რეკლამა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
რეკლამა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
რეკლამა
მთავარი Uncategorized

#OK! რა უნდა გავითვალისწინოთ ბინის შეძენის დროს

ნოემბერი 6, 2022
საკითხავი დრო: 1 min read
რეკლამა

წლებთან ერთად ადამიანების დამოკიდებულება და მოთხოვნები ბინის შეძენასთან დაკავშირებით იცვლება, თუმცა მომხმარებელი სტანდარტულად ყურადღებას აქცევს ფასს და ადგილმდებარეობას. არადა, ბევრი დეტალია, რომლებსაც არ ეთმობა სათანადო ყურადღება, როგორიცაა უსაფრთხოება, მასალები, კედლების სისქე, ხმის იზოლაცია და სხვ. ხშირ შემთხვევაში ბინის შეძენის შემდეგ აწყდებიან პრობლემებს და სვამენ შეკითხვებს. სწორედ ამ პრობლემების თავიდან ასარიდებლად საჭიროა ცნობიერების ამაღლება. შესაბამისად, ჩვენი მთავარი თემა ეთმობა მნიშვნელოვან ფაქტორებს, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია ბინის შეძენის დროს.

ადგილმდებარეობა

პანდემიამ სულ სხვა დატვირთვა და ფუნქცია შესძინა სახლს. მაგალითად, თუ ადრე ყურადღება დიდად არ ეთმობოდა ტერასებსა და აივნებს, პანდემიის პერიოდში პირიქით − აივნიან ბინებზე გაიზარდა მოთხოვნა. ადამიანებმა კარგად გავიაზრეთ, თუ როგორი მნიშვნელოვანია იმ გარემოს მოფრთხილება, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. სუფთა ჰაერი, ბუნებასთან ახლოს ცხოვრება, ადამიანებისთვის პრიორიტეტული გახდა, თუმცა ინვესტიციის კუთხით, ასევე, იმის გათვალისწინებით, თუ რა მანძილის გავლა მოგიწევთ ყოველდღიურად ისეთ ობიექტებამდე, როგორიცაა სამსახური, სკოლა და სხვ. ქალაქის ცენტრში ცხოვრება კვლავაც აქტუალურია.

მაღალი ხარისხის მასალები

აუცილებელია მშენებლობაში მაღალი ხარისხის მასალების გამოყენება, ევროპული სტანდარტის დაცვა, რათა ზიანი არ მივაყენოთ ჩვენს ჯანმრთელობას. სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში აღნიშნულ სტანდარტს ბევრი კომპანია ვერ იცავს. რადგანაც ქართულ ბაზარზე ეს არ კონტროლდება და არ არსებობს შეზღუდვა, სწორედ ამიტომ თვითონ მომხმარებელი უნდა სვამდეს ბევრ შეკითხვას, ვიდრე ბინას შეიძენს. მაგალითად, უნდა ინტერესდებოდეს, რა ტიპის მასალაა, რომელი საღებავია გამოყენებული? საზიანოა თუ არა ჯანმრთელობისთვის? სად არის შესაძლებელი მისი შეძენა და სხვ.

იმისათვის, რათა სწორად შევარჩიოთ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მასალები, საჭიროა უპირველესად მისი წარმომავლობის დადგენა, თუ რომელი ქვეყნის ნაწარმია და რამდენად სუფთა მასალისგანაა დამზადებული. ვეცადოთ, „დსპ“-ს მაგივრად „მდფ“-ი გამოვიყენოთ.

უსაფრთხოება

რეკლამა

ასევე მნიშვნელოვანია უსაფრთხოების თემა. სახლი ხომ ბავშვობიდან ყველაზე დაცული ადგილია ჩვენს წარმოსახვაში და უმნიშვნელოვანესია მომხმარებლის სიმშვიდის შეგრძნება, რომელიც მას მუდმივად თან უნდა სდევდეს. სწორედ ჩვენი სიმშვიდისა და უსაფრთხოებისთვის, მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ, რამდენად სანდრო და უსაფრთხოა შენობა და რამდენად გათვალისწინებულია მასში სახანძრო უსაფრთხოება. ამ ყველაფერზე შესაძლებლობა გაქვთ გაეცნოთ საექსპერტო დასკვნებს, შესაბამის სერტიფიკატებს და ასევე, სახანძრო პროექტს.

აუცილებელია ბინიდან გატანილი იყოს გათბობის ქვაბი. აღსანიშნავია, რომ გატანილი უნდა იყოს არა აივანზე, არამედ ცალკე, მათთვის განკუთვნილ ადგილას. ერთი მხრივ, ამით ვიცავთ უსაფრთხოებას და თან გარეგანი ფასადის ესთეტიკურ მხარეზეც ვზრუნავთ.

დიზაინი

დიზაინის ნაწილში აღსანიშნავია გარეგნული ფასადი, რათა შენობა მოერგოს არსებულ გარემოს, არ ქმნიდეს კონტრასტს. ამიტომაც წინასწარ უნდა იკითხოთ, აქვს თუ არა კომპანიას სახლის ფასადის დაცვის ხელშეკრულება. ამით აიცილებთ ფასადის დამახინჯების საფრთხეს მომავალში.

კედლები

თუ კედლების საშენი ბლოკი ენერგოეფექტურია, ეს ნიშნავს, რომ ნაკლები კომუნალური გადასახადები გექნებათ. თუ ეკოლოგიურად სუფთაა, სამომავლოდ ჯანმრთელობის პრობლემებს აიცილებთ თავიდან, ხოლო თუ საშენი მასალა უზრუნველყოფს ხმის იზოლაციას, მშვიდ გარემოში ცხოვრება გარანტირებული გაქვთ. ამიტომ აუცილებელია იკითხოთ, რომელი მასალისგან შენდება კედლები.

 

დამატებითი შეკითხვები

რა ხდება ბინის შეძენის შემდეგ? ვინ იზრუნებს ლიფტების გამართულ მუშაობაზე, მუდმივად დასუფთავებულ სადარბაზოებზე, შიდა და გარე განათებაზე? − ეს ყველაფერი წინასწარ უნდა ვკითხოთ სამშენებლო კომპანიას, ვისთანაც ვგეგმავთ პარტნიორობას.

დაბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანია კარგად შევისწავლოთ ის სამშენებლო კომპანია, რომლის უძრავი ქონების ყიდვასაც ვაპირებთ, რათა ვენდოთ და შემდგომში არ ვინანოთ ბინის შეძენა.

რეკლამა

ასევე გაეცანი

#OK! ჩემი მთავარი მოტივატორი არის დედა – წარმატებული დედა-შვილის ისტორია
Uncategorized

#OK! ჩემი მთავარი მოტივატორი არის დედა – წარმატებული დედა-შვილის ისტორია

იანვარი 30, 2023
#OK! მეფე ჩარლზს სურს, რომ პრინცი ჰარი მის კორონაციას დაესწროს, თუმცა უილიამი ეწინააღმდეგება მის გადაწყვეტილებას
Uncategorized

#OK! მეფე ჩარლზს სურს, რომ პრინცი ჰარი მის კორონაციას დაესწროს, თუმცა უილიამი ეწინააღმდეგება მის გადაწყვეტილებას

იანვარი 29, 2023
#OK! USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს
Uncategorized

#OK! USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს

იანვარი 28, 2023
#OK! “ანდერძით 10 მილიონი დოლარი მხოლოდ 12 დღიანი ქორწინებისთვის” – რატომ იქორწილა პამელა ანდერსონმა ჯონ პიტერსზე
Uncategorized

#OK! “ანდერძით 10 მილიონი დოლარი მხოლოდ 12 დღიანი ქორწინებისთვის” – რატომ იქორწილა პამელა ანდერსონმა ჯონ პიტერსზე

იანვარი 28, 2023
რეკლამა

ახლა კითხულობენ

#OK! თიკო სადუნიშვილის გამოჩენა 6 წლის შემდეგ- გულახდილი ინტერვიუ ლელა წურწუმიასთან

#OK! თიკო სადუნიშვილის გამოჩენა 6 წლის შემდეგ- გულახდილი ინტერვიუ ლელა წურწუმიასთან

ოქტომბერი 11, 2022
#OK! რობერტ პატინსონის ექსცენტრიული ფოტოსესია GQ-ისთვის

#OK! რობერტ პატინსონის ექსცენტრიული ფოტოსესია GQ-ისთვის

თებერვალი 8, 2022
#OK! დღეს კილიან მერფი 46 წლის გახდა – Peaky Blinders-ის ვარსკვლავი იუბილარია

#OK! დღეს კილიან მერფი 46 წლის გახდა – Peaky Blinders-ის ვარსკვლავი იუბილარია

მაისი 25, 2022
#OK! ბელა ჰადიდი პალესტინელების მხარდამჭერ აქციას შეუერთდა

#OK! ბელა ჰადიდი პალესტინელების მხარდამჭერ აქციას შეუერთდა

მაისი 17, 2021
რეკლამა

კვირის ჰიტები

#OK! კენდალ ჯენერი ქართველი ფოტოგრაფის დავით გიორგაძის ობიექტივში

#OK! კენდალ ჯენერი ქართველი ფოტოგრაფის დავით გიორგაძის ობიექტივში

იანვარი 31, 2023
#OK! მარგო რობის ძმა Wolf Of Wall Street-ში შესრულებული შიშველი სცენების გამო 3 თვე არ ელაპარაკებოდა

#OK! მარგო რობის ძმა Wolf Of Wall Street-ში შესრულებული შიშველი სცენების გამო 3 თვე არ ელაპარაკებოდა

იანვარი 27, 2023
#OK! პერის ჰილტონს და კარტერ რეუმს პირველი შვილი სუროგატი დედისგან შეეძინათ

#OK! პერის ჰილტონს და კარტერ რეუმს პირველი შვილი სუროგატი დედისგან შეეძინათ

იანვარი 25, 2023
#OK! როგორ ულოცავს გიორგი მახარაძე შვილს დაბადების დღეს

#OK! როგორ ულოცავს გიორგი მახარაძე შვილს დაბადების დღეს

იანვარი 27, 2023
რეკლამა
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×