• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! კულტურა

#OK! შავი სახე და თოჯინას კაბა – 5 ტრენდი, რომელიც იაპონიის ქუჩებში გაჩნდა

September 19, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

იაპონური ქუჩის მოდა სუბკულტურაა, რომელიც ადგილობრივი და უცხოური სტილების შერწყმას და ერთგვარ პროტესტს წარმოადგენს,  როგორც უძველესი ტრადიციების, ისე თანამედროვე შეზღუდვების მიმართ. იაპონელები დიდი ხნის განმავლობაში ერთგვარ ჩარჩოებში ცხოვრობდნენ და  ბოლოს ექსპერიმენტების ჩატარება გაბედეს.  ნახეთ რამდენიმე მაგალითი ახალი ტრენდებიდან, რომლებიც იაპონიის ქუჩებში გაჩნდა:

  1. ხელოვნური ეშვები

მსოფლიოში გარკვეული სილამაზის სტანდარტები არსებობს, რომლებსაც ადამიანები ცდილობენ შეესაბამონ. მაგალითად, ჰოლივუდურ ღიმილზე ყველა ოცნებობს. ადამიანები იდეალური ფერისა და ფორმის კბილების მისაღებად უამრავ პროცედურას იტარებენ, მაგრამ იაპონიაში ასე არ არის. მათ საკუთარი სილამაზის სტანდარტები აქვთ, სადაც ლამაზი წყობის, ქათქათა კბილები და სიმეტრიული ღიმილი ანტიტრენდად ითვლება. ამომავალი მზის ქვეყანაში მოდაში წინ  გამოწეული ეშვებია, ამიტომ მოდის მიმდევრები კბილების გასწორების ნაცვლად,  სტომატოლოგებთან ეშვების გასაზრდელად მიდიან.
იაპონიაში ეს ტრენდი ბავშვობასთან ასოცირების გამო გაჩნდა. თითქოს არათანაბარი კბილები ადამიანებს ბავშვობაში აბრუნებს. გარდა ამისა, არათანაბარი კბილები კატის ეშვებს წააგავს, იაპონიაში კი იყო კატას მსგავსი, ლამაზად ითვლება.

  1. სახის კანის გამუქება

 

გარუჯული კანის მოდა დღეს აღარავის უკვირს, თუმცა იაპონიაში საქმე სხვაგვარადაა. იაპონელი გოგონები ავტორუჯმა და სოლარიუმებმა ისე გაიტაცა, რომ დღეს მათ „განგუროს“ ეძახიან, რაც იაპონურად „შავ სახეს“ ნიშნავს.
ეს თანამედროვე სუბკულტურაა, რომლის ამოცნობა იაპონიის ქუჩებში ძალიან ადვილია. „განგუროები“ სახეს მუქი ტონალური კრემით ან ავტორუჯით ფარავენ, ზემოდან კი ღია ჩრდილებს ისვამენ. ეს ღია ფერის კანის მიმართ ერთგვარი პროტესტია.

  1. მრავალშრიანი ტანსაცმელი

ევროპელებს მრავალფენიანი ტანსაცმლით ვერ გააოცებ. იაპონელებმაც გადაწყვიტეს, მსოფლიო მოდას არ ჩამორჩენოდნენ და ყველაზე განსხვავებული სამოსის ერთმანეთთან ვირტუოზული შეხამება დაიწყეს. იაპონიის ქუჩებში შეხვდებით გოგონებს, რომლებსაც ჯინსი, კაბა და პერანგი ერთდროულად აცვიათ და უამრავი მძივი და სამაჯური უკეთიათ. იაპონელი მოდის მიმდევრები  მრავალშრიანობას განსაკუთრებულად აღიქვამენ – გარდერობის ყველა ელემენტი ქაოსურად და დაუდევრად ჩანს, რაც ახალგაზრდობას განსაკუთრებით უყვარს.

  1. მსუბუქი კოჭლობა

თუ სხვა ქვეყნებში გოგოები ცდილობენ მანეკენებივით ლამაზად და გამართულად იარონ, იაპონიაში პირიქითაა. იაპონელი გოგოების აზრით, დათუნიასავით მოუხერხებელი სიარული და მსუბუქად კოჭლობა მათ სუსტისა და უმანკოს  ელფერს სძენს. ეს ბავშვური და საყვარელია, რაც საპირისპირო სქესს იზიდავს.

  1. თოჯინების კაბები

იაპონიის ქუჩებში ცოცხალი თოჯინას დანახვა ჩვეულებრივი ამბავია. ჯერ კიდევ 90-იან წლებში გოგონებმა ტანსაცმლის  ბაფთებით და მაქმანებით გაფორმება დაიწყეს, მაგრამ XXI საუკუნეში ეს მოდა ნამდვილ შემოქმედებად იქცა. იაპონელი გოგოები მხოლოდ თოჯინური სტილით აღარ კმაყოფილდებიან, ისინი ფანტასტიკურ სახეებს იგონებენ. ასე გაჩნდა „გოტიკური ლოლიტას“ სტილი, როცა გოგოები თოჯინების მუქ კაბებს იცვამენ, მუქ მაკიაჟს ისვამენ და მაინც ნაზები და ბავშვურები არიან.
საგანგებო აღნიშვნას იმსახურებს ის, რომ თოჯინურ სახეს არა მხოლოდ თინეიჯერები, არამედ უფროსი თაობაც ირგებს. 30 წელს გადაცილებული ქალები ხშირად ვიქტორიანულ კაბებს, ქუდებს და „ფაიფურის“ მაკიაჟს ირჩევენ.

  1. „ბეიგლის თავი“

ალბათ, ყველაზე უცნაური ტრენდი, რომელიც იაპონიის ქუჩებში გაჩნდა, ეს „ბეიგლის თავია“ (bagel-head). ტენდენციის არსი, რომელიც ახლახან გაჩნდა, იმაშია, რომ ახალგაზრდები სილამაზის სალონებში მიდიან, სადაც მათთვის შუბლში სპეციალური ხსნარი შეჰყავთ. რამდენიმე წუთში შუბლზე შეშუპება ჩნდება, რომელიც ბეიგლს წააგავს. შეშუპება დიდხანს არ ძლებს — 24 საათის შემდეგ სხეული სითხეს შეიწოვს და კანი ისევ გლუვდება, ამიტომ „ბეიგლის თავიანები“ ცდილობენ ამ მდგომარეობაში რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეხვდნენ და მეტი ფოტო გადაიღონ.
იაპონელები ასეთი შუბლით უცხოპლანეტელებს ჰგვანან, მაგრამ მათთვის ეს იერი მაქსიმალურად მიმზიდველად ითვლება.

ასევე გაეცანი

#OK! ჯონ გალიანოს 10 საუკეთესო ჩვენება
OK! News

#OK! ჯონ გალიანოს 10 საუკეთესო ჩვენება

November 30, 2025
#OK! ფრიდა კალოს ავტოპორტრეტი აუქციონზე რეკორდულ 54.7 მილიონ დოლარად გაიყიდა
OK! News

#OK! ფრიდა კალოს ავტოპორტრეტი აუქციონზე რეკორდულ 54.7 მილიონ დოლარად გაიყიდა

November 28, 2025
#OK! გუსტავ კლიმტის ნახატი რეკორდულ ფასად, 236,4 მილიონ დოლარად გაიყიდა
OK! News

#OK! გუსტავ კლიმტის ნახატი რეკორდულ ფასად, 236,4 მილიონ დოლარად გაიყიდა

November 20, 2025
#OK! ადელის კინოდებიუტი – მომღერალი ტომ ფორდის ფილმში ითამაშებს
OK! News

#OK! ადელის კინოდებიუტი – მომღერალი ტომ ფორდის ფილმში ითამაშებს

November 16, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! რას მოიცავს „პრაიმის“ აგროდაზღვევა – ინტერვიუ თელავის სერვისცენტრის ხელმძღვანელთან

#OK! რას მოიცავს „პრაიმის“ აგროდაზღვევა – ინტერვიუ თელავის სერვისცენტრის ხელმძღვანელთან

August 6, 2023
#OK! ბრიტნი სპირსმა აღიარა, რომ ჯასტინ ტიმბერლეიკმა აბორტი გააკეთებინა, რადგან მამობისთვის მზად არ იყო

#OK! ბრიტნი სპირსმა აღიარა, რომ ჯასტინ ტიმბერლეიკმა აბორტი გააკეთებინა, რადგან მამობისთვის მზად არ იყო

October 30, 2023
#OK! MYDAY – ყველაფერი თქვენი განსაკუთრებული დღის აღსანიშნავად

#OK! MYDAY – ყველაფერი თქვენი განსაკუთრებული დღის აღსანიშნავად

October 13, 2024
#OK! მომენტორია შენი მოგონებების არქივი

#OK! მომენტორია შენი მოგონებების არქივი

May 15, 2024

კვირის ჰიტები

#OK! Lacoste-ს საკულტო ლოგოტიპი გადაშენების პირას მყოფი ცხოველების გამოსახულებით შეიცვალა

#OK! Lacoste-ს საკულტო ლოგოტიპი გადაშენების პირას მყოფი ცხოველების გამოსახულებით შეიცვალა

November 30, 2025
#OK! People-მა 2025 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დაასახელა

#OK! People-მა 2025 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დაასახელა

November 28, 2025
#OK! ახალი წლის ტრადიციები საქართველოში

#OK! ახალი წლის ტრადიციები საქართველოში

December 3, 2025
#OK! როდის დავდგათ ნაძვის ხე? – დეკემბრის იღბლიანი დღეები

#OK! როდის დავდგათ ნაძვის ხე? – დეკემბრის იღბლიანი დღეები

November 28, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები