ახალი ამბავი არაა, რომ სამყარო გაციფრულდა და თითქმის ყველა სფერომ, მათ შორის, შოპინგმაც, ციფრულ სივრცეში გადაინაცვლა. თუკი ონლაინ მაღაზიების თვალიერებისას იბნევი, ვერ არკვევ როგორ შეიძინო სასურველი ნივთი, მაშინ ეს სტატია სწორედ შენთვისაა. ჩვენ დაგეხმარებით, რომ თქვენი ონლაინ შოპინგის გამოცდილება სრულიად შეიცვალოს!
ამისათვის კი აუცილებელია, გაითვალისწინოთ მოცემული რჩევები:
მოიძიეთ ინფორმაცია პროდუქტზე
ონლაინ შოპინგის სამყაროში შებიჯება რამდენიმე დავალების შესრულებას მოითხოვს. მათ შორისაა შესაძენი პროდუქტის დეტალური გაცნობა. აუცილებელია, რომ წაიკითხოთ შეფასებები სასურველ პროდუქტზე და გაეცნოთ ფასებს სხვადასხვა ვებგვერდზე. შეადარეთ სამი-ოთხი ონლაინ მაღაზია და შეარჩიეთ ყველაზე კონკურენტული ფასი. გაეცანით იმ ადამიანების მოსაზრებებს, რომლებმაც უკვე ისარგებლეს ამ პროდუქტით. როგორია მათი გამოცდილება? ასრულებს თავის ფუნქციას შეძენილი ნივთი?
დაიმახსოვრეთ – ბრმად არ მიენდოთ არც ერთ ონლაინ მაღაზიას, წინასწარ მოიძიეთ მათზე ინფორმაცია. ეს მარტივი პროცესია – ესტუმრეთ ვებგვერდს, გადახედეთ მომხმარებლების შეფასებებს ან გაიკითხეთ მათი რეპუტაცია სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზე. მხოლოდ ამ პროცესების გავლის შემდეგ გადარიცხეთ თანხა
გაითვალისწინეთ – არ შეიძინოთ პროდუქცია ისეთი ვებგვერდისაგან, რომელსაც უკმაყოფილო მომხმარებლების უამრავი შეფასება და საჩივარი აქვს. ასევე, თუკი თქვენთან კომუნიკაცია იშვიათად ხდება და ონლაინ მომსახურებას მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად ვერ იღებთ, არ გარისკოთ და არ შეიძინოთ სასურველი პროდუქტი მათგან.
გადახდა
თუკი ტრანზაქციების შესრულების დროს დაკვირვებული არ ხართ და არასდროს დაფიქრებულხართ თანხის გადარიცხვის დროს უსაფრთოხების დაცვაზე, მაშინ წაიკითხეთ მოცემული რჩევები:
აირჩიეთ გადახდის სანდო მეთოდი
ონლაინ შესყიდვების შემთხვევაში აირჩიეთ გამოცდილი და უსაფრთხო გადახდის მეთოდები. საკრედიტო ბარათები პოპულარული არჩევანია, რადგან ისინი ხშირად უზრუნველყოფს დამატებით დაცვას – თაღლითობის მონიტორინგსა და ნულოვან პასუხისმგებლობას არაავტორიზებული გადასახადებისთვის.
თუკი სხვა ქვეყნებიდან გადაწყვეტთ პროდუქციის გამოწერას, შესაძლებელია PayPal ან Apple Pay-ის გამოყენებაც, რომლებიც კიდევ უფრო მეტად უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, რადგანაც გამყიდველს თქვენს ფინანსურ ინფორმაციას არ უზიარებს.
მოძებნეთ ვებსაიტები უსაფრთხო გადახდის საშუალებით
თქვენი გადახდის დეტალების შეყვანამდე, დარწმუნდით, რომ ვებსაიტს, რომლიდანაც შეიძენთ პროდუქციას, აქვს გადახდის უსაფრთხო მეთდები. ამის იდენტიფიცირება შესაძლებელია მისამართების ზოლში ბოქლომის აიქონის არსებობით და URL-ის დასაწყისში მოცემული აღნიშვნით – “https://”. ეს ნიშნები მიუთითებს იმაზე, რომ ვებსაიტი იყენებს დაშიფვრას თქვენი პერსონალური მონაცემების დასაცავად.
შეადარეთ ფასები
რეალურ სამყაროში ადამიანების უმეტესობას ერთხელ მაინც უვაჭრია და, საბოლოოდ, რაიმე ნივთი ოპტიმალურ ფასად შეუძენია. ონლაინ სივრცეში ამგვარი მეთოდი არ არსებობს. თუკი გსურთ, მაქსიმალურად მოიძიოთ ინფორმაცია და სასურველი პროდუქტი ყველაზე ნაკლებ ფასად შეიძინოთ, მიჰყევით ინსტრუქციას:
თვალი ადევნეთ ფასდაკლებებს
ოდესმე შეგიძენიათ ნივთი და აღმოგიჩენიათ რომ რამდენიმე დღის წინ იგი განახევრებულ ფასად იყიდებოდა? თუკი აღარ გინდათ ეს გრძნობა გამოსცადოთ, ამოწმეთ ვებგვერდი, მუდმივად ესტუმრეთ ონლაინ მაღაზიის ფეისბუქ გვერდს. ისარგებლეთ სარეკლამო კოდებით. განსაზღვრეთ, დაახლოებით რა პერიოდში იწყება ფასდაკლებები პროდუქტებზე და ,რაღა თქმა უნდა, არ გამოგრჩეთ შავი პარასკევი და წინასაახალწლო ფასდაკლებები. გაითვალისწინეთ, რომ სეზონების შეცვლასთან ერთად – უმეტესად ზამთრიდან გაზაფხულზე გადასვლის წინ, ყოველთვის არის ფასდაკლებები, რათა მაღაზიებმა დარჩენილი პროდუქცია გაყიდონ.
აუცილებლად მიჰყევით თქვენი საყვარელი ბრენდის ფეისბუქ/ინსტაგრამ გვერდს. ხშირად ისინი მხოლოდ საკუთარი გამომწერებისთვის აკეთებენ შეთავაზებას. სხვადასხვა პრომო კოდი საშუალებას მოგცემთ, პროდუქცია ხელსაყრელ ფასად შეიძინოთ.
წაიკითხეთ ონლაინ მაღაზიის FAQ
FAQ არის ვებგვერდზე განთავსებული სპეციალური ველი, რომელშიც განთავსებულია ხშირად დასმული შეკითხვები და მათზე პასუხები. შესაძლოა, თქვენც დაგებადოთ კითხვები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საკონტაქტო ინფორმაცია, გადახდის პირობები, ან მიტანის სერვისი. სწორედ მათი დახმარებით შეგიძლიათ აღმოაჩინოთ, რომ ზოგიერთ ონლაინ მაღაზიაში შოპინგით 3 საათში მიიღებ შეკვეთას.
გაეცანით ნივთის დაბრუნების პირობებს
თუკი პირველად სარგებლობთ ონლაინ ვებგვერდით და არასდროს გქონიათ ონლაინ შოპინგის გამოცდილება, უნდა გაგაფრთხილოთ, რომ საკმაოდ ბევრი ინფორმაციის მიღება მოგიწევთ თავდაპირველად. გაითვალისწინეთ, რომ ონლაინ შოპინგისას, შესაძლოა, ნივთი არ აღმოჩნდეს ისეთი, როგორიც წარმოგედგინათ, არ მოგერგოთ, არ მოუხდა თქვენს სახლს და ა.შ ამიტომაც გაეცანით წინასწარ დაბრუნების პოლიტიკას. ყველა ონლაინ მაღაზიას თავისი პირობა აქვს, ამიტომაც გადაავლეთ თვალი ყველა მათგანის წესებს და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთეთ არჩევანი.
გაფრთხილება – ზოგიერთი მაღაზია საერთოდ არ იბრუნებს უკან ნივთებს, ამიტომაც თუკი არ გექნებათ წიანსწარ ამის შესახებ ინფორმაცია, ვეღარაფერს იზამთ.
ისარგებლეთ მობილური აპლიკაციებით
მას შემდეგ, რაც სმარტფონები სულ უფრო პოპულარული ხდება, შოპინგის ბევრმა ონლაინ მაღაზიამ შექმნა მობილური აპლიკაცია, რათა ონლაინ შოპინგი კიდევ უფრო მოსახერხებელი გამხდარიყო. ეს აპები ხშირად გთავაზობთ ექსკლუზიურ ფასდაკლებებს, პერსონალიზებულ რეკომენდაციებს, მარტივ წვდომას თქვენს ანგარიშსა და შეკვეთების ისტორიაზე. გარდა ამისა, Apple Pay-სა და Google Pay-ს შეუძლია გაამარტივოს გადახდის პროცესი და გააძლიეროს უსაფრთხოება.
შეჯამება
ნივთების ონლაინ შეძენას თავისი წესები აქვს. თქვენ, როგორც მომხმარებელს, გევალებათ ახალ ტენდენციებსა და ტექნოლოგიებთან ადაპტირებას. როდესაც თქვენი ონლაინ შოპინგის ტექნიკის დახვეწავთ, არა მხოლოდ დაზოგავთ დროსა და თანხას, არამედ უფრო კომფორტულ და პერსონალიზებულ გამოცდილებას შეიძენთ.