• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! რამდენიმე ყველაზე გავრცელებული მითი კანის მოვლის შესახებ

December 29, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

21-ე საუკუნეში კანის მოვლის საშუალებების რაოდენობასთან ერთად იმატა შეკითხვებმაც, რომელთაც ყველაზე ხშირად ვუსვამთ სპეციალისტებს. OK! გთავაზობთ 9 მითსა და მის შესაბამის რეალობას იმისთვის, რომ დაირღვეს საზოგადოებაში არსებული არასწორი წარმოდგენები.

მითი 1:

ყველა პროდუქციის 60%, რომელსაც კანისთვის მოვიხმართ, ხვდება სისხლის მიმოქცევაში.

რეალობა ისაა, რომ ზუსტი პროცენტული მაჩვენებლის დასახელება შეუძლებელია, ვინაიდან კოსმეტიკური პროდუქტის თქვენს კანში შეღწევა დამოკიდებულია ინგრედიენტზე, კანის მდგომარეობაზე, გარემოზე (მაგ. ტემპერატურაზე, ტენიანობაზე) და მისი რაოდენობა მერყეობს 0%-დან 100%-მდე.

მითი 2:

26 წამია საჭირო კოსმეტიკური ინგრედიენტის სისხლში შესაღწევად.

პირველი მითიდან გამომდინარე, შეუძლებელია განსაზღვრო დრო, თუ რამდენი ხანი შეიძლება დასჭირდეს პროდუქტს სისხლში შესაღწევად, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მას ყოველივე ამის უნარი არ გააჩნია. ზოგიერთი ინგრედიენტი სწრაფად აღწევს სისხლში, სხვები კი გროვდება კანში და გამოყოფას რამდენიმე დღეს ანდომებს. ეს პროცესი დამოკიდებულია ინგრედიენტის მოლეკულების მოცულობაზე და იმაზეც, თუ სხეულის რა ადგილზე დაიტანეთ კოსმეტიკას.

მითი 3:

საშუალოდ, ქალის სხეულში ყოველწლიურად ერთი და იგივე რაოდენობის ქიმიური ნივთიერებები ხვდება.

რეალობა გახლავთ ის, რომ სინამდვილეში ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია. თუმცა თუ თქვენ გსურთ საკუთარ ორგანიზმში შემავალი ქიმიური ნივთიერებების რაოდენობის გაგება, მოგიწევთ კლინიკური კვლევების ჩატარება. აღსანიშნავია, რომ ეს მითი არ ემყარება არცერთ გამოქვეყნებულ სამეცნიერო კვლევას.

მითი 4:

მინერალური ზეთი აფერხებს კანის „სუნთქვას“.

მინერალური ზეთი შეიცავს დიდ მოლეკულებს, რომლებიც თავს იყრის თქვენი კანის გარე ფენის ზედა ნაწილზე (ეპიდერმისის რქოვანაზე) და ქმნის  ოკლუზიურ ფენას, თუმცა ყველა ზეთი მაინც არ აფერხებს კანის „სუნთქვის“ პროცესს, ვინაიდან მცენარეული ზეთები შემადგენლობით ჰგავს თქვენს კანზე არსებულ ლიპიდებს (ზეთებს), ამიტომ ორგანიზმში უფრო ადვილად მეტაბოლიზირდებიან. აღსანიშნავია ისიც, რომ ზეთები შეიცავს უამრავ მშვენიერ მცენარეულ ნაერთს, რომელიც შესაძლოა სასარგებლოც კი იყოს თქვენი კანისთვის.

მითი 5:

ყველა კონსერვანტი საშიშია.

ცნობილია, რომ კონსერვანტების ნაწილი აღიზიანებს ზოგიერთი ტიპის კანს. თუმცა გახსოვდეთ, რომ კონსერვანტები ამავდროულად ემსახურება ძალიან მნიშვნელოვან მიზანს − აჩერებს ბაქტერიებისა და სოკოების რაოდენობის ზრდას თქვენს კოსმეტიკაში. საბედნიეროდ, ბაზარზე მუდმივად შემოდის უამრავი ბუნებრივი კონსერვანტი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას თქვენი კანის უსაფრთხოებისთვის.

მითი 6:

თუ კანის მოვლისას მოვერიდებით ხელოვნური ნივთიერების გამოყენებას, მათ სამუდამოდ ავირიდებთ თავიდან.

კანის მოვლის ინდუსტრიაში მრავალი ისეთი კონსერვანტი გამოიყენება, რომელსაც საკვებშიც ხშირად ვხვდებით. მაგალითად, შეგიძლიათ მოარიდოთ თქვენი კანი პარაბენებს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ მათ არ მიიღებთ საკვების სახით. 2013 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ნიუ იორკის (აშშ) სავაჭრო ქსელში არსებული საკვებისა და სასმლის 90% შეიცავდა პარაბენებს. ამდენად, თუ ნამდვილად გსურთ თავიდან აიცილოთ სინთეზური კონსერვანტები, კარგად შეამოწმეთ საკვების შეფუთვაზე დატანილი ეტიკეტიც.

მითი 7:

ევროკავშირმა აკრძალა 1000-ზე მეტი კოსმეტიკური ინგრედიენტი, ხოლო აშშ-მ (FDA) მხოლოდ 9.

ეს მოსაზრება მთლიანად რეალობას მოკლებული არ გახლავთ. ევროკავშირის კოსმეტიკის რეგულაციების სია შეიცავს 1400-მდე ინგრედიენტს, რომელთა გამოყენება კოსმეტიკაში აკრძალულია, რადგან ამ ინგრედიენტებიდან ბევრი ძალიან საეჭვოა.

ისინი შეიცავს:

  • რადიოაქტიურ ნივთიერებებს
  • ვაქცინებს
  • ადამიანური წარმოშობის უჯრედებს/ქსოვილებს
  • აზბესტს

ასე რომ, მნიშვნელოვანია გვესმოდეს − რიცხვები აქ სრულ რეალობას არ ასახავს, მთავარი არის მიზეზი.

მითი 8:

კანის ბუნებრივი მოვლა შესაძლებელია ქიმიკატების გარეშე.

თუ დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ ყველაფერი თქვენ გარშემო ქიმიურია. მაგალითად, ჰაერი და წყალი ქიმიური ნივთიერებებია, ისევე, როგორც საკვები, რომელსაც მიირთმევთ. რასაკვირველია, როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ მათი კანის მოვლის საშუალება ქიმიური დანამატებისგან თავისუფალია, გულისხმობენ იმას, რომ ის არ შეიცავს სინთეტიკურ ინგრედიენტებს, თუმცა ეს საკითხიც სადავოა იმის ფონზე, რომ შესაძლოა წყალიც კი შეიცავდეს ტოქსინებს. ამდენად, არ დაგავიწყდეთ, რომ ნატურალური ყოველთვის არ ნიშნავს უსაფრთხოს − არსებობს უამრავი საშიში ბუნებრივი ინგრედიენტი, რომელსაც უნდა მოერიდოთ კანის მოვლისას.

მითი 9:

საზოგადოებაში ყველაზე მიღებული კანის მოვლის საშუალებები სავსეა ხელოვნური ქიმიკატებით.

ბევრი სინთეზური ინგრედიენტი შედის კანის მოვლის სხვადასხვა საშუალების შემადგენლობაში, მაგრამ ფაქტია, რომ მათი უმეტესი ნაწილი წყალია − ლოსიონების, კრემების, შამპუნების, კონდიციონერების, გამწმენდების, ტონერებისა და ა.შ. უმეტესობა შეიცავს გამოხდილ წყალს, რომელიც იაფია, მარტივია და დიდი წვლილიც არ შეაქვს თქვენი კანის მოვლის საქმეში, გარდა მცირედი დატენიანებისა. ეს კი თავის მხრივ ხდება იმის ინსპირაცია, რომ გამოვიყენოთ უფრო მეტი უნიკალური ბუნებრივი ინგრედიენტით შექმნილი ნიშური პროდუქტები, რაც განსხვავდება მასიური წარმოების კანის მოვლის საშუალებებისგან.

ასევე გაეცანი

#OK! როგორ შევარჩიოთ ფიზიკური აქტივობა პიროვნული ნიშნებით? – ახალი კვლევები და საზაფხულო რჩევები
Health & Beauty

#OK! როგორ შევარჩიოთ ფიზიკური აქტივობა პიროვნული ნიშნებით? – ახალი კვლევები და საზაფხულო რჩევები

July 9, 2025
მომავლის სტომატოლოგია იქ, სადაც დეტალები განსაზღვრავს ხარისხს
Health & Beauty

მომავლის სტომატოლოგია იქ, სადაც დეტალები განსაზღვრავს ხარისხს

July 5, 2025
#OK! „ანალაინი“ –  უფრო მეტი, ვიდრე ესთეტიკური სილამაზე
Health & Beauty

#OK! „ანალაინი“ – უფრო მეტი, ვიდრე ესთეტიკური სილამაზე

July 5, 2025
#OK! იაპონური ,,Washoku” – კვების სტილი, როგორც დეპრესიის პრევენცია
Health & Beauty

#OK! იაპონური ,,Washoku” – კვების სტილი, როგორც დეპრესიის პრევენცია

July 3, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! პაემანზე მიმავალი კიმ კარდაშიანი და პიტ დევიდსონი ყველას ყურადღებას იპყრობენ: ვარსკვლავური წყვილის უახლესი პაპარაცული ფოტოები

#OK! პაემანზე მიმავალი კიმ კარდაშიანი და პიტ დევიდსონი ყველას ყურადღებას იპყრობენ: ვარსკვლავური წყვილის უახლესი პაპარაცული ფოტოები

November 23, 2021
#OK! ხედვიდან რეალობამდე…  ანა ჯიოშვილის გზა სიკეთის „სხივამდე“

#OK! ხედვიდან რეალობამდე… ანა ჯიოშვილის გზა სიკეთის „სხივამდე“

October 10, 2024
#OK! კიმ კარდაშიანმა და ქანიე ვესტმა შესაძლოა დაშორება გადაიფიქრონ: წყვილის უახლესი პაპარაცული ფოტოები

#OK! კიმ კარდაშიანმა და ქანიე ვესტმა შესაძლოა დაშორება გადაიფიქრონ: წყვილის უახლესი პაპარაცული ფოტოები

October 3, 2021
#OK! BergHOFF – მეტი კომფორტი და ესთეტიკა სამზარეულოში

#OK! BergHOFF – მეტი კომფორტი და ესთეტიკა სამზარეულოში

May 15, 2023

კვირის ჰიტები

#OK! მოახლე, რომელმაც მსოფლიოში პირველი სილამაზის სალონი გახსნა – მართა ჰარპერის ისტორია

#OK! მოახლე, რომელმაც მსოფლიოში პირველი სილამაზის სალონი გახსნა – მართა ჰარპერის ისტორია

July 8, 2025
#OK! ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი(AI) ადამიანს?

#OK! ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი(AI) ადამიანს?

July 9, 2025
#OK! Spice Girls-ის წევრი Mel B  სტილისტ რორი მაფიზე დაქორწინდა

#OK! Spice Girls-ის წევრი Mel B სტილისტ რორი მაფიზე დაქორწინდა

July 8, 2025
#OK! „ლოკროსი“ – მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია

#OK! „ლოკროსი“ – მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია

July 5, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები