• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! როცა მიზანი დიდია… სკოლა „IB მთიების“ წარმატების ისტორია

January 6, 2024
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

 

გიფიქრიათ, როდის იბადება საინტერესო იდეა? ალბათ, მაშინ, როცა ამის არც ადგილია და არც დრო. სწორედ ამ დროს გამოჩნდება ის ერთი ადამიანი, რომელიც არ უშინდება რეალობას და დროს წინ უსწრებს. 90-იანი წლების საქართველო – უშუქობისა და უგაზობის პერიოდი, ძალიან რთული წლები… და ამ დროს თბილისის ერთ-ერთი სკოლის დირექტორის მოადგილეს უჩნდება კერძო სკოლის შექმნის იდეა, რომელიც მაშინ ბევრს უტოპიური ეგონა. სკოლა „IB მთიების“ დირექტორი ნინო ჩიკვაიძე და ფინანსური დირექტორი ანა ჯავახიშვილი გვიყვებიან, თუ რა არის სკოლა „IB მთიების“ წარმატების მიზეზი და როგორია ნინოს ცხოვრება სკოლის კედლებს მიღმა.

 

ქალბატონო ნინო, როგორი იყო თქვენი პროფესიული გზა „IB მთიებამდე“?

როდესაც უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე, მალევე მივხვდი, რომ ჩემთვის პრიორიტეტი იყო თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამომეყენებინა. მესამე კურსიდან უკვე დავიწყე სკოლებთან თანამშრომლობა. თავიდანვე მე-10, მე-11კლასებს ვასწავლიდი. ორი წლის შემდეგ კი ერთ-ერთ სკოლაში წარმადგინეს დირექტორის მოადგილის პოზიციაზე, საიდანაც ჩემი, როგორც დირექტორის, კარიერა დაიწყო.

 

 

როდის და როგორ გაგიჩნდათ კერძო სკოლის – „IB მთიების“ გახსნის იდეა?

ურთულესი პერიოდი იყო – 1994 წელი, არა შუქი, არა გაზი, არა წყალი… ამის პარალელურად კი მოსწავლეების დამოკიდებულება სკოლის მიმართ არცთუ ისე სახარბიელო იყო, ალბათ, სკოლაც სცოდავდა მაშინ, ამ დროს პედაგოგობა არც ისე საინტერესო გახდა ჩემთვის. დამეთანხმებით, ალბათ, რომ უკუკავშირი ნებისმიერ პროფესიას სჭირდება. მაშინ ვიფიქრე, დამეწერა კერძო სკოლის კონცეფცია. ჩემს თავს ვუთხარი – თუ გამოგივა, ძალიან კარგი, თუ არადა, თავს დავანებებ ამ პროფესიას… გამოვიდა.

 

როგორ ფიქრობთ, რის ხარჯზე გამოვიდა?

უპირველესად, უზარმაზარი სურვილის. ეს იყო ძალიან დიდი გამოწვევა ჩემთვის. 12-13 წელი ვიმუშავე პედაგოგად და მენანებოდა ამ წლების ისე ჩავლა. არ მინდოდა ამ სფეროში ჩემი მოღვაწეობა ასე უბრალოდ დასრულებულიყო. გარდა ამისა, დამეხმარა ჩემი ხასიათი – რას ჰქვია, არ გამომივა?! მე ჩემს მაქსიმუმს მაინც გავაკეთებ. იყო რაღაც იმპულსი, რომ ეს უნდა გამეკეთებინა. იმ დროს ჩემი იდეა უტოპიურად ჟღერდა, რადგან საქართველოში კერძო სკოლები არ არსებობდა. სწორედ ამიტომ შესაბამისი ლიცენზიის გასაცემად სპეციალური კომისია შეიქმნა, რომლის თავმჯდომარე გია მურღულია გახლდათ. მათი გადაწყვეტილებით, გაიცა პირველი-მეექვსე კლასების გახსნის ლიცენზია. ასე შეიქმნა სკოლა-პანსიონი „მთიები“. გამოცხადდა მოსწავლეთა მიღება… დავიწყეთ ხუთწლიანებით, ე.წ. მოსამზადებელი კლასით და მივიღეთ შვიდი მოსწავლე. ყოველ წელს სკოლა პროგრესირდებოდა, ნელ-ნელა ვზრდიდი კომპანიას, ვიკრებდი კრეატიულ თანამშრომლებს, უფრო და უფრო მეტი მშობელი გვანდობდა შვილის მომავალს.

 

როგორ ფიქრობთ, რას მოაქვს წარმატება?

ჩემთვის ამოსავალი წერტილი არასოდეს ყოფილა წარმატება, მე ჩემს საქმეს ვაკეთებ და წარმატება თავისით მოდის. მიყვარს ჩემი საქმე და მისი სარგებლიანად კეთება. ჩემი მიზანია, ვიღაცას სარგებელი მოვუტანო, მაგალითად: მოსწავლეს მოტივაციო გავუზარდო, მასწავლებელი კომფორტულად იყოს, თანამშრომელიც გაიზარდოს, რადგან დღეს, მგონი, მოსწავლეებზე მეტად თანამშრომელთა ზრდა უფრო პრობლემაა.

 

„IB მთიების“ გუნდი…

ყველაზე მეტად ვამაყობ იმ ჯანსაღი ურთიერთობით, რაც მე და ჩემს გუნდს გაგვაჩნია. ყველა თანამშრომელი ცდილობს კოორდინირებულად და ერთ გუნდად იმუშაოს, რაც დადებით შედეგს გვაძლევს.

 

 

ანა ჯავახიშვილი, „IB მთიების“ ფინანსური დირექტორი: თამამად შეიძლება ითქვას, რომ – „IB მთიების“ წარმატება იმ ძლიერი, ერთგული და მშრომელი გუნდის დამსახურებაა, რომელიც ჩვენ გვყავს. წლებია ერთად მოვდივართ და ვვითარდებით. პირადად მე კომპანიის განვითარებაში არაოფიციალურად გახსნის დღიდან ვარ ჩართული, მაგრამ 2008 წელს, კომპანიაში გარკვეული სირთულეების გამო, გადავწყვიტე ოფიციალურად ამეღო პასუხისმგებლობა ფინანსურ საკითხებზე, რასაც სხვადასხვა საკითხის წარმატებით გადაწყვეტა მოჰყვა.

 

ქ-ნო ნინო, გაგვაცანით თქვენი ოჯახი…

ჩემი შვილი – ანა ჯავახიშვილი და ჩემი შვილიშვილი მიხეილი.

 

როგორი ბებიაა ქალბატონი ნინო?

(ანა): ზოგადად ვიტყვი, რომ ძალიან სამართლიანი და მშრომელი ადამიანია ნინო, და ჩვენც შეგვაყვარა შრომა. შეიძლება ითქვას, რომ ბებიობამ შეცვალა, ძალიან ყურადღებიანი და მზრუნველი ბებიაა. სრულიად არის ჩართული მიხეილის ყოველდღიურობაში, ხშირად ატარებენ ერთად დროს ბებია და შვილიშვილი.

 

(მიხეილი): ძალიან მიყვარს ბებოსთან ერთად გატარებული დრო. ძალიან კარგი და მზრუნველი ბებიაა. ხშირად დავდივართ ქალაქგარეთ, დასასვენებლად, გასართობ ცენტრებში…

 

 

 

რომელი საგნები გიყვარს სკოლაში?

(მიხეილი): ძალიან მიყვარს ისტორია, მეცნიერება და სპორტი.

 

თავისუფალ დროს…

(ნინო): ერთხელ მახსოვს, შვედეთში მივლინების დროს, ერთ-ერთი დიდი პანსიონის დირექტორი მეკითება – თქვენი ჰობი რა არისო? მე თავმომწონედ ვიპასუხე – იმდენი საქმე მაქვს, რომ ჰობისთვის დრო არ მრჩება-მეთქი. ისეთი სახით შემომხედა ამ კაცმა, მივხვდი, რომ რაღაც ისეთი ვუპასუხე… ეს მათთვის არასწორი ცხოვრების წესია. ამან დამაფიქრა, ახლა უფრო გამოვიმუშავე დასვენების კულტურა. თავისუფალ დროს ვკითხულობ დეტექტივებს… და ვცდილობ ჩემს შვილიშვილთან ერთად გავატარო დრო. ვერთობი მეგობრებთან, გავდივარ ქალაქგარეთ და ვცდილობ ჩემს ოჯახთან ერთად მეტი დრო გავატარო…

 

დაგვიტოვეთ ერთი რჩევა…

პირველ რიგში, ჩაიხედეთ თქვენს გულში და ჰკითხეთ თქვენს თავს – მართლა რა გინდათ? – მე ამას არ ვიმსახურებ ან მე ეს არ გამომივა, ამის ნაცვლად თუ ნამდვილად გაქვთ პასუხი და თვითშეფასება სწორი, მაშინ ყველაფერი გამოგივათ. თუ თვითშეფასება გაქვთ არასწორი, მაშინ მარცხის დიდი რისკია. ყველა საქმე გამოგივათ, თუ დიდ შრომას ჩადებთ.

 

სამომავლო გეგმები

მსოფლიო საგანმანათლებლო სისტემაში ინტეგრირება… უკვე დავიწყეთ მოლაპარაკება კემბრიჯის ერთ-ერთ კოლეჯთან. ვნახოთ, თუ ყველაფერი კარგად წარიმართება, პირველ ინტერვიუს ამ თემასთან დაკავშირებით, თქვენ მოგცემთ.

 

საახალწლო სურვილი…

უპირველესად, ვისურვებდი სიმშვიდეს ქვეყანაში და განვითარებაზე ორიენტირებულ სახელმწიფო პოლიტიკას.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის    მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს
ინტერვიუ

#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს

October 19, 2026
#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე
OK! კულტურა

#OK! ბავშვობის გატაცებიდან პროფესიულ საქმიანობამდე – მევიოლინე მარიამ კაკუშაძე

October 17, 2026
#OK! ამერიკული სტანდარტის ადრეული და დაწყებითი განათლების ახალი მოდელი – პროგრესის ამერიკული სკოლების გამოცდილება და განვითარების ხედვა
OK! Business

#OK! ამერიკული სტანდარტის ადრეული და დაწყებითი განათლების ახალი მოდელი – პროგრესის ამერიკული სკოლების გამოცდილება და განვითარების ხედვა

October 17, 2026
#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე
ინტერვიუ

#OK! საკუთარი უფლებიდან სხვისი უფლებების დაცვამდე

October 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! “ბალენსიაგა” მსოფლიოს ყველაზე განხილვადი ბრენდების სიაში პირველ ადგილს იკავებს

#OK! “ბალენსიაგა” მსოფლიოს ყველაზე განხილვადი ბრენდების სიაში პირველ ადგილს იკავებს

April 27, 2022
#OK!BusinessCelebrity Kylie Cosmetics – როგორ შექმნა 18 წლის კაილი ჯენერმა მრავალმილიონიანი ბიზნეს იმპერია

#OK!BusinessCelebrity Kylie Cosmetics – როგორ შექმნა 18 წლის კაილი ჯენერმა მრავალმილიონიანი ბიზნეს იმპერია

May 24, 2026
#OK! „პრაიმი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ქალთა გუნდის მზღვეველია

#OK! „პრაიმი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ქალთა გუნდის მზღვეველია

May 8, 2023
#OK! ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება

#OK! ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება

January 13, 2026

კვირის ჰიტები

#OK! Health&Beauty გლუვი, ჯანსაღი და ლამაზი კანის სრულყოფილი რუტინა CLINIQUE Moisture Surge

#OK! Health&Beauty გლუვი, ჯანსაღი და ლამაზი კანის სრულყოფილი რუტინა CLINIQUE Moisture Surge

October 18, 2026
#OK! ფსიქოსომატიკა – რაზე გელაპარაკება შენი სხეული

#OK! ფსიქოსომატიკა – რაზე გელაპარაკება შენი სხეული

October 13, 2026
#OK! LOVE STORY – ნათია თოდუა და დავით ზურაბაშვილი

#OK! LOVE STORY – ნათია თოდუა და დავით ზურაბაშვილი

October 12, 2026
#OK! “ყველანაირად ცდილობს, თავი ხელში აიყვანოს, თუმცა ბევრს არ ჭამს…” – კაია გერბერი ძმის გარდაცვალებას მძიმედ განიცდის

#OK! “ყველანაირად ცდილობს, თავი ხელში აიყვანოს, თუმცა ბევრს არ ჭამს…” – კაია გერბერი ძმის გარდაცვალებას მძიმედ განიცდის

October 14, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები