• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! როგორ გახდა სკოლის გუნდიდან გარიცხული მაიკლ ჯორდანი კალათბურთის ლეგენდა

February 15, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

1963 წლის 17 თებერვალი ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელის, მაიკლ ჯორდანის დაბადების დღეა. მისი გზა წარმატებისკენ გასაოცარი შრომისუნარიანობის, დაბრკოლებების გადალახვისა და გამარჯვების დაუოკებელი წყურვილის გრძელი ამბავია. სკოლის კალათბურთის  გუნდიდან გარიცხულმა ბიჭმა ფსონი დისციპლინაზე დადო და ყოველი მარცხი მოტივაციად აქცია, რამაც საშუალება მისცა ისტორიაში უდიდესი კალათბურთელი, NBA-ს 6-გზის ჩემპიონი და მილიარდერი გამხდარიყო.

მაიკლ ჯორდანის ყველა წარმატება ყოველთვის მტკივნეულ მარცხს მოსდევდა. სკოლის გუნდიდან გარიცხვის შემდეგ, რაც მისთვის პირველი, დიდი დარტყმა იყო, მან მთელი ზაფხული ვარჯიშს მიუძღვნა და საკუთარ თავს პირობა მისცა, რომ მსგავსი რამ აღარასდროს განმეორდებოდა. ეს განწყობა მოგვიანებით NBA-იც გაჰყვა, როდესაც Detroit Pistons -ის უხეშ და აგრესიულ დაცვას წლების განმავლობაში ვერაფერს უხერხებდა. დანებების ნაცვლად, ჯორდანმა მთელი გუნდი აიძულა, ფიზიკურად გაძლიერებულიყვნენ, რათა ეს წინააღმდეგობა გადაელახათ. საბოლოოდ, ამ სამმა მარცხმა საფუძველი ჩაუყარა პირველ „სამმაგ დუბლს“ (ზედიზედ სამ ჩემპიონობას).

 

 

კიდევ უფრო დრამატული იყო ჯორდანის დაბრუნება კალათბურთში მამის გარდაცვალებისა და ბეისბოლში წარუმატებელი მცდელობის შემდეგ. ბევრს ეგონა, რომ მისი დრო წავიდა და „ძველი მაიკლი“ ვეღარ დაბრუნდებოდა, მით უმეტეს, 1995 წლის პლეი-ოფში Orlando Magic-თან წაგების შემდეგ. თუმცა, სწორედ ამ წარუმატებლობამ გააჩინა მასში ის წარმოუდგენელი მოტივაცია, რომელმაც1996 წელს ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი (72 მოგება) და კიდევ სამი ჩემპიონობა მოუტანა. ჯორდანი ხშირად იმეორებდა: „მე ცხოვრებაში ბევრჯერ დავმარცხებულვარ და სწორედ ამიტომ მივაღწიე წარმატებას“. მისი ისტორია გვასწავლის, რომ წარუმატებლობა ჯორდანისთვის არა გზის დასასრული, არამედ საწვავი იყო, რომელიც კიდევ უფრო მაღლა ატყორცნიდა.

ნახეთ მაიკლ ჯორდანის 5 რჩევა, რომელიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.

 

  1. შრომისმოყვარეობა

ჟურნალ „ფორბსის“ ვერსიით, საკალათბურთო კლუბ Charlotte Hornets -ის მფლობელი, მაიკლ ჯორდანი ყველაზე მდიდარი სპორტსმენია, რომლის ქონება 1,5 მილიარდ დოლარს აჭარბებს. მაიკლმა ყოველთვის იცოდა, რომ წარმატების მისაღწევად ქანცის გაწყვეტამდე უნდა ემუშავა.  მისი თანაგუნდელები აღნიშნავდნენ, რომ ყოველ სამუშაო დღეს ჯორდანი მოედანზე პირველი შედიოდა და ბოლო გამოდიოდა. ის საკუთარ თავს კონკრეტულ მიზანს უსახავდა – ვარჯიშზე ბადეში გარკვეული რაოდენობის ბურთი უნდა ჩაეგდო და მანამდე არ გამოდიოდა, სანამ მიზანს არ მიაღწევდა.

„როდესაც მიზნისკენ მიდიხარ, გზაზე აუცილებლად დაბრკოლებებს წააწყდები, თუმცა, დაბრკოლებებმა არ უნდა შეგაჩეროს. როდესაც კედელს შეეჯახები, უკან არ დაბრუნდე, უკან არ უნდა დაიხიო. იპოვე გზა ამ წინააღმდეგობის დასაძლევად, იმუშავე მასზე“ – მაიკლ ჯორდანი.

 

  1. იყავი განსაკუთრებული

მაიკლი ჩვეულებრივ ოჯახში დაიბადა. ბავშვობაში არც გამორჩეული მონაცემები ჰქონდა და არც სპორტის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული. ჯორდანმა იცოდა, რომ მხოლოდ მძიმე შრომით შეძლებდა ერთ-ერთი საუკეთესო გამხდარიყო, მაგრამ იმისთვის, რომ საუკეთესოთა შორის საუკეთესო გამხდარიყო, სხვებისგან განსხვავებულად უნდა ემუშავა.

მატჩების დროს მაიკლი ყოველთვის ახალი მოძრაობების შესრულებას და ბურთის განსხვავებულად გათამაშებას ცდილობდა. მან გადახრით სროლაში (fadeaway jumper) უდიდესი ძალა დაინახა ეს ილეთი თავის მთავარ იარაღად აქცია. დაიმახსოვრეთ ეს წესი – უნიკალური შედეგი მხოლოდ უნიკალურ მოქმედებებს მოაქვს.

„ყველა კალათბურთელი ოცნებობს, რომ მორიგი მაიკლ ჯორდანი გახდეს. მე კი უნდა დავამტკიცო, რომ ისევ მაიკლ ჯორდანი ვარ“ – მაიკლ ჯორდანი.

  1. აიღეთ პასუხისმგებლობა და შეცდომის ნუ შეგეშინდებათ

„კარიერაში 9000-ზე მეტი ბურთი ავაცილე და თითქმის 300 თამაში წავაგე. 26-ჯერ გამარჯვების მომტანი ბურთი მანდეს და ვერ ჩავაგდე. ცხოვრებაში არაერთხელ დავმარცხებულვარ და წარმატებას სწორედ ამიტომ მივაღწიე“ – მაიკლ ჯორდანი

მაიკლმა იცოდა, რომ მუდმივად შეცდომის დაშვების შიშით ცხოვრება წაგებულის სტრატეგიაა. თუ ლიდერობა გსურს, საჭირო დროს პასუხისმგებლობის აღება უნდა შეგეძლოს. ეს სტრატეგია  წარმატებული ადამიანების უმრავლესობას ახასიათებს. მაშ, რატომ არ უნდა გამოიყენოთ?

„წარმატების მისაღწევად, ეგოისტი უნდა გახდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერაფერს მიაღწევთ. როგორც კი  მიზნის მწვერვალს მიაღწევთ, უანგარო გახდით. შეინარჩუნეთ კავშირი გარშემომყოფებთან და საკუთარ თავს სხვებზე მაღლა ნუ დააყენებთ“ – მაიკლ ჯორდანი.

 

  1. 4. იქონიეთ მკაფიო ხედვა

NBA-ში ჯორდანმა ზუსტად იცოდა, რომ დიდი საქმეების საკეთებლად მოვიდა. როცა ნებისმიერ საქმეს იწყებთ, მკაფიოდ უნდა გქონდეთ წარმოდგენილი ის შედეგი, რომლისკენაც ისწრაფით. სწორედ კონკრეტული ხედვის არქონას მივყავართ ხშირად იმედგაცრუებამდე.  როდესაც ადამიანებმა არ იციან, საით მიდიან, ისინი მუდმივად ერთ წრეზე დადიან.

„ამის შესახებ არავისთვის არაფერი მითქვამს, მაგრამ ხშირად ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვიღაცამ ჩემი სპორტული ფეხსაცმლის ძირებზე პატარა ფრთები მიამაგრა. სხვა მოთამაშეების წინაშე ცოტა უხერხული იყო“ – მაიკლ ჯორდანი.

 

მაიკლ ჯორდანმა, რომელიც ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელად აღიარეს, სპორტის ეს სახეობა ხელოვნების რანგში აიყვანა. ნახტომები, რომელთა გამო „მისი უჰაეროვნესობა“ შეარქვეს, მაყურებელს აღაფრთოვანებდა.

მაიკლ ჯორდანმა 6-ჯერ მოიგო NBA-ს საჩემპიონო ბეჭედი და 6-ჯერ გახდა NBA-ს ყველაზე ძვირადღირებული კალათბურთელი.

დღეს მაიკლ ჯორდანის შემოსავლის მთავარი წყარო Nike-თან პარტნიორობაა. 2023 წელს მაიკლმა თავისი გუნდის Charlotte Hornets -ის საკონტროლო პაკეტი დაახლოებით $3 მილიარდად გაყიდა, რამაც მისი კაპიტალი საგრძნობლად გაზარდა. თუმცა, ის კლუბის მცირე წილის მფლობელად კვლავ რჩება. გარდა ამისა, მაიკლს საკუთარი გუნდი ჰყავს NASCAR-ის ავორბოლებში. ის ფლობს ძვირადღირებულ რესტორნებს და ტეკილას ბრენდს “Cincoro”.

 

НБА, Майкл Джордан, NASCAR: команда Майкла Джордана, Майкл Джордан 23XI Racing, как выступает, чем сейчас занимается - Чемпионат

 

მაიკლ ჯორდანს საკმაოდ დიდი ოჯახი აქვს. 2013 წელს ის დაქორწინდა მოდელ ივეტ პრიეტოზე.

მაიკლს პირველი ქორწინებიდან ჰყავს სამი შვილი: ჯეფრი, მარკუსი და ჟასმინი. მეორე ქორწინებიდან ჰყავს 2014 წელს დაბადებული ტყუპი გოგონები – ვიქტორია და იზაბელი.

ასევე დაგაინტერესებთ

 

#OK! მაიკლ ჯორდანის ნაცვამი ფეხსაცმელები 2.2 მილიონ დოლარად გაიყიდა

გაიგე მეტი: მაიკლ ჯორდანი

ასევე გაეცანი

#OK! თავისუფლება და ბუნებრივი სიმსუბუქე – Saint Laurent-ის 2026 წლის შემოდგომის ,,Ready To Wear” კოლექცია
Fashion

#OK! თავისუფლება და ბუნებრივი სიმსუბუქე – Saint Laurent-ის 2026 წლის შემოდგომის ,,Ready To Wear” კოლექცია

March 5, 2026
#OK! ,,George” – ჯონ კენედი უმცროსის პოლიტიკური ჟურნალის ისტორია
OK! News

#OK! ,,George” – ჯონ კენედი უმცროსის პოლიტიკური ჟურნალის ისტორია

March 5, 2026
#OK! Dior-ის 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის ,,Ready To Wear” კოლექცია
Fashion

#OK! Dior-ის 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის ,,Ready To Wear” კოლექცია

March 4, 2026
#OK! შარლ ლეკლერი და ალექსანდრა სან-მლუ დაქორწინდნენ
OK! News

#OK! შარლ ლეკლერი და ალექსანდრა სან-მლუ დაქორწინდნენ

March 2, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! „აჭარაბეთის“ ორგანიზებით -„აჭარაბეთ არენაზე“ რევაზ ჩელებაძის ვარსკვლავი გაიხსნა

#OK! „აჭარაბეთის“ ორგანიზებით -„აჭარაბეთ არენაზე“ რევაზ ჩელებაძის ვარსკვლავი გაიხსნა

October 11, 2022
#OK! Surprise Me – აქციე ყოველი დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

#OK! Surprise Me – აქციე ყოველი დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

December 28, 2021
#OK! თამარ ახალშენიშვილის გზა ისტორიკოსობიდან ავსტრიაში წარმატებულ გიდობამდე

#OK! თამარ ახალშენიშვილის გზა ისტორიკოსობიდან ავსტრიაში წარმატებულ გიდობამდე

August 8, 2023
#OK! “რატომ დოჰა?” – რატომ გახდა ყატარის დედაქალაქი ასეთი მოთხოვნადი

#OK! “რატომ დოჰა?” – რატომ გახდა ყატარის დედაქალაქი ასეთი მოთხოვნადი

February 2, 2026

კვირის ჰიტები

#OK! Netflix-ის უარის შემდეგ Warner Bros Discovery-ი  Paramount-მა შეიძინა

#OK! Netflix-ის უარის შემდეგ Warner Bros Discovery-ი Paramount-მა შეიძინა

March 2, 2026
#OK! Dior-ის 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის ,,Ready To Wear” კოლექცია

#OK! Dior-ის 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის ,,Ready To Wear” კოლექცია

March 4, 2026
#OK! რატომ გაქრა პოდიუმიდან მოდელი, რომელმაც მინი-კაბის მოდა დაამკვიდრა

#OK! რატომ გაქრა პოდიუმიდან მოდელი, რომელმაც მინი-კაბის მოდა დაამკვიდრა

February 27, 2026
#OK! ლუვრის ახალი დირექტორი კრისტოფ ლერიბო გახდა

#OK! ლუვრის ახალი დირექტორი კრისტოფ ლერიბო გახდა

February 26, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები