთად მიზიდავს მსახიობობა. თეატრალურ ინსტიტუტში მინდა ჩაბარება, წელს ვხდები სტუდენტი და ცოტა ვღელავ. ასე რომ, მსახიობობაც მინდა სიმღერასთან ერთად, თუმცა მუსიკა სულ პრიორიტეტი იქნება.

 

სტეფანე, რომ არა სცენა და სიმღერა, სად წარმოიდგენდით საკუთარ თავს, რომელ სფეროში?

(სტეფანე): ალბათ საპროდიუსერო საქმეში. ვიქნებოდი მუსიკალური პროდიუსერი ან ივენთმენეჯერი. სხვა საქმე არ მიკეთებია და 46 წლის ასაკში გამიჭირდება სხვა სფეროში საკუთარი თავის წარმოდგენა.

 

 

ახალ წელს როგორ შეხვდებით?

(სტეფანე): მე ბათუმის „რუმსში“, კონცერტზე შევხვდები. ფანიკო თბილისში იქნება.

(ფანიკო): დედასა და ჩემს ძაღლთან ერთად შევხვდები ახალ წელს. მთელი ოჯახი ერთად შევიკრიბებით და მერე ჩემს მეგობრებს გავუვლი.

 

სტეფანე, თქვენთვის ახალი წელი ალბათ ყველაზე ნაკლებადაა ოჯახური დღესასწაული. რთულია საახალწლო სამუშაო რეჟიმი?

17 წლის ვიყავი პირველად, ახალ წელს რომ კონცერტზე, სახლის გარეთ შევხვდი. ამის მერე მხოლოდ კოვიდის დროს მოხდა ისე, რომ ახალ წელს სახლში შევხვდი და ძალიან დაბნეული ვიყავი ამ ფაქტით. მეორედ შარშან, აქციების გამო რომ გავაუქმეთ კონცერტები, მომიწია ახალი წლის შინ შეხვედრამ, ამანაც ძალიან დამაბნია და მივხვდი, რომ არ მინდა ასე. ჩემთვის ბუნებრივი მდგომარეობაა ახალი წლის სცენაზე შეხვედრა. როცა არ ვმღეროდი, დიდ ივენთებს რომ ვაკეთებდით, ყოფილა შემთხვევა, რომ ახალ წელს სცენის ქვეშ შევხვედრივარ, ელექტრიკოს მუშებთან ერთად რაღაც ტექნიკური პრობლემის მოგვარების პროცესში. როცა ძალიან ახალგარზდა ვიყავი და 5-6 ადგილას ვმღეროდი, ყოფილა შემთხვევა, ტაქსიში შევხვედრივარ ახალ წელს ტაქსის მძღოლთან ერთად და ერთმანეთისთვის მიგვილოცავს. არასდროს მქონია ახალი წლის ისეთი აჟიტირებული მოლოდინი, როგორც სხვა ადამიანებს აქვთ. ძალიან რთულია, მაგრამ მირჩევნია ასე, ჩემებურად იყოს ყოველთვის და არა სხვანაირად – ტრადიციულად. ახლაც, „რუმსში“ რომ ვიმღერებ, უნდა ჩავჯდე მანქანაში და სასწრაფოდ ჩამოვიდე თბილისში, რადგან ბედობას „ონორეში“ უნდა შევხვდე.

 

პროექტის ავტორი: ნიკა გომართელი
ფოტო: ნანო თანოშვილი
ვიზაჟი: სოფია საენკო

ტექსტი: თაკო გვაზავა
ლოკაცია: Vangal Studio

ასევე გაეცანი

#OK! Medcorner – სივრცე, სადაც ინოვაცია, პროფესიონალიზმი და ესთეტიკა ერთმანეთთან თანხვედრაშია
OK! Doctors

#OK! Medcorner – სივრცე, სადაც ინოვაცია, პროფესიონალიზმი და ესთეტიკა ერთმანეთთან თანხვედრაშია

January 7, 2026
#OK! 24-წლიანი გამოცდილება ერთ ბრენდში  „კორპო“ –  კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის ახალი სტანდარტი ჯიპიაი ჰოლდინგისგან
ინტერვიუ

#OK! 24-წლიანი გამოცდილება ერთ ბრენდში „კორპო“ –  კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის ახალი სტანდარტი ჯიპიაი ჰოლდინგისგან

January 7, 2026
#OK! მედიცინა, ემპათია და ლიდერობა – ინდირა კოპალეიშვილის გზა
OK! Doctors

#OK! მედიცინა, ემპათია და ლიდერობა – ინდირა კოპალეიშვილის გზა

January 7, 2026
#OK! წლის რჩეული ოფთალმოლოგი ილონა წერედიანი
OK! Doctors

#OK! წლის რჩეული ოფთალმოლოგი ილონა წერედიანი

January 7, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! გაღიავებული წარბები, როგორც ტრენდი სელებრითებში – ბელა ჰადიდის უახლესი პაპარაცული ფოტოები

#OK! გაღიავებული წარბები, როგორც ტრენდი სელებრითებში – ბელა ჰადიდის უახლესი პაპარაცული ფოტოები

July 22, 2022
#OK! ექთნების საერთაშორისო დღე

#OK! ექთნების საერთაშორისო დღე

May 12, 2024
#OK! ვინ არის ინეს დე რამონი? –  გაიცანით ბრედ პიტის შეყვარებული

#OK! ვინ არის ინეს დე რამონი? – გაიცანით ბრედ პიტის შეყვარებული

July 11, 2025
#OK! გაზაფხულის დღესასწაული L’OCCITANE -ში

#OK! გაზაფხულის დღესასწაული L’OCCITANE -ში

March 14, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ადრიანო ჩელენტანოს და კლაუდია მორის ქორწინების საიდუმლო, რომელიც 60 წელზე მეტია გრძელდება

#OK! ადრიანო ჩელენტანოს და კლაუდია მორის ქორწინების საიდუმლო, რომელიც 60 წელზე მეტია გრძელდება

January 6, 2026
#OK! საკუთარ ხმასთან დაბრუნება – ნათია დუმბაძემ მსმენელს ახალი სიმღერა „ჩემი გულით“ წარუდგინა

#OK! საკუთარ ხმასთან დაბრუნება – ნათია დუმბაძემ მსმენელს ახალი სიმღერა „ჩემი გულით“ წარუდგინა

January 5, 2026
#OK! ანჯელინა ჯოლი ჰოლივუდიდან მიდის

#OK! ანჯელინა ჯოლი ჰოლივუდიდან მიდის

January 5, 2026
#OK! სოფიო ბზეკალავა: 2026 გარდამტეხი წელი იქნება

#OK! სოფიო ბზეკალავა: 2026 გარდამტეხი წელი იქნება

January 5, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები