• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! SEU და EHL – მსოფლიოს N1 უნივერსიტეტი

August 12, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

მასპინძლობა და ტურიზმი სახელმწიფოს მომავალი განვითარების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი საქმიანობის სფეროა. აღნიშნული სფეროს განვითარებისთვის კი საჭიროა სპეციალისტების აღზრდა, მათი სათანადო ცოდნით აღჭურვა. სწორედ ამ მიზნის გარშემო გაერთიანდა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU და მასპინძლობის მენეჯმენტისა და ტურიზმის სფეროში მსოფლიოს N1 უნივერსიტეტი – Hospitality Business School-ი (EHL). სრულიად ახალი კამპუსის ფარგლებში შეიქმნება მასპინძლობისა და ტურიზმის სფეროს პროფესიული, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები, რაც სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, თეორიულ ცოდნასთან ერთად გამოიმუშაონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და გაიკვლიონ გზა გლობალურ ასპარეზზე. აღნიშნულ საკითხზე უფრო ვრცლად საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის SEU-ს რექტორი და დამფუძნებელი, გია კავთელიშვილი გვესაუბრა.

 

ბატონო გია, როდის დაიწყო SEU-ს და EHL-ის თანამშრომლობა? და რა იყო მისი მიზანი?

SEU-სა და EHL-ს შორის თანამშრომლობა 1 წლის წინ დაიწყო და სწორედ ამ პარტნიორობის ფარგლებში, 10-13ივნისს SEU-ს დელეგაცია ვიმყოფებოდით შვეიცარიაში. ვეწვიეთ EHL-ის კამპუსს, შევხვდით აკადემიურ პერსონალს და ვისაუბრეთ არსებული თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

საქართველოსა და მთელ სამხრეთ კავკასიაში ეს უპრეცედენტო მოვლენაა მასპინძლობის სფეროში – განათლებისა და პროფესიული გადამზადების მიმართულებით. ცენტრის მისიაა სტუდენტები აღჭურვოს პრაქტიკული უნარებითა და ინდუსტრიულ სპეციფიკაზე მორგებული ცოდნით, რაც უზრუნველყოფს მათ მზაობას როგორც რეგიონული, ასევე საერთაშორისო, დინამიკური მასპინძლობის სექტორისთვის.

SEU-ს და EHL-ის თანამშრომლობის მთავარი მიზანი კი ერთობლივი პროფესიული, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების განვითარება, ხარისხიანი განათლების გაზრდა ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს მიმართულებით და EHL-ის პრაქტიკის დანერგვაა საქართველოში.

 

გვესაუბრეთ, რა პროგრამას სთავაზობთ მომავალ სტუდენტებს?

ამჟამად ვიწყებთ პროფესიული და საბაკალავრო განათლებით, შემდეგ დაემატება სამაგისტრო მიმართულება. თავდაპირველად პროფესიული განათლების ცენტრში იქნება კულინარიისა და რესტორნის მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამა. რაც შეეხება საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურს, ამ მიმართულებით იგეგმება მასპინძლობის მენეჯმენტის, ტურიზმის, გლობალური მასპინძლობის მენეჯმენტის მიმართულებით ერთობლივი პროგრამების შემუშავება.

აღნიშნული პროგრამები ასევე მოიცავს ბიზნესის სფეროსთან დაკავშირებული დისციპლინების სწავლებას, როგორიცაა მარკეტინგი, ფინანსები, მენეჯმენტი, მეწარმეობა და სხვ. აღსანიშნავია, რომ ამ პროგრამების კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ, დასაქმდნენ წამყვან საერთაშორისო ბიზნესმიმართულების ორგანიზაციებში.

 

 

რა არის ამ პროგრამის უმთავრესი მიზანი?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ერთობლივი ძალებით შევძლოთ მოვამზადოთ დარგის წამყვანი სპეციალისტები, რითაც ხელს შევუწყობთ ქვეყანაში და მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონში მასპინძლობის სფეროსა და ტურიზმის სექტორის განვითარებას.

სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, შეისწავლონ მასპინძლობის ინდუსტრიის მრავალი შესაძლებლობა და გამოწვევა, ამავდროულად, გაეცნონ ინოვაციურ აზროვნებასა და თანამედროვე მიდგომებს. EHL-ის მხარდაჭერით, სტუდენტებს მივაწვდით ხარისხიან განათლებას მასპინძლობის სფეროში, რომელიც აკმაყოფილებს მაღალი ხარისხის სტანდარტებს, რამაც განაპირობა EHL-ის მსოფლიო მასშტაბის რეპუტაცია 1893 წლიდან.

სწავლის დასრულების შემდეგ გაიცემა EHL-ისა და SEU-ს მხრიდან ხელმოწერილი დოკუმენტი, ორმაგი დიპლომი. ეს ეხება როგორც პროფესიულ, ასევე საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს. ასევე, აღსანიშნავია რომ სტუდენტებს სწავლის პერიოდში შესაძლებლობა ექნებათ, ისწავლონ EHL-ის ნებისმიერ ფილიალში, სხვადასხვა ქვეყანაში და, რაც მთავარია, ეს პერიოდი უღიარდებათ.

 

რა თქმა უნდა, აღსანიშნავია, რომ EHL-ის უნივერსიტეტი არის საერთაშორისო ცნობილი, ძალიან პრესტიჟული ბრენდი, რომლის კურსდამთავრებულებისთვის, შეიძლება ითქვას, ყველა კარი ღიაა მასპინძლობის ინდუსტრიაში, მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას. EHL აერთიანებს წამყვანი აკადემიური და ინდუსტრიის მოთამაშეების ქსელს. ასევე, სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, სწავლის პერიოდში წვდომა ჰქონდეთ სტაჟირებებსა და სამუშაო შეთავაზებაზე, რასაც EHL-ის პარტნიორი კომპანიები სთავაზობენ. აღსანიშნავია, რომ EHL-ს ჰყავს 25000-ზე მეტი კურსდამთავრებული.

თავის მხრივ, SEU-ს პარტნიორებმა მკაფიოდ დააფიქსირეს თავიანთი დადებითი დამოკიდებულება და მზაობა ამ ახალი მასშტაბური პროექტის მიმართ:

„SEU-ს მაღალი აკადემიური სტანდარტებისა და EHL-ის გამოცდილების კომბინირებით, რომელიც 130 წელია ქმნის განათლების უმაღლეს სტანდარტს მასპინძლობის სფეროში, დარწმუნებულნი ვართ, რომ სტუდენტები მიიღებენ უბადლო გადამზადებას. ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით გავუკვალავთ გზას ახალ თაობებს, რომლებიც აამაღლებენ ინდუსტრიაში არსებულ მომსახურებას და დანერგავენ ინოვაციურ სტანდარტებს“.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU

ასევე გაეცანი

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად
ინტერვიუ

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში
ინტერვიუ

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

January 11, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! „ამერი“ – ტრადიციებისა და სიახლეების შერწყმა

#OK! „ამერი“ – ტრადიციებისა და სიახლეების შერწყმა

December 26, 2024
#OK! მეთოჯინე მასწავლებლის ზღაპრული სამყარო

#OK! მეთოჯინე მასწავლებლის ზღაპრული სამყარო

May 28, 2024
#OK! „მქონდა ეტაპები, როდესაც არ მომწონდა ჩემი თავი…“ – ნატალია ყიფშიძე გარდატეხის ასაკზე საუბრობ

#OK! „მქონდა ეტაპები, როდესაც არ მომწონდა ჩემი თავი…“ – ნატალია ყიფშიძე გარდატეხის ასაკზე საუბრობ

March 2, 2023
#OK! კოსმეტიკური პროცედურის უარყოფითი შედეგი, რის გამოც ლინდა ევანჯელისტა მოდის ინდუსტრიას ჩამოშორდა

#OK! კოსმეტიკური პროცედურის უარყოფითი შედეგი, რის გამოც ლინდა ევანჯელისტა მოდის ინდუსტრიას ჩამოშორდა

September 27, 2021

კვირის ჰიტები

#OK! Medcorner – სივრცე, სადაც ინოვაცია, პროფესიონალიზმი და ესთეტიკა ერთმანეთთან თანხვედრაშია

#OK! Medcorner – სივრცე, სადაც ინოვაცია, პროფესიონალიზმი და ესთეტიკა ერთმანეთთან თანხვედრაშია

January 7, 2026
#OK! „Princess Gourielli“ – ვინ იყო ქართველი თავადის  ცოლი, რომელიც „კოსმეტიკის დედოფალი“ გახდა

#OK! „Princess Gourielli“ – ვინ იყო ქართველი თავადის ცოლი, რომელიც „კოსმეტიკის დედოფალი“ გახდა

January 10, 2026
#OK! წარმატებას თავად შენ ქმნი

#OK! წარმატებას თავად შენ ქმნი

January 8, 2026
#OK! როგორ შეცვალა ერთმა ფოტომ მთელი ცხოვრება – ანოკ იაის წარმატების საიდუმლო

#OK! როგორ შეცვალა ერთმა ფოტომ მთელი ცხოვრება – ანოკ იაის წარმატების საიდუმლო

January 10, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები