• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Uncategorized

#OK! შეხვედრა ლია სტურუასთან

August 17, 2022
საკითხავი დრო: 1 min read
…ზაფხული მიდის, ვიღა გვასწავლის
ჩამავალი მზის ანატომიას?

 

ლია სტურუა ერთ-ერთი გამორჩეული ავტორია მათ შორის, ვინც გასული საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში შეუერთდა ლიტერატურულ პროცესს და თავის თანამოაზრეებთან (ბესიკ ხარანაული, გურამ პეტრიაშვილი, მამუკა წიკლაური…) ერთად ქართული ლიტერატურისთვის ე.წ. თავისუფალი ლექსი შემოიტანა. ის თვითგამოხატვის ძირითად ფორმად ვერლიბრს ირჩევს, თუმცა მისი სონეტების კრებული ადასტურებს, რომ მისთვის მთავარია არა ფორმა, არამედ სათქმელი. სონეტი ხომ პოეტისგან განსაკუთრებულ სმენას, დახვეწილობასა და ელეგანტურობას მოითხოვს. სხვაგვარად, სონეტი გარკვეულ ჩარჩოში მოქცეულ სტრიქონთა გარითმულ რიგს დაემსგავსება.

ლია სტურუა თანამედროვე პოეზიის სინონიმად იქცა და არა მხოლოდ ქართული პოეზიისა, რადგან მის შემოქმედებაში წარმოჩენილია ყველა ის ნიშანი, რომლებიც თანამედროვე პოეზიას ახასიათებს. მისი თანამედროვეობა გულისხმობს წარსულის გამოცდილების ათვისებას და მასზე ახლის დაფუძნებას. ლია სტურუას პოეზიაში ირეკლება წარსულის მემკვიდრეობა, ტრადიცია, ძველის ცოდნა და გადააზრება.

 

ვინ გასწავლათ ამგვარი ფიქრი?

გზის დასაწყისში მქონდა დიდი სირთულეები, საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში არ შეიძლებოდა ისე გეწერა, როგორც მე ვწერდი. არ მიბეჭდავდნენ? − უჯრაში ვდებდი და ვინახავდი. „მივაჭენებდი“ როგორც მინდოდა და ვაკეთებდი, რაც მომწონდა. იყო უსიამოვნო გამოხმაურებები, მაგრამ რომ გითხრათ, ამის გამო გაჩერებაზე მიფიქრია, ნამდვილად მოგატყუებთ.

ყველა ემოცია იხარშება შენში საბოლოოდ, ტრანსფორმირდება და შემდეგ გადმოდის ლექსად. აბსოლუტური სიმართლე არ არსებობს. პოეზია ის დიდი ტყუილია, რომელიც გაცილებით ნაღდი სიმართლეა, ვიდრე რეალური სიმართლე.

პოეტი ყოველთვის მალავს, ფარავს სიმართლეს, ფუთავს, ვუალს აფარებს, პოეზიის მთავარი ღირებულება საიდუმლოებაა.

 

თანამედროვე სამყაროში პოეზიის ადგილი დარჩა?

მთავარია, შენ თუ სათქმელი გაქვს, თქვა. ერი, რომელსაც კულტურა არ გააჩნია, ერი აღარაა, ის ეთნიკური ჯგუფია. ბევრი ძველი ერი გადაშენდა, მაგრამ ჩვენ სწორედ კულტურამ გადაგვარჩინა. არ უნდა დავუშვათ კულტურის განადგურება, ეს გვამყოფებს ერად. რა თქმა უნდა, პოეზია „მომგებიანი“ არასდროს ყოფილა და დღესაც არაა.

 

პოეტი რეალობის პარალელურად ცხოვრობს სამყაროში, რომელსაც ფრანგები „სპილოს ძვლის“ კოშკს უწოდებდნენ. თუ ამ სამყაროს ცოტა შენი სიგიჟე არ დაუმატე, ლექსი, უბრალოდ, არ გამოვა. პოეზია, უბრალოდ, არ შედგება.

 

გახსოვთ, პირველად როგორ დაწერეთ ლექსი?

ბავშვობიდან ბევრს ვკითხულობდი, მუდამ ვრითმავდი რაღაცებს და შემდეგ ვხუმრობდი. ამ თვისების გამო ვერლიბრზე გადავედი, რომელიც ჩემს სამყაროს კარგად გამოხატავს, კარგად მოვირგე საკუთარ სულზე და სხეულზე. თუმცა მქონდა ეტაპი, როდესაც სონეტები დავწერე და ვფიქრობ, იქაც შევძელი საკუთარი სათქმელის თქმა. მაგრამ მხოლოდ ინტელექტი და განათლება, ალბათ, შემოქმედებას არ ყოფნის. თუ „იმან“ კეფას არ გაკოცა, არაფერი გამოვა. შემოქმედება ღმერთისგან მოდის.

 

სიტყვა ლია სტურუას პოეზიაში ღმერთია, პირველითგან რომ იშვა. სიტყვა მისთვის ხსნაა. ამ გზით აღწევს იგი თავს მატერიალურ სამყაროზე მიჯაჭვულობას. ის ინტელექტუალი პოეტია. სწორი მიმართება კულტურასთან ხშირად დაკარგულია, ფსევდოკულტურასა და ჭეშმარიტ ხელოვნებას შორის ზღვარი თანდათან იშლება, თუმცა „ნერწყვით გაშინაურებული საღებავი“ ძალას კარგავს, როცა „ვიღაც“ საკუთარი სისხლით ხატავდა ტილოებს“.

 

 

 

ტექსტი: მაიკო წერეთელი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! შორენა ბეგაშვილის ზაფხულუს ვოიაჟი გრძელდება!
Uncategorized

#OK! შორენა ბეგაშვილის ზაფხულუს ვოიაჟი გრძელდება!

September 19, 2023
#OK! BABY COLLEGE TBILISI – ინოვაციური სასწავლო გარემო მშობლებისა და ბავშვებისთვის
OK! Kids

#OK! BABY COLLEGE TBILISI – ინოვაციური სასწავლო გარემო მშობლებისა და ბავშვებისთვის

September 14, 2023
#OK! “მე არ მჭირდება ფული, მე მჭირდება ადამიანები, რომლებიც ჩემს გვერდით იქნებიან” – სელენა გომეზი
Hollywood News

#OK! “მე არ მჭირდება ფული, მე მჭირდება ადამიანები, რომლებიც ჩემს გვერდით იქნებიან” – სელენა გომეზი

September 15, 2023
#OK! “დამისვეს დიაგნოზი, რომელიც ძალიან იშვიათ ადამიანებს ემართებოდათ” – ლინდა ევანჯელისტა
Fashion News

#OK! “დამისვეს დიაგნოზი, რომელიც ძალიან იშვიათ ადამიანებს ემართებოდათ” – ლინდა ევანჯელისტა

September 15, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! ვარსკვლავები  SAG Awards-ის რიგით 27-ე დაჯილდოებაზე!

#OK! ვარსკვლავები SAG Awards-ის რიგით 27-ე დაჯილდოებაზე!

April 5, 2021
#OK! კიმ კარდაშიანმა ყოფილ მეუღლეს -კანიე უესტს დაბადების დღე ემოციურად მიულოცა

#OK! კიმ კარდაშიანმა ყოფილ მეუღლეს -კანიე უესტს დაბადების დღე ემოციურად მიულოცა

June 10, 2021
#OK! “პანგოლინი ქიდსი” – საბავშვო სამოსის პრემიუმ ხაზი

#OK! “პანგოლინი ქიდსი” – საბავშვო სამოსის პრემიუმ ხაზი

April 14, 2023
#OK! უილ სმიტის მეუღლემ – ჯადამ აღიარა, როდის და რატომ უღალატა მეუღლეს

#OK! უილ სმიტის მეუღლემ – ჯადამ აღიარა, როდის და რატომ უღალატა მეუღლეს

April 8, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ყოფილები: ბენ აფლეკი და ჯენიფერ გარნერი

#OK! ყოფილები: ბენ აფლეკი და ჯენიფერ გარნერი

September 19, 2023
#OK! ესპანეთის დედოფლის, ლეტიციას დახვეწილი სტილი 13 ფოტოში

#OK! ესპანეთის დედოფლის, ლეტიციას დახვეწილი სტილი 13 ფოტოში

September 15, 2023
#OK! „როგორ გაუმართლა ბენს…“ – ნუკი კოშკელიშვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს!

#OK! „როგორ გაუმართლა ბენს…“ – ნუკი კოშკელიშვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს!

September 21, 2023
#OK! დღეს სოფი ლორენი 89 წლის გახდა: წარმოგიდგენთ ვარსკვლავის სილამაზის ევოლუციას კარიერის დასაწყისიდან დღემდე

#OK! დღეს სოფი ლორენი 89 წლის გახდა: წარმოგიდგენთ ვარსკვლავის სილამაზის ევოლუციას კარიერის დასაწყისიდან დღემდე

September 20, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები