• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! Kids

#OK! ყველა ბავშვი თავისი პიროვნების შემოქმედია ინტერვიუ „მონტესორის საბავშვო ბაღის“ დამფუძნებელთან

April 8, 2024
საკითხავი დრო: 1 min read

მარია მონტესორი მიიჩნევდა, რომ ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელია ჯანსაღი გარემო, რომელიც პასუხობს ბავშვის მოთხოვნილებებს, სადაც მასწავლებელი კი არ ასწავლის, არამედ ეხმარება. განვითარება არ ხდება რაღაც სიტყვების მოსმენით, არამედ გამოცდილების მეშვეობით, როდესაც ბავშვი თავის გარემოში მოქმედებს. სწორედ აქედან გამომდინარეობს მონტესორის ცნობილი ფრაზა – „დამეხმარე, რომ თვითონ შევძლო ამის გაკეთება“. მონტესორის ბაღის იდეაც ეს არის, მასწავლებელმა სპეციალურ გარემოში მოამზადოს და განალაგოს მასალები, რომლებიც მოსწავლეს კულტურული საქმიანობისკენ უბიძგებს. ამ თემის შესახებ უფრო ვრცლად „მონტესორის საბავშვო ბაღის“ თანადამფუძნებელი და აკადემიური ნაწილის ხელმძღვანელი, ინგა პატარაია გვესაუბრა.

 

 

მონტესორი უპირატესობას ანიჭებდა ტერმინს „პიროვნების შექმნა“… რას გულისხმობს ეს?

განვითარების კანონების თანახმად, ბავშვებს აქვთ ბუნებრივი შესაძლებლობები საკუთარი თავის, როგორც პიროვნების შესაქმნელად. დედას, მამას, მასწავლებელს შეუძლიათ ხელი შეუწყონ ბავშვს პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში, თუმცა ბავშვი ბუნების კანონებს უნდა მიჰყვეს.

ბავშვის გონებას აქვს უნარი, გაუცნობიერებლად შეითვისოს და შემდეგ პრაქტიკაში გამოიმუშაოს ის, რაც დაინახა, გაიგო და იგრძნო გარემოში. ყველა ბავშვს აქვს განვითარების საკუთარი გეგმა და ჰყავს შინაგანი მასწავლებელი (ან არქიტექტორი). მან თავად უნდა განახორციელოს საკუთარი პიროვნების მშენებლობა და არავინ სხვამ. ზრდასრულები შექმნილი არიან იმისგან, რაც თავად მიიღეს, როცა ბავშვები იყვნენ. პირველი და მეორე წელი ყველაზე მნიშვნელოვანია. ბავშვმა უნდა შეითვისოს გარემო, ადაპტირდეს და გაიგოს; ეს ყველაფერი ხდება მოცემულ პერიოდში, ამას სპეციალურად არავინ ასწავლის.

თითქოს ბუნებამ იზრუნა შენების ამ პროცესზე, რადგან ბავშვს მისცა შესაძლებლობა, გაფილტროს ზრდასრულის ინტელექტის გავლენა და მოუსმინოს საკუთარ შინაგან დამხმარეს, რომელიც ბუნებრივადაა არქიტექტორი.მაგალითი: აი, აქ არის ღობე: ამ დროს ბავშვს აქვს დიდი სურვილი, მიიღოს სენსორული გამოცდილება და იმდენად დიდია ეს სურვილი, რომ ის უგულებელყოფს დედის დამორჩილების სურვილს, რომელიც მიისწრაფვის მისი უსაფრთხოების დაცვისკენ და სთხოვს, ღობეს არ მიეკაროს.

სამი წლის ასაკში ბავშვი უკვე ქმნის ფუნდამენტს მომავალი პიროვნებისთვის. ის, თუ ვინ ვართ ზრდასრულობისას, განპირობებულია იმით, რაც შევითვისეთ, რაც ჩანერგილია ჩვენს გონებაში მაშინ, როცა ბავშვები ვიყავით. შესაბამისად, ზრდასრულის პიროვნების საფუძველი მაშინ იყრება, როცა ის ჯერ კიდევ ბავშვია.

 

 

როგორ ითვისებს ბავშვი გარემოს?

ბავშვს აქვს უნარი, დროის სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა უნარი აითვისოს, აითვისოს ისინი მარტივად და სრულყოფილად. ჩვენ დროის ასეთ პერიოდებს ვუწოდებთ „სენსიტიურ პერიოდებს“. ის გარემოს ითვისებს ერთ-ერთი იმ მახასიათებლის საფუძველზე, რომელიც ჩვენ გვსურს, რომ მას ჰქონდეს. ეს არის ღრმა და მიმართული მგრძნობიარობა, მიმღებლობა, რის შედეგადაც გარშემო მიმდინარე ამბები ბავშვში აღძრავს ისეთ ინტერესსა და ენთუზიაზმს, რომ ისინი მისი არსებობის ნაწილად იქცევა. ბავშვი შეისრუტავს შეგრძნებებს არა გონების, არამედ თავად ცხოვრების მეშვეობით.

 

როგორ უნდა დავეხმაროთ ბავშვს პიროვნებად ფორმირებაში?

ბავშვის ჯანსაღი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მან ენთუზიაზმით იმუშაოს. ენთუზიაზმი შეიძლება გაჩნდეს მხოლოდ იმ გარემოში, რომელიც პასუხობს ბავშვის მოთხოვნილებებს და სადაც მასწავლებელი კი არ ასწავლის, არამედ ეხმარება; ამისათვის აუცილებელია ხანგრძლივი სწავლება.

ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ და არ გავაკეთოთ ის, რისი გაკეთებაც ბავშვს თავად შეუძლია, დაე, თავად აკეთოს თავის საკუთარ რიტმში. ჩვენ არ უნდა ვიყოთ მოუთმენლები. ჩვენ ბავშვს ნებას ვრთავთ, მისი განვითარების შემდგომ პერიოდზე გადავიდეს. ჩვენ არ ვაფერხებთ ბავშვს ჩვილობის სტადიაზე, რადგან გვიყვარს ის ან იმიტომ, რომ მიგვაჩნია, ჯერ კიდევ ასეთი პატარაა და არ შეუძლია არაფრის კეთება.

მასწავლებლის სამუშაოა არა საუბარი, არამედ სათანადო მოტივების შექმნა და ორგანიზება ბავშვისთვის სპეციალურად მომზადებულ გარემოში კულტურული საქმიანობისთვის. ინდივიდის საქმიანობა, აქტივობა – ეს ერთადერთი ფაქტორია, რომელიც იწვევს განვითარებას და მის სტიმულირებას. და აღნიშნული დებულება ერთნაირად სამართლიანია როგორც ყველაზე პატარა სკოლამდელების, ისე ცოტა უფრო მოზრდილი, – საშუალო ასაკის და უფროსკლასელი ბავშვების შემთხვევაში.

 

 

„მონტესორის საბავშვო ბაღი“

„მონტესორის საბავშვო ბაღში“ ბავშვებისთვის მოწყობილია უნიკალური გარემო, რათა შეძლონ განვითარების საფეხურების სწრაფად გავლა, რომელიც პატარებს დაეხმარება დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდაში. „მონტესორის“ კლასში ბავშვს აქვს საკუთარი სივრცე და ის მასში გააკეთებს იმას, რის გაკეთებაც სურს, თუმცა ამავდროულად ეხსომება, რომ არ უნდა მოაცდინოს სხვები და არ შეუშალოს მათ ხელი.

პატარა ბავშვების სწავლება რომ ეფექტური იყოს, ის მათ უნდა ეხმარებოდეს წინსვლაში, დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე. ის უნდა უბიძგებდეს მათ ისეთი საქმიანობების შესრულებისკენ, რომლებიც შეუძლიათ შეასრულონ დამოუკიდებლად და დაიცავს იმისგან, რომ სხვებისთვის ტვირთად იქცნენ აღნიშნული საქმიანობის შესრულების უუნარობის გამო. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ, ისწავლონ დაუხმარებლად სიარული, სირბილი, კიბეზე ასვლა და ჩამოსვლა, დაგდებული საგნების აღება, ჩაცმა და გახდა, დაბანა, თავიანთი მოთხოვნილებების მკაფიოდ და გასაგები ფორმით გამოთქმა, და ვეცადოთ დავაკმაყოფილოთ მათი სურვილები მათივე ძალისხმევის მეშვეობით. ეს ყველაფერი – არის ნაწილი განათლებისა დამოუკიდებლობისთვის.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

 

ასევე, დაგაინტერესებთ:

#OK! „მონტესორის საბავშვო ბაღი“ თქვენი ბავშვის მომავლისთვის

ასევე გაეცანი

#OK! პროფესორი ნანა ჯიქია ბრიტანეთის ბიზნეს და პროფესიული ქალების ორგანიზაციის წევრი გახდა
OK! News

#OK! პროფესორი ნანა ჯიქია ბრიტანეთის ბიზნეს და პროფესიული ქალების ორგანიზაციის წევრი გახდა

November 1, 2025
#OK! სწორი მიდგომით და მეთოდით მოვლილი კანი ყოველთვის ლამაზი და მომხიბვლელია – კოსმეტოლოგი ნათია კუჭუხიძე
Health & Beauty

#OK! სწორი მიდგომით და მეთოდით მოვლილი კანი ყოველთვის ლამაზი და მომხიბვლელია – კოსმეტოლოგი ნათია კუჭუხიძე

October 31, 2025
#OK! ქეთევან გოლდი – ქალი, რომელმაც მთელი გული მიუძღვნა ღირსეულ ცხოვრებას
ინტერვიუ

#OK! ქეთევან გოლდი – ქალი, რომელმაც მთელი გული მიუძღვნა ღირსეულ ცხოვრებას

November 1, 2025
#OK! „Renew“ – პაციენტზე ორიენტირებული სამედიცინო სერვისი – ლაშა ოსეფაიშვილის პროფესიული ხედვა
OK! Doctors

#OK! „Renew“ – პაციენტზე ორიენტირებული სამედიცინო სერვისი – ლაშა ოსეფაიშვილის პროფესიული ხედვა

October 29, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ირინა შეიკის და პატარა ლეას ყველაზე მოდური დედაშვილური მომენტები

#OK! ირინა შეიკის და პატარა ლეას ყველაზე მოდური დედაშვილური მომენტები

October 20, 2021
#OK! LGBTQ ვარსკვლავები ბრიტანული Vogue-ის გარეკანზე

#OK! LGBTQ ვარსკვლავები ბრიტანული Vogue-ის გარეკანზე

July 5, 2022
#OK! სელებრითების ფავორიტი Makeup არტისტის პატრიკ ტას გამორჩეული ნამუშევრები

#OK! სელებრითების ფავორიტი Makeup არტისტის პატრიკ ტას გამორჩეული ნამუშევრები

June 18, 2021
#OK! Total Black: 13 ყველაზე მიმზიდველი შავი კაბა amfAR 2021-ის წითელ ხალიჩაზე

#OK! Total Black: 13 ყველაზე მიმზიდველი შავი კაბა amfAR 2021-ის წითელ ხალიჩაზე

August 3, 2021

კვირის ჰიტები

#OK! პრინცმა უილიამმა 34 წლის შემდეგ, დედის საკულტო ფოტოები გაიმეორა

#OK! პრინცმა უილიამმა 34 წლის შემდეგ, დედის საკულტო ფოტოები გაიმეორა

November 7, 2025
#OK! ნოემბრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

#OK! ნოემბრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

November 3, 2025
#OK! ნიუ-იორკს 111-ე მერი ჰყავს  – ვინ არის ზოჰრან მამდამი?

#OK! ნიუ-იორკს 111-ე მერი ჰყავს – ვინ არის ზოჰრან მამდამი?

November 7, 2025
#OK! კვირის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

#OK! კვირის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

November 3, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები