• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! Doctors

#OK! „Renew“ – პაციენტზე ორიენტირებული სამედიცინო სერვისი – ლაშა ოსეფაიშვილის პროფესიული ხედვა

October 29, 2025
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი

დღევანდელი ჩვენი რესპოდენტი ექიმი, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგი – ლაშა ოსეფაიშვილია, ადამიანი, რომელსაც უამრავი პაციენტი ნდობას უცხადებს. საკუთარი საქმის პროფესიონალი თვლის, რომ ეს პროფესია ეხმარება ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.  ამ ინტერვიუში გაიგებთ, თუ როგორი იყო მისი კარიერული გზა, როგორ შექმნა 15წლიანი ქართული და საერთაშორის გამოცდილების შემდეგ, კლინიკა ,,Renew“, რომლის მთავარი პრინციპი პროფესიონალიზმი, სანდოობა და ადამიანზე ორიენტირებული მიდგომაა.

 

ლაშა, რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი?

ლაშა ოსეფაიშვილი: ბავშვობიდან მედიცინა ჩემთვის ყველაზე ახლო სფერო იყო – დედა ექიმია, და სწორედ მისი მაგალითი გახდა ჩემთვის შთაგონება. ქირურგიისადმი ინტერესი ადრეული ასაკიდან გამიჩნდა. სწავლების პერიოდში უკვე უფრო კონკრეტულად დავინახე, რომ ქირურგია ის მიმართულებაა, რასაც ჩემი ცხოვრების უმეტეს ნაწილს მივუძღვნიდი.

 

როგორი იყო კარიერის დასაწყისი? სად მიიღეთ განათლება?

სამედიცინო განათლება მივიღე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, რის შემდეგაც სწავლა გავაგრძელე უკრაინაში – ხარკოვის პოსდიპლომური სამედიცინო განათლების აკადემიაში და ზოგადი და გადაუდებელი ქირურგიის ინსტიტუტში, სადაც პრაქტიკული გამოცდილების მიღებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.
შემდგომში, მივიღე მაგისტრის ხარისხი ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტში პლასტიკური და ონკო-ქირურგიის მიმართულებით. ვთვლი, რომ ამ გამოცდილებამ მასწავლა მედიცინის სისტემური და ინოვაციური ხედვა.

 

 

რომელი გამოცდილება იყო გარდამტეხი თქვენს კარიერაში?

გარდამტეხი ეტაპი იყო ხარკოვში რეზიდენტურის პერიოდი – სწორედ მაშინ მივხვდი,  რომ  ქირურგია ადამიანის ფიზიკური და ფსიქოლოგიური აღდგენის მნიშვნელოვანი საშუალებაა. ეს პროფესია მეხმარება ადამიანების ცხოვრების ხარისხი უკეთესობისკენ შევცვალო.

 

 იყო ექიმი ნიშნავს…

იყო ექიმი ნიშნავს, პირველ რიგში, იყო გულისხმიერი და კეთილგანწყობილი პაციენტის მიმართ. ეს ნიშნავს იმას, რომ პაციენტს შესთავაზო მხოლოდ ის, რაც ნამდვილად სჭირდება, და ურჩიო ისე, როგორც მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას შეესაბამება. მნიშვნელოვანია, პატივი სცე მის გადაწყვეტილებას, მოუსმინო და იზრუნო მასზე ისე, როგორც საკუთარ ახლობელზე.

 

რა გაძლევთ მოტივაციას?

ჩემი მთავარი მოტივაციაა პაციენტის კმაყოფილებაა – როცა ვხედავ, რომ ოპერაციამ არა მხოლოდ ვიზუალური, არამედ ემოციური ცვლილება მოიტანა. როცა ადამიანი თავს უფრო თავდაჯერებულად და ბედნიერად გრძნობს –  ეს ყველაზე დიდი სტიმულია.

 

ლაშა, როგორ გაჩნდა თქვენი კლინიკის შექმნის იდეა და რა იყო მთავარი პრინციპი, როცა მის მოდელს აყალიბებდით?

„Renew“-ის შექმნის იდეა წლების განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ და ინდუსტრიაში სიახლეების დანერგვის სურვილმა გააჩინა. მიზანი იყო, ისეთი სივრცის შექმნა, სადაც პაციენტი თავს იგრძნობდა უსაფრთხოდ, ექიმებს კი შესაძლებლობა ექნებოდათ ემუშავათ თანამედროვე სტანდარტებით.

რენიუს მთავარი პრინციპია პროფესიონალიზმი, სანდოობა და ადამიანზე ორიენტირებული მიდგომა. მისი საფუძველი გახდა ის გუნდი, რომელთან ერთადაც წლები ვმუშაობდი – ადამიანები, რომელთა პროფესიონალიზმი, ერთგულება და ზრუნვა პაციენტზე, დღესაც ქმნის რენიუს იდენტობას.
ჩვენი მისიაა, რომ თითოეულმა პაციენტმა იგრძნოს არა მხოლოდ პროფესიონალური მომსახურება, არამედ სითბო და ნდობა — სწორედ ეს განასხვავებს რენიუს.

 

რა არის თქვენი კლინიკის მთავარი უპირატესობები?

რამოდენიმე მნიშვნელოვან უპირატესობას გამოვყოფდი:

  • პაციენტზე ზრუნვის მაღალი ხარისხი და ინდივიდუალური მიდგომა;
  • საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექიმთა გუნდი;
  • უახლესი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მეთოდების გამოყენება;
  • პაციენტის აბსოლუტური უსაფრთხოება და კომფორტი.

ეს ყველაფერი ერთად ქმნის იმ გარემოს, სადაც შედეგი ყოველთვის მაღალი ხარისხისაა.

 

გუნდი, რომელიც რენიუს ქმნის…

ჩვენი გუნდი შედგება იმ პროფესიონალებისგან, რომლებთან ერთადაც არაერთი წელი ვიმუშავე სხვადასხვა კლინიკაში. ვიცოდი, რომ სწორედ ამ ადამიანებთან ერთად შესაძლებელი იქნებოდა ისეთი კლინიკის და ბრენდის  შექმნა, რომელსაც საზოგადოება ენდობა.
ეს არის გუნდი, რომელიც იზიარებს საერთო ღირებულებებს – სიზუსტეს, სანდოობას და ზრუნვას. ისინი არიან რენიუს მთავარი ძალა.

 

რა გეგმები გაქვთ მომავლისთვის?

კლინიკა განაგრძობს გაფართოებას, როგორც სერვისების, ისე საერთაშორისო თანამშრომლობების მიმართულებით. უკვე დაწყებულია საერთო პროექტები ისრაელისა და ევროპის წამყვან კლინიკებთან, რაც საშუალებას მოგვცემს საქართველოში დავნერგოთ ყველაზე თანამედროვე მიდგომები.
მალე დავიწყებთ საგანმანათლებლო პროგრამებს ესთეტიკისა და ქირურგიის მიმართულებით – ჩვენი მიზანია, წვლილი შევიტანოთ ახალგაზრდა ექიმების განვითარებაში და საქართველოს მოსახლეობისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ მაღალკვალიფიციური, ინოვაციური მომსახურება.

 

რას ურჩევდით ახალგაზრდა ექიმებს, რომლებიც ახლა იწყებენ ამ გზას?

უპირველესად, არასდროს შეწყვიტონ სწავლა. მედიცინა ისეთი დარგია, რომელიც მუდმივად იცვლება, ვითარდება, და ამ რიტმს უნდა აჰყვე.
სწავლა,  შრომა და მუდმივი მოძრაობა – ეს არის შედეგამდე მისასვლელი გზა, ამ შედეგს კი  პაციენტის ღიმილი და მადლიერება ჰქვია.

 

 

 

 

ასევე გაეცანი

#OK! თაკო გვაზავა – Health and Beauty
Health & Beauty

#OK! თაკო გვაზავა – Health and Beauty

February 12, 2026
#OK! Emolas Corporation-ისა და „სუხიშვილების“ ისტორიული კონცერტი Carnegie Hall-ში
ინტერვიუ

#OK! Emolas Corporation-ისა და „სუხიშვილების“ ისტორიული კონცერტი Carnegie Hall-ში

February 12, 2026
#OK! ადამიანები სტიგმის მიღმა
ინტერვიუ

#OK! ადამიანები სტიგმის მიღმა

February 11, 2026
#OK! ილო ბეროშვილი – მე ჯერ პროცესში ვარ, უფრო მეტი დამრჩა, ვიდრე გამოვიარე
Slider Area

#OK! ილო ბეროშვილი – მე ჯერ პროცესში ვარ, უფრო მეტი დამრჩა, ვიდრე გამოვიარე

February 11, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! სამოსი და ვიბრაციები

#OK! სამოსი და ვიბრაციები

August 7, 2023
#OK! ,,ვერ დავკარგავთ იმას, რაც ოდითგანვე გაგვაჩნდა…” – ბრძოლა თავისუფლებისთვის თავისუფლებით გრძელდება…

#OK! ,,ვერ დავკარგავთ იმას, რაც ოდითგანვე გაგვაჩნდა…” – ბრძოლა თავისუფლებისთვის თავისუფლებით გრძელდება…

May 1, 2023
#OK! მატილდა გვარლიანი და Victoria’s Secret-ის ლეგენდარული ანგელოზები

#OK! მატილდა გვარლიანი და Victoria’s Secret-ის ლეგენდარული ანგელოზები

October 16, 2025
#OK! 63 წლის შერონ სტოუნი “დოლჩე & გაბანას” კაბით The Tragedy Of Macbeth-ის პრემიერაზე

#OK! 63 წლის შერონ სტოუნი “დოლჩე & გაბანას” კაბით The Tragedy Of Macbeth-ის პრემიერაზე

December 17, 2021

კვირის ჰიტები

#OK! დონალდ ტრამპმა სუპერბოულზე Bad Bunny-ის გამოსვლას სამარცხვინო უწოდა

#OK! დონალდ ტრამპმა სუპერბოულზე Bad Bunny-ის გამოსვლას სამარცხვინო უწოდა

February 9, 2026
#OK! ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრი – სტიგმის საზრდო

#OK! ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრი – სტიგმის საზრდო

February 11, 2026
#OK! NASA-მ ასტრონავტებს კოსმოსში iPhone-ის წაღების უფლება მისცა

#OK! NASA-მ ასტრონავტებს კოსმოსში iPhone-ის წაღების უფლება მისცა

February 9, 2026
#OK! „ოზემპიკის“ გამო სერენა უილიამსი სკანდალში გაეხვა

#OK! „ოზემპიკის“ გამო სერენა უილიამსი სკანდალში გაეხვა

February 11, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები