• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! ჰოროსკოპი

#OK! სოფიო ბზეკალავა: 2026 გარდამტეხი წელი იქნება

January 5, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

ახალ წელს ახალი იმედებით ვხვდებით. მძიმე იყო 2025 წელი – მუდმივ სტრესში გავატარეთ ყველა დღე. ბუნებრივია, წლის ბოლოს ყველაზე მეტად 2026 წლის ასტროლოგიური პროგნოზი გვაინტერესებს, რაშიც სოფიო ბზეკალავა გაგვარკვევს.

სოფიო ბზეკალავა: 2026 ტურბულენტური და გარდამტეხი წელი იქნება. ეს არის ცეცხლოვანი ცხენის წელი. არის ალბათობა, სამყარო დაიყოს სამხედრო ალიანსებად. რადიკალური წელი იქნება – შუალედის გარეშე. არ იქნება არჩევანი. უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, გავაკეთოთ არჩევანი და ყოველდღე ეს არჩევანი კიდევ ერთხელ უნდა ავირჩიოთ. ეს განსაკუთრებით საგრძნობი იქნება აგვისტოდან. უნდა შეინარჩუნოთ წონასწორობა, არაა საჭირო ინფანტილიზმი და სხვის იმედად ყოფნა. ყველას ვურჩევდი, იყოს საკუთარი თავის და შესაძლებლობების იმედზე. გამოღვიძების წელია. გაუმართლებთ იმ ადამიანებს, ვინც თამამი და გამბედავია, იმოქმედებს ცივი გონებით და ცხელი გულით. 2026 წელი იქნება სიყვარულის წელი, ბევრი დაწყვილდება, ბევრი ბავშვი დაიბადება.

ახალი ცხოვრება ძველი მეთოდებით არ გაამართლებს. ვინც მზადაა მოსინჯოს ახალი გზები და არ გაჩერდება, მიუხედავად იმისა, რომ მაშინვე არ მოვა წარმატება, ივლისიდან სიტუაცია უკეთესობისკენ შეეცვლება. ეს იქნება პასუხისმგებლობის წელი. დაარქვი სახელი შენს ბრაზს, დისკომფორტს და ეს აქციე კონსტრუქციად. გამოიყენე კრიზისი, როგორც ახალი სტარტი. ბევრი იძულებული იქნება გაბრაზდეს და შეცვალოს თავისი ცხოვრება. სამწუხაროდ, ბევრი უმიზეზოდაც გაბრაზდება, დაანგრევს საკუთარ თავს და დააზიანებს გარემოსაც. ბევრ ადამიანს ექნება პროტესტი და არ იმუშავებს საკუთარ თავზე. 4 პლანეტა, – აქედან 3 უმაღლესი და ერთი სოციალური – იცვლის დგომას. ძველი სამყარო აღარ იქნება, ძველი ცხოვრება აღარ დაბრუნდება. უნდა გააკეთო არჩევანი და ახალ რეალობაში შექმნა ახალი მე.

2026 წელს ყველაზე კარგად თავს იგრძნობენ კარდინალური ნიშნები: თხის რქა, ვერძი, კირჩხიბი და სასწორი. მათ ცხოვრებაში ყველაზე მეტად დადგება არჩევანი, რომ კარდინალურად შეცვალონ ცხოვრება.

 

ვერძი

ვერძები თუ დასკვნას გამოიტანენ განვლილი ცხოვრებიდან, კარგ შედეგებს მიიღებენ. პრობლემა იქნება მათთვის – იჩქარე ნელა. ზოგიერთი განქორწინდება. შესაძლოა წლების განმავლობაში ბევრ რამეს ითმენდა, მაგრამ უცებ გამოფხიზლდება და პატარ დეტალს გადააყოლებს ქორწინებას. რადიკალური ცვლილებები ელოდებათ ვერძებს. ძალიან თავაწყვეტილი წელია მათთვის. ბალანსირება დასჭირდებათ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე. დიდი შანსია, რომ თავი დაკარგონ. რადგან ინდივიდუალური პასუხისმგებლობის წელია, იმპულსური გადაწყვეტილებები კარგს არაფერს მოიტანს. იქნება საინტერესო კოლაბორაციები. ვერძს მოუწევს გააცნობიეროს, რომ მთლიანობის ნაწილია, მაგრამ ინდივიდუალიზმი არ უნდა დაკარგოს. ფავორიტი ნიშანია და დიდი ცვლილებები ელოდება 2026-ში.

 

კურო

რთული წელი იქნება კუროსთვის. შეიძლება ითქვას, რომ აუტსაიდერია. კუროს არ უყვარს ცვლილებები, კრიზისები. შრომობს სიამოვნებისთვის. გაცილებით იოლი იქნება მისთვის ეს წელი, თუ გაბედავს და გამოვა კომფორტის ზონიდან. ზოგს მოუწევს შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი, ზოგს კი – ძველი მატერიალური შემოსავლის სრულად ხელიდან გაშვება. კუროს უყვარს გეგმაზომიერი ცხოვრება. ვერ იქნება ეს წელი მისი გეგმის მიხედვით. ბევრს ექნება ჯანმრთელობის პრობლემა. თუ შანსს გამოიყენებენ და შეიცვლებიან, ნამდვილად იქნება ახალი დასაწყისი. გლობალურად გადააფასებენ ბევრ რამეს.

 

ტყუპები

ტყუპებისთვისაც მნიშვნელოვანი წელია. იცვლება პარადიგმა – რისი გჯერა შენ. ბევრი გახდება მორწმუნე. კარგი დროა ახალი ცოდნის მისაღებად, ახალი კავშირების გასაბმელად. თუ თვალსაწიერს გაზრდიან და არ მოითხოვენ გარანტიებს, ბევრი რამე შეიცვლება მათ ცხოვრებაში. გადააფასებენ ახლო გარემოცვას. ბევრი რამე განულდება, რომ ახალი რწმენა მოიპოვონ. იქნება როგორც ბევრი დაოჯახება, ასევე, ბევრი განქორწინება. დაწყვილდებიან საერთო ინტერესებით, იდეით, ბიზნესით დაკავშირებული ადამიანები.

 

 

კირჩხიბი

კირჩხიბისთვის ძალიან ტრანსფორმაციული წელია. გარანტიები უყვართ, ფრთხილი ხალხია. ექნებათ ძალიან დიდი ხნის დაგროვილი ენერგიის ამოფრქვევა. ზოგიერთი კირჩხიბი წარმოუდგენელ სითამამეზე წავა მეწყვილესთვის – თითქოს უნდა იომოს სიყვარულისთვის, საოცრებები ჩაიდინოს, რომ მოიპოვოს პარტნიორი როგორც რესურსი. შეიძლება ჩაებას ინოვაციურ ბიზნესში, სადაც არ იქნება გარანტიები. წლის მეორე ნახევარში მათი ფინანსური მდგომარეობა დასტაბილურდება. ფული, რესურსი, სიმყარე და მოტივაცია მოემატებათ.

 

ლომი

ლომები თუ ფიქრობენ, რომ დროა სამსახური შეიცვალონ – აუცილებლად მოუწევთ შეცვლა. თუ შენ არ წამოხვალ სამსახურიდან, გამოგიშვებენ. კონფლიქტის შლეიფი დიდხანს გაჰყვებათ. ლომი ფიქსირებული ნიშანია. ფიქსირებულ ნიშნებს არ უყვართ ცვლილებები. ტრანსფორმაცია მოიტანს ახლა ურთიერთობებს, ახალ შეგრძნებებს, შესაძლებლობებს და ფინანსურ რესურსებს. სამყარო გეუბნებათ – გაბედე. მიუხედავად დიდი შესაძლებლობებისა, უჭირთ ლომებს გარანტიების გარეშე ნაბიჯების გადადგმა. ურთიერთობების გადახედვა მოგიწევთ – უნდა აღიაროთ, რომ რაღაც თქვენი ბრალიცაა, ცვლილებია საჭირო. რაც დასასრულებელია, უნდა დაასრულოთ.

 

ქალწული

ქალწულისთვისაც რთული წელი იქნება. მათი პრინციპია – დაგეგმე და აკონტროლე. ივლისამდე მოუწევთ საკუთარი თავის ძველი ვერსიისგან გათავისუფლდნენ. ექნებათ რაციონალური შიშები, მაგრამ ახალ რესურსზე, ფინანსურ შემოსავალზე გავლენ. აუცილებელია გააცნობიერონ, რომ ფული, როგორც საკუთარი, ისე სხვისი, შესაძლოა თავის ტკივილი გახდეს. დიდი დაკვირვება სჭირდებათ, რაზე იღებენ პასუხისმგებლობას. დაუკვირვებელმა ნაბიჯებმა შესაძლოა მომავალში სასამართლო დავა გამოიწვიოს. ბევრი ქალწულის დღის წესრიგში დგას ემიგრაცია. თუ გადაწყვეტენ წასვლას, უნდა იცოდნენ, რომ ეს ნაბიჯი 2 წელი მაინც არ მოიტანს იმ შედეგს, რასაც ელოდნენ. ბევრ შიშს გაუსწორებენ თვალს, ახალ კავშირებს დაამყარებენ. ეს წელი ქალწულისთვის გარდამტეხია.

სასწორი

სასწორები მიიღებენ ახალ სტატუსს – იქნება განქორწინებებიც და ქორწინებებიც. ახალი ეტაპია სწავლისა და განვითარებისთვის. იქნებიან მოტივირებულები. შესაძლოა ჰქონდეთ საცხოვრებლის გაორება – გაყოფა, ორ ადგილას ცხოვრება. ემატებათ გამბედაობა, ისწავლონ „არა“-ს თქმა. დედა მოითხოვს სასწორისგან მეტ ყურადღებას და რესურსს, რამაც შესაძლოა დედმამიშვილებთან კონფლიქტი განაპირობოს. ახალი ცოდნის, ახალი პროფესიის შეძენის შესაძლებლობა გაჩნდება. იქნება ახალი შემოქმედებითი პროექტები, ურთიერთობების ახლებური ხედვა.

 

მორიელი

მორიელი უნდა მოუფრთხილდეს ჯანმრთელობას. იზრდება ავარიების ალბათობა. თუ აქვს ჯანმრთელობის პრობლემა და ქირურგიული ჩარევა სჭირდება, არ უნდა დატოვოს უყურადღებოდ. შესაძლოა იპოვოს მკურნალობის ალტერნატიული გზები და საბოლოოდ განიკურნოს. მას ექნება შანსი, გააუმჯობესოს სამუშაო გარემო, თუ ხელმძღვანელია, დაალაგოს ურთიერთობები დაქვემდებარებულებთან. ბოლო წლებში ჰქონდა აზრები, რომ თავისიანები ებრძვიან – გველი გამიზრდია უბეშიო, ფიქრობდა. ბევრი რამე გაირკვევა. ფარდა აეხდება ფარულ სექსუალურ ურთიერთობებს და რეპუტაციულად დაარტყამთ. არის შანსი, წამოიწყოს საქმიანი ურთიერთობა ნათესავებთან და, ასევე, არის შანსი, ედავოს მათ. მორიელებს ვურჩევდი, მოიკრიბონ ძალა და მოთმინება – უხლოესი 2 წლის განმავლობაში ძველი სისტემები აღარ იმუშავებს. რაც უფრო მიაწვება, უფრო მეტად აიტკივებს თავს. არ მოჭრას ის ტოტი, რომელზეც ზის და არ ეომოს საკუთარ გარემოცვას. მორიელს გაუჭირდება ახალი სისტემის მიღება.

 

მშვილდოსანი

მშვილდოსნებთანაც ურთიერთობების თემა აქტიურდება. გამოჩნდება უცხო ყაიდის და სტილის პარტნიორი, რომელიც მისთვის აბსოლუტურად უცხოა. უცნაურია, მაგრამ შეიძლება ყველაზე სტაბილური სწორედ ასეთი ურთიერთობა აღმოჩნდეს. ახალი ეტაპი იწყება მშვილდოსნის ცხოვრებაში. მთავარი თემებია: უცხოეთი, სწავლა, ახალი პროექტები. განსაკუთრებით იმათთვის, ვინც გასართობ ინდუსტრიაშია და საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა – ბევრი ბენეფიტი ექნებათ.

თხის რქა

გამოწვევების კუთხით თხის რქისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წელია. მთავარი თემებია: ბალანსის პრობლემა, ურთიერთობები და სამსახური. სამსახური თუ ურთიერთიერთობები – ამის დაბალანსება მოუწევს. თხის რქას უყვარს, როცა საქმეში დებს 100 პროცენტს, არ უყვარს დახმარების თხოვნა – მოუწევს საკუთარი რესურსის დელეგირება. უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ ვერ იქნება ყველგან და ვერ გააკეთებს ყველაფერს. იმათთვის, ვინც ახალი საქმე წამოიწყო, შემაფერხებელი შეიძლება აღმოჩნდეს კრიტიკა და ჩაერთვებათ – კიდევ ერთი დიპლომი ხომ არ ავიღო. არა! ეს წელი გეუბნება, იყავი ის, ვინც ხარ. ნუ მოუსმენ სხვებს. ყველაფერი გადის იმაზე, პასუხისმგებლობას როგორ ანაწილებ და რამდენად თავდაჯერებული ხარ. თხის რქას თვითკმარობის პრობლემა ივლისამდე ექნება. შესაძლოა ყველაზე ახლო გარემოცვამ გაგაუფასუროთ. ეს წელი თვითდამკვიდრების წელია. მთავარია, საზღვრები მონიშნოთ ზუსტად – განსაზღვროთ რამდენის აღება შეგიძლიათ საკუთარ თავზე.

 

 

მერწყული

მერწყულს მოუწევს ტყავის გაძრობა. თითქოს 2025-ში მზად იყო ახალი სამყაროს მისაღებად, მაგრამ უკან დაქაჩეს. დარჩა შეუსრულებელი ვალდებულებები, რაც ეხება ფულს და პასუხისმგებლობას გუნდზე, ჯგუფზე, კოლექტივზე და ასევე, მის სიხარბეს, მოუთოკავ ეგოს. მერწყულს ჰგონია, ყველაფრის უფლება აქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პასუხი არ მოეთხოვება. მერწყული ისჯება კარმით და მოდის ახალი ეტაპი მის ცხოვრებაში – ორ ქვეყანაში ცხოვრება, ახალი კოლექტივი, ახალი ურთიერთობები. უნდა მიიღოს, რომ ჩვეულებრივი ადამიანია და ჩამობრძანდეს პიედესტალიდან. მისი მეგობრულობა შეფარული ნიღაბია, რომ მერე ადამიანები მართოს. მოუწევს ჩრდილიდან გამოსვლა და რიგითად ყოფნა. როცა აღიარებს თავის ნამდვილ სახეს, ზუსტად მაშინ გახდება ლიდერი. ესაა მერწყულის ოცნება ძალაუფლებაზე.

 

თევზები

დადგა დრო, თევზებმა აისრულონ ოცნებები. უნდა გაბედოთ. ადექით, იმოძრავეთ და მიიღეთ ის, რაც გინდათ. ჩადეთ რესურსი საკუთარ განვითარებაში, დაიწყეთ ახალი საქმე – კარგ შედეგს მიიღებთ. ბევრი დაიწყებს ბიზნესს წყვილში. ან პირიქით – ბიზნესიდან დაიწყებს პირადი ურთიერთობას. დადგა დრო, განახორციელონ საკუთარი ოცნებები ემიგრაციაზე, ახალ საქმეზე. უნდა შეცვალონ ცხოვრების წესი. ბევრი იპოვის ახალ საზრისს. თევზებისთვის მხოლოდ ცვლილებები მოიტანს წარმატებას.

 

ტექსტი: ქეთი ლომსაძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! Medcorner – სივრცე, სადაც ინოვაცია, პროფესიონალიზმი და ესთეტიკა ერთმანეთთან თანხვედრაშია
OK! Doctors

#OK! Medcorner – სივრცე, სადაც ინოვაცია, პროფესიონალიზმი და ესთეტიკა ერთმანეთთან თანხვედრაშია

January 7, 2026
#OK! 24-წლიანი გამოცდილება ერთ ბრენდში  „კორპო“ –  კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის ახალი სტანდარტი ჯიპიაი ჰოლდინგისგან
ინტერვიუ

#OK! 24-წლიანი გამოცდილება ერთ ბრენდში „კორპო“ –  კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის ახალი სტანდარტი ჯიპიაი ჰოლდინგისგან

January 7, 2026
#OK! მედიცინა, ემპათია და ლიდერობა – ინდირა კოპალეიშვილის გზა
OK! Doctors

#OK! მედიცინა, ემპათია და ლიდერობა – ინდირა კოპალეიშვილის გზა

January 7, 2026
#OK! წლის რჩეული ოფთალმოლოგი ილონა წერედიანი
OK! Doctors

#OK! წლის რჩეული ოფთალმოლოგი ილონა წერედიანი

January 7, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული ვარსკვლავები გრემის რიგით 63-ე დაჯილდოებაზე!

#OK! ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული ვარსკვლავები გრემის რიგით 63-ე დაჯილდოებაზე!

March 15, 2021
#OK! 5 ფილმი, რომელიც საოცარ ემოციას მოგგვრით

#OK! 5 ფილმი, რომელიც საოცარ ემოციას მოგგვრით

April 5, 2022
#OK! რა ეცვა მეგან მარკლს Women of Vision-ის დაჯილდოებაზე

#OK! რა ეცვა მეგან მარკლს Women of Vision-ის დაჯილდოებაზე

May 17, 2023
#OK!  ჯოლის და დეპის ფარული შეხვედრები – რას წერს უცხოური პრესა?

#OK! ჯოლის და დეპის ფარული შეხვედრები – რას წერს უცხოური პრესა?

July 29, 2025

კვირის ჰიტები

საჩუქრები, რომლებსაც ბავშვები გულით ელიან

საჩუქრები, რომლებსაც ბავშვები გულით ელიან

January 5, 2026
#OK! მამაკაცმა მოხუცი მშობლები 160 კილომეტრის მანძილზე ზურგით ატარა

#OK! მამაკაცმა მოხუცი მშობლები 160 კილომეტრის მანძილზე ზურგით ატარა

January 5, 2026
#OK! წარმატებას თავად შენ ქმნი

#OK! წარმატებას თავად შენ ქმნი

January 7, 2026
#OK! 24-წლიანი გამოცდილება ერთ ბრენდში  „კორპო“ –  კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის ახალი სტანდარტი ჯიპიაი ჰოლდინგისგან

#OK! 24-წლიანი გამოცდილება ერთ ბრენდში „კორპო“ –  კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის ახალი სტანდარტი ჯიპიაი ჰოლდინგისგან

January 7, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები