• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! საბა ჩაჩანიძე OK!-ის ობიექტივში

March 17, 2023
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

OK! უნიჭიერესი მომღერლის საბა ჩაჩანიძის შესახებ გიამბობთ, რომელმაც  ძალიან საინტერესო მუსიკალური გზა განვლო და ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფლორიდის შტატში – ჯექსონვილში მოღვაწეობს მისივე პროფესიით. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც ჩვენს რესპოდენტს უკეთ გაგაცნობთ.

საბა, უპირველესად გაგვეცანით.

დავიბადე 1995 წლის 17 მაისს მრავალშვილიან მუსიკალურ ოჯახში, სადაც მამის გარდა ოჯახის თოთოეული წევრი მღეროდა.

მუსიკალური კარიერა ფოლკლორულ ანსამბლ “ბიჭებში” დავიწყე, სადაც ტრადიციული ქართული ხალხური, ქალაქური, საეკლესიო, კლასიკური ჟანრების შესწავლით და შესრულებით შემოვიდა მუსიკა ჩემს ცხოვრებაში. პირველი საერთაშორისო ტურიც ანსამბლ „ბიჭებს“ უკავშირდება, როდესაც 2006-2007 წელებში ფლორენციასა და ვენეციაში მუსიკალურ ფესტივალებზე მივიღეთ მონაწილეობა.

ძალიან დასამახსოვრებელი გამოსვლები გვქონდა, როგორც კათოლიკურ ეკლესიებში, ასევე საკონცერტო დარბაზებში. ანსამბლი ძალიან ბევრი მაღალი კლასის მომღერლით იყო დაკომპლექტებული და საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა ენიჭებოდათ სოლო სიმღერების შემსრულებლებს. კარგად მახსოვს, რომ ერთ-ერთი ასეთი სიმღერის შესრულების პასუხისმგებლობა მე მომენიჭა და სოლო სიმღერის შესრულება მანდეს ძალიან პატარა ასაკში. აღსანიშნავია, რომ დარბაზი მასშტაბური, უცხოელი მუსიკოსებითა და მსმენელით იყო სავსე. საკმაოდ შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი გამოდგა ის დღე ჩემი ცხოვრებისთვის.

რამდენად მნიშვნელოვანი ფუნდამენტი აღმოჩნდა ხალხურ სიმღერასთან კავშირი თქვენთვის?

ვთვლი, რომ ხალხურ სიმღერასთან კავშირი ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო ფუნდამენტი გამოდგა ჩემი ცხოვრების შემდეგ ეტაპებზე. ეს გახლავთ ანსამბლი “The Quintessence”, რაზეც შემიძლია არათუ ინტერვიუ, არამედ წიგნიც კი დავწერო.

20 წლის ასაკში დათო არჩვაძის შუამდგომლობით ანსამბლის კასტინგზე მოვხვდი და ასე დაიწყო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ვფიქრობ ძალიან წარმატებული პერიოდი. Quintessence-ში გატარებული ყოველი დღე რაიმე მნიშვნელოვანის აღმოჩენას უკავშირდებოდა. მეც ყოველდღიურად ვცდილობდი, რომ გამეზიარებინა ის სიახლეები და წარმატება, რაც ჩვენს ყოველდღიურობაში ხდებოდა და საკუთარი წვლილი შემეტანა ჯგუფის წინსვლასა და განვითარებაში.

გვიამბეთ თქვენი წარმატების ნაბიჯებზე.

7 წლის განმავლობაში მსოფლიოს არაერთი წამყვანი ქვეყნის წამყვან სცენაზე გაგვიმართავს კონცერტი და გვქონია, როგორც საფესტივალო, ასევე საკონკურსო ფორმატში გამოსვლები, როგორებიცაა: ავსტრია, გრაცი VocalTotal, ასევე Harmony sweepstakes-NY ამერიკის რეგიონალური მასშტაბის კონკურსი, სადაც მეორე ადგილზე გავიდა ჯგუფი, ასევე A Cappella open-NY Carnegie Hall მსოფლიოს საუკეთესო ათეულის ფინალისტი, ასევე ფრაკნფურტის წიგნის ბაზრობა, ასევე კოლაბორაციული კონცერტების სერია ნინო ქათამაძესთან და ჯგუფ Insight-თან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე. უმეტეს შემთხვევაში ეს ხდებოდა ნიკოლოზ რაჭველის და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, ასევე გვქონდა კოლაბორაცია ქალბატონ ნანი ბრეგვაძესთან და ბატონ ბუბა კიკაბიძესთან ერთად, რაც უკვე ისტორიაა და ძალიან საამაყოა ჩემთვის.

ასევე წლების განმავლობაში საბავშვო სატელევიზიო მეგა პროექტ „რანინაში“ იყო quintessence-ის ტური და ზედიზედ 5 სეზონი, 5 სხვადასხვა თაობის ძალიან ნიჭიერ მომავალ მომღერალ ბავშვებთან გვქონდა კოლაბორაციები, რაც არანაკლებ საამაყოა, ვიდრე სხვა უფრო მასშტაბური გამარჯვებები.

მოგვიყევით კოლაბორაციებზე.

სატელევიზიო კოლაბორაციები მომღერლებთან, რომელიც აკუსტიკის ფორმატით გავრცელდა იყო ქალბატონ ნუკრი კაპანაძესთან და სალიოსთან ერთად. ნუკრისთან კოლაბორაცია დღესაც ტოპ ათეულში იკავებს ადგიოლს 1,4 მილიონი ნახვით. ასევე კოლაბორაციები გვქონდა ეკა მამალაძესთან, ნატო მეტონიძესთან, ელენე კალანდაძესთან, გიორგი სუხიტაშვილთან, მაკა ზამბახიძესთან და თითქმის ყველა საქართველოში მოასპარეზე წამყვან მუსიკოსთან.

როდის შედგა თქვენი პირველი სოლო გამოსვლა?

2018 წელს შედგა ჩემი პირველი სოლო გამოსვლა სცენაზე. ეს იყო კომერციული პროექტი – “თბილისის გოლფ კლუბის” გახსნის ცერემოანიალი. შემდეგ ჩემს მეგობარ მუსიკოს ანა ჟორდანიასთან ერთად გავაკეთე ჯაზ დუეტი, რის შემდეგაც დაიწყო კორონა, თუმცა ამ პროექტის პრეზენტაცია მაინც მოხერხდა, როდესაც 2022 წელს გაიხსნა თბილისში აქსის თაუერსის საფეხმავლო ქუჩა და ამ ქუჩის გახსნის ცერემონიალური ნაწილი გახლდა ჩვენი დუეტის კონცერტი.

ასევე 2022 წელს წალკის კანიონზე “კას ლენდის” გახსნის ცერემონიალი, სადაც ასევე სოლო სიმღერებით და დუეტით წარვსდექი მსმენლის წინაშე.

ამის შემდეგ შემოდგომას გადავწყვიტე, რომ ახალი გამოწვევების და მუსიკალური სიახლეების დროა და ახლა ვმოღვაწეობ ფლორიდის შტატში ქალაქ ჯექსონვილში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე დიდი ქალაქია ტერიტორიული სიდიდით, ჯექსონვილში გავიცანი ძალიან კარგი მუსიკოსები, რომლებთან ერთადაც არაერთხელ მქონდა ჯემსეშენზე სიმღერის შესაძლებლობა და ერთ-ერთი ჯემსეშენის შემდეგ ერთ-ერთმა მუსიკოსმა მიმიწვია საკუთარ მუსიკალურ საღამოზე და ახლა ადგილობრივ ორ ლეიბლთან ვაწარმოებ მოლაპარაკებებს, ეს არის ჩრდილოეთ ფლორიდის მასშტაბით მოასპარეზე მუსიკალური ლეიბლები. ჯერ-ჯერობით დასახელებისგან თავს შევიკავებ, თუმცა ამერიკაში ამ პერიოდში ყოფნის განმავლობაში ერთ-ერთი, რაც ძალიან კარგად გავაანალიზე არის ის, რომ ამ ქვეყანას აქვს უდიდესი შესაძლებლობები და მე დარწმუნებული ვარ რომ ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია.

ასევე გაეცანი

#OK! თამარ გაზაშვილი – ქალი, რომელმაც სირთულეები ძალად და საკუთარი საქმე წარმატების გზად აქცია
ინტერვიუ

#OK! თამარ გაზაშვილი – ქალი, რომელმაც სირთულეები ძალად და საკუთარი საქმე წარმატების გზად აქცია

October 6, 2026
OK! Hotel Honey Kutaisi: მეტი, ვიდრე უბრალოდ მასპინძლობა
Slider Area

OK! Hotel Honey Kutaisi: მეტი, ვიდრე უბრალოდ მასპინძლობა

September 26, 2026
#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი
ინტერვიუ

#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი

September 24, 2026
#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და  სიურპრიზები უყვარს
ინტერვიუ

#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და სიურპრიზები უყვარს

September 21, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! National Geographic-ის მკვლევარების ვარაუდით, შემდეგი თაობა ციცინათელებს ვეღარ ნახავს

#OK! National Geographic-ის მკვლევარების ვარაუდით, შემდეგი თაობა ციცინათელებს ვეღარ ნახავს

June 18, 2025
#OK! გიორგის და ლინდას სიმბიოზი

#OK! გიორგის და ლინდას სიმბიოზი

September 10, 2024
#OK! მშრალი კანი – ჩვენი განსაკუთრებული მდგომარეობის ისტორია

#OK! მშრალი კანი – ჩვენი განსაკუთრებული მდგომარეობის ისტორია

November 2, 2021
#OK! კიმ კარდაშიანმა საკუთარი ბრენდის, SKIMS-ის ახალი კოლექცია წარადგინა!

#OK! კიმ კარდაშიანმა საკუთარი ბრენდის, SKIMS-ის ახალი კოლექცია წარადგინა!

May 22, 2021

კვირის ჰიტები

#OK! Zara ჯონ გალიანოს ხედვით – დიზაინერის პირველი კოლექცია უკვე გამოვიდა

#OK! Zara ჯონ გალიანოს ხედვით – დიზაინერის პირველი კოლექცია უკვე გამოვიდა

October 1, 2026
#OK! მაიკლ დუგლასმა კეტრინ ზეტა-ჯონსთან დაშორების დეტალები გაიხსენა – “გადავწყვიტეთ, გარკვეული დრო ცალ-ცალკე გაგვეტარებინა“

#OK! მაიკლ დუგლასმა კეტრინ ზეტა-ჯონსთან დაშორების დეტალები გაიხსენა – “გადავწყვიტეთ, გარკვეული დრო ცალ-ცალკე გაგვეტარებინა“

October 7, 2026
#OK! ქართველმა მოცეკვავეებმა ქრისტიან ლაბუტინის შოუ დახურეს – ქართული ქორეოგრაფია „ETERNAL YOUTH“-ის ფინალში

#OK! ქართველმა მოცეკვავეებმა ქრისტიან ლაბუტინის შოუ დახურეს – ქართული ქორეოგრაფია „ETERNAL YOUTH“-ის ფინალში

October 5, 2026
#OK! ქართველი მსახიობი ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად – ბონდო მღებრიშვილი პიტ დევიდსონის ახალ კრიმინალურ თრილერში ითამაშებს

#OK! ქართველი მსახიობი ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად – ბონდო მღებრიშვილი პიტ დევიდსონის ახალ კრიმინალურ თრილერში ითამაშებს

October 2, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები