• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! რატომ გამოირჩევა კაია გერბერი ახალი თაობის სხვა წამყვანი ტოპ მოდელებისგან

December 27, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

როდესაც კაია გერბერი მოდის ინდუსტრიაში გამოჩნდა, ის
საზოგადოებისთვის მხოლოდ 90-იანი წლების საკულტო
სუპერმოდელის სინდი კროუფორდის ქალიშვილი გახლდათ. პუბლიკა
ბევრს საუბრობდა ვარსკვლავური ოჯახის გავლენებსა და სახელზე,
კაიას წარმატებას კი სინდი კროუფორდისა და რენდი გერბერის
პოპულარობას აწერდნენ… წლების გასვლის შემდეგ ყველაფერი
შეიცვალა, კაია გერბერი არაერთ შოუშშ, კამპანიაში, რეკლამასა თუ
კოლაბორაციაში გამოჩნდა, რამაც სკეპტიკურად განწყობილი
საზოგადოება დაარწმუნა, რომ კაია გერბერი არამხოლოდ სინდი
კროუფორდის ქალიშვილი, არამედ ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე
შრომისმოყვარე და გამორჩეული ვარსკვლავია.

Kaia Gerber Runway Walk | POPSUGAR Fashion

ყველამ შესანიშნავად ვიცით, რომ პოდიუმზე ძალიან თავდაჯერებული ხართ და
თქვენს საქმეს შესანიშნავად ასრულებთ. რამდენად განსხვავდება ერთმანეთისგან
მოდის ჩვენება და წითელი ხალიჩა? მაგალითად, ძალიან შთამბეჭდავი იყო თქვენი
გამოჩენა კანის წლევანდელ კინოფესტივალზე.

“ვფიქრობ, ყოველი წითელი ხალიჩა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.
მაგალითად, კანის კინოფესტივალი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, სამხრეთის სამხრეთ
ნაწილი მალიბუს ძალიან ჰგავს, ადგილს სადაც გავიზარდე და მთელი ჩემი ბავშვობა
გავატარე. ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ღონისძიებაზე შიში და ნერვიულობა მიპყრობს,
თუმცა შედარებით მეტს ყოველთვის Met Gala-ს ღონისძიების დაწყების წინ
ვნერვიულობ”.

Kaia Gerber Is Taking Over Fashion Month: See Every Show-Stopping Runway Look She's Rocked | Access

როგორი სტილის სამოსს ანიჭებთ უპირატესობას?

“ვფიქრობ, მინიმალიზმი ყოველთვის მიმზიდველია, თუმცა ყველაზე რთულია
“მოსარგებად”, რადგან ყველა დეტალი ზუსტად უნდა იყოს შენზე გათვლილი.
როდესაც წითელ ხალიჩაზე მინდა ეფექტური ვიყო, თუმცა სადა და დახვეწილი კაბა
მოვირგო, ყოველთვის Hedi Slimane-ს ვუკავშირდები, მან ყოველთვის ზუსტად იცის რა
მინდა და ჩემს პიროვნებას როგორი სტილი მოუხდება”.

როგორ ემზადები წითელ ხალიჩაზე გასასვლელად?

“როდესაც წინ მნიშვნელოვანი საღამოა და ცოტას ვნერვიულონბ, ხშირად სასიამოვნო
მუსიკას ვუსმენ. მუსიკა ჩემთვის ყველაფერია, ის ენერგიას მაძლევს და მოტივაციას
მმატებს”.

Kaia Gerber Gets On Board With 2022;s Biggest Hair Trend: Red Hair — See Photo | Allure

როგორც თავად ახსენეთ, კანის 2022 წლის დაჯილდოება თქვენთვის ძალიან
მნიშვნელოვანი იყო, რა გახდა თქვენი ინსპირაციის წყარო. როგორ შეარჩიეთ მაკიაჟი,
ჩაცმულობა და თმის ვარცხნილობა ამ კონკრეტული დღისთვის?

“Celine-ის კაბა, რომელიც წითელი ხალიჩისთვის მოვირგე, აბრეშუმის იყო, მას ძალიან
ლამაზი ზურგი ჰქონდა, ვფიქრობ, ეს ყველასათვის შესამჩნევი იყო. გვინდოდა
შეგვექმნა “ლუქი”, რომელიც იქნებოდა “ბუნებრივი”, თითქოს პირდაპირ სანაპიროდან
გარუჯული მოვედი პრემიერაზე. შესაბამისად, მაკიაჟი შედარებით უფრო მუქ, თუმცა
მაინც სადა ფერებში გადავწყვიტეთ. ხშირად ადამიანებს ჰგონიათ, რომ წითელ
ხალიჩაზე გამოსვლა ძალიან მარტივია, თუმცა ეს ასე არაა, ძალიან ბევრი ადამიანი
მუშაობს ერთი ღონისძიებისთვის. თითოეული დეტალი ჩვენთვის ძალიან
მნიშვნელოვანია”.

Get the look: Kaia Gerber's Cannes 2022 Red Bombshell Halter Dress - Premiere News

რა არის თქვენს ჩანთაში? გაქვთ თუ არა აუცილებელი პროდუქტები, რასაც
პრემიერებზე ატარებთ თან?

“ცხადია. მე ყოველთვის თან ვატარებ ტუჩსაცხს – YSL Beauty, ხშირად მიჭირავს ხოლმე
Celine-ის ჩანთა, სადაც ძალიან ბევრი პროდუქტი ეტევა. ზოგჯერ მასში პატარა
კამერასაც ვდებ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის”.

საინტერესოა რომელ კამერას იყენებთ, აპირებთ თუ არა ფოტოგრაფიას
პროფესიონალურად დაეუფლოთ?

“მე მაქვს პატარა Contax T2, რასაც თითქმის ყოველთვის თან ვატარებ, მას შესანიშნავი
ფერები აქვს, რაც თითქოს საშუალებას მაძლევს უკეთესი ფოტოგრაფი ვიყო. დიდი
სურვილი მაქვს ამ საქმიანობას პროფესიონალურად დავეუფლო”.

Kaia Gerber On The Runway At New York Fashion Week - Kaia Gerber First Fashion Month

ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ღონისძიებების შემდეგ გამართულ
წვეულებებზე დასწრება არ გიყვართ, რატომ?

“ვერ ვიტყვი, რომ არ მიყვარს, უბრალოდ წვეულებებზე დიდ დროს არ ვატარებ.
ვცდილობ, საღამოებზე ყოველთვის ადრე მივიდე, რათა ადრე წამოვიდე. ხმაურიან
წვეულებებს ხშირად სახლში ყოფნა, დასვენება, კითხვა და მედიტაცია მირჩევნია”.

ხშირად აღნიშნავთ, რომ ძალიან გიყვართ წიგნების კითხვა, განსაკუთრებით
დამღლელი დღის შემდეგ. შეგიძლიათ გვირჩიოთ რომელიმე საინტერესო წიგნი,
რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში წაიკითხეთ?

“ახლახანს დავასრულე Abandon Me-ს წაკითხვა, რომლის ავტორიც Melissa Febos-ია. ეს
არის შესანიშნავი ნაწარმოები, რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
მახსოვს ერთხელ საზოგადოებაში ვკითხულობდი და უცხო ადამიანების თვალწინაც
კი ამატირა. ეს ყველაზე შესანიშნავი რამაა, რისი გაკეთებაც კარგ ნაწარმოებს შეუძლია.
Abandon Me-ს კითხვის დროს მნიშვნელოვან მონაკვეთებს ხაზს ვუსვამდი, ამიტომ
წიგნის თითქმის ნახევარზე მეტი დახაზულია. ავტორი საუბრობს ისეთ მნიშვნელოვან
თემებზე, რომლებიც დღეს ძალიან აქტუალურია”.

Kaia Gerber On The Runway At New York Fashion Week - Kaia Gerber First Fashion Month

გაიგე მეტი: კაია გერბერი

ასევე გაეცანი

OK! Hotel Honey Kutaisi: მეტი, ვიდრე უბრალოდ მასპინძლობა
Slider Area

OK! Hotel Honey Kutaisi: მეტი, ვიდრე უბრალოდ მასპინძლობა

September 26, 2026
#OK! ბედნიერების პატარა მომენტები – ლიკა ევგენიძე
Slider Area

#OK! ბედნიერების პატარა მომენტები – ლიკა ევგენიძე

September 9, 2026
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის სექტემბრის ნომრისთვის
Uncategorized

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის სექტემბრის ნომრისთვის

September 8, 2026
# OK! Unlimited Summit ოქტომბერში გაფართოებული საერთაშორისო ფორმატით ბრუნდება
OK! News

# OK! Unlimited Summit ოქტომბერში გაფართოებული საერთაშორისო ფორმატით ბრუნდება

September 2, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! დათო არჩვაძის ახალი ემოციური კლიპი, რომელიც აგვისტოს ომის გმირს მიუძღვნა!

#OK! დათო არჩვაძის ახალი ემოციური კლიპი, რომელიც აგვისტოს ომის გმირს მიუძღვნა!

February 2, 2024
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივლისის ნომრისთვის

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივლისის ნომრისთვის

June 30, 2022
#OK! გლამურული რიტა ორა! მომღერალი Dion Lee-ს ძვირადღირებული კაბით!

#OK! გლამურული რიტა ორა! მომღერალი Dion Lee-ს ძვირადღირებული კაბით!

November 26, 2022
#OK! აპარტ ჯგუფი – პირველი ქართული დეველოპერული კომპანია TIME-ის ფურცლებზე

#OK! აპარტ ჯგუფი – პირველი ქართული დეველოპერული კომპანია TIME-ის ფურცლებზე

March 25, 2025

კვირის ჰიტები

#OK! ბრიჯიტ ბარდო: ცხოვრება, კარიერა და ყველაზე რთული როლი – დედობა

#OK! ბრიჯიტ ბარდო: ცხოვრება, კარიერა და ყველაზე რთული როლი – დედობა

September 28, 2026
#OK! Galliano x Zara – ჯონ გალიანოსა და Zara-ს ახალი პროექტის გამოსვლის თარიღი ცნობილია

#OK! Galliano x Zara – ჯონ გალიანოსა და Zara-ს ახალი პროექტის გამოსვლის თარიღი ცნობილია

September 28, 2026
#OK! მატილდა გვარლიანი და ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი: ორი ქართველი მოდელი მილანის მოდის კვირეულზე

#OK! მატილდა გვარლიანი და ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი: ორი ქართველი მოდელი მილანის მოდის კვირეულზე

September 28, 2026
#OK! 20 წლის ფეხბურთელის მძიმე ბრალდება, დამნაშავის გამართლება და მატჩი, რომელიც არ შედგა – რა ხდება „ნიკე-ლუსოს“ გარშემო

#OK! 20 წლის ფეხბურთელის მძიმე ბრალდება, დამნაშავის გამართლება და მატჩი, რომელიც არ შედგა – რა ხდება „ნიკე-ლუსოს“ გარშემო

October 1, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები