• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! მენეჯერი

#OK! მენეჯერი – თამარ ფილიშვილი

April 1, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

წარმოგიდგენთ რუბრიკა OK! მენეჯერის სტუმარს თამარ ფილიშვილს, რომელსაც მისი მიზნისთვის სწრაფვა არასოდეს შეუწყვეტავს, მიუხედავად სირთულეებისა მუდმივად იბრძვის, რათა დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს. როგორც ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, აუცილებელია იშრომო იმისთვის, რომ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია შექმნა.

მაშ ასე, გაიცანით ჩვენი რუბრიკის სტუმარი უფრო ახლოს.

 


გაგვეცნით და გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ.

მე გახლავართ თამარა ფილიშვილი, ძირითადი პროფესიით ზოგადი პროფილის ექიმი, ხოლო მეორადი პროფესიით ჰოტელიერი. დაახლოებით 15 წელია სასტუმრო ბიზნესში ვმოღვაწეობ როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს მიღმა.

გზა, რომელიც დღევანდელ დღემდე გაიარეთ. თქვენი სამუშაო გამოცდილებების შესახებ გვიამბეთ.

მედიცინაში ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდგომ, ვერ შევძელი მაგისტრატურის გაგრძელება. გადავწყვიტე დროებით ისეთ საქმიანობაში მომესინჯა თავი, სადაც ჩემი უნარებით მოკლე დროში შევძლებდი სწავლისთვის საჭირო თანხის დაგროვებას. მოცემულ პერიოდში სასტუმროში მუშაობა პრესტიჟულ საქმიანობად არ ითვლებოდა, თუმცა სხვა დანარჩენ სფეროებთან შედარებით, უფრო მაღალანაზღაურებადი იყო. გამოგიტყდებით, ცხოვრების იმ ეტაპზე ჩემს თვითმიზანს სასტუმროში მუშაობის გაგრძელება არ წარმოადგენდა. ყოველთვის თვალწინ მედგა თეთრ ხალათიანი თამარა და ეს სურათი ჩემი შთაგონება გახდა. სასტუმრო ბიზნესში სრულიად ახალბედა, ვცდილობდი, ახალი საქმიანობისთვის ამეღო ალღო, გამომეყენებინა ის უნარები, რაც სამედიცინოზე სწავლამ ჩამომიყალიბა – თვითდისციპლინა, სიმშვიდე, მოთმინება, მოსმენის უნარი და ემპათია. ვცდილობდი მედგრად და მტკიცედ გავმკლავებოდი სხვადასხვა ცხოვრებისეულ გამოწვევებსა თუ სამსახურეობრივ სირთულეებს, ვინაიდან ეს გზა საბოლოო მიზანთან – თეთრ ხალათთან მაახლოებდა. ამ მიზანთან ყველაზე ახლოს მყოფმა კი აღმოვაჩინე, რამდენად ღრმად მოიკიდა ახალმა საქმიანობამ ჩემს გულსა და გონებაში ფეხი. აღმოვაჩინე, რომ მე სამყაროს იმ უმცირეს ნაწილში ჩავეწერე, ვისთვისაც სამსახური მხოლოდ ფულის გამომუშავების წყარო კი არა, ერთგვარი ჰობია, საყვარელი საქმიანობაა, სადაც თავს კომფორტულად და სასიამოვნოდ ვრძნობ. გავაცნობიერე რამდენად ჩემი იყო ის, რასაც ვაკეთებდი და იმასაც მივხვდი, რომ ერთ დღეს აუცილებლად გავხდებოდი წარმატებული.

 

როგორ ფიქრობთ რა არის მთავარი წარმატების მისაღწევად? როგორ ვიპოვოთ საყვარელი საქმე?

ჩემი მოკრძალებული აზრით, წარმატების მიღწევისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტებია: მიზანსწრაფვა, ნებისყოფა და შრომისმოყვარეობა. ერთია ადამიანს გააჩნდეს მიზანი და მეორეა – მისი შესრულებისკენ ისწრაფოდეს. ასევე, გააჩნდეს გარკვეული გეგმა – დაახლოებით როგორ და რა პერიოდში შეძლებს მიზნის განხორციელებას. ნებისყოფა, რომ ბოლომდე მიიყვანო დაწყებული, მიუხედავად სირთულეებისა. შრომისმოყვარეობა – იშრომო მეტი, ვიდრე დანარჩენებმა… იშრომო იმისთვის, რომ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია შექმნა.

რა გაძლევთ მოტივაციას?

ბავშვობიდან მამაჩემი მაჩვევდა იმას, რომ არასოდეს არაფერში ვყოფილიყავი საშუალო ან უბრალოდ კარგი. მეუბნებოდა, რომ წარმატების მისაღწევად საუკეთესო უნდა ვყოფილიყავი. ყოველთვის ძალიან ბევრს ითხოვდა ჩემგან და მაგრძნობინებდა, რომ განსაკუთრებული ვიყავი, რომ ყველაფერი შემეძლო, რასაც მოვინდომებდი. 15 წლის წინ მამა ჯანმრთელობის ძლიერი დაზიანების გამო ნახევრად პარალიზებული აღმოჩნდა, ხოლო რამოდენიმე თვის წინ გარდაიცვალა. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ყოველთვის მას ვუძღვნიდი და ვუძღვნი ჩემს მცირე თუ დიდ წარმატებებს, ვინაიდან მე ასეთი სწორედ მის გამო ვარ.

რას ურჩევდი მათ, ვინც ახლა იწყებენ კარიერას?

პირველივე წარუმატებლობაზე ხელი არ ჩაიქნიონ. მიღწეულით არ დაკმაყოფილდნენ. თვითკმაყოფილება ან პირიქით, გადაჭარბებული თვითკრიტიკა ხელს უშლის კარიერულ წინსვლას. მიუხედავად იმისა, რა საქმიანობას ეწევი, აუცილებელია მუდმივად ვითარდებოდე. არაა აუცილებელი უმაღლესი აკადემიური განათლება გქონდეს დარგში. დღეს დღეობით ცოდნის მიღების უამრავი მეთოდი არსებობს: პროფესიული სასწავლებლები, სასერტიფიკატო პროგრამები, ონლაინ სწავლებები და სხვა.

 

 

როგორია თქვენი მიზნები და სამომავლო გეგმები?

სულ ცოტა ხანში შეერთებულ შტატებში გავივლი სპეციალურ სემინარებს ჩემს დარგში. რაც შეეხება გრძელ ვადიან გეგმებს, საკუთარ სასტუმროს გავხსნი აუცილებლად.

ასევე გაეცანი

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“
ინტერვიუ

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

July 8, 2025
#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია
OK! ქუთაისი

#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია

July 8, 2025
#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა
ინტერვიუ

#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა

July 8, 2025
#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი
ინტერვიუ

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! რუსუდან ლამპარაძე – მუდმივი სწრაფვა პიროვნული და პროფესიული განვითარებისკენ

May 22, 2025
#OK! კრწანისი გრანდე – სახლი, როგორც სრულყოფილება

#OK! კრწანისი გრანდე – სახლი, როგორც სრულყოფილება

December 6, 2022
#OK! ქლოე კარდაშიანი საკუთარ ბრენდს არეკლამებს! ვარსკვლავი Good American-ის კაბით!

#OK! ქლოე კარდაშიანი საკუთარ ბრენდს არეკლამებს! ვარსკვლავი Good American-ის კაბით!

May 21, 2021
#OK! ვინ არის ინეს დე რამონი? –  გაიცანით ბრედ პიტის შეყვარებული

#OK! ვინ არის ინეს დე რამონი? – გაიცანით ბრედ პიტის შეყვარებული

June 29, 2025

კვირის ჰიტები

#OK! „ლოკროსი“ – მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია

#OK! „ლოკროსი“ – მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია

July 5, 2025
#OK! 100 წლის შემდეგ სენაში ცურვა ნებადართულია –  პარიზი ოლიმპიადისთვის ემზადება

#OK! 100 წლის შემდეგ სენაში ცურვა ნებადართულია – პარიზი ოლიმპიადისთვის ემზადება

July 8, 2025
#OK! სიცოცხლის გვერდით – სიყვარულით, პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობით

#OK! სიცოცხლის გვერდით – სიყვარულით, პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობით

July 8, 2025
მომავლის სტომატოლოგია იქ, სადაც დეტალები განსაზღვრავს ხარისხს

მომავლის სტომატოლოგია იქ, სადაც დეტალები განსაზღვრავს ხარისხს

July 5, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები