• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! კლინიკა „დენტალ ჰაბი“ ინტერვიუ კლინიკურ ხელმძღვანელ ნინი ქემაშვილთან

სექტემბერი 30, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

„დენტალ ჰაბი“ ერთი წლის წინ დაარსდა და მცირე დროში დაიმსახურა პაციენტების სანდოობა. აქ შესაძლებელია ერთ სივრცეში ისარგებლოთ სტომატოლოგიური და კოსმეტოლოგიური პროცედურებით. კლინიკა გამოირჩევა უახლესი აპარატურით, RITER-ის ბრენდის გერმანული სასტერილიზაციო კაბინეტით, 35-წლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი კადრითა და კეთილგანწყობილი გარემოთი. აქ ყველაფერი პაციენტების კომფორტზეა მორგებული. დეტალური ინფორმაციისთვის OK! გაესაუბრა „დენტალ ჰაბის“ კლინიკურ ხელმძღვანელ ნინი ქემაშვილს.

გვიამბეთ „დენტალ ჰაბის“ გახსნის ისტორია.

„დენტალ ჰაბის“ გახსნა უკავშირდება დედას − ლია ბაწელაშვილს, მის 35-წლიან გამოცდილებას ყბა-სახის ქირურგიაში. დედა იმ პროფესორებისგან სწავლობდა და შემდგომში მუშაობდა, რომლებმაც საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, ფაქტობრივად, ეს დარგი შექმნეს. მისი გამოცდილებისა და კარიერის ლოგიკური გაგრძელება გახლავთ ჩვენი კლინიკა.

 

გვესაუბრეთ იმ პროცედურებთან დაკავშირებით, რომლებსაც პაციენტებს სთავაზობთ.

კლინიკა მოიცავს ორ მიმართულებას: სტომატოლოგიას და კოსმეტოლოგიას. ჩვენს პაციენტებს ერთ სივრცეში შეუძლიათ მიიღონ სტომატოლოგიური მომსახურების სრული სპექტრი: იმპლანტოლოგია, თერაპია, პაროდონტოლოგია, ორთოპედია, ორთოდონტია თუ სხვა. ასევე, ყველა მიმართულების ექიმისგან მოისმინონ სრულფასოვანი ინფორმაცია და დაგეგმონ ვიზიტი.

ჩვენი ყოველდღიურობის ფაქტობრივად განუყოფელ ნაწილად იქცა ინიექციური კოსმეტოლოგია. იმისათვის, რომ ამ სფეროში არსებული მსოფლიო სტანდარტი დავაკმაყოფილოთ, სტომატოლოგია და კოსმეტოლოგია ვაქციეთ ერთ მთლიანობად. ხშირად უგულებელყოფილია მკურნალობის პროცესში მთელი რიგი კლინიკური წესები, რაც რისკს უქმნის პაციენტს. ეს ჩვენთვის წარმოუდგენელია, სწორედ ამიტომ სტომატოლოგია და კოსმეტოლოგია ვაქციეთ ერთ მთლიანობად.

ყველაზე ხშირად რა სახის პრობლემით მიმართავენ პაციენტები „დენტალ ჰაბს“?

როგორც აღვნიშნე, „დენტალ ჰაბში“ შესაძლებელია სრული სტომატოლოგიური მომსახურების მიღება. თავის მხრივ, ყველა მიმართულება ძალზე მნიშვნელოვანი და საკმაოდ დატვირთულია, თუმცა არ შემიძლია არ გამოვყო კვლავ ორი დარგი, რომელსაც ქალბატონი ლია ბაწელაშვილი უძღვება − ყბა-სახის ქირურგია და იმპლანტოლოგია. ეს ის მიმართულებებია, რომელიც ქალბატონ ლიას გამო მუდმივად ყველაზე მოთხოვნადია. ხშირად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა კლინიკასთან და ცალკეულ ექიმებთან, რომლებიც რთული შემთხვევების მქონე პაციენტებს გზავნიან ქალბატონ ლიასთან მთელი რიგი ქირურგიული პროცედურებისთვის.

 

გვესაუბრეთ „დენტალ ჰაბის“ მედპერსონალისა და აპარატურის შესახებ.

კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე და ევროპული ხარისხის აპარატურით, რაც ჩვენს პაციენტებში უსაფრთხოების დაცვისა და ხარისხის გარანტიაა, ეს უკანასკნელი კი კლინიკის პრიორიტეტია. იმისათვის, რომ განსაკუთრებით დღევანდელ რეალობაში, ვიზიტორები საკუთარი თვალით ხედავდნენ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რგოლს კლინიკისთვის − დეკონტამინაციის ოთახს (სტერილიზაციის ოთახი), იგი განთავსებულია კლინიკის ცენტრში, მინის კედლებშია მოქცეული და სრულიად გამჭვირვალეა.

რაც შეეხება გუნდს, მინდა სიამაყით ვთქვა, რომ ახალგაზრდა და გამოცდილი ექიმებით არის დაკომპლექტებული, რომელთა განათლება ქართულ და უცხოურ პრესტიჟულ ბაზებს, გადამზადების კურსებს მოიცავს, მუდმივად მზარდია, და საკუთარ განათლებაზე, განვითარებასა და პროფესიონალიზმზე ორიენტირებული გუნდი, ვფიქრობ, წარმატების საწინდარია.

 

მთავარი ნიშა, რომელიც „დენტალ ჰაბს“ გამოარჩევს…

ჩვენი დედაქალაქი განებივრებულია მაღალი სტანდარტის მქონე კლინიკებით, თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით სხვა ქალაქებზე. დაგეგმარების პროცესში მუდმივად ვფიქრობდით, რომ ისეთი სტომატოლოგიური ჰაბი შეგვექმნა რუსთავში, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა პაციენტზე. თითოეულ მათგანს ჩვენს პრაქტიკაში აქვს ყველაზე მნიშვნელოვანი პაციენტის სტატუსი. ამავდროულად, ვფიქრობ, რა თქმა უნდა, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმები, თანამედროვე აპარატურა − ეს ყველაფერი უმნიშვნელოვანესია, მაგრამ კლინიკა, რომელიც ამ ყველაფერთან ერთად, კომფორტულ, თბილ, მყუდრო გარემოს გთავაზობთ, ალბათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში უმთავრესი ფაქტორია.

რას ურჩევდით თქვენს პაციენტებსა და ჩვენს მკითხველს?

პირის ღრუსა და ზოგადი ჯანმრთელობისთვის პროფილაქტიკა უდავოდ უმნიშვნელოვანესია. ეცადეთ თქვენს ზრუნვის საგნად აქციოთ არა დაავადების მკურნალობა, არამედ მისი თავიდან არიდება. მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ჩვენს მკითხველს ვურჩიო და მოვუწოდო, თავი დავიცვათ ყველაზე დიდი მტრისგან და დაავადებისგან − „კოვიდ“-ინფექციისგან, რომელიც უდიდესი გამოწვევაა და ერთად შეგვიძლია ის ვაქცინაციით დავამარცხოთ.

გვესაუბრეთ კლინიკის სამომავლო გეგმების შესახებ.

„დენტალ ჰაბი“ სულ მალე ერთი წლის გახდება. ამდენად, სამომავლო გეგმები მრავლად გვაქვს. ვეცდებით, ტემპი, რომლითაც კლინიკამ სვლა დაიწყო, კიდევ უფრო სწრაფი გახდეს.

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ქ. რუსთავი, შარტავას გამზ. 2გ

ტელ: +995 598 030 330

ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ორიგინალური იდეები, განსხვავებული გარემო და პროფესიული ფოტო-ვიდეოგადაღება IQ studio-სგან
ინტერვიუ

#OK! ორიგინალური იდეები, განსხვავებული გარემო და პროფესიული ფოტო-ვიდეოგადაღება IQ studio-სგან

აგვისტო 3, 2022
#OK! ყველაზე ცნობილი ქორწილების ორგანიზატორი საქართველოში – ინტერვიუ ედემ გვარმიანთან
Décor

#OK! ყველაზე ცნობილი ქორწილების ორგანიზატორი საქართველოში – ინტერვიუ ედემ გვარმიანთან

აგვისტო 3, 2022
#OK! M|group – სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტჯგუფი
Gastro

#OK! M|group – სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტჯგუფი

აგვისტო 3, 2022
#OK! გამომცემლობა „პალიტრა L“ – კარგ კომპანიას პროფესიონალები ქმნიან
ინტერვიუ

#OK! გამომცემლობა „პალიტრა L“ – კარგ კომპანიას პროფესიონალები ქმნიან

აგვისტო 4, 2022

ახლა კითხულობენ

#OK! რექლეს.Reckless ბრენდი, რომელიც ამბავს ჰყვება

#OK! რექლეს.Reckless ბრენდი, რომელიც ამბავს ჰყვება

აგვისტო 26, 2021
#OK! ირინა კეიდია და ნინო ონიანი OK! Health and Beauty Book-ის მოწვეული რედაქტორები

#OK! ირინა კეიდია და ნინო ონიანი OK! Health and Beauty Book-ის მოწვეული რედაქტორები

დეკემბერი 27, 2021
#OK! კომპანია „გალფი“ ქართულ ბაზარზე

#OK! კომპანია „გალფი“ ქართულ ბაზარზე

მარტი 11, 2021
#OK! 63 წლის მადონას მოულოდნელი გამოჩენა VMA-ის სცენაზე (ვიდეო)

#OK! 63 წლის მადონას მოულოდნელი გამოჩენა VMA-ის სცენაზე (ვიდეო)

ოქტომბერი 11, 2021

კვირის ჰიტები

#OK!ჩვენ წარმოების პროცესში ყოველი ქილის მიღმა ვხედავთ არა შემოსულ თანხას, არამედ მომხმარებელს და მის გაღიმებულ, ბედნიერ  სახეს

#OK!ჩვენ წარმოების პროცესში ყოველი ქილის მიღმა ვხედავთ არა შემოსულ თანხას, არამედ მომხმარებელს და მის გაღიმებულ, ბედნიერ  სახეს

აგვისტო 4, 2022
#OK! განახლებული სასტუმროს ნომრები და საკონფერენციო დარბაზები „თბილისი მარიოტისგან“

#OK! განახლებული სასტუმროს ნომრები და საკონფერენციო დარბაზები „თბილისი მარიოტისგან“

აგვისტო 5, 2022
#OK! კიმ კარდაშიანი და პიტ დევიდსონი ერთმანეთს დაშორდნენ

#OK! კიმ კარდაშიანი და პიტ დევიდსონი ერთმანეთს დაშორდნენ

აგვისტო 9, 2022
#OK! სამოთხე დედამიწაზე – კაპროვანში „ივერია ელლი“ გიმასპინძლებთ

#OK! სამოთხე დედამიწაზე – კაპროვანში „ივერია ელლი“ გიმასპინძლებთ

აგვისტო 5, 2022
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×