• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! სახლი ძველ უბანში – ინტერვიუ ავთანდილ ვარსიმაშვილთან

November 4, 2024
საკითხავი დრო: 1 min read

„სახლი ძველ უბანში“ მრავალსერიიანი მისტიკურ-დრამატული ფილმია, რომელიც რეჟისორმა ავთანდილ ვარსიმაშვილმა 1994 წელს გადაიღო.  სერიალის სცენარის ავტორი, რეჟისორი და პროდიუსერია ავთანდილ ვარსიმაშვილი, დამდგმელი ოპერატორი – მიხეილ მაღალაშვილი. ოპერატორები – დავით გოგილაშვილი და მიხეილ ნინოშვილი, მხატვარი – თამარ გოცხიშვილი, კომპოზიტორი – გიორგი ჭილაშვილი. მთავარ როლებს კი გიორგი მიქელაძე, გოგოლა კალანდაძე, მურმან ჯინორია და გურამ საღარაძე ასრულებდნენ. სერიალის შესახებ რეჟისორ ავთანდილ ვარსიმაშვილს ვესაუბრეთ:

 

სახლი ძველ უბანში იყო პირველი ქართული სერიალი. საიდან გაჩნდა იდეა, გადაგეღოთ სერიალი და თან მისტიკურ-დრამატული?

სერიალის გადაღების იდეა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა იდეა, მოიტანა დრომ და მოთხოვნამ, ვინაიდან ზუსტად მაშინ იწყებოდა სერიალების პოპულარობა მთელ მსოფლიოში, საქართველოს ტელევიზიით კი ამ დროს გადიოდა სერიალი „მონა იზაურა“. ჩვენც გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ჩვენი ქართულ სერიალი, თუმცა მაშინ არც ჩვენ და არც მსოფლიომ არ ვიცოდით ტერმინი „სერიალი“, მას ვეძახდით მრავალსერიიან სატელევიზიო მხატვრულ ფილმს.

 

 

 

სცენარიც სპეციალურად ამ სერიალისთვის დავწერეთ, ეს არის ლევინის რომანის, „როზმარის ბავშვი“ ეკრანიზაცია.

თემასაც ისევე, როგორც იდეას, დრო გკარნახობს. სერიალის გადაღების დრო 1994 წელი ალბათ ყველაზე მისტიკური და შავბნელი პერიოდი იყო საქართველოს უახლოეს ისტორიაში, შესაბამისად, თემაც და ჟანრიც დრომ მოიტანა. თუმცა ამავე დროს, ეს ფილმი არ ისახავდა მიზნად, რომ შიში დაეთესა მაყურებელში, პირიქით, სერიალი სიყვარულზეა, ორიგინალ ვერსიაში იბადება სატანა, ჩვენთან კი სიყვარული იმარჯვებს.

 

როგორი იყო გადაღებების პროცესი?

გადაღების პროცესი იყო არაჩვეულებრივი და გეტყვით, რატომ. იმ დროს საქართველოში საერთოდ არანაირი გადაღებები არ მიმდინარეობდა, პრაქტიკულად, ყველაფერი გაჩერებული იყო. ჩვენ ვიყავით ერთადერთი, ვინც იმ დროში რაღაცას იღებდა, ძალიან მწირე ანაზღაურებით, პრაქტიკულად უფულოდ.

იყო არაჩვეულებრივი სამსახიობო და შემოქმედებითი გუნდი, ძალიან გვიხაროდა, რომ ვმუშაობდით და არ ვიყავით გაჩერებულები და მუშაობის ბედნიერება გვაკეთებინებდა ამ საქმეს. ახლაც კი, ამდენი წლის შემდეგ, ძალიან მიყვარს გადაღების პროცესის გახსენება, ძალიან მიყვარს იმის გახსენება, როგორ ვიყავით ატაცებული იმ იდეით, რასაც ვაკეთებდით.

 

რა იყო სერიალის მთავარი სათქმელი და როგორ ფიქრობთ, რატომ შეიყვარა ის ასე მაყურებელმა?

სერიალის მთავარი სათქმელი იყო ის, რომ სიყვარული ყველაფერზე გაიმარჯვებს, რომ სიყვარული არის ყველაზე დიდი, ყველაზე ჯადოსნური და ყველაზე მაგიური გრძნობა და მას ვერანაირი ჯადოები ვერ მოერევა. მე ვფიქრობ, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეს იყო, რატომაც შეიყვარა მაყურებელმა. ასევე, სამსახიობო ანსამბლი იყო არაჩვეულებრივი. შესანიშნავი სახეები შექმნეს, ზოგ შემთხვევაში უარყოფითი და საზარელიც კი. დავამატებდი კიდევ იმას, რომ მოულოდნელი იყო იმ დროისთვის ქართული თრილერის ნახვა, აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ თრილერიც არ გადაგვიღია არასოდეს. ბევრ რამეში იყო ეს სერიალი პირველი.

 

 

რა იყო მთავარი სირთულე, რასაც სერიალის გადაღების და მისი გამოსვლის შემდეგ წააწყდით?

მთავარი სირთულე იყო ფინანსები, საერთოდ არ გვქონდა ფული, დღევანდელი გადასახედიდან სათამაშო კამერებით ვიღებდით. სულ რაღაც 2 კამერა გვქონდა. ფინანსები არ გვყოფნიდა არა მარტო ჰონორარებისთვის, ელემენტარულად გადაღების მოედანზე კვებაც კი პრობლემა იყო.

გამოსვლის შემდეგ პრობლემები იყო ჭორის ხასიათის. უამრავ რამეს გვაბრალებდნენ, რომ წარმოვადგენთ შავი მაგიის სექტის წევრებს და ა.შ. ბევრი საუბარი იყო ამაზე და იმ დონეზე მივიდა, რომ პატრიარქს შევხვდით. ნახა მან სერიალი და თქვა, რა გინდათ, ეს ხომ სიყვარულზეაო. ამის შემდეგ ცოტა მიწყნარდა ეს ტალღა.

ნაწილი ხალხისა მიიჩნევდა, რომ პოლიტიკური ქვეტექსტებიც იდო სერიალში, ზვიადი, შევარდნაძე.

მთავარი მაინც ის იყო, რომ ხალხმა უცებ შეიყვარა სერიალი და მსახიობები ძალიან პოპულარულები გახდნენ. განსაკუთრებით გოგოლა კალანდაძე და გიორგი მიქელაძე. ძალიან მიხარია, რომ ეს ლამაზი და ნიჭიერი ადამიანები მე შემოვიყვანე ჩვენს სატელევიზიო სივრცეში.

 

ხომ არ გიფიქრიათ გადაგეღოთ „სახლი ძველ უბანში“ 30 წლის შემდეგ?

მიფიქრია, კი, ოღონდ სახლი „ძველ უბანში“ 30 წლის შემდეგ არა, „სახლი ძველ უბანში“ რიმეიქი. 2 წლის წინ მქონდა ამაზე საუბარი კავეასთან და ამ იდეას დიდი ხალისით მოვეკიდეთ, მაგრამ რატომღაც არ მოჰყვა განვითარება. მე ვფიქრობ, შეიძლებოდა სერიალის რიმეიქის გადაღება დღევანდელი ტექნიკით, დღევანდელი საშუალებებით, კომპიუტერული გრაფიკებით და სპეცეფექტებით და ძალიან საინტერესო გამოვიდოდა.

მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თუ ჩვენ სერიალებში ჩავდებთ რესურსს და თანხებს და გადავიღებთ მინისერიალებს, ძალიან დიდი წარმატებით შეგვეძლება გავიდეთ მსოფლიო ბაზარზე. ვფიქრობ, ერთ-ერთი გზა, გავიტანოთ ქართული კინო მსოფლიო არენაზე, არის სერიალი. ამის ნიჭი, როგორც სამსახიობო, ისევე სარეჟისორო, არის ჩვენს ქვეყანაში.

 

ტექსტი: სალომე სიხარულიძე

ფოტო: არქივი

ასევე გაეცანი

#OK! გრანდ ბელაჯიო სპა – თქვენი სიმშვიდისა და ჰარმონიის ახალი მისამართი
OK! ბათუმი

#OK! გრანდ ბელაჯიო სპა – თქვენი სიმშვიდისა და ჰარმონიის ახალი მისამართი

December 22, 2025
როგორ განსაზღვრავს თმის სტილი ჩვენს განწყობას – ირმა იასაღაშვილი
ინტერვიუ

როგორ განსაზღვრავს თმის სტილი ჩვენს განწყობას – ირმა იასაღაშვილი

December 24, 2025
#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში
OK! მენეჯერი

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში

December 19, 2025
#OK! სუხიშვილების კონცერტი Carnegie Hall-ში
OK! News

#OK! სუხიშვილების კონცერტი Carnegie Hall-ში

December 20, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! Giambattista Valli-ის 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის ოტ კუტიურ კოლექცია

#OK! Giambattista Valli-ის 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის ოტ კუტიურ კოლექცია

January 27, 2022
#OK! ნაომი კემპბელი 50 წლის ასაკში პირველი შვილის დედა გახდა!

#OK! ნაომი კემპბელი 50 წლის ასაკში პირველი შვილის დედა გახდა!

May 24, 2021
#OK! დღეს მირანდა კერი 40 წლის გახდა – გავიხსენოთ Victoria’s Secret-ის ყოფილი ანგელოზის ერთ-ერთი ყველაზე მოდური მომენტები წითელი ხალიჩიდან

#OK! დღეს მირანდა კერი 40 წლის გახდა – გავიხსენოთ Victoria’s Secret-ის ყოფილი ანგელოზის ერთ-ერთი ყველაზე მოდური მომენტები წითელი ხალიჩიდან

April 20, 2023
#OK! ბესთ უესთერნ ქუთაისი – სასტუმრო ქალაქის ისტორიულ უბანში

#OK! ბესთ უესთერნ ქუთაისი – სასტუმრო ქალაქის ისტორიულ უბანში

June 12, 2025

კვირის ჰიტები

მინდა უკვე ნიშნავს, რომ მე ეს მექნება!  სოფიკო აჟიბას წარმატების ფორმულა

მინდა უკვე ნიშნავს, რომ მე ეს მექნება! სოფიკო აჟიბას წარმატების ფორმულა

December 23, 2025
#OK! როგორ დაზოგავ დროსა და ენერგიას აეროგრილის გამოყენებით

#OK! როგორ დაზოგავ დროსა და ენერგიას აეროგრილის გამოყენებით

December 19, 2025
#OK! უჩვეულო და სახალისო საახალწლო ტრადიციები – ეკვადორი

#OK! უჩვეულო და სახალისო საახალწლო ტრადიციები – ეკვადორი

December 22, 2025
ნატალია ვაშაკიძე, ძლიერი ემიგრანტი ქალი, რომლის თითოეული მიზანი საქართველოს უკავშირდება

ნატალია ვაშაკიძე, ძლიერი ემიგრანტი ქალი, რომლის თითოეული მიზანი საქართველოს უკავშირდება

December 21, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები