• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! She lead

March 9, 2025
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ქართველი ქალები ქვეყნის დამოუკიდებლობის სადარაჯოზე ყოველთვის იდგნენ. მათ თავიანთი სიძლიერე, პრაგმატულობა და დიპლომატია არაერთხელ დაუმტკიცეს პატრიარქატს, რომელიც ყოველთვის ფიქრობდა, რომ ქალი სუსტი სქესია! ქალს დღესაც უწევს საზოგადოებაში ჯერ კიდევ შემორჩენილი მახინჯი სტერეოტიპების გარღვევა და დამტკიცება, რომ ის მამაკაცის თანასწორია, ისევე იმსახურებს პოლიტიკაში თუ ნებისმიერ სხვა სფეროში ჩართულობას, როგორც კაცი… რომ „პროფესიას არ აქვს გენდერი“, რომ ქალზე ძალადობა დაუშვებელია!!! თუმცა, აშკარაა, რომ სტერეოტიპების მსხვრევა დაწყებულია და ჩვენი, ქალების პასუხისმგებლობაა, ვირწმუნოთ საკუთარი შესაძლებლობების და იმის, რომ ყველა ცვლილების საწყისი ქალია! რადგან როგორც უწინ, ისე დღეს, მანამდე არსებულ თუ ახლა მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში ქალის ხმა ყველაზე ხმამაღლა ისმის!

 

ანი ტყებუჩავა (მსახიობი): ჩემი აზრით, ქალი თავისთავად არის ჯადოსნური ქმნილება, რადგან მხოლოდ ქალს შეუძლია თავის წიაღში შვას ახალი სიცოცხლე. დაბადოს და შეეგუოს ამ დანაკლისს. როდესაც უკვე შვილი ჰყავს, მიუხედავად იმისა, რომ დაღლილია ან სიცხე აქვს, ქალს შეუძლია ადგეს და მიხედოს თავის შვილს, ინტუიციით გამოიცნოს, რა არის მისთვის საჭირო და დაეხმაროს მას. ამას აკეთებს ყოველდღე, როგორც დედა. ვფიქრობ, წლებთან ერთად ქალი სწავლობს „არ შემიძლია“-ს გადაბიჯებას და ამ ჯადოსნური ძალის თავისი მიზნებისთვის გამოყენებას. როცა ქალი თავისუფალია და ამ ძალის მართვა შეუძლია, მას შეუძლია პირველ რიგში თავის თავზე გაიმარჯვოს, თავის თავზე გამარჯვებული ქალი კი ყოველთვის ძალიან ძლიერია. ვფიქრობ, რომ ეს ძალა – მიზნის ვნებიანად შეჭიდების და გამარჯვების – აქედან მოდის.

ქართველ ქალს ყველაფერი აქვს მაღალ დონეზე, ეს იქნება გაბრაზება, ემპათია, ინტუიცია, რაც ქმნის მის საერთო ძალას. ნებისმიერი საქმე, რასაც ქალი შეეჭიდება, მისთვის არის როგორც დიდი პროექტი, რომელიც პრაგმატულად უნდა დაამენეჯმენტოს, დაალაგოს და მიზანს მიაღწიოს. ამიტომ დღევანდელი ქალისთვის მიუღწეველი არაფერია. ნებისმიერ საქმეში არის გამარჯვებული, თუკი ეს მას ანთებს და მისი მიზანი ეს არის.

 

ნინი დედალამაზიშვილი (პროექტების მენეჯერი): ვფიქრობ, ადამიანის ღირებულებები განსაზღვრავს, თუ როგორ ადამიანად ჩამოყალიბდები. თუმცა თავისთავად ცხადია, რომ ქალებს ძალიან დიდი ძალა და ბევრი შესაძლებლობა გვაქვს. სრულიად სტერეოტიპულია, როცა ამბობენ, რომ ჩვენ ვართ სუსტი სქესი. მგონია, რომ უამრავი უნარის გამომუშავება შეგვიძლია, რითაც უფრო მეტ სიკეთეს მოვიტანთ საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის. ამ პროტესტსაც რომ შევხედოთ, უამრავი ადამიანი აღმოვაჩინე, ვინც საოცარი სიძლიერით იბრძვიან და ერთმანეთის გვერდში დგანან.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეს არ ნიშნავს, რომ ქალებს პრობლემები არ აქვთ საქართველოში. რა თქმა უნდა, აქვთ, წარმოუდგენელი ჩაგვრის და ძალადობის მსხვერპლი არიან. იმან, რომ დღეს ბევრი ქალი ჩანს, არ უნდა მოგვადუნოს და არ უნდა ვიფიქროთ, რომ მორჩა, ქვეყანაში ქალების პრობლემები აღარ არის. ამას ფართოდ გახელილი თვალებით უნდა ვუყუროთ და ვისაც სჭირდება დახმარება, ჩვენ მათ გვერდში უნდა ვეგულებოდეთ. სწორედ ეს მინდა ჩემი სიძლიერე იყოს, ის, რომ შევძლო სხვა ადამიანების გაძლიერება. მაშინ ვიქნები ჩემი თავით კმაყოფილი, როცა შევძლებ სხვა ქალი შთავაგონო, ვისაც ჩაგრავენ, გვერდში დავუდგე და ამ კუთხით ცნობიერების ამაღლებაზე ვიმუშაო, რათა არცერთი ქალი არ იყოს დაჩაგრული. ძლიერი ქალების ძალა იმაში მგონია, ვირუსულად გავავრცელოთ, რომ ქალებისთვის შეუძლებელი არაფერია. და იმ ქალებმა, ვინც დღეს თავს დაჩაგრულად გრძნობენ, მინდა იცოდნენ, რომ პირადად მე მათ გვერდში ვარ და ჩემს ძალას მათ სასიკეთოდ გამოვასხივებ.

 

 

სოფო გორდაძე („ბიბლუსი ჯგუფის“ საოპერაციო დირექტორი): ქალების ხმა ბოლომდე არც საქართველოსა და არც მსოფლიოში არ ისმის. ჩვენი ქვეყნის მაგალითი რომ ავიღოთ, 90-იანი წლებიდან ემიგრანტი ქალების გადარჩენილია ეს ქვეყანა. რა თქმა უნდა, მე ამით მამაკაცის როლს არ ვაკნინებ, თუმცა რეალობა ასეთია. დღესაც, აქციებზე თუ რაიმე ყველაზე გულისამაჩუყებელი და ემპათიური კადრები არსებობს, მთავარი გმირები, როგორც წესი, ქალები არიან. ბოლო მოვლენას გავუსვამ ხაზს, სტიქიას, რომელსაც ახლა ებრძვის დასავლეთ საქართველო. წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებელი არის ქალი. მიუხედავად იმისა, რომ წალენჯიხა მთიანი სამეგრელოს ნაწილია, ერთადერთი რეგიონია, სადაც ყველა სახლთან მისასვლელი გზა არის გაწმენდილი. ქალები კრიზისის მენეჯმენტს გადასარევად მართავენ. მგონია, რომ ქალები საუკეთესო ლიდერებიც არიან.

ამასთანავე, ქალი, მამაკაცისგან განსხვავებით, არის ემოციური. ეს ფემინური ენერგია და ის, რომ ახალი სიცოცხლის დაბადება შეუძლია, კიდევ სხვა უნარებს უხსნის მას. მე ვამაყობ არა მარტო ქართველი, არამედ მთელი მსოფლიოს ქალებით. ყველა ქალი მინდა იყოს ბედნიერი, ყველას მინდა ვუსურვო ბევრი წარმატება და მინდა ცოტა ხანში მივიღოთ ისეთი მსოფლიო, როგორზეც ყველა ქალი ოცნებობს.

 

ბაია პატარაია (ქალთა უფლებათა დამცველი): რასაც ქალები უძლებენ, რასაც ქალები აკეთებენ, დაწყებული მშობიარობიდან, ოჯახის მოვლით, შენახვით, უამრავი ჭირის დათმენით, ვფიქრობ, რომ მართლა არიან ძალიან ძლიერები.

რეალურად ქალები მოსახლეობისა და ამომრჩევლების უმრავლესობას შეადგენენ; ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ ქალები გაერთიანდებიან საერთო მიზნის გარშემო, დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ. მთელი პრობლემა ისაა, რომ ქალებს რაღაცნაირად ამის არ სჯერათ. სინამდვილეში ქალების ძალა მხოლოდ ერთობაშია.

ზოგადად, პოლიტიკა არ არის საქართველოში ისეთი სივრცე, სადაც ადამიანი მხოლოდ საკუთარი ცოდნით, საკუთარი გამოცდილებით მოახერხებს გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე მოხვედრას. საქართველოში ძალიან დიდ როლს თამაშობს, გაქვს თუ არა ფული, რა ოჯახიდან მოდიხარ, ვინ გიმაგრებს ზურგს და ა.შ. ქალებს გაცილებით მეტი ბარიერი აქვთ პოლიტიკაში, ვიდრე კაცებს. ამიტომ როდესაც შემოდის კვოტა და პარტიები აქტიურად იწყებენ ქალების ძებნას, როგორც წესი, ეძებენ ნიჭიერ, განათლებულ, ჭკვიან და ძლიერ ქალებს – ლიდერებს. ამიტომ კვოტით მოსული ქალები გამოირჩევიან თავიანთი კომპეტენციით, რაც უამრავმა კვლევამ დაადასტურა ათწლეულების განმავლობაში.

საქართველოს პრობლემა არის ის, რომ არავინ არავის უსმენს. ეს რეჟიმი არც ქალებს უსმენს, არც კაცებს და საერთოდ, ქართველ ხალხს არ უსმენს. ეს არის მთავარი პრობლემა, თორემ ქალები ახერხებენ ძალიან აქტიურ პროტესტს და ხშირად ისმის ფრაზა, რომ ამ პროტესტს ქალის სახე აქვს. ბევრი მნიშვნელოვანი ქალი ლიდერია ამ პროტესტში, მაგრამ სამწუხაროდ, რეჟიმი გვყავს აბსოლუტურად ყრუ.

ძალადობის მსხვერპლ ქალებს ვეტყოდი ერთ რამეს: თუ თქვენ იბრძოლებთ, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან, გაგაძლიერებენ, მაგრამ თუ თქვენ არ იბრძოლებთ, თქვენ ნაცვლად ამას ვერავინ იზამს. იგივე ვრცელდება ამ ქვეყანაზეც, ჩვენ დღეს მოძალადე რეჟიმი გვყავს: თუ ხალხი იბრძოლებს, ყველა მეგობარი გვერდში დაგვიდგება, მაგრამ თუ ჩვენ გავჩერდებით – ჩვენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს.

 

ნინო ზაუტაშვილი (ჟურნალისტი): ქალის ძლიერებას სიყვარული განსაზღვრავს. სიცოცხლის, სამშობლოს, ადამიანის სიყვარული. აქედან მოდის თავგანწირვაც, ბრძოლისუნარიანობაც, რწმენაც. ქალში იმხელა ძალაა, რომელსაც უდიდესი ცვლილებების მოტანა შეუძლია, სასიკეთო ცვლილებების, რაც პროგრესის ნიშანია. ქალი საინტერესო, ამოუცნობი ფენომენია. დუმილის დროსაც ისმის მისი ხმა. სწორედ დღეს ისმის ქალის ხმა ყველაზე ძლიერად. მოუსმინეთ ყურადღებით! ქალებს, რომლებიც დღეს დაჩაგრულად გრძნობენ თავს, ვეტყოდი, არ გაჩუმდნენ, ხმა აიმაღლონ, ისაუბრონ თავიანთ პრობლემებზე.

 

 

სოფო გელოვანი (მომღერალი): დღევანდელ ეპოქაში, როდესაც ქალი არა მხოლოდ ქმნის, არამედ საზოგადოებასა და მომავალ თაობებს უყალიბებს ღირებულებებს, აუცილებელია, მან გაბედოს და თქვას თავისი წილი სათქმელი. განსაკუთრებით მაშინ, როცა ხელოვანი ხარ.

ხელოვნება თავისი არსით თავისუფალი უნდა იყოს. როდესაც ქალს უქმნიან ჩარჩოებს – უთითებენ, სად რა თქვას, რა იგრძნოს და როგორ იმოქმედოს – ეს უკვე მხოლოდ მის პირად პრობლემას არ ეხება. ეს უფრო ფართო სოციალური საკითხია. როდესაც ქალს უხშობენ ხმას, იქმნება უფრო უსამართლო საზოგადოება, სადაც თავისუფლება მხოლოდ ერთეულების პრივილეგია ხდება.

შესაძლოა ყველას არ მოეწონოს შენი სიტყვები, შენი სიმართლე, შენი გზა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გაჩუმდე. შინაგანი სიმართლის დაცვა ხშირად რთულია, მაგრამ სწორედ ეს არის თავისუფლების შენარჩუნების ერთადერთი გზა. მასზე დიდწილად არის დამოკიდებული მომავალ თაობაში ემპათიისა და სოლიდარობის დანერგვა.

ჩემი აზრით, მხოლოდ შინაგანი ხმა, რომელიც სინდისსა და გულს უკავშირდება, არის ჭეშმარიტი. მასზე მაღლა არ დგას არც საზოგადეობა, არც ტრადიცია, არც ძალაუფლება. რაც გულიდან მოდის, სწორედ ის ქმნის ნამდვილ ხელოვნებას, ნამდვილ ცვლილებას და ნამდვილ თავისუფლებას. ამიტომ ქალი, რომელიც ქმნის, არ უნდა გაჩერდეს. არ უნდა შეშინდეს. რადგან მისი ხმა – ეს არის გზა მომავლისკენ.

 

 

 

თათუკა ჩაჩუა (Marriage@family therapist): ნებისმიერ ეპოქაში ქალი ყოველთვის სიძლიერესთან ასოცირდებოდა. განსაკუთრებით, 21-ე საუკუნეში განმტკიცდა ეს აზრი. არ არის ადვილი იყო ქალი, დედა, მეუღლე და პარალელურად წარმატებული ადამიანი კარიერაში. მაგრამ ჩვენს სამყაროში ვხედავთ უამრავ წარმატებულ ქალს, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ შეუძლებელი არაფერია. უამრავი პროფესია არსებობს, რაც ადრე სტიგმების გამო მხოლოდ მამაკაცებისთვის იყო დასაშვები, დღეს ვხედავთ ამ სტიგმების ღირსეულად ჩამოშლას. მეცნიერული თვალსაზრისითაც რომ მივყვეთ, კაცისა და ქალის თავის ტვინის აგებულება რადიკალურად განსხვავდება. პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით ქალებს აქვთ უფრო მეტი რესურსი, რომ იყვნენ მულტითასქერები. დღეს, ისე როგორც არასდროს, ისმის ქალის ხმა, იმ მოტივით, რომ აღარ დაგვჭირდეს ბრძოლა ჩვენი პოზიციის დასაცავად. არაერთ ქვეყანაში ისმის ქალის ხმა ჩვენი უფლებების დასაცავად იმის მიუხედავად, რომ დასასრული შეიძლება არც ისე სახარბიელო იყოს. მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ქალები ქალებისთვის მეტად ავიმაღლებთ ხმას.

ტექსტი: სოფიო მალანია, თათია ხარაიშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ფოტო: სალომე ბარბაქაძე

ასევე გაეცანი

#OK! ლელა აბუსერიძე: ყოველი დღე ჩემთვის ახალი გაკვეთილია
OK! Doctors

#OK! ლელა აბუსერიძე: ყოველი დღე ჩემთვის ახალი გაკვეთილია

August 11, 2026
#OK! დიდი წარმატების უკან დიდი არჩევანი დგას – ნინო ჯიმშელაძის პროფესიული გზა
ინტერვიუ

#OK! დიდი წარმატების უკან დიდი არჩევანი დგას – ნინო ჯიმშელაძის პროფესიული გზა

August 11, 2026
#OK! ცხოვრების თავიდან დაწყება არასდროს არის გვიანი – ნინო გავაშელიშვილის გზა
ინტერვიუ

#OK! ცხოვრების თავიდან დაწყება არასდროს არის გვიანი – ნინო გავაშელიშვილის გზა

August 11, 2026
#OK! ინდივიდუალური მიდგომა და პრაქტიკული სწავლება – განათლების აკადემია TSG-ის წარმატების ფორმულა
ინტერვიუ

#OK! ინდივიდუალური მიდგომა და პრაქტიკული სწავლება – განათლების აკადემია TSG-ის წარმატების ფორმულა

August 11, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! „ყოველ საღამოს ვამოწმებდი მივიდა თუ არა უსაფრთხოდ სახლში“ – თამრიკო ჭოხონელიძის გულახდილი ინტერვიუ

#OK! „ყოველ საღამოს ვამოწმებდი მივიდა თუ არა უსაფრთხოდ სახლში“ – თამრიკო ჭოხონელიძის გულახდილი ინტერვიუ

March 16, 2023
#OK! ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანია, რომლის ქონება 600 მილიარდ დოლარს შეადგენს

#OK! ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანია, რომლის ქონება 600 მილიარდ დოლარს შეადგენს

December 16, 2025
#OK! იგი აზალეამ 5,2 მილიონ დოლარად ჰიდენ ჰილზში მდებარე საცხოვრებელი შეიძინა!

#OK! იგი აზალეამ 5,2 მილიონ დოლარად ჰიდენ ჰილზში მდებარე საცხოვრებელი შეიძინა!

June 15, 2021
#OK! “ის იყო სუპერმოდელი დედა, რომელიც გვივლიდა და ძილის წინ ზღაპრებს გვიყვებოდა, ყველაფერს ასწრებდა” – პრესლი გერბერი

#OK! “ის იყო სუპერმოდელი დედა, რომელიც გვივლიდა და ძილის წინ ზღაპრებს გვიყვებოდა, ყველაფერს ასწრებდა” – პრესლი გერბერი

April 19, 2023

კვირის ჰიტები

OK! Health&Beauty Clinique Daily Calm™

OK! Health&Beauty Clinique Daily Calm™

August 17, 2026
#OK! რონალდუსა და ჯორჯინას საქორწინო შეთანხმების დეტალები ცნობილია – რას ითვალისწინებს წყვილის კონტრაქტი

#OK! რონალდუსა და ჯორჯინას საქორწინო შეთანხმების დეტალები ცნობილია – რას ითვალისწინებს წყვილის კონტრაქტი

August 17, 2026
#OK! “კრემები და შრატები კოლაგენის დეფიციტს ვერ შეავსებს” – კოსმეტოლოგი ლალი სხულუხია კოლაგენის მნიშვნელობასა და კანის ახალგაზრდობის შენარჩუნების მთავარ ფაქტორებზე

ნაომი კემპბელი თბილისში – მსოფლიო მოდის ლეგენდა 26 სექტემბერს ექსკლუზიური DJ სეტით წარდგება

August 18, 2026
ალფრედ ჰიჩკოკი კინოს, შიშისა და ადამიანური ბუნების შესახებ – რეჟისორის დაუვიწყარი ფრაზები

ალფრედ ჰიჩკოკი კინოს, შიშისა და ადამიანური ბუნების შესახებ – რეჟისორის დაუვიწყარი ფრაზები

August 13, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები