• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! როგორ დავიცვათ პირის ღრუს ჰიგიენა

March 11, 2023
საკითხავი დრო: 2 mins read

პირის ღრუს ჰიგიენა პირდაპირ კავშირშია ადამიანის ჯანმრთელობასთან, შესაბამისად, აუცილებელია მისი სწორად მოვლა როგორც კვების მხრივ, ასევე პროდუქტების კუთხით. ჟურნალი OK! გიამბობთ კბილების მოვლის რამდენიმე საშუალების შესახებ, რომლებიც აუცილებელია ყოველდღიური გამოყენებისთვის.

ერთ-ერთია იტალიური ბრენდი „კურასეპტი“, რომელიც მსოფლიოში ცნობილია როგორც მკურნალობის ოქროს სტანდარტი. განსაკუთრებით ცნობილია ბრენდის სავლებები, როგორც ყოველდღიური მოხმარებისთვის, ასევე სამკურნალო მიმართულებით.

„ბლანქსი“ ასევე იტალიური ბრენდია და გააჩნია მათეთრებელი მოქმედება, შეიცავს ბუნებრივ ინგრედიენტებს, ათეთრებს კბილებს და არ იწვევს მგრძნობელობას.

 

ასევე იტალიური ბრენდი „ბიორეპაირის“ პროდუქცია, რომელიც განსაკუთრებით ეფექტურია ყოველდღიურად კბილების დაცვისთვის, რადგან შეიცავს micro-repair მიკრონაწილაკებს, რომელიც კბილებზე იკეთებს გარსს და იცავს მინანქარს მავნე ზემოქმედებისგან.

DR QUICK – კი ახალი ბრენდია „პსპ“-ში, რომელიც წარმოგვიდგენს ელექტროჯაგრისებს. გამოიყენება პირის ღრუს მარტივი და ეფექტური წმენდისთვის. ნადებს აშორებს დელიკატურად. ასრულებს სწორ გამწმენდ მოძრაობებს, რომელიც სრულად შეესაბამება სტომატოლოგების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. წყლისა და კბილის პასტის კომბინაცია სწრაფი მოძრაობით წარმოქმნის მიკრობუშტუკების ნაკადს, რომელიც აშორებს კბილებს შორის არსებულ ნადებს. 1-2 ტონით ათეთრებს კბილის მინანქარს და აუმჯობესებს ღრძილების მდგომარეობას. კბილების ზედაპირიდან აშორებს 2-ჯერ მეტ ნადებს და არ აზიანებს მინანქარს. უსაფრთხოა ბრეკეტების, ვინირების, გვირგვინების, იმპლანტებისა და სხვა კონსტრუქციების შემთხვევაში.

 

ჟურნალი OK! გთავაზობთ ინტერვიუს ექიმ-პაროდონტოლოგ ლალი ქოჩიაშვილთან და თერაპევტ-პაროდონტოლოგ ირმა ჯღარკავასთან, რომლებიც დამატებით რეკომენდაციებს მოგვცემენ პირის ღრუს მოვლასთან დაკავშირებით.

ლალი ქოჩიაშვილი – ექიმი პაროდონტოლოგი, იმპლანტოლოგი, კლინიკების ქსელ „დენსის“ პაროდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის დამფუძნებელი, ალტე უნივერსიტეტის პერიო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, Curasept-ის ბრენდ ამბასადორი.

 

უპირველესად, გვიამბეთ თქვენი პროფესიისა და საქმიანობის შესახებ.

ჩემი ძირითადი საქმიანობა პაციენტებთან მუშაობაა, დამატებით კი ჩართული ვარ ასოციაციის საქმიანობაში და ვკითხულობ ლექციებს. ვმუშაობ ქირურგიულ პაროდონტოლოგიაში. ეს გულისხმობს ღრძილების დაავადებების ქირურგიულ მკურნალობას, ძვლის, ღრძილის აღდგენას და დაკარგული კბილების აღდგენას იმპლანტების საშუალებით.

რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს პირის ღრუს ჰიგიენის წესების დაცვას ჯანსაღი კბილების შესანარჩუნებლად?

ჩემს სფეროში წარმატების მისაღწევად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტის მხრიდან პირის ღრუს ჰიგიენის წესების დაცვას, როგორც მკურნალობამდე, ისე მკურნალობის შემდეგ. ფაქტობრივად, მკურნალობის გამოსავალი დიდწილად ამაზეა დამოკიდებული. ამიტომ ჩემი და ჩემი პაციენტების ურთიერთობა ჰიგიენის სწავლებით, ადეკვატური და ინდივიდუალური პირის ღრუს მოვლის საშუალებების შერჩევითა და მოტივაციით იწყება.

საბედნიეროდ, მსოფლიოში წამყვანი პირის ღრუს მოვლის საშუალებები ხელმისაწვდომია PSP სააფთიაქო ქსელში.

გვესაუბრეთ პაციენტებთან თქვენს მიდგომებზე.

ყველა ადამიანს განსხვავებული კბილის ზომა, კბილთა დგომა, ღრძილის სისქე, ღრძილის ზომა და ასევე განსხვავებული უნარ-ჩვევები აქვს. პირველ რიგში ვსწავლობ პაციენტს და მერე ვურჩევ იმ საშუალებებს და ტექნიკებს, რაც მისი პირის ღრუს მოვლისთვის იქნება ყველაზე ეფექტური.

მაგალითად, თხელი ბიოტიპის ანუ თხელი (სიფრიფანა) ღრძილის მქონე ადამიანებს ვურჩევ გამოიყენონ რბილი და ექსტრარბილი ჯაგრისები, ასევე რბილი კბილთაშორისი ჯაგრისები, არააბრაზიული კბილის პასტები და არ დაატანონ ძალა ჯაგრისებს გამოხეხვის დროს (გადაჭარბებული ძალის პრევენციისათვის შესაძლებელია ელექტრო ან სონიკჯაგრისების გამოყენება, ასევე რბილჯაგულებიანი თავებით).

 

როგორ დავიცვათ თავი კარიესისა და მინანქრის დაშლისგან?

აუცილებელია შევეხო კვების რაციონს, როდესაც ჯერ კიდევ აქტიურად ხდება კბილების მინერალიზაცია (ბავშვთა ასაკში). სასურველია მოზარდმა მიიღოს საკმარისი ფტორის რაოდენობა საკვებიდან, მაგალითად, კვირაში 1-2 ჯერ მიირთვას ოკეანის პროდუქტი. თუმცა საქართველოში ამით განებივრებული არ ვართ და ამიტომ ხშირად ვნახულობთ ხოლმე მრავლობით კარიესებს და მიდრეკილებას მინანქრის დაშლისაკენ. ასეთ დროს ვნიშნავთ ფტორირებულ კბილის პასტებს, ასაკის მიხედვით 600-დან 1200-ppm-მდე ფტორის შემცველობით, რაც ეხმარება მინანქარს, გამაგრდეს და შემცირდეს კარიესების გაჩენის შანსი.

ჯანსაღი და მინერალებით მდიდარი საკვები აუცილებელია ზრდასრულებისთვისაც, რადგან კბილების მომარაგება მინერალებით მუდმივად ხდება.

ასევე სასურველია მოვერიდოთ ტკბილ და წებოვან საკვებს (მაგალითად, კარამელი, ნუგა, ზეფირი) ან როდესაც მივირთმევთ, დროულად გამოვივლოთ წყალი, რომ მალევე აღდგეს პირის ღრუს PH და არ მოასწროს კბილზე დიდხანს დატოვებულმა სიტკბომ მჟავად გარდაქმნა და კარიესის წარმოქმნა.

 

ირმა ჯღარკავა – კლინიკა „დენტოკლუბი“-ს თერაპევტ-პაროდონტოლოგი 18-წლიანი სამედიცინო გამოცდილებით.

 

უპირველესად, გვიამბეთ თქვენი პროფესიისა და საქმიანობის შესახებ.

ჩემი ყოველდღიური კლინიკური საქმიანობა არის ზრუნვა პაციენტის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე და სწორი რეკომენდაციების გაცემა პირის ღრუს მოვლასა და მის საშუალებებზე.

როგორ დავიცვათ პირის ღრუს ჰიგიენა?

ჩვენი ორგანიზმი იმართება სამი რეგულატორული სისტემით: ნერვული, იმუნური და ენდოკრინული. მათ სრულფასოვან ფუნქციონირებაზე გავლენას ახდენს ცხოვრების ჯანმრთელი წესი, სწორი კვების რაციონი (ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მაკრო და მიკროელემენტები), სპორტული აქტივობა და ძილის ცირკადული რიტმი.

საკვებით მიღებულმა ნუტრიენტმა უნდა შეაღწიოს უჯრედში და ტრანსფორმირდეს ენერგიის წყაროდ (ატფ) და უჯრედისთვის საჭირო ცილებად, რომლებიც მეტაბოლიზმისა და რეპარაციული პროცესების საწყისია.

რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელ კბილებს საკვების გადამუშავებისა და ჯანმრთელობისთვის?

არსებობს გავრცელებული ფრაზა – ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობა უჯრედიდან იწყება. პირის ღრუს ჯანმრთელობაზე დიდ გავლენას ახდენს ნერწყვის რაოდენობა და შემადგენლობა. ნერწყვის ხარისხზე ნეგატიურად მოქმედებს პირის ღრუს არასრულფასოვანი ჰიგიენა, სისტემური დაავადებები (შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ა.შ), თამბაქოს მოხმარება, ზოგიერთი მედიკამენტი და არაჯანსაღი კვება.

მაგალითად, ნერწყვის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ფერმენტი ლიზოციმი, რომელსაც ბუნებრივ ანტიბიოტიკსაც უწოდებენ, მარტივად ახდენს ფერმენტ მურეინიდაზით ბაქტერიის მემბრანაზე არსებული მურეინის გაუვნებელყოფას. სეკრეტირებული იმუნოგლობულინი A-IgA გვეხმარება სწრაფად ჩამოყალიბდეს ადეკვატური იმუნური პასუხი.

 

პირის ღრუს მიკრობიომი წარმოდგენილია მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანი ბაქტერიებით, რომელთაგან ნაწილი იდენტიფიცირებულია, ნაწილი კი კვლევის საგანს წარმოადგენს. ჰომეოსტაზი, რომელიც ბაქტერიებს შორის წონასწორობას გულისხმობს, მიიღწევა სწორი ჰიგიენით და სწორად შერჩეული ჰიგიენური საშუალებებით.

რომელი მოვლის საშუალებებს გვირჩევთ პირის ღრუს ჰიგიენისთვის და რა უპირატესობით სარგებლობს თქვენ მიერ დასახელებული პროდუქტები?

დღეს ბაზარი გაჯერებულია სხვადასხვა ქვეყნის მიერ წარმოებული პირის ღრუს მოვლის საშუალებებით. მე ჩემი არჩევანი შევაჩერე იტალიურ და შვეიცარიულ პროდუქციაზე, რომლებიც დიდი ხანია გამოცდილია და აღიარებულია FDA-ის მიერ.

პირის ღრუს მოვლის საშუალებები გაჯერებულია ქიმიური ნივთიერებებით და ამიტომ მათი შერჩევა და დანიშვნა ექიმის პრეროგატივაა. სწორად შერჩეული საშუალებით ნარჩუნდება პირის ღრუს pH-ის ნორმალური მაჩვენებელი, ჟანგვა-აღდგენითი და რეპარაციული პროცესები.

სავლები, ჯაგრისი, ინტრადენტალური ჯაგრისები, ირიგატორი უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად ექიმის მიერ, რადგან მათმა არასწორმა გამოყენებამ შეიძლება ნეგატიური გავლენა იქონიოს პირის ღრუს ჯანმრთელობაზე, როგორიცაა პირის ღრუს ლორწოვანის ჰიპერერგიული რეაქცია, ღრძილის რეცესია, კბილის მაგარი ქსოვილების აფრაქცია და ა. შ.

 

 

 

ასევე გაეცანი

#OK! „Fuck ასაკი“ – ნანუკა ჟორჟოლიანი 11 წლის წინ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს
Health & Beauty

#OK! „Fuck ასაკი“ – ნანუკა ჟორჟოლიანი 11 წლის წინ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

March 23, 2023
#OK! Beauty Success-ის ახალი სივრცე „სითი მოლში“ გაიხსნა
Health & Beauty

#OK! Beauty Success-ის ახალი სივრცე „სითი მოლში“ გაიხსნა

March 21, 2023
#OK! კოსმეტიკური პროცედურების მსხვერპლის, ლინდა ევანჯელისტას „ახლიდან დაბადება“ – 90-იანი წლების საკულტო სუპერმოდელი და სტივენ მეისელის მუზა
Fashion News

#OK! კოსმეტიკური პროცედურების მსხვერპლის, ლინდა ევანჯელისტას „ახლიდან დაბადება“ – 90-იანი წლების საკულტო სუპერმოდელი და სტივენ მეისელის მუზა

March 15, 2023
#OK! ინტერვიუ პერმამენტული მაკიაჟის სპეციალისტთან
Health & Beauty

#OK! ინტერვიუ პერმამენტული მაკიაჟის სპეციალისტთან

March 14, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! ტოკიოში მდებარე Louis Vuitton-ის მაღაზია, რომლის ინსპირაცია წყლის ანარეკლი გახდა!

#OK! ტოკიოში მდებარე Louis Vuitton-ის მაღაზია, რომლის ინსპირაცია წყლის ანარეკლი გახდა!

June 23, 2021
#OK! „მინდოდა მხოლოდ დიდი მუცლით დამეანონსებინა ეს სიახლე“ – ალექსანდრა პაიჭაძემ საიდუმლო გაამხილა!

#OK! „მინდოდა მხოლოდ დიდი მუცლით დამეანონსებინა ეს სიახლე“ – ალექსანდრა პაიჭაძემ საიდუმლო გაამხილა!

August 14, 2021
#OK! ჯასტინ და ჰეილი ბიბერები: Maison du Caviar-ში მიმავალი ვარსკვლავური წყვილის სტილი

#OK! ჯასტინ და ჰეილი ბიბერები: Maison du Caviar-ში მიმავალი ვარსკვლავური წყვილის სტილი

June 23, 2021
#OK! LION DEVELOPMENT იცხოვრე ეკოლოგიურად სუფთა გარემოსა და დაცულ სახლში

#OK! LION DEVELOPMENT იცხოვრე ეკოლოგიურად სუფთა გარემოსა და დაცულ სახლში

May 7, 2021

კვირის ჰიტები

#OK! “5 წესი, რომელიც ჩვენს სახლში მოქმედებს და ყველა უნდა დაემორჩილოს” – მადონა

#OK! “5 წესი, რომელიც ჩვენს სახლში მოქმედებს და ყველა უნდა დაემორჩილოს” – მადონა

March 20, 2023
#OK! “ტეილორ სვიფტი Eras Tour-ის შემდეგ მილიარდერი გახდება” – უცხოური გამოცემები ამერიკელი ვარსკვლავის შესახებ საუბრობენ

#OK! “ტეილორ სვიფტი Eras Tour-ის შემდეგ მილიარდერი გახდება” – უცხოური გამოცემები ამერიკელი ვარსკვლავის შესახებ საუბრობენ

March 22, 2023
#OK! ქეთი მელუა პირველად შვილთან ერთად – როიალ ალბერტ ჰოლში იმყოფება

#OK! ქეთი მელუა პირველად შვილთან ერთად – როიალ ალბერტ ჰოლში იმყოფება

March 22, 2023
#OK! ვერძი – საჩუქარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით FRANCO FONTANA-სგან

#OK! ვერძი – საჩუქარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით FRANCO FONTANA-სგან

March 21, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×