• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! შექმენი შენი ისტორია ჭიქა ღვინო AMOSA-სთან ერთად

March 1, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

AMOSA ქართული ღვინის ბრენდია, რომელიც უკვე რამდენიმე წელია აცნობს ქართულ ღვინოს ბალტიის ქვეყნებს. წელს AMOSA ქართულ ბაზარზე გეგმავს შემოსვლას და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ბრენდისგან ბევრ საინტერესო სიახლეს შეგვიძლია ველოდოთ. AMOSA-მ თავი უკვე დაგვამახსოვრა კონკურსით „ქართული ღვინის ელჩი“. კონკურსის ფარგლებში ახალგაზრდებს საშუალება მიეცათ წარმოედგინათ და განევითარებინათ თავიანთი ხედვა „თანამედროვე ქართული ღვინის იდეის შესახებ“. OK! გაესაუბრა კონკურსის გამარჯვებულ ანა პეტრიაშვილს, რომელიც AMOSA-ს გუნდს შეუერთდა.

 

რატომ იყო AMOSA-ს კონკურსში მონაწილეობა თქვენთვის საინტერესო?

(ანა):  კონკურსის შესახებ სოციალური ქსელების საშუალებით შევიტყვე, შემდეგ სტატიებიც ვნახე და დამაინტერესა, რაზეც AMOSA საუბრობდა. საქართველოში ღვინის ბევრი ბრენდი არსებობს, მაგრამ შეკითხვები, რომელიც კონკურსის ჭრილში იყო დასმული, უკვე ცხადყოფდა, რომ აქ რაღაც არასტანდარტულთან და საინტერესოსთან გვქონდა საქმე. მთელი კამპანია ერთგვარი გამოწვევა იყო ჩემთვის და დავინახე შანსი, გამოწვევა შესაძლებლობად მექცია. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, თუ რამდენად ახლოს იყო AMOSA-ს მიდგომები საკუთართან.

 

როგორ შეაფასებდით გამოცდილებას, რომელიც კონკურსში მონაწილეობისას მიიღეთ?

კონკურსის ფარგლებში რამდენიმე მიმართულებით ვიმუშავეთ. „ქართული ღვინის თანამედროვე იდეა“, „სტერეოტიპები, რომელიც დარგს განვითარებაში უშლის ხელს“, „რეალური ღირებულება, რის გამო ქართული ღვინო მსოფლიოსთვის ფასეულობას წარმოადგენს“ − ამ თემებზე მუშაობამ ძალიან გამზარდა და დამანახვა, რამხელა მნიშვნელობა აქვს, ყველაფერს კრიტიკულად შეხედო. ქართველებისთვის ღვინო თითქმის ხელშეუხებელია. ამის გამო შემოვინახეთ მეღვინეობის ტრადიცია საუკუნეების განმავლობაში, თუმცა, მეორე მხრივ, სწორედ ესაა მიზეზი, რაც ღვინის ინდუსტრიის განვითარებას აფერხებს.

რა არის თანამედროვე ქართული ღვინის იდეა AMOSA-სთვის?

AMOSA-სთვის თანამედროვე ქართული ღვინის იდეა არის მუდმივი განვითარება. ღვინო თავისთავად ამ იდეას ატარებს, მუდმივად ვითარდება. AMOSA-ს ხედვაც სწორედ ეს არის − სიახლეებისადმი სწრაფვა. საკუთარი ღირებულების რწმენით არა წარსულში, არამედ მომავალში მზერა იმ ამბიციით, რომ შექმნა ახალი ისტორია.

 

რას გეგმავთ სამომავლოდ? რას მოიაზრებს AMOSA-ს „ქართული ღვინის ელჩი“?

ქართული ღვინის ელჩი თანამედროვე ქართული ღვინის იდეის გამავრცელებელია. მსუბუქი ქართული ღვინო ყველა სიტუაციაში, ანუ ჭიქა ღვინის სმის კულტურის შექმნა. ეროვნული ფასეულობის არა მუზეუმში ექსპონატად, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტეგრაცია. სწორედ ამაზე ვმუშაობ AMOSA-ს გუნდთან ერთად.

AMOSA-ს სამომავლო გეგმებზე მეტი ინფორმაციის მისაღებად ბრენდის დამფუძნებელსა და დირექტორს, თამარ მარკოზაშვილსაც გავესაუბრეთ.

 

რატომ გადაწყვიტეთ AMOSA-ს ბრენდით ქართულ ბაზარზე შემოსვლა?

(თამარი):  ბალტიისპირეთში მუშაობის გამოცდილებამ ცხადი გახადა, რომ ქართული ღვინო ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში წარმოებულ ღვინოსთან არის ასოცირებული. ბრენდის განვითარებისთვის ორი გზა გამოიკვეთა: ან არსებულ საბაზრო ტრენდებს უნდა ავყოლოდით და ღვინოც შესაბამისი შეგვექმნა, ან თვითონ უნდა განგვესაზღვრა ვინ ვართ და გვემუშავა, საბაზრო ტრენდები შეგვეცვალა, რაც ძალიან დიდი გამოწვევაა. თუ მეორე გზას ირჩევ, ქართულ ბაზარს გარდამტეხი მნიშვნელობა აქვს, რადგან ქართული ღვინის იდენტობა სწორედ აქ იქმნება.

რამდენად რთულია ძველ ტრადიციულ ღირებულებებთან თანამედროვე ელემენტების შერწყმა?

ვფიქრობ, ძველისა და ახლის შერწყმა ყველაზე ბუნებრივი პროცესია და ამ პრობლემას ადამიანები ხელოვნურად ვქმნით. ზოგს ეშინია სიახლის, რადგან უცხოა და არ იცის რას ელოდოს, ზოგს კი ძველის, რადგან ჰგონია, რომ მის ტყვეობაში მოექცევა.

კონკრეტულად რაში გამოიხატება AMOSA-ს ახლისა და ძველის შერწყმის იდეა?

ქართულმა 8000-წლიანმა ტრადიციამ ყურძნის 500-ზე მეტი სახეობა შექმნა. თითოეული მათგანი უნიკალური გემოს განვითარების შესაძლებლობას იძლევა. აქ მთავარია ექსპერიმენტების არ შეგვეშინდეს. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ უამრავი ცნობილი ქართული ღვინის სახეობა სწორედ ბოლო საუკუნეში შეიქმნა ექსპერიმენტების საფუძველზე. ასეთია ტვიში, ქისი და სხვა… ღვინის განვითარების კუთხით უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს საქართველოში. ამ მხრივ ჩვენ დიდ უპირატესობას ვფლობთ, რადგან AMOSA-ს ღვინის გემოებზე ერთ-ერთი საუკეთესო მეღვინე გოგი დაქიშვილი მუშაობს. გოგი AMOSA-ს ერთ-ერთი დამფუძნებელია.

 

რა სახის სიახლეებს გეგმავს კომპანია მომავალი წლის განმავლობაში?

სიახლეებს ვგეგმავთ არა მარტო წარმოების, არამედ კამპანიების მიმართულებით. მიზანი არის, რომ AMOSA იყოს ყველგან და ყველასთვის. ასევე, ვაპირებთ გავაგრძელოთ ინდუსტრიაში სიახლეების შემოტანაზე მუშაობა. ამისათვის უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდების ჩართულობა ღვინის ინდუსტრიაში და არანაკლებ მნიშვნელოვანია ქალების ჩართულობა. სიახლეები სხვანაირად არ მოვა, ამიტომ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებებით. მაგალითისთვის, „ქართული ღვინის ელჩის“ კონკურსის პირველ ეტაპზე საუკეთესო ნაშრომის ავტორები 5 გოგო და 1 ბიჭი იყვნენ. ვფიქრობ, ეს ცალსახა ინდიკაციაა, რომ ქალებს ბევრი ახალი იდეის მოტანა შეუძლიათ ინდუსტრიაში.

მოგვიყევით კომპანიის გუნდის შესახებ.

ყველაზე მთავარი, რაც AMOSA-ს გუნდს აერთიანებს, საერთო რწმენა და ღირებულებებია. თითოეული გუნდის წევრი უნიკალურ ფასეულობას ქმნის კომპანიისთვის, სამუშაო გარემოც ერთმანეთის რწმენასა და მხარდაჭერაზეა დაფუძნებული. ჩვენ ყველას საერთო მიზანი და ხედვა გვაქვს, რაც გუნდის წევრებს შორის დიდ ნდობას ქმნის.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ზაფხულის გემოები თქვენს სუფრაზე – მარტივი და გამაგრილებელი რეცეპტები ცხელი დღეებისთვის
Gastro

#OK! ზაფხულის გემოები თქვენს სუფრაზე – მარტივი და გამაგრილებელი რეცეპტები ცხელი დღეებისთვის

August 5, 2026
#OK! ბუტიკ-სასტუმრო „ლეთო“ – ადგილი, სადაც სტუმრობა განსაკუთრებულ გამოცდილებად იქცევა
Décor

#OK! ბუტიკ-სასტუმრო „ლეთო“ – ადგილი, სადაც სტუმრობა განსაკუთრებულ გამოცდილებად იქცევა

July 22, 2026
#OK! არკადია პალასი – სივრცე, სადაც წარსული და თანამედროვეობა ავთენტიკურად ერთიანდება
Gastro

#OK! არკადია პალასი – სივრცე, სადაც წარსული და თანამედროვეობა ავთენტიკურად ერთიანდება

July 16, 2026
#OK! „ამბაუ“ – ახალი სივრცე და კონცეფცია „ივენთ პალასის“ გუნდისგან
Gastro

#OK! „ამბაუ“ – ახალი სივრცე და კონცეფცია „ივენთ პალასის“ გუნდისგან

July 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! Beauty Zone – ადგილი, სადაც სრულყოფილ გამოცდილებას დეტალები ქმნის

#OK! Beauty Zone – ადგილი, სადაც სრულყოფილ გამოცდილებას დეტალები ქმნის

March 28, 2026
#OK! “დაიბადა გალაკტიონ გალა გასვიანი” – გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი მშობლები გახდნენ

#OK! “დაიბადა გალაკტიონ გალა გასვიანი” – გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი მშობლები გახდნენ

March 16, 2022
#OK! Unique Fashion Show პარიზი 2025 – ადგილი, სადაც ხელოვნება სცდება საზღვრებს

#OK! Unique Fashion Show პარიზი 2025 – ადგილი, სადაც ხელოვნება სცდება საზღვრებს

April 7, 2025
#OK! მოდის გაკვეთილი ირინა შეიკისგან: ფეხსაცმელი ცხოველის პრინტით, რომელიც ულტრათანამედროვედ შეგიძლიათ აქციოთ

#OK! მოდის გაკვეთილი ირინა შეიკისგან: ფეხსაცმელი ცხოველის პრინტით, რომელიც ულტრათანამედროვედ შეგიძლიათ აქციოთ

April 16, 2021

კვირის ჰიტები

#OK! „ჭიტას“ 30 წელი – სამი ათწლეული ბავშვობის ჯადოსნური სამყაროს შექმნაში

#OK! „ჭიტას“ 30 წელი – სამი ათწლეული ბავშვობის ჯადოსნური სამყაროს შექმნაში

September 7, 2026
#OK! ელისაბედ II – მონარქი, რომელმაც ეპოქა შექმნა

#OK! ელისაბედ II – მონარქი, რომელმაც ეპოქა შექმნა

September 8, 2026
#OK! 45 წლის ნატალი პორტმანი მესამე შვილის დედა გახდა

#OK! 45 წლის ნატალი პორტმანი მესამე შვილის დედა გახდა

September 7, 2026
#OK! ქართული ფილმი ვენეციის კინოფესტივალზე – ლევან კოღუაშვილის „გურია“ მსოფლიო პრემიერისთვის ემზადება

#OK! ქართული ფილმი ვენეციის კინოფესტივალზე – ლევან კოღუაშვილის „გურია“ მსოფლიო პრემიერისთვის ემზადება

September 9, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
https://xblarcade.com/
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები