„The Devil Wears Prada 2“ წლის ერთ-ერთი ყველაზე მოსალოდნელი ფილმია. ორიგინალი ვარსკვლავები – მერილ სტრიპი, ენ ჰეთევეი, ემილი ბლანტი და სტენლი ტუჩი კვლავ უბრუნდებიან თავიანთ როლებს, რაც 2006 წლის საკულტო ჰიტის გაგრძელებას განსაკუთრებულ მოლოდინს აძლევს.
სტენლი ტუჩი, რომელმაც პირველ ფილმში მერილ სტრიპის ელეგანტური და ერთგული თანაშემწის როლი შეასრულა, წლების განმავლობაში დამოუკიდებელ პროექტებზე აქტიურად მუშაობდა. თუმცა სწორედ „The Devil Wears Prada“-მ მოუტანა მას ფართო პოპულარობა და ერთგვარად შეცვალა მისი პირადი ცხოვრებაც. სწორედ ფილმის და ემილი ბლანტის დამსახურებით შეხვდა სტენლი მის მეუღლეს, ემილის უფროს დას, ფესილიტი ბლანტს.
2012 წლიდან სტენლი ტუჩი დაქორწინებულია ფელისიტი ბლანტზე, რომელიც ემილი ბლანტის უფროსი დაა. ფელისიტი წარმატებული ლიტერატურული აგენტია და Curtis Brown Group-ში მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ ის შოუ-ბიზნესის ნაწილი არ არის, ჰოლივუდის სამყაროსთან მუდმივი კავშირი აქვს თავისი დის კარიერისა და წრის მეშვეობით. ფელისიტი და სტენლი პირველად 2006 წელს, „The Devil Wears Prada“-ს პრემიერაზე შეხვდნენ, მათ ერთმანეთი ემილი ბლანტის მეშვეობით გაიცნეს. იმ დროს ტუჩი დაქორწინებული იყო თავის პირველ მეუღლეზე, ქეით სპეიტ-ტუჩიზე. მსახიობი მოგვიანებით იხსენებდა, რომ იმ საღამოს ფელისიტი და მისი მეუღლე ერთმანეთს შეხვდნენ და ერთად გადაღებული ფოტოც კი არსებობს, რომელიც დღემდე მისთვის განსაკუთრებულ, თითქმის სიმბოლურ მოგონებად რჩება.
:max_bytes(150000):strip_icc():focal(149x0:151x2)/stanley-tucci-300-158f383d0e72430f93f9303c06990fd4.jpg)

ქეითის გარდაცვალების შემდეგ, 2009 წელს, სტენლი ტუჩი ძალიან მძიმე პერიოდს გადიოდა. მსახიობი ღიად საუბრობდა, რომ ეს მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპი იყო, რომელიც არა მხოლოდ ემოციურად, არამედ ოჯახურადაც დიდ გამოწვევად იქცა. 2010 წელს კი, თითქოს შემთხვევით, მისი გზა კვლავ გადაიკვეთა ფელისიტისთან — ამჯერად ემილი ბლანტისა და ჯონ კრასინსკის ქორწილში, იტალიაში. სწორედ ეს შეხვედრა გახდა მათი ურთიერთობის ახალი დასაწყისი. მალევე მათ შორის რომანტიკული კავშირი ჩამოყალიბდა, რომელიც სწრაფად გადაიზარდა სტაბილურ ურთიერთობაში.

სტენლი ტუჩი და ფელისიტი ბლანტი 2012 წელს დაქორწინდნენ. წყვილმა თავდაპირველად კერძო ცერემონია გამართა, მოგვიანებით კი ლონდონში უფრო მასშტაბური ქორწილი გადაიხადა, რომელსაც ესწრებოდნენ ჰოლივუდის ცნობილი სახეები – მათ შორის მერილ სტრიპი, კოლინ ფერტი და ჯულიან მური. მათი ქორწილი მედიისთვის ერთ-ერთ ყველაზე ელეგანტურ და დახურულ A-list ღონისძიებად შეფასდა. დღეს წყვილს ორი შვილი ჰყავს: მატეო და ემილია. სტენლის ასევე სამი შვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან: ტყუპები ნიკოლო და იზაბელი და ქალიშვილი კამილა.
:max_bytes(150000):strip_icc():focal(999x0:1001x2):format(webp)/stanley-tucci-kids-nicolo-61e41631ac944d139d0c0257b7901d4b.jpg)
ტუჩი ხშირად აღნიშნავს, რომ ფელისიტისთან ურთიერთობა მისთვის მხოლოდ სიყვარულზე მეტია — ეს არის მხარდაჭერა, სტაბილურობა და ძალა, რომელიც მას რთული პერიოდების გადალახვაში დაეხმარა. მისი თქმით, ფელისიტი გახდა ადამიანი, რომელმაც მის ცხოვრებაში „ყველაფერი უფრო მარტივი და უფრო ნათელი გახადა“.
:max_bytes(150000):strip_icc():focal(999x0:1001x2)/stanley-tucci-felicity-blunt-4-8258e1126e384e0885ddee862d142007.jpg)
ასევე დაგაინტერესებთ
#OK! 2006 vs 2026 – ,,The Devil Wears Prada” 20 წლის შემდეგ წითელ ხალიჩაზე











